ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დაუსრულებელი ტანჯვა…

calendar იანვარი 20, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

24 წლის თათიას ცხოვრება ბავშვობიდან დაუსრულებელი ტანჯვაა

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
სულ პატარა იყო როცა მამამ მიატოვა და დედა ნერვიულობის ნიადაგზე ავად გაუხდა… თათია და მისი და გასაზრდელად ბებიამ წაიყვანა, მაგრამ იქაც არ უცხოვრიათ გოგონებს დალხენით. ძალიან უჭირდათ და ზოგჯერ პურის ყიდვის საშუალებაც არ ჰქონდათ თურმე… ბებიაც მალე გარდაიცვალა და ორი ობოლი ბავშვთა სახლში წაიყვანეს…
თათია: არავის ვუსურვებ ასეთ ცხოვრებას… რაც მე გამოვიარე ნამდვილი ჯოჯოხეთია. რაც არ უნდა მოხდეს, ჩემ შვილებს ვერასდროს გავიმეტებ ბავშვთა სახლისთვის!
რომ გავიზარდეთ, მე და ჩემი და ბავშვთა სახლიდან გამოვედით. ხატიამ ოჯახი შექმნა. მე ხან მასთან ვცხოვრობდი ხან ცემს ნათლიის ოჯახში. მერე 18 წლისამ გადავწყვიტე, რომ აღარავინ შემეწუხებინა და ბებიის სახლში დავსახლდი. მარტო ძალიან გამიჭირდა, მაგრამ იმდენი მოვახერხე, რომ სახლი საცხოვრებლად გამოსადეგი ყოფილიყო. 
მართლაც, მიუხედავად სიდუხჭირისა და გაუსაძლისი ცხოვრებისა, თათია ახერხებს, რომ ნახევრად დანგრეულ სახლში სისუფთავე შეინარჩუნოს და შვილები სუფთად და მოწესრიგებულად ჰყავდეს. 
–    რა მოხდა შემდეგ?
–    შემდეგ, ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდა ნამდვილი სიყვარული. ოჯახი შევქმენი. ისე მიხაროდა, მეგონა ყველა ჩემი უბედურება დასრულდა და მეც შემეძლო ბედნიერი ვყოფილიყავი. ჩემი და მეუღლის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგეთ, რომ ტყუპებს ველოდი! დავფრინავდი ისე მიხაროდა! მეუღლე ხელის გულზე მატარებდა. არავის არ უზრუნია ჩემზე ისე? როგორც ის ზრუნავდა… მაგრამ თურმე ჩემი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. ორსულობამ უპრობლემოდ ჩაიარა, და 12 აგვისტოს გავაჩინე გოგო და ბიჭი მარი და გიორგი… მარიამი ჯანმრთელი იყო, ხოლო გიორგის ხერხემლის თიაქარი ჰქონდა… ექიმებმა, არაფერი ეშველებაო, შეეგუეთო… ჩემი ქმარი ვერ შეეგუა. ძალიან მძიმე იყო ეს მისთვის… თავი მოიკლა… 
წარმოუდგენელია, ერთი ადამიანისთვის ამდენი ტრაგედიის გადატანა… რამდენ რამეს გაუძლო ამ პატარა გოგომ… ამ ძლიერმა ადამიანმა! 
თათია: ძლიერი რომ არ ვიყო არ შეიძლება! ჩემს შვილებს ვჭირდები. მე რამე რომ მომივიდეს, მათ ბავშვთა სახლში წაიყვანენ და ამას არ დავუშვებ. ჩემი შვილები ერთადერთი ახლობელი ადამიანები არიან ჩემთვის. მე მათ ვჭირდები – ისინი მე!
– თქვენი ყველაზე დიდი პრობლემა რაში მდგომარეობს?
თათია: მარტოობა ძალიან ძნელია. როდესაც მარიამი საბავშვო ბაღში მიმყავს, გიორგის დატოვება მიხდება. მას კი ეშინია სახლში მარტო დარჩენა. მთხოვს, ვინმე მეზობელს დავუძახო რომ სახლში მარტო არ დარჩეს. ის ხომ ჯერ ძალიან პატარაა! 4 წლის. მეზობლები ძალიან მეხმარებიან, მაგრამ ყოველ დღე ხომ ვერ შევაწუხებ მათ? ტელევიზორიც არ მაქვს, რომ ჩავურთო სანამ სახლში არ ვარ, რომ თავი მარტოდ არ იგრძნოს. 
– გიორგი ვერ გაგყავთ გარეთ?
თათია: სამწუხაროდ ვერა. ეტლი არ მაქვს და ხელში მისი ჭერა ძალიან მტკივნეულია მისთვის… 
– ბავშვებს რას აჭმევთ?
თათია: რასაც ღმერთი მოგვცემს. პური, ფაფები, მაკარონი… მეზობლები რასაც მოგვაწოდებენ… 
ყველაზე მეტად რაზე ოცნებობთ?
თათია: ბავშვების ჯანმრთელობაზე… სხვა ვერაფერზე ვერც კი ვოცნებობ. მინდა ეს მძიმე პერიოდი გადავაგორო, მჯერა მერე ყველაფერი კარგად იქნება! უფალი არ მიგვატოვებს.
– გვითხარი, რომ არ გაქვს ეტლი ბავშვისთვის, ასევე ტელევიზორი. ამას აუცილებლად გაჩუქებთ. იქნებ კიდევ რამე სურვილი გაქვთ?
თათია: მართლა არ ვიცი რა სურვილები მაქვს. ბავშვობიდან ატროფირებული მაქვს ეს გრძნობა. არ შემიძლია რამეზე ვიოცნებო… მართლა. იქნებ შემიძლია კიდეც, მაგრამ ამისთვის არ მცალია… არ ვიცი. არ ვიცი როგორია, როცა ვინმე საჩუქარს გჩუქნის. აი ახალ წელს ბავშვებს ერთი კანფეტი ჰქონდათ… ორად გავყავით. ამითიც ბედნიერები იყვნენ. ასე ვარ მეც? ყველაფერი მახარებს. ვინმემ რომ დარეკოს და მკითხოს როგორ ვარ, ესეც ძალიან გამიხარდება. ყველაზე მეტად პამპერსი მჭირდება ბავშვისთვის, და პროდუქტები… პროდუქტი თუ მექნება, ალბათ მაცივარიც დამჭირდება. მაგრამ რადგან პროდუქტები არ მაქვს, მაცივარიც არ მჭირდება. ეტლი და ტელევიზორი, ბავშვებისთვის რამე გემრიელი. ჩემთვის მართლა არაფერი მინდა, მართლა. 
—————————————————–
მეგობრებო, როგორც ხედავთ, თათიას და მისი პატარები დიდ გასაჭირში არიან. მათ ესაჭიროებათ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, საოჯახო ტექნიკა, ტანსაცმელი ბავშვებისთვის, ეტლი და პამპერსი.
თქვენ პირადად შეგიძლიათ ესტუმროთ ოჯახს, თათიას და ბავშვებს ძალიან გაუხარდებათ. დაუკავშირდით მას და უთხარით, რომ ის მარტო არ არის, რომ მას შეუძლია ჰქონდეს ჩვენი იმედი! ეს მათი მისამართია: მცხეთის რაიონი, სოფელი ქსანი, ტელ: 571 42 96 69
ასევე გაუზიარეთ ეს პოსტი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ აქციაში. ღმერთი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ უმწეო ბავშვებზე, ისინი ხომ მისი ანგელოზები არიან! 
თუ გაქვთ ინფორმაცია მათ შესახებ, ვისაც დახმარება სჭირდება, მოგვწერეთ მათ შესახებ ფონდში: office-fsp@fsp.ge. 
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: 
#GE15TB7194336080100003, 
#GE42LB0115113036665000, 
#GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: მაკარაშვილების ოჯახი) 
საიტიდან:
სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან: 
Nova Technology
TBCpay
ExpressPay
 ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ „ჩერნოვეცკის ფონდი“
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ლინკზე https://goo.gl/GY2Gus)

თქვენი წყალობით, მე და ჩემმა შვილებმა გავიგეთ, რა არის ბედნიერება!

„როდესაც ჩემი ტყუპი წამოიზრდება, მე მათ მოვუყვები, რომ საქართველოში მსოფლიოში ყველაზე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ… დაე, თავიანთი ქვეყნით იამაყონ! მადლობა როგორ გადაგიხადოთ?“ – ღიმილით გვეგებება თათია, ორი მშვენიერი ტყუპის – გიორგისა და მარის დედა და თავის ძველ სახლში გვეპატიჟება, რომელიც ჩვენი ბოლო სტუმრობის შემდეგ შესამჩნევად შეიცვალა…

„ფონდის წყალობით, შესანიშნავი ხალხი გავიცანი. ორმა მათგანმა – ინგამ და პაატამ (მათი გვარები არ მახსოვს), სამზარეულო და სახლი შეგვიკეთეს… უფალმა ჯანმრთელობა მისცეს მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენ დაგვეხმარა!

თათია მაკარაშვილს წილად ბევრი უბედურება ერგო, ბედმა ის არ დაინდო… თითქოს, მისი ცხოვრება მართლაც „დაუსრულებელი ტანჯვა…“ იყო – სწორედ ასე ერქვა ამ ოჯახის შესახებ სტატიას, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნეთ:

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/544-makarashvili/

მაშინ, უბედური ქალი ცრემლად იღვრებოდა და იმ გაუთავებელი საშინელებების შესახებ გვიყვებოდა, რომლის გადატანაც მას მოუწია; გვიყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა მარტოდმარტო ორ ბავშვთან ერთად, საარსებო წყაროს გარეშე, ამ ნახევრად დანგრეულ სახლში; მაგრამ თქვენ, მეგობრებო, შეძელით, რომ ეს სახლი მყუდრო და კომფორტული გაგეხადათ, რომ ამ მრავალტანჯული, საბრალო ქალისთვის გულში იმედი ჩაგესახათ და ეს მშვენიერი ბავშვები სიღარიბისგან გეხსნათ!

„თქვენი დალოცვით არ დავიღლები! დღედაღამ უფალს შევევედრები, რომ ის სიკეთე, რომელიც ჩვენთვის გააკეთეთ, ასმაგად დაგიბრუნდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს!“ – იმეორებს თათია, რომელმაც თქვენი წყალობით, ადამიანთა სიკეთის კვლავ ირწმუნა.

მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?

თათია: ჩემი ცხოვრება თქვენი წყალობით ძალიან შეიცვალა! ამისთვის, დიდი მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს! თქვენს პოსტს კეთილი ხალხი მაშინვე გამოეხმაურა. მეორე დღესვე, დარეკვა დაიწყეს. მეკითხებოდნენ, როგორ დამხმარებოდნენ, ჩემი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობით ინტერესდებოდნენ. თბილისიდან ცოლ-ქმარი ჩამოვიდა. ძალიან კეთილი ხალხი! სამზარეულო და აბაზანა შეგვიკეთეს. გაწეული დახმარების შემდეგ, ისე აღარ გვიჭირს, როგორც ადრე. ხელცარიელი არავინ მოსულა. ბავშვებს უამრავ საჩუქარს ჩუქნიდნენ! სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საფენები და საკვები მოჰქონდათ. დიდი საწოლიც კი გვაჩუქეს! შემოწირულობების წყალობით, ჩემმა შვილმა რეაბილიტაციის კურსის გავლაც შეძლო. ეს მას ძალიან სჭირდებოდა!  

სოციალური ქსელებიდანაც ბევრი დამიკავშირდა, მირეკავდნენ, მხარს მიჭერდნენ. სიტყვებით ვერ გადმოგვცემ, რა ბედნიერები ვიყავით! ახლა, ჩვენ სამზარეულო გვაქვს, საყოფაცხოვრებო ტექნიკით, გვაქვს აბაზანა… მარიამს და გიორგის სათამაშოები აქვთ… და რაც მთავარია, ჩემი ბიჭის ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუმჯობესდა! უფალს ყოველდღე მადლობას ვუხდი, თქვენი თავი რომ გამომიგზავნა!

– ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? მათი სახელები თუ გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ?

თათია: რა თქმა უნდა, მახსოვს! წყვილს, რომელმაც აბაზანა და სამზარეულო შეგვიკეთა, ინგა თედიაშვილი და პაატა ერქვა. სამწუხაროდ, ქმრის გვარი დამავიწყდა. ძალიან კეთილი და მზრუნველი ხალხია! მათ ჩვენ შესახებ თქვენი ფონდის ფეისბუქ-გვერდზე განთავსებული პოსტის მეშვეობით შეიტყვეს. ღმერთმა დალოცოს ისინი ყველაფრისთვის, რაც მათ ჩემთვის გააკეთეს! წარმოიდგინეთ, ჩვენ ტელევიზორიც კი მოგვიტანეს! ბავშვებს ძალიან უხაროდათ! იმ ადამიანების სახელები არ ვიცი, მაგრამ ამ საჩუქრისთვის მათი უზომოდ მადლიერი ვარ. დღემდე გულში სითბოთი ვიხსენებ ყველას, ვინც ჩვენთან მოვიდა!

– ჩვენს პოსტზე რაიმე სახის რეაგირება ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ მოახდინა? თქვენი მდგომარეობით თუ დაინტერესდნენ და თქვენს ოჯახს რამით თუ დაეხმარნენ?

თათია: არა… მე მათ თხოვნით მივმართე, რომ ჩვენი სახურავი შეეკეთებინათ. ის ჟონავს, ამიტომაც სახლი ძალიან ნესტიანია, წყალი ოთახებში შემოდის.ეს ბავშვებისთვის საშიშია, განსაკუთრებით ზამთარში. ეს პრობლემა დამოუკიდებლად ვერაფრით გადავჭერი,მაგრამ პანდემიის გამო, ხელისუფლებაჯერჯერობით ვერ მეხმარება…

– ფონდის საჩუქრებზე რა რეაქცია გქონდათ? თქვენი ემოციების შესახებ მოგვიყევით!

თათია: ძალიან ბედნიერი ვიყავი! ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის თქვენ ძალიან ბევრი გააკეთეთ! ჩემს ბიჭს აბაზანა ძალიან სჭირდებოდა; იზრდებოდა და მისი დაბანა სულ უფრო და უფრო მიჭირდა. მარიამს და გიორგის ყველაფერი გაუხარდათ: საყოფაცხოვრებო ტექნიკაც, სათამაშოებიც, ტკბილეულიც!

– თათია, ძალიან გვიხარია, რომ თქვენ და ბავშვებს ყველაფერი მოგეწონათ! რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერაპირადად თქვენთვის?

თათია: ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს … კიდევ ერთხელ, მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ჩვენ გვერდით იყავით,მე და ჩემი შვილები გაგვახარეთდაგიორგის სამედიცინო დახმარება გაუწიეთ! ვერ წარმომიდგენია, თქვენი დახმარების გარეშე მე და ბავშვებს რა დაგვემართებოდა, რადგან ორი ბავშვის სრულიად მარტო გაზრდა ძალიან რთულია… ძალიან ბედნიერი ვარ! მაპატიეთ,მაგრამ მართლა არ შემიძლია,სიტყვებით გადმოვცე,რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის თქვენი დახმარება!

– თუ შეიძლება, მინდა, თქვენს შვილებსაც გავესაუბრო. ბავშვებო, გვითხარით, საჩუქრები მოგეწონათ?

გიორგი (5 წლის): ძალიან მომეწონა საწოლი! ის ისეთი ლამაზიააა! მე, დედა და მარი მასზე თავს ისე მყუდროდ ვგძნობთ! ასევე,ახალი აბაზანაც გვაქვს და სამზარეულოც! ისეთი მაგარია! დიდი მადლობა!

მარიამი (5 წლის): დიახ! მე ყველაფერი მომეწონა! თქვენ ბევრი კარგი რამ მოგვიტანეთ. დედასაც ძალიან მოეწონა! ახლა, ჩემს ძმასთან ერთად, მულტფილმებს ტელევიზორში ვუყურებ! ის ისეთი დიიიიდია! და ტკბილეულიც ბევრი დავაგემოვნე. ასეთები არასდროს გამისინჯავს, დეიდა! ძალიან გემრიელია!

– ძალიან გვიხარია, რომ შენ და გიორგის ყველაფერი მოგეწონათ, მარი! ახლა, დედას უნდა დაველაპარაკო. თათია, იქნებ კიდევ გაქვს რაიმე პრობლემა, რომელთა მოგვარებაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ დახმარება?

თათია: თქვენი ისედაც უზომოდ მადლიერი ვარ! მაგრამ ჩვენ ძალიან გვჭირდება სახურავის შეკეთება. წვიმიან ამინდში წყალი ოთახში შემოდის და კედლების გასწვრივ მოედინება. ჩემი შვილების გამო ძალიან ვდარდობ!ჩემს ბიჭს სუსტი ჯანმრთელობა აქვს, ვერ დავუშვებ, რომ ავად გახდეს … ჩემთვის მთავარი ჩემი შვილების ჯანმრთელობაა, სხვა დანარჩენის მოგვარებას მეცშევძლებ!

დიდი მადლობა თქვენ და თქვენი ფონდის მეგობრებს ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ! ემოციები, რაც თქვენ და თქვენმა მკითხველმა ჩვენ გვაჩუქეთ, ფასდაუდებელია!ღმერთმა დაგლოცოთ! თქვენი სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ!

***

და თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: მაკარაშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც:  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/544-makarashvili/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 აპრ 02
პამპერსები
167.50₾
2020 აპრ 02
რეაბილიტაციის კურსი
140.00₾
2020 აპრ 02
საწოლი
480.00₾
2020 აპრ 06
ფონდის ზედნადები ხარჯები
290.00₾
2020 აპრ 28
ბლენდერი
120.00₾
2020 ივნ 21
გამოკვლევა
175.00₾
2020 ივლ 14
პამპერსები
92.50₾

სულ ხარჯები:

1465.00₾

დარჩა:

0.25₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.01.2021 16:28:02
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.01.2021 14:50:29
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.01.2021 12:36:32
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.01.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.01.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.01.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.01.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.01.2021 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.01.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.04.2020 07:49:39
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.04.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.04.2020 18:58:39
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.04.2020 22:17:35
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.03.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.03.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.03.2020 12:17:23
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.03.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.03.2020 15:58:14
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.03.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.03.2020 07:08:08
₾20.00

შემოწირულია:

₾1,465.25

130 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,465.25

130 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება