ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„უნდა დავაფასოთ თითოეული დღე და უფალს მადლობა ვუთხრათ!“

calendar სექტემბერი 9, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ეს ბავშვები რომ გაჩნდნენ, ყველა თანაგრძნობას გამოხატავდა, თუმცა მე არ ჩამომიშვია ხელი და პირნათლად ვასრულებ დედის მოვალეობას.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
       
       42 წლის ესენია ბატიაშვილი 4 შვილის დედაა. ორი მათგანი, სამწუხაროდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა.  ახალგაზრდა ქალი მარტო ზრდის ბავშვებს, ძალ-ღონეს არ იშურებს მათთვის, მაგრამ მატერიალური სიდუხჭირე არ იძლევა შესაბამისი მოვლის და მკურნალობის საშუალებას. 
        ტყუპები – ანასტასია და ნიკოლოზი 8 წლის წინ დაიბადნენ. გოგონა ჰიდროცეფალიით არის დაავადებული, არ შეუძლია საუბარი, ვერ გადაადგილდება, არ აქვს მხედველობა, მიჯაჭვულია საწოლს. მისი ძამიკო კი ცერებრული დამბლით დაიბადა, შეუძლია მხოლოდ ხოხვა და ეტლით გადაადგილება. 
      „ეს ბავშვები რომ გაჩნდნენ, ყველა თანაგრძნობას გამოხატავდა, თუმცა მე არ ჩამომიშვია ხელი და პირნათლად ვასრულებ დედის მოვალეობას. დიახ, მძიმეა ორი ავადმყოფი შვილის მოვლა, მაგრამ მათთან ურთიერთობა ჩემთვის არის დიდი სიხარული. ისინი მასწავლიან ძალიან ბევრ რამეს. აი, თუნდაც იმას, რომ უნდა დავაფასოთ თითოეული დღე და უფალს მადლობა ვუთხრათ. იცით,  ანასტასიას ერთი გაღიმება ჩემში ისეთ ბედნიერებას იწვევს, როგორც ჩვეულებრივი ბავშვის დიდი წარმატება, ჩემი ტყუპები ხომ განსაკუთრებული ბავშვები არიან“,- ამბობს ესენია ბატიაშვილი. 
       -რა პრობლემებს აწყდებით და რა გაწუხებთ ამჟამად ყველაზე მეტად? 
        ესენია: პირველ რიგში, ეს არის საშინელი მატერიალური სიდუხჭირე. კატასტროფულად არ მყოფნის ფული წამლების, პამპერსების, სპეციალური კვების შესაძენად. პენსია და სოციალური შემწეობის თანხა სულ ამაზე მეხარჯება, მაგრამ ეს მხოლოდ საჭიროების ნაწილს ფარავს. ამის გამო უფროსი შვილები მრჩება სრულყოფილი კვების გარეშე. რა ვქნა აბა? არჩილი და ირინა ამას გაგებით ეკიდებიან. 
     -როგორია ამჟამად ანასტასიას და ნიკოლოზის მდგომარეობა?
      ესენია: ანასტასია მთელი დღე წევს, ხშირად არის შეწუხებული, ტირის, ემართება ეპილეფსიური შეტევები, თავი აქვს დეფორმირებული. ნიკოლოზი კი ეტლით დაგვყავს სკოლაში. იგი მეორე კლასშია. მართალია, ჩამორჩება სწავლაში თანაკლასელებს, მაგრამ ძალიან მონდომებულია; განსაკუთრებით უნდა, რომ კითხვა ისწავლოს, მაგრამ ჯერ არ გამოსდის, მას ხომ გონებრივი ჩამორჩენილობა აღენიშნება…
      -უფროსი შვილები რამდენი წლისანი არიან? 
      ესენია: არჩილი 14 წლისაა, სწავლობს მე-8 კლასში, ხოლო ირინა 9 წლის არის და წელს წავა მესამე კლასში. არჩილი ძალიან მეხმარება ტყუპების მოვლაში. ანასტასიას დატოვება არ შეიძლება ერთი წუთითაც. როდესაც სადილს ვაკეთებ ან ვრეცხავ, იგი დაიკოს უზის გვერდში და თვალს არ აშორებს. გარდა ამისა, არჩილი მეხმარება საოჯახო საქმიანობაშიც, ნიკოლოზს ეტლით დაატარებს სკოლაში. მოკლედ, იგი ჩემი მარჯვენა ხელია. 
     -როგორ აღიქვეს არჩილმა და ირინამ განსაკუთრებული დაიკოს და ძამიკოს დაბადება?
    ესენია: მე ვასწავლი უფროს შვილებს, რომ მათი ძამიკო და დაიკო „ამქვეყნიური ანგელოზები“ არიან და მათ განსაკუთრებული ყურადღება და მოვლა ესაჭიროებათ. ასე რომ, უფროსებს ძალიან უყვართ ტყუპები. 
     -თქვენი მეუღლე სად არის?
    -ესენია: დავშორდით. მაპატიეთ, მაგრამ არ მინდა ამ თემაზე საუბარი. 
     -სახელმწიფო გეხმარებათ? 
    ესენია: მერია იხდის ნაქირავები ბინის ფულს, წელიწადში ორჯერ გვაძლევენ წამლის ფულს 120 ლარის ოდენობით…
   -ბავშვებო, რაზე ოცნებობთ?
     ირინა (9 წლის): მე ვოცნებობ, რომ მქონდეს ახალი კაბა და ახალი ფეხსაცმელი…
    არჩილი (14 წლის): მე ვოცნებობ, რომ მუშაობა დავიწყო როდესაც შემისრულდება 16 წელი და დედას დავეხმარო. მე არასდროს მივატოვებ ანასტასიას და ნიკოლოზს. 
     მეგობრებო, ბატიაშვილების ოჯახს დღეს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება! გაერთიანებული ძალებით ჩვენ ეს შეგვიძლია! მოდით ვაჩუქოთ მათ მომავლის იმედი და დავეხმაროთ შეძლებისდაგვარად! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი! თუ გაქვთ სურვილი, რომ პირადად მოინახულოთ ისინი, გაცნობებთ მისამართს: თბილისი, ნუცუბიძის 4 პლატო, კორპუსი 23, ბინა 45, ტელ.: 557 92 62 01. 
        ამ ოჯახს ესაჭიროება მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, მაცივარი, თეთრეული, ტანსაცმელი, სათამაშოები…  თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება ბატიაშვილების ოჯახი). 
    თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც. 
   თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
      აკეთეთ სიკეთე ჩუმად და ნუ დაითვლით, ნურც სამაგიეროს დაელოდებით!

ქართველები ყველაზე გულისხმიერი ადამიანები არიან და მადლობა ღმერთს რო საქართველოში დავიბადე!

მეგობრებო, პატარა ანასტასიასთვის, მისი და–ძმისთვის და დედიკოსთვის თქვენს დახმარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. მხოლოდ თქვენი დახმარების წყალობით პატარა ანგელოზებმა დაივიწყეს რა არის შიმშილი და სიცივე! ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ ბევრი პირადად დაეხმარა ამ ოჯახს და დღემდე ახარებენ მათ! ახლა პატარებს ტელევიზორი აქვთ, როდესაც ჩვენ ახალი წლის მისალოცად მივედით მათთან ისინი მულტფილმებს უყურებდნენ და ხმამაღლა კისკისებდნენ! და სწორედ ამ სიცილისთვის გვინდა მადლობა გადაგიხადოთ მეგობრებო! ასევე ბავშვების დედამ – ესენიამ გვითხრა, რომ მათთან საახალწლოდ „ტერაბანკის“ წარმომადგენლები იყვნენ მისული და სახლი საჩუქრებით, ხოლო გულები სიხარულით აავსეს!
„არ ვიცი ვინ არიან ამ ბანკის დამფუძნებლები, მაგრამ აუცილებლად კეთილშობილი და ღვთისნიერი ადამიანები იქნებიან“ – თქვა ბატონმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ, როდესაც ეს ამბავი შეიტყო.
ესენია დიდ მადლობას მოგახსენებთ და გისურვებთ 202 წელს დიდი ბედნიერება მოეტანოს თქვენთვის. ყველა მადლიერების სიტყვას ვერც კი დავწერთ, ისინი იმდენად ბევრია!
გვჯერა, რომ ამ ოჯახის დახმარებას კვლავ გააგრძელებთ. ბავშვები მამამ მიატოვა და სიდუხჭირესთან გამკლავება დედა ესენიას მარტო უწევს.
– ესენია, რას უსურვებდით ჩვენს მკითხველებს?
– დიდ ბედნიერებას გისურვებთ! ისეთივე გახარებულები იყავით, როგორც ჩემი შვილები გაახარეთ. ის, რომ ჩემი ანასტასია დღეს მშიერი არაა და მშრალ საწოლში წევს, მხოლოდ თქვენი დამსახურებაა! ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩერნოვეცკის ფონდის ყველა თანამშრომელს! თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ გაიზიაროთ ყველას დარდი! თქვენ მართლა გრძნობთ სხვის ტკივილს! თქვენ რომ არ დაგეწერათ ჩემი პრობლემის შესახებ, ალბათ ჩვენს შესახებ ვერავინ შეიტყობდა! და ალბათ სხვას რომ ეთქვა ასეთი თანადგომის და დახმარების შესახებ არც დავიჯერებდი! მოდიოდნენ სრულიად უცნობი ადამიანები და ვისაც როგორ შეძლო ისე მეხმარებოდა! ხოლო „ტერაბანკის“ წარმომადგენლებმა დაუჯერებელი დახმარება აღმოგვიჩინეს! ამას გიყვებით და ვიცი, ბევრი არ დაიჯერებს! მაგრამ მერწმუნეთ ჩემო კარგებო, სასწაულები ხდება! და კეთილი ადამიანები არსებობენ!
აი უკვე მერამდენედ, მეგობრებო, თქვენ დაამტკიცეთ სასწაულების არსებობა! დაამტკიცეთ, რომ საქართველოში ყველაზე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ! რო, ქართველებისთვის „სხვისი შვილები“ არ არსებობენ!
თუ თქვენ გიჭირთ და გამოსავალს ვერ პოულობთ, წაიკითხეთ ჩვენი ისტორიები! თქვენ მიხვდებით რა არის ნამდვილი პრობლემები! მიხვდებით, რომ უფალს მადლობა უნდა გადაუხადოთ და მადლიერების გრძნობით აღივსოთ გულები!
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ მეგობრებო! ამ ოჯახის პრობლემები , სამწუხაროდ, აქ არ სრულდება, მათ კვლავ სჭირდებათ ჩვენი დახმარება. თქვენი სიკეთე
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 , GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: ბატიაშვილების ოჯახი)
საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ru/projects/508-an/
ტერმინალებიდან: Nova Technology, TBCpay, ExpressPay.
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცნით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
მუდამ იფიქრეთ იმაზე, რომ სხვისი დახმარებით ჩვენ სულს ვეხმარებით და ვუახლოვდებით უფალს იმ განსაცდელით, რომელსაც სხვისგან ვიზიარებთ!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 ოქტ 08
პამპერსები
269.20₾
2019 ნოე 08
ტელევიზორი
310.00₾
2019 ნოე 08
პამპერსები
242.51₾
2020 მარ 10
ფონდის ზედნადები ხარჯები
210.00₾
2020 მარ 27
ბავშვთა კვება
80.70₾
2020 ივლ 20
პამპერსები
120.61₾

სულ ხარჯები:

1233.02₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.02.2021 17:55:44
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.02.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.01.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.01.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.01.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.01.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.01.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.01.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.01.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.01.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.01.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.01.2020 16:06:08
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2019 10:09:37
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.11.2019 08:23:43
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.11.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.11.2019 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.11.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.10.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.10.2019 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.10.2019 20:00:00
₾100.00

შემოწირულია:

₾1,233.00

83 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,233.00

83 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება