ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

უფლის მიერ მოვლენილი სასწაული!

calendar სექტემბერი 17, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

რევაზ და ნელი ბოყველები ღვთისმოსავი ადამიანები არიან. მათ უფალმა ნამდვილი სასწაული მოუვლინა!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
       რევაზ და ნელი ბოყველები ღვთისმოსავი ადამიანები არიან. მათ უფალმა ნამდვილი სასწაული მოუვლინა! შანსი, რომ ეპილეფსიით დაავადებულ ვაჟს შვილი შესძენოდა, უდრიდა ნულს. 
    ერთხელ, რევაზმა შენიშნა თუ როგორ იტანჯებოდა მისი ვაჟი მარტოობისგან და გადაწყვიტა მისთვის ცოლი მოეყვანა; გააცნო მისი ასაკის ქალი, რომელიც ასევე ეპილეფსიით იყო დაავადებული და პატარა ქორწილიც გადაუხადა. 
    ახლაგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და ცოტა ხანში რძალი დაფეხმძიმდა.  რევაზი და მისი მეუღლე  მუხლმოდრეკით ლოცულობდნენ, მარხულობდნენ, უფალს ჯანმრთელი ბავშვის დაბადებას შესთხოვდნენ და ჰოი საოცრებავ, მათ ერთი კი არა, არამედ სამი სრულიად ჯანმრთელი შვილიშვილი ეყოლათ! 
   იყო დიდი სიხარული, ნათელი და ბედნიერი დღეები, თუმცა ახლა, ხანდაზმულობის ჟამს, ბაბუას სულ უფრო და უფრო უჭირს ოჯახის შენახვა, მითუმეტეს რომ ბებია ავად გახდა და საწოლს მიეჯაჭვა, ხოლო შვილის და რძლის დატოვება ყურადღების გარეშე ერთი წუთითაც არ შეიძლება, რომე არაფერი ვთქვათ პატარა ბავშვებზე. 
   ჩვენ ვიმყოფებოდით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდში, მოვინახულეთ ეს ოჯახი და ვესაუბრეთ რევაზ ბოყველს. 
   -რაში მდგომარეობს თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?
   რევაზ ბოყველი: ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მატერიალურად უაღრესად გვიჭირს, ლამის ვშიმშილობთ. მე 67 წლის ვარ, უკვე ძალა არ მყოფნის, რომ ყველას მოვუარო. მე რომ მოვკვდები, არ ვიცი მათ რა ეშველებათ… 
     -მეუღლე რამდენი წლისაა?
    რევაზ ბოყველი: ჩემი ცოლი 65 წლისაა, ფეხები ტკივა და ფაქტიურად საწოლს არის მიჯაჭვული. სულ ტირის და მოთქვამს. ძალიან განიცდის, რომ ჩვენი ვაჟი ეპილეფსიით არის დაავადებული. მას ხშირად ემართება კრუნჩხვები და ერთი წუთითაც ვერ ვტოვებთ ყურადღების გარეშე.
   -ეს თქვენი ინიციატივა იყო, რომ ცოლი მოეყვანა? 
   რევაზ ბოყველი: გულახდილი ვიქნები თქვენს წინაშე. ვხედავდი ჩემი შვილის მოწყენილ სახეს, მის ტანჯვას მარტოობისგან, სასოწარკვეთილ  მდგომარეობას. ვიფიქრე, თავს ცუდი რამე არ დაუშაოს მეთქი და გავაცანი მანანა. ჩემი რძალი მეზობელ სოფელში ცხოვრობდა, ისიც ეპილეფსიით არის დაავადებული. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ  და პატარა ქორწილიც გადავიხადეთ. 
    –   ახლა მოგვიყევით თუ რა ვითარებაში შეეძინათ მათ შვილი…
   რევაზ ბოყველი: როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ გავიგეთ, რომ მანანა ორსულად იყო, შოკში ვიყავით. გვინდოდა კიდევ ერთი ავადმყოფი ადამიანი? დავაპირეთ წაგვეყვანა ექიმთან აბორტის გასაკეთებლად, მაგრამ ჩვენი ეკლესიის მამაომ მირჩია, რომ არ წავსულიყავით ამ ნაბიჯზე. 9 თვე მუხლმოდრეკილი ვლოცულობდით მე და ჩემი ცოლი, ცივ ნიავს არ ვაკარებდით ორსულ ქალს. უფლის წყალობით დაიბადა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი, ეს იყო ნამდვილი სასწაული! უფალმა შეისმინა ჩემი ვედრება და აწი მყავს გვარის გამგრძელებელი! 
     -რა დაარქვით ბიჭუნას,  რამდენი წლისაა და ახლა სად არის? 
    რევაზ ბოყველი: ჩემი სახელი დავარქვით. მშობლები არ იყვნენ წინააღმდეგი, პირიქით – ძალიან გაუხარდათ. რეზო არის ჩვენი ოჯახის იმედი, არაჩვეულებრივი ბიჭუნაა, ძალიან მეხმარება ოჯახის საქმეებში, წყალს მოიტანს, შეშას დააპობს, პატარა და-ძმას უვლის. იგი მეცხრე კლასში სწავლობს, ახლა ექსკურსიაზე იმყოფება კლასთან ერთად…
    -ხომ არ იცით, რაზე ოცნებობს რეზო? 
   რევაზ ბოყველი: ძალიან უნდა ველოსიპედი. დავპირდი, რომ გიყიდი მეთქი, მაგრამ ვერ შევასრულე პირობა. რა ვქნა, ვაგროვებდი თანხას, მაგრამ წამლები ისე გაძვირდა, რომ „ველოსიპედის საკითხმა“ გაურკვეველი დროით გადაიწია. 
   -თქვენს ოჯახში კიდევ ერთი „სასწაული“ მოხდა…
   რევაზ ბოყველი: დიახ, 5 წლის წინ ტყუპები დაიბადნენ – გვანცა და ანდრია. ისინიც სრულიად ჯანმრთელი ბავშები არიან. სანამ რეზო სკოლაშია, მე ვუვლი მათ, ხოლო როცა იგი სკოლიდან მოვა, პატარებს  მას „გადავაბარებ“.  ძალიან უყვართ და-ძმას ერთმანეთი. 
   -ბავშვებო, მოდით ჩვენთან, გვიამბეთ რაზე ოცნებობთ, რა გაგახარებთ ყველაზე მეტად? 
      ანდრია (5 წლის): ყველაზე მეტად მე მინდა შოკოლადი და კიდევ ბანანი…
   გვანცა (5 წლის): შოკოლადი მეც მიყვარს, მაგრამ მე ვოცნებობ ლამაზ კაბაზე და ახალ თოჯინაზე…
   -თოვლის ბაბუა ხშირად დადის თქვენთან? 
   ანდრია: თოვლის ბაბუა ჩვენთან არ დადის. ახალ წელს ჩვენთან მოდის ბაბუა რევაზი და ჩურჩხელებს გვჩუქნის…
   -ვინ გიყვართ ყველაზე მეტად?
  გვანცა: დედიკო, მამიკო, ბე…. ბაბუა,. ბაბუა რევაზი გვიყვარს ყველაზე მეტად…
   -რევაზ, როგორ უმკლავდებით ამდენ პრობლემას? დარწმუნებული ვართ, რომ ეს ძალიან რთულია…
   რევაზ ბოყველი:  დიახ, ჩემი ასაკის ადამიანისთვის რთულია, მითუმეტეს რომ საცხოვრებელი პირობები არ გვაქვს დამაკმაყოფილებელი.  წყალი ჭიდან მომაქვს, ავეჯი დაძველდა, არც მაცივარი მაქვს და არც სარეცხი მანქანა,  ძალიან ვწვალობ. სოციალური შემწეობის და პენსიის თანხა  წამლებში მეხარჯება ძირითადად. მე თავად ავადმყოფი კაცი ვარ, ჭიპის თიაქარი მაწუხებს, ბოლო დროს კი მაღალი წნევა დამჩემდა.  აი, ეს წამალი გამომიწერა ექიმმა – ერთი აბი ღირს 1,20 ლარი და ასეთი დღეში რამდენჯერმე უნდა მივიღო. რა ვქნა, ეკონომიას ვაკეთებ და დღეში მხოლოდ ერთხელ ვსვამ წამალს. მესაჭიროება ოპერაცია, მაგრამ ეს ჩემთვის ფანტასტიკის სფეროდანაა…
    -თქვენ მორწმუნე ადამიანი ბრძანდებით, არა?
    რევაზ ბოყველი:  დიახ.  აი იქ, მოსახვევში, შენიშნეთ აღმართული ჯვარი? ეს მე დავდგი, უფალი გვიცავს ჩვენ! 
    -მეზობლები გეხმარებათ? 
    რევაზ ბოყველი: ეჰ, სად არიან მეზობლები, დაიცალა სოფელი, აქ ცუდი პირობებია, ხალხი გარბის ქალაქში…. მე არსად დავდივარ, არ ვსვამ,  არ ვეწევი, ამისთვის ფულს როგორ დავხარჯავ?! ყველაფერს, რასაც ვშოულობ ოჯახს ვახმარ. არ მაქვს შეცდომის უფლება, ერთი „გადახვევა“ და შეიძლება მას რაღაც ტრაგედიას მოყვეს… 
    -როგორ ფიქრობთ, რა არის ბედნიერება?
    რევაზ ბოყველი: შვილიშვილები ჩემთან წვანან, ჩემს ლოგინში…  ძილის დროს,  როდესაც ერთი შვილიშვილის ფეხი მუცელზე გადევს, მეორე ბავშვის თავი გულზე, ხოლო მესამე შვილიშვილის ხელები კისერზე გაქვს შემოხვეული – აი, ეს არის  ბედნიერება!
   მეგობრებო,  ბოყველების ოჯახს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი! ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ავეჯს, საყოფაცხოვრებო ნივთებს. 
    მოინახულეთ ეს ოჯახი, დაეხმარეთ შეძლებისდაგვარად. მისამართი: ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზოდი, ტელ.: 595 28 26 61.
      თუ გსურთ დახმარება და დრო არ გაქვთ, რომ  მოინახულოთ, შეგიძლიათ დახმარების თანხა გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ბოყველების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც. 
    თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).           
    აკეთეთ სიკეთე ჩუმად და ნუ დაითვლით, ნურც სამაგიეროს დაელოდებით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 იან 15
მედიკამენტები
255.87₾
2020 მარ 27
ფონდის ზედნადები ხარჯები
95.00₾
2020 მარ 27
ველოსიპედი
380.00₾
2020 აგვ 25
ფონდის ზედნადები ხარჯები
50.00₾

სულ ხარჯები:

780.87₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.03.2020 19:00:46
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.12.2019 10:47:10
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.11.2019 16:17:25
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2019 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.10.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.10.2019 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.10.2019 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.10.2019 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.10.2019 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.10.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.10.2019 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.10.2019 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.10.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.10.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2019 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.10.2019 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.10.2019 12:26:49
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.10.2019 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.10.2019 15:00:37
₾20.00

შემოწირულია:

₾779.93

51 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾779.93

51 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება