ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედა-შვილი უბედურების ტყვეობაში

calendar აგვისტო 26, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

უკვე 16 წელია, რაც ახალგაზრდა დედა – ირინა ნავროზიანი იბრძვის შვილის სიცოცხლისთვის. დედა-შვილს საშინელ პირობებში უწევს სიკვდილთან გამკლავება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ლუკა ნავროზიანი უამრავი დაავადებით დაიბადა – მიკროცეფალია, ეპილეფსია, კიდურების დეფორმაცია, ღეჭვის დაქვეითებული რეფლექსი. მას არ შეუძლია ლაპარაკი, ცუდად ესმის, ძლივს სუნთქავს, ფაქტობრივად ვერაფერს გრძნობს. ერთადერთი, რაზეც რეაგირებს – დედის შეხებაა, მხოლოდ ეს ამშვიდებს ლუკას, განსაკუთრებით შეტევების დროს.
„ტრაგიკულ განვითარებას არაფერი მიანიშნებდა. ყველა ანალიზი წესრიგში იყო. მარწმუნებდნენ, რომ ჯანმრთელი ბავშვი გაჩნდებოდა, მით უმეტეს, მეორე ბავშვი იყო და ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო. თუმცა ბავშვის პალატაში გადაყვანის შემდეგ მაცნობეს, რომ ლუკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაიბადა“ – იხსენებს ირინა. 
-როგორ ფიქრობთ, მაინც რა შეიძლებოდა ამის მიზეზი გამხდარიყო?
        ირინა: ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ მრავალწლიანი სტრესის შედეგია. საქმე ის არის, რომ ჩემი მეუღლე საშინლად მექცეოდა, მამცირებდა, უნიათოს მეძახდა, რადგან ბიჭი არ მიჩნდებოდა.
-თუმცა თქვენ მაინც გააჩინეთ ბიჭი…
        ირინა: დიახ, მაგრამ ისეთი არა, როგორც მას უნდოდა. ვერ იტანდა საწყალ ბიჭუნას. მაძალებდა, რომ ჩამებარებინა საავადმყოფოში და როდესაც უარი მიიღო, სახლიდან გამოგვაგდო.
-სად წახვედით?
       ირინა: თავდაპირველად სახელმწიფო თავშესაფარში ვიყავი, შემდგომ მერიამ გვიქირავა ნახევარსარდაფის ტიპის საცხოვრებელი თბილისის გარეუბანში. რა თქმა უნდა, შემეძლო ლუკაზე უარის თქმა, მაგრამ მე დედა ვარ და ჩემს შვილს არ მივატოვებ. პასუხისმგებლობისგან თავის არიდება არ შემეძლო. ლუკა ასეთი გამომიგზავნა ღმერთმა და ესე იგი, ეს არის ჩემი ჯვარი, რომელიც უნდა ვატარო.
– რატომ დაქორწინდით თქვენს ყოფილ ქმარზე?
       ირინა: 15 წლის ვიყავი როდესაც მომიტაცა. ჩემი მშობლები რუსეთში ცხოვრობდნენ და მარტომ ვერ გავუწიე წინააღმდეგობა. რთულ ოჯახში ამოვყავი თავი … ვითმენდი,ღამეებს ტირილში ვატარებდი, ვიტანჯებოდი სულიერადაც და ფიზიკურადაც. 
  – როგორია ლუკას ახლანდელი მდგომარეობა?
       ირინა: უარესდება დღითიდღე. საჭმლის ყლაპვა უფრო და უფრო უჭირს. ეპილეფსიური შეტევები კიდევ უფრო ამძიმებს მის მდგომარეობას. საშინლად იტანჯება, გულისშემძვრელად ყვირის, ამ დროს მაგრად თუ არ დავიჭირე ხელში, შეიძლება თავს ავნოს. 
– მშვიდი მომენტები თუ აქვს ლუკას?
        ირინა: რომ ვუმღერი, მაშინ მშვიდად არის და ძლიერ ჩამეკვრება ხოლმე გულში.
-ვინმე თუ გეხმარებათ?
      ირინა: ჩემი ქალიშვილი – მარინა, შვიდი წლით არის ლუკაზე უფროსი. მხოლოდ მისი იმედი მაქვს. 23 წლის არის, დამლაგებლად მუშაობს. ძალიან გვიჭირს, შვილს ვერ ვტოვებ სამუშაოდ რომ წავიდე. 
-მეზობლები მაინც არ გეხმარებიან?
       ირინა: წინათ სადაც ვცხოვრობდით საშინელი მეზობლები გვყავდა. რაც აქ გადმოვედით, ძალიან თბილი და მზრუნველი სამეზობლო გვყავს. თავად რთული ცხოვრება აქვთ, თუმცა მაინც ცდილობენ ჩვენს დახმარებას. ასე გაგვაქვს თავი, ხვალინდელი დღის შიშით. 
-რა არის თქვენი შემოსავალი?
      ირინა: 200 ლარის ოდენობის ინვალიდობის პენსია და სოციალური დახმარება. დიდი წილი წამლებზე იხარჯება. განსაკუთრებით ძვირია ეპილეფსიის წამლები, მაგრამ ლუკა მაგის გარეშე ვერ იცოცხლებს, ამიტომ ხშირად გვიწევს საკვებზე უარის თქმა, რათა ეს მედიკამენტები შევიძინოთ. 
-რას გრძნობს დედა, რომელიც უვლის მძიმედ ავადმყოფ შვილს?
       ირინა: 16 წელია ენით აუწერელ ტკივილს ვგრძნობ. მე ვიცი, რომ ჩემი შვილი განწირულია, თუმცა სანამ ცოცხალი ვარ – ვილოცებ და ვიბრძოლებ მისთვის. მე მწამს თქვენი და თქვენი მკითხველის სიკეთის, უამრავ ადამიანს დაეხმარეთ და მჯერა, რომ ჩვენც არ დაგვტოვებთ უყურადღებოდ.
       ირინა ნამდვილი გმირია! მას უმძიმესი ცხოვრება აქვს გადატანილი და უამრავ პრობლემას უძლებს. ის საკუთარი შვილისთვის ბოლომდე იბრძოლებს, თუმცა მას ჩვენი გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება! 
მეგობრებო, თქვენი ძალიან დიდი იმედი გვაქვს! მხოლოდ ერთად შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ სიკეთე იმარჯვებს!
დაურეკეთ ირინას, თავად გაესაუბრეთ და გაამხნევეთ იგი ქალი. მოინახულეთ ეს ოჯახი და გაუწიეთ დახმარება. აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რათა ყველამ გაიგოს ამ ადამიანების შესახებ. 
ლუკას ესაჭიროება მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, საკვები, თეთრეული.
თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლუკა ნავროზიანი)
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)

„მადლობა, რომ ასე შეიყვერეთ ჩემი შვილი“

მეგობრები, ეს სიტყვები თქვენთან პატარა ლუკას დედამ, ირინამ დაგვაბარა. ირინა ყველას მადლობას გიხდით მისი გასაჭირის გაზიარებისთვის. „მადლობა თქვენ და დაე უფალი იყოს თქვენი მფარველი მძიმე წუთებში“-ამბობს იგი.
ლუკა დაბადებიდან ავადაა. მას, სამწუხაროდ, უკურნებელი სენი აქვს, მაგრამ ეს როდი აკავებს ჩვენს კეთილ თანამოქალაქეებს, დახმარება აღმოუჩინონ ოჯახს. ქართველებისთვის ხომ, არ არსებობს სხვისი შვილები. დედამიწის ზურგზე ყველაზე კეთილი ერისთვის ხომ ავადმყოფი ბავშვი საერთო ტკივილია, რომელიც ყველას ერთნაირად აწუხებს. თქვენ უფრო მეტი გააკეთეთ მისთვის, ვიდრე საკუთარმა მამამ. თქვენ იზრუნეთ მასზე, რისთვისაც უღრმეს მადლობას გიხდით.

– ირინა, რას ეტყოდით ყველა იმ ადამიანს, რომელიც თქვენს შვილს დაეხმარა?
ირინა: უღრმესი მადლობა მათ და ღმერთს, რომელმაც მათი თავი გამოუგზავნა ჩემ ბიჭს. ისინი ლუკასთვის მფარველი ანგელოზები არიან.
იცით, როდესაც აცნობიერებ, რომ შენი სისხლი და ხორცი, ცხოვრების აზრი უკურნებელი სენითაა დაავადებული, ფარ-ხმალს ყრი, სასოწარკვეთა გიპყრობს და ერთადერთი, რაც გინდა, ბევრი ტირილი, შემდეგ კი სიკვდილია. სიკვდილი, რომ არ უყურო მის ტაჯვას, არ გაიგონო მისი განწირული ტირილი, მაგრამ შემდეგ უფალი ცხოვრების გაგრძელების ძალებს გაძლევს, შვილისთვის ცხოვრების გაგრძელების ძალებს. ბავშვი იზრდება, მძიმდება და ძალებიც ყოველ წელს სულ უფრო მეტია საჭირო, მე კი ასაკი მემატება და ამიტომაც, უფალს მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვ – გამაძლიეროს. გამაძლიეროს, რომ ღირსეულად ვზიდო ჩემი ჯვარი, რომ მადლიერი ვიყო თითოეული დღისა, რომელსაც შვილთან ერთად ვატარებ.

– მოგეწონათ საჩუქრები, რომლებიც კეთილმა ადამიანებმა გამოგიგზავნეს?

ირინა: რას ამბობთ, თქვენ მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება ამისრულეთ. მე ხომ, ვერც კი ვიოცნებებდი სარეცხ მანქანაზე. რაც შეეხება მტვერსასრუტს, ის ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ლუკას ხშირად ემართება ხუთვითი შეტევები, ამიტომაც სახლში მტვრის ნასახი არ უნდა იყოს. ხორცსაკეპი კი… თქვენ მე გადამარჩინეთ. აწი გაცილებით ადვილი იქნება საკვების დაქუცმაცება ჩემი ბიჭისთვის. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი მადლობელი ვარ თქვენი.

და აი, უკვე მერამდენედ ვაკეთებთ კეთილ საქმეს უფლის სახელით, მეგობრებო და გვჯერა, რომ იგი არ მიატოვებს ამ პატარა, უბედურ ბიჭუნას და მის დედიკოს. ნუ დაგავიწყდებათ მათი მოხსენიება ლოცვებში, დაეხმარეთ მათ, როგორც შეძლებთ.

მოდით, ნუ დაგვავიწყდება, რომ ქართველები ყოველთვის ერთად ვიდექით მძიმე წუთებში, რომ ჩვენთვის არ არსებობს სხვისი გასაჭირი, ხოლო თუკი თავს ცუდად ყოველდღიური პრობლემების იგრძნობთ და სულში დარდი შემოგაწვებათ, ჩვენ სტატიებს გადახედეთ! აი, სად არის ნამდვილი გასაჭირი! დაე, ღმერთმა ყველა დაიფაროს მსგავსი უბედურებისგან.

თუკი ფლობთ ინფორმაციას მეზობლის ან ნაცნობის მძიმე მდგომარეობის შესახებ, ნუ დაელოდებით, გამოიჩინეთ სიკეთე და მოგვწერეთ მისამართზე office-fsp@fsp.ge და ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მას აუცლიბელად დავეხმარებით.

არ დაგავიწყდეთ გააზიაროთ ჩვენი პოსტი, რათა ჩვენი ცხოვრებისგან დაჩაგრული მოქალაქეების შესახებ თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, მაგრამ ამით აღნიშნული ოჯახის პრობლემები არ სრულდება. მათ მუდმივი დახმარება სჭირდებათ. გახსოვდეთ, სხვისი დახმარებით, პირველ რიგში, საკუთარ სულს ეხმარებით გადარჩენაში.

თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულებაში მიუთითეთ: ლუკა ნ.) ან პირდაპირ ფონდის ვებგვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/501-luka/

თანხის გადარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay და ExpressPay ტერმინალების საშუალებით. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ თქვენ იპოვით ჩვენს ფონდს (ფონდის დამატებით უფლებებსა და მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ მისამართზე: https://goo.gl/GY2Gus).

მოდით, ვიფიქროთ იმაზე, რომ სხვისი დახმარებით, სხვისი ტანჯვის გაზიარებით, ჩვენ უფალს ვუახლოვდებით.

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 დეკ 03
ფონდის ზედნადები ხარჯები
420.00₾
2019 დეკ 03
პროდუქტები
229.82₾
2019 დეკ 03
ტონომეტრი
94.50₾
2019 დეკ 03
პამპერსები
109.74₾
2019 დეკ 03
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1314.00₾

სულ ხარჯები:

2168.06₾

დარჩა:

0.19₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.12.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2019 20:16:24
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.12.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.11.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.11.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.11.2019 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.10.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.10.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.10.2019 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.10.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.10.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.10.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.10.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.10.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.10.2019 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.10.2019 17:31:41
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.10.2019 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.10.2019 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.10.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.10.2019 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾2,168.25

187 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,168.25

187 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება