ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„უფალო ჩემი დავითი ახლა შენთანაა, გაათბე და დაიფარე“

calendar დეკემბერი 12, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

არ ვიცი ჩემი გარდაცვლილი შვილი ვიგლოვო თუ ცოცხლების გამო ვიტირო!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ის ავად იყო, მას სტკიოდა, ახლა კი ის უფალთან გაფრინდა…არ ვიცი ჩემი გარდაცვლილი შვილი ვიგლოვო თუ ცოცხლების გამო ვიტირო! არ მინდა დავიჯერო, რომ ღმერთმა ისინი მაჩუქა და ახლა შიმშილისთვის გაწირავს!
როგორ ვანუგეშოთ შვილმკვდარი დედა, რა ვუთხრათ, რა ვურჩიოთ რომ დარჩენილი შვილები შიმშილმა და სიცივემ არ წაართვას? 
თბილისთან ახლოს, ერთი ადგილია, სადაც დანგრეული და მიტოვებული ნაგებობები არის, ეს ადგილი  უამრავი ოჯახისთვის თავშესაფარი გახდა, ერთადერთი გადარჩენის იმედი. მათ შორისაა შავლოხაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი. ოჯახი, რომელიც განწირულია და დახმარების გარეშე, შეიძლება ზამთარი ვერ გადაიტანოს. 
ნუგზარი: მე 55 წლის ვარ, ჩემი მეუღლე ეკა – 28 წლის. ჩვენ 4 შვილი გვყავს… უფრო სწორედ უკვე 3… ჩვენი პატარა დავითი ცაში გაგვიფრინდა ორი თვის წინ. ახლა ის პატარა ანგელოზია. (ტირის). ელენე 7 წლისაა, ლიანა 3–ს, დავითის ტყუპისცალი ნანა კი 14 დეკემბერს 1 წლის გახდება. დათუნაც 1 წლის გახდებოდა… და ახლა სადაა… ცივ მიწას მივაბარეთ. მის საფლავსაც ვერ ვუვლი. ვერ შემოვღობე, და ხან ძაღლი წევს მის პატარა საფლავზე ხან ძროხა (ტირის). სიკვდილს ვნატრობ ასეთ დროს. 
სანამ მუშაობა შემეძლო, ქირასაც ვიხდიდი და ოჯახსაც ვინახავდი, მაგრამ მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემები რომ შეექმნა, სამუშაოდ ვეღარ გავედი. არ იფიქროთ, რომ ძალიან „მაგარი“ სამსახური მქონდა, არა… საშუალო განათლება მაქვს და ხან მშენებლობაზე ვმუშაობდი, ხან მტვირთავად… მერე მომიწია მეუღლეზე და ბავშვებზე ზრუნვა, ვერ გავედი სამუშაოდ და დავრჩით უკაპიკოდ. მერე ეს ნანგრევები აღმოვაჩინეთ, უპატრონო ძაღლებითაა სავსე ეს შენობა, და მათთან ერთად ვცხოვრობთ… 
–და ამ ადგილს როგორ მოაგენით?
–როცა ძალიან გაგვიჭირდა, ნაგავსაყრელზე დავდიოდი ჯართის და ბოთლების შესაგროვებლად. გავიცანი კეთილი ადამიანები, რომლებმაც მომასწავლეს ეს ადგილი. როგორც ახლობელს ისე მოგვიარეს, თავის პურს გვიყოფდნენ… ამას არასდროს დავივიწყებ! საწოლებიც მათ აგვიწყეს… 
–როგორ წარმოგედგინათ თქვენი ცხოვრება? რაზე ოცნებობდით, რა მიზნები გქონდათ? 
–დალხენილად არასდროს მიცხოვრია, მშობლებმა ვერ მომცეს განათლება, მათ არ იცოდნენ, რომ ეს ბავშვისთვის აუცილებელია. ბავშვობიდან ვმუშაობდი. მამას ვეხმარებოდი, მეზობლებს… მერე ეკა გავიცანი, ბავშვები გაგვიჩნდა… მერე მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, და დანარცენი უკვე იცით, რა და როგორ იყო. 
–ბავშვების შესახებ გვიამბეთ, რა სჭირდებათ მათ ყველაზე მეტად?
–უფროსი ელენე 7 წლისაა, ის მეორე კლასში სწავლობს. ჭკვიანი გოგონაა. მე დამყავს ის სკოლაში. დილით მიმყავს, მერე მომყავს. ალბათ ხვდებით, რომ ჩვენ დასახლებულ პუნქტში არ ვცხოვრობთ და ამიტომ სკოლაც ძალიან შორსაა. როცა გზის ფული არ გვაქვს ფეხით მივდივართ ხოლმე… მაგრამ მზად ვარ ხელში აყვანილმა ვატარო შვილები სკოლაში, მთავარია მათ განათლება მიიღონ! ეს ჩემი მთავარი ამოცანაა. 
–როგორ ახერხებთ ამ მდგომარეობაში ცხოვრებას? 
–რა გითხრათ, არ ვიცი… ეს ცხოვრებაა? აი ნახეთ ქუჩაში რამდენი ძაღლია… ისინიც „ცხოვრობენ“. ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან, და ალბათ არც არასდროს ჩაგვთვლიან. ამიტომ მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ისწავლონ!
–როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება გამოასწოროს თქვენი მდგომარეობა, რაზე ოცნებობთ? 
–ჩემი ოცნებაა საფლავი გავუკეთო ჩემ გარდაცვლილ შვილს, შევღობო მაინც… რომ პირუტყვი არ შედიოდეს და არ თელავდეს მიწას… ცოცხლებისთვის კი საწოლები მინდა. ტანისამოსი. მინდა, რომ პროდუქტები გვქონდეს, ზამთარი რომ გადავიტანოთ… რომ დათბება, მერე უფრო ადვილად გავართმევთ თავს პრობლემებს. არ ვიცი, კიდევ რაზე შეიძლება ოცნებობდეს ადამიანი… არ ვიცი. 
–რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს? 
–ვიცი, რომ საქართველოში ყველაზე კარგი ადამიანები ცხოვრობენ. ვიცი, ღმერთი მათ გამოუშვებს ჩემი ოჯახის დასახმარებლად. . ვიცი, რომ ჩემი შვილების გასაჭირს თქვენ უყურადღებოდ არ დატოვებთ. ვიცი, რომ მათ თქვენს ლუკმას გაუზიარებთ. 
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას, შავლოხაშვილების ოჯახის გადასარჩენად! მათ ესაჭიროებათ სარემონტო მასალა, საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები, ავეჯი, ტექნიკა და თბილი თეთრეული!
ასევე შეგიძლიათ დაურეკოთ ნუგზარს და გაიგოთ რა სჭირდებათ ბავშვებს. ეს მისი ტელეფონის ნომერია: 555443450
თუ დახმარების საშუალება არ გაქვთ, გააზიარეთ ეს ისტორია, გვინდა, რომ ამ ოჯახის პრობლემებით რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს! არ დატოვოთ უყურადღებოდ ეს პატარები! ისინი ახლა ჩვენი შვილებიც არიან!
ასევე გთხოვთ, თუ გაქვთ ინფორმაცია ადამიანების შესახებ, ვისაც დახმარება სჭირდება, მოგვწერეთ: office-fsp@fsp.ge.
ფონდის ანგარიშებია: 
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: შავლოხაშვილების ოჯახი)
საიტი: 
სწრაფი ჩარიცხვის აპარატები: 
Nova Technology
TBCpay
ExpressPay
ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ ჩვენი ფონდი.
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ლინკზე https://goo.gl/GY2Gus)

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 თებ 23
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
2095.00₾
2020 თებ 23
პამპერსები
388.49₾
2020 მარ 03
საწოლი
600.00₾
2020 მარ 03
მედიკამენტები
101.15₾
2020 მარ 11
ფონდის ზედნადები ხარჯები
700.00₾

სულ ხარჯები:

3884.64₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.04.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.03.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.03.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.03.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.02.2020 12:22:34
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.02.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.02.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.02.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2020 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.02.2020 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.01.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.01.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.01.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.01.2020 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.01.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.01.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.01.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.01.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.01.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.01.2020 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾3,884.31

308 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,884.31

308 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება