ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ეს მშვენიერი ბავშვები ჩვენ უნდა გადავარჩინოთ!

calendar აპრილი 16, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ძველ, გატეხილ საწოლებზე სძინავთ, აქ არაფერია მთელი და ახალი…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ეს მშვენიერი ბავშვები შიმშილობენ!..

  ოჯახი თბილისის გარეუბანში ცხოვრობს, დანგრევის პირას მისულ სახლში, უზარმაზარი ბზარებით. ზოგიერთი კედელი მუყაოთი და ძველი საბნებითაა „დათბილული“. „ხანდახან მეჩვენება, რომ საყრდენ კედელს სწორედ ეს კარადა ამაგრებს“ – ამბობს დედა, ანა. ამ ნანგრევებში არანაირი საცხოვრებელი პირობა არ აქვთ. ჭერიდან წყალი ჩამოდის, კედლები გაცრეცილი, იატაკს დიდი ხვრელები აქვს, ნესტია და ზოგიერთ ფანჯარას შუშაც კი არ აქვს. აქაურობა, სულ მცირე, 30 წელია არ გარემონტებულა.

ძველ, გატეხილ საწოლებზე სძინავთ, აქ
არაფერია მთელი და ახალი…

  შეხედეთ სურათებს! სიტყვები აქ ზედმეტია. თავადაც  ხედავთ, დღევანდელ საქართველოში, ჩვენს მეზობლად, ჩვენი თანამემამულეები რა საშინელ პირობებში ცხოვრობენ!

ანა სტაჟაძემ გვიამბო თავისი მძიმე ცხოვრების შესახებ:

– ანა, წარმოუდგენელია, რომ ადამიანმა შეიძლება ამ ნანგრევებში  იცხოვროს, არ გეშინიათ?

ანა: გვეშინია, მაგრამ რას ვიზამთ? სამაგიეროდ ქირას მაინც არ ვიხდით!

– რა არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?

ანა: აღარ შემიძლია, იმაზე ფიქრი, ბავშვებს რა ვაჭამო. მინდა წელიწადში ერთხელ მაინც,  ახალი ტანსაცმელი ვუყიდო, არ მეშინოდეს, რომ ეს წყეული კედელი, ერთ  დღეს, თავზე დაგვენგრევა… ბავშვები მინდა სითბოში მყავდეს.  განა ეს ცხოვრებაა? ჩვენ ხომ მცირედითაც კმაყოფილი ვიქნებოდით.

– შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენი ოჯახის შექმნის ისტორია?

ანა: ამ თვეში ზუსტად 20 წელი სრულდება, რაც ჩემი მეუღლე, გიორგი გავიცანი. შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი, ეკლესიაში, ღამისთევის ლოცვის დროს. მაშინ სკოლაში ვსწავლობდი… ჩვენი ისტორია ძალიან ლამაზად დაიწყო. გიორგი ყოველთვის უზომოდ ყურადღებიანი იყო. 5 წელი ერთმანეთს ვხვდებოდით, შემდეგ კი დავქორწინდით. ყველა სირთულის მიუხედავად, 15 წელია ერთად ვართ და სამი შვილი გვყავს.

– ვინმე გეხმარებათ? მშობლები ან ნათესავები?

ანა: დედაჩემმა ახლახანს მეოთხე ოპერაცია გადაიტანა და ვერ მეხმარება. დედამთილიც ძალიან ცუდად მყავს, თავადაც დახმარება სჭირდებათ. გიორგი თანახმაა ნებისმიერ სამსახურზე. ძალიან პატიოსანი, შრომისმოყვარე და გულმოდგინეა, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში, რა ძნელია სამსახურის შოვნა. სამწუხაროდ მუდმივი სამსახური ვერ ნახა. ჩემს დედამთილს კი ყოველთვე 169 ლარის წამლები სჭირდება. აუცილებლად უნდა დავეხმაროთ, ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ნენე ხელოვნურ კვებაზეა. იანვარში მამათილი გარდამეცვალა, ერთი წელი  საწოლს იყო მიჯაჭვული. მადლობა ჩემს მულს, ქეთევანს, ხანდახან დედა რომ თავისთან მჰყავს. მაგრამ ისიც ქვრივია და სამი შვილი ჰყავს. ფინასურად ვინ დაგვეხმარება? ყველას თავის საფიქრალი აქვს.

–  გიფიქრიათ, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით?

ანა: ჩვენ მხოლოდ ის გვსურდა, რომ ბავშვებმაღირსეულად იცხოვრონ. ჩვენი მიზანი იყო ჩვეულებრივი, ბედნიერი ოჯახისა და ჯანმრთელი შვილების ყოლა. მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. არ მიყვარს წუწუნი. არ გვაქვს ტექნიკა – არა უშავს, მაგის გარეშეც ცხოვრობს ხალხი. მაგრამ როდესაც შენს შვილებს შიათ, ტანსაცმელი არ აქვთ, არ აქვთ საშუალება, რომ ისწავლონ და განვითარდნენ… და ვერაფერს შველი, სწორედ ესაა ყველაზე დიდი ტკივილი.

– ვინმეს მიმართეთ დახმარებისთვის? ადგილობრივი მმართველობისთვის, მაგალითად?

ანა: ყველგან მაქვს შეტანილი განცხადება. მაგრამ მიუხედავად ამდენი ძალისხმევისა, ყველგან უარი მითხრეს, იმ მიზეზით, რომ ხანში შესულებს ეხმარებიან, ან იმ ოჯახებს, სადაც 4 ბავშვზე მეტია. ერთი წელია, სოციალურ დახმარებას გვპირდებიან. რამდენიმეჯერ იყვნენ მოსული შემოწმებაზე, ხან რაღაც აერიათ, ხან ქულები გვქონდა 70000-ზე მეტი და დახმარება არ გვეკუთვნოდა. პატარა ნენესთვის, კვების ვაუჩერიც კი არ მოგცეს.

– ხსნას რაში ხედავთ, უფალი გწამთ?

ანა: ჩემი ოჯახი და უფლის რწმენა მმატებს ძალას, რომ ვიბრძოლო. მხოლოდ მათ გამო არ დავნებდი და ვაგრძელებ ყველა ოჯახურ სიძნელესთან ბრძოლას.

– უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?

ანა: რა თქმა უნდა. რომ არ მჯეროდეს, არც მოგმართავდით.

– თქვენს შვილებზე გვიამბეთ, დადიან სკოლაში, ბაღში?

ანა: ჩემი შვილები, ჩემი ბედნიერება და სიამაყეა. სანდრო კარგად სწავლობს და ძალიან ვამაყობ ამით. უცხო ენების სწავლა განსაკუთრებით მოსწონს. ყოველთვის ვგრძნობ მის სიყვარულსა და გვერდში დგომას, ძალიან მეხმარება. ნინო ძალაინ ლამაზი და ჭკვიანია, სულ ცეკვავს. მზე გოგოა! საღამოობით ხელზე მექაჩება და ამბობს: „მორჩა! ახლა შენ მხოლოდ ჩემი დედიკო ხარ! ნენეს გაუშვი ხელი და მე ამიყვანე!“ ვერ ვიტყვი, რომ ეჭვიანობს, მაგრამ ჩემი ყურადღება აშკარად დააკლდა. მივუწვები გვერდით და ზღაპრებს ვუყვები. მისი საყვარელი ზღაპარი „წითელქუდაა“. დაწვრილებით აინტერესებს, რა ფერის ფეხსაცმელი ეცვა, რა ფერის კაბა, როგორი ვარცხნილობა ჰქონდა… რატომ იყო მგელი ასეთი ბოროტი, რამდენი კბილი ჰქონდა და სადაა მისი დედიკო? – ჩემი ლამაზი… მერე კი მშვიდად იძინებს.

სანდროს ძალიან მოსწონს ფიზიკა და ქიმია. ძალიან გახსნილი ბავშვია, მაგრამ როცა ხედავს, ოჯახში რა მდგომარეობაც გვაქვს, თავს იკავებს და არაფერს ითხოვს. ძალიან მახარებს, რომ სამართლიანია, კეთილი და ერთგული. ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი დედისთვის!

– რას აჭმევთ ბავშვებს?

ანა: ძალიან უბრალო რაციონი გვაქვს: მაკარონი, ფაფები, წიწიბურა, ბურღულეული, დილის ჩაი.

– სანდრო, ხომ შეიძლება გაგესაუბრო? როგორ სწავლობ? რომელი საგნები მოგწონს?

სანდრო(15 წლის): კარგად ვსწავლობ, ძალიან მომწონს ფიზიკა და მათემატიკა. კიდევ მოთხრობებს ვწერ, ჩემთვის.

– რაიმე გატაცება თუ გაქვს?

სანდრო(15 წლის): ძალიან მომწონს რაგბი. მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებაა.

– რატომ?

სანდრო(15 წლის): სპორტზე სიარული არაა მარტივი. აუცილებელია ფორმა, ბურთი, ფეხსაცმელი, რომელიც შესაცვლელია, თვეში ერთხელ მაინც…

ნინო(3 წლის): მე მიყვარს ჩემი თოჯინა, ელენე. ჩემი საყვარელი თოჯინა იყო, სანამ დედიკო ცოცხალ თოჯინას, ნენეს მომიყვანდა.

– რაზე ოცნებობ? რომ გაიზრდები ვინ გახდები?

ნინო(3 წლის): მინდა ბალერინა გავხდე! იცით რატომ? ლამაზი კაბები აცვიათ და სულ ცეკვავენ! ამის გამო მათ არავინ ეჩხუბება. არავინ ეუბნება: „დაწყნარდი და ნუ ხტუნაობო.“

– არაჩვეულებრივი შვილები გყავთ, ანა.

ანა: დიდი მადლობა, სასიამოვნოა ამის მოსმენა!

– რა შემოსავალი გაქვთ? რაზე გყოფნით?

ანა: ბავშვებზე სოციალურ დახმარებას დამპირდნენ, 150 ლარის ოდენობით. მერია ერთჯერადად დაგვეხმარა 300 ლარით. იმ დილით, როცა ეს თანხა ჩამირიცხეს, პანიკაში ვიყავი. ნენესთვის კვების ბოლო შეკვრა გავხსენი. უფალმა გვიშველა და დახმარება დროულად გამოგვიგზავნა. ახლა, საბავშვო ბაღში, კახი კალაძის ბრძანებით, ნინოსთვის პროდუქტს გვაძლევენ. როგორღაც გაგვაქვს თავი, პურით, ჩაითა და მაკარონით.

– რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება. თქვენი აზრით , სახლში ახლა რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?

  ანა: ვოცნებობ, მუშაობის საშუალება რომ მქონდეს, ჩემმა შვილებმა არ იშიმშილონ და განათლება მიიღონ. არ მეშინოდეს, რომ სახლი თავზე ჩამოგვენგრევა. ნებისმიერი სახის პროდუქტი გვჭირდება, შიმშილს რომ გადავარჩინო ჩემი შვილები. ასევე, ნენესთვის ხარისხიანი ხელოვნური კვება და ბლენდერი, პატარას საჭმელი რომ მოვუმზადო. პამპერსი და სხვა ჰიგიენის საშუალებები, ტანსაცმელი ბავშვებისთვის.

– რატომ გადაწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მოგემართათ?

ანა: ბევრი კარგი რამ მსმენია თქვენი ფონდის შესახებ, წამიკითხავს და ისიც მინახავს, მანქანიდან პროდუქტს რომ არიგებდით. მერწმუნეთ, ყველა ინსტანციას მივმართე დახმარებისთვის – პოლიტიკურ პარტიებს, ფონდებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგრამ მხოლოდ თქვენ გამომეხმაურეთ. ამისთვის თქვენი ძალიან მადლობელი ვარ!

– სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, თქვენს შესახებ, თითქმის მთელი საქართველო შეიტყობს, მზად ხართ გაიცნოთ ფონდის მეგობრები?

ანა: დიახ, ნამდვილად გაგვიხარდებოდა კეთილი ადამიანების გაცნობა.

—-

  მეგობრებო, როგორც ხედავთ, მრავალშვილიან ოჯახს ძალიან უჭირს. ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი,  პამპერსი, საოჯახო ტექნიკა და საწოლები!

  გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, ნორმალურად განვითარდნენ და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ ანას, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  მათი მისამართია: თბილისი, ცამეტი ასურელი მამის №12  ტელეფონის ნომერი: 568 96 13 05

  მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას  ანა სტაჟაძისა და მისი სვილების დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დაეხმარეთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება,  უფალი დაგლოცავთ.

   აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!

  მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: ანა სტაჟაძე) ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია
OPPA, TBCpay დაExpressPay. ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი
განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ
გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

 „თქვენ მე, ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე მაჩუქეთ!“

         სწორედ ეს სიტყვები მითხრა 15 წლის სანდრომ, რომელიც მალე(8 ივნისს), თავის დაბადების დღეს აღნიშნავს. ამჯერად, ყველაზე სანატრელი საჩუქრით, პერსონალური კომპიუტერით! ვიღაცისთვის ეს, შესაძლოა, სრულიად ჩვეულებრივი ნივთიც იყოს, მაგრამ სანდრო, მან ნამდვილად გააბედნიერა. სევდიანი თვალები სიხარულით გაუბრწყინდა, მის მოწყენილ სახეზე კი ღიმილმა გამოანათა! ეს სწორედ თქვენი, ჩვენი მკითხველების, დამსახურებაა! თქვენ სანდროს აჩუქეთ, ალბათ პირველი მის ცხოვრებაში, მისთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი ნივთის მფლობელობის ბედნიერება!
ჯერ კიდევ გუშინ, ბიჭი მეზობელთან დარბოდა, ონლაინ გაკვეთილების მოსასმენად, ან უბრალოდ, კომპიუტერული თამაშით გასართობად. მის საბრალო, მარტოხელა დედას, საიდან ექნებოდა ისეთი ფუფუნების საგნის შეძენის შესაძლებლობა, როგორიც ნოუთბუქია! რომელ გადჯეტზე შეიძლებოდა საუბარი, როცა ექვსი თვის ნენესთვის ხელოვნურ კვებასაც კი ვერ ყიდულობდნენ!
ოჯახს თავი ძლივს გაჰქონდა, ბავშვები შიმშილობდნენ, და ამგვარ მდგომარეობას უკვე მიჩვეულებიც იყვნენ. დაკარგა რა, ყოველგვარი იმედი იმისა, რომ ვინმე დაეხმარებოდა, ამ სამი მშვენიერი ბავშვის სასოწარკვეთილმა დედამ, ანამ, მიმართა ჩვენს ფონდს. თუმცა ის აღიარებს, რომ არ ელოდა, საერთოდ ვინმე თუ გამოეხმაურებოდა… ქალს უკვე აღარც ეჯერა, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო.
მაგრამ ჩერნოვეცკის ფონდის ვებგვერდზე პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა!  ჩვენი კეთილი მკითხველების, თქვენი დამსახურებით! – ბავშებმა ნორმალურად კვება დაიწყეს, სანდრომ საჩუქრად კომპიუტერი მიიღო, რომელსაც ასე ძალიან ნატრობდა, ნინო კი, ახალ თოჯინებს აღარ შორდება.
        – გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ? 
        ანა: ჩვენი ცხოვრება სასწაულებრივად შეიცვალა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, თქვენი რამდენად მადლობელი ვარ. თქვენმა ფონდმა ჩვენთვის ძალიან ბევრი გააკეთა, და ამას ვერასდროს დავივიწყებ! ჩემი შვილები, ბოლოს და ბოლოს, აღარ შიმშილობენ, სანდროს კი კომპიუტერი აჩუქეს, რომელზეც ასე ძალიან ოცნებობდა! სანდრო სიხარულით ცას ეწია, ვეღარანაირად ვერ ვაშორებ კომპიუტერს. სულ რაღაცას აკეთებს. ძალიან კმაყოფილია და ეზოში, ყველას უყვება, რამხელა საჩუქარი გაუკეთეთ.
    ჩემი შვილები ბედნიერები არიან, დედას კი სხვა რა ენდომება, თუ არა მათი ბედნიერი სახეების დანახვა. ადრე, რომ ვუყურებდი, ტირილი მინდოდა – მათ თვალებში, მუდამ მხოლოდ შიმშილსა და შიშს ვხედავდი… მერწმუნეთ, დედისთვის ეს ყველაზე საშინელი გრძნობაა!.. ხედავდე, რომ შენს შვილებს შიათ, და არ იცოდე, რა გზას მიმართო… მაგრამ თქვენი დახმარებით, ჩვენ ამ ყველაფერს გავუმკლავდით!
          – ბევრი ახალი მეგობარი შეიძინეთ? ფონდის გარდა, ვინ დაგეხმარათ, მათი სახელები ხომ არ გახსოვთ?
       ანა: უამრავი. კერძოდ თქვენი ფონდიდან. სიმართლე რომ გითხრათ, არ მახსოვს მათი გვარები, მაგრამ ისინიც ჟურნალისტები არიან. ნინო, არაჩვეულებრივი გოგონა, მოდიოდა, გვეხმარებოდა, ბავშვებისთვის ტკბილეული მოჰქონდა. კიდევ დავითი, ძალიან კარგი ბიჭი, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დაგვხმარებოდნენ. საერთოდ, ძალიან, ძალიან ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე, გულისხმიერი ადამიანები, რომლებიც მოდიოდნენ და გვეხმარებოდნენ.
        განსაკუთრებით ორი ახალგაზრდა გოგონა დამამახსოვრდა, ერთს თეონა ერქვა, მეორეს არ უთქვამს თავის სახელი, ბევრი პროდუქტი მოგვიტანეს, სათამაშოები ბავშვებს, ფულიც კი დაგვიტოვეს.
       კიდევ ერთი ქალბატონი იყო, რომელმაც უბრალოდ დამირეკა, მითხრა, რომ რაღაც მომიტანა, და გარეთ გამოსვლა მთხოვა. როცა გამოვედი, კარებთან ზღვა პროდუქტი დამხვდა! ზეთი, ბურღულეული, პური, ბავშვებისთვის სტკბილეული,  ჰიგიენის საშუალებები, უამრავი რამ მოგვიტანა.
       ეს ყველაფერი, ისიც, რომ უცხო ადამიანები მოვიდნენ ჩვენს დასახმარებლად, თქვენი დამსახურებაა. სწორედ თქვენ უამბეთ ყველას, ჩვენი ტრაგედიის შესახებ.
      – ანა, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ხელისუფლება დაინტერესდა თქვენი ოჯახის მდგომარეობით? დაგეხმარათ ვინმე?
      ანა: ხელისუფლება? საყვარელო, განა ეს ხელისუფლებაა? ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სიღარიბის გამო, მე და ჩემს ოჯახს ადამიანებად საერთოდ არ გვთვლიან. იმის მაგივრად, რომ რამე მოეცათ, პირიქით, წაგვართვეს… მაგალითად მრავალშვილიანობის დახმარება, იმის გამო რომ 76 000 ქულა მაქვს, არადა 70 000 – ზე  მეტი არ უნდა მქონდეს. ამჟამად ჩვენი ოთხსულიანი ოჯახის მთელი შემოსავალი, 150 ლარს შეადგენს.
       თქვენ რომ არა, დიდი ხანია შიმშილით დავიხოცებოდით. კიდევ ერთხელ გეტყვით, ჩემს მადლიერების გრძნობას სიტყვებით ვერ გამოვხატავ! თქვენ სიკვდილს გადაგვარჩინეთ, და ამას აკეთებთ ყოველდღიურად. იმიტომ, რომ სახელმწიფოს ჩვენ არ ვჭირდებით…
        აი, მაგალითად გუშინ, გაზის კომპანიის თანამშრომლები მოვიდნენ და ბუნებრივი აირი ჩაგვიჭრეს, 600-ლარიანი დავალიანების გამო. ვემუდარებოდი, ვეუბნებოდი, რომ ნელ-ნელა გადავიხდიდი, მაგრამ მათ ხომ ადამიანობა არ გააჩნიათ. არ ვიცი, ბავშვებს ზამთარში რა ეშველებათ, ნენე და ნინო ხომ ჯერ ძალიან პატარები არიან. წყლის გაცხელების საშუალება ახლაც არა მაქვს . გული მტკივა, რომ ადრე, როდესაც მუშაობა შემეძლო, საჭირო ვიყავი ჩემი ქვეყნისთვის, ახლა კი აღარაფერს წარმოვადგენ!
     – გვითხარით, კიდევ რა გჭირდებათ. ჩვენი მკითხველები გულისხმიერი ადამიანები არიან, ხომ იცით, შეეცდებიან, რომ დაგეხმარონ.
       ანა: ძალიან ბევრი რამ მჭირდება, მაგრამ თქვენ უკვე ძალიან დაგვეხმარეთ, და უზომოდ მადლობელი ვარ ამისთვის! უხერხულია კიდევ რამე რომ გთხოვოთ, ისედაც უკვე ამდენი გააკეთეთ ჩვენთვის.  მადლობელი ვიქნები, მთელი ცხოვრების მანძილზე და დაუღალავად ვილოცებ თქვენთვის! დედაჩემიც ყოველდღე აღნიშნავს, როგორი კარგი ადამიანები ხართ.
       – პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ეს მხარდაჭერა ადამიანების მხრიდან?
       ანა: სიმართლე გითხრათ, უკვე აღარც მჯეროდა, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც სხვის გასაჭირი ისევე ახლოს მიაქვს გულთან, როგორც საკუთარი. საქმე იმაშია, რომ ადრეც ძალიან ბევრ სხვადასხვა ორგანიზაციას მივმართე, მაგრამ არანაირი დახმარება არ მიმიღია. რეკავდნენ, კითხვარებს ავსებდნენ, მაგრამ დახმარებას ამაოდ ველოდით. უბრალოდ თავს გვაჩვენებდნენ, რომ გვეხმარებიან, გვატყუებდნენ. მე კი ველოდებოდი. როდესაც მოგწერეთ, მაშინაც არაფრის იმედი არ მქონდა. მაგრამ თქვენ, სრულიად საპირისპირო დაგვიმტკიცეთ. თქვენს გარდა, არავინ დაგვხმარებია… თქვენი დამსახურებით,  ისევ ადამიანების სიკეთის რწმენა დამიბრუნდა.
    – სწორედ ეს სიტყვებია, ჩვენთვის იმის მოტივაცია, რომ კვლავ დავეხმაროთ ადამიანებს. ანა, ბავშვებს რა მოეწონათ საჩუქრებიდან ყველაზე მეტად?

       ანა: სანდროსთვის, ეს უდიდესი დღესასწაულია! თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაუხარდა, როდესაც კომპიუტერი მოუტანეთ. თანაც, ეს ზუსტად მის დაბადების დღეს რომ დაემთხვა! დიდი ხანია, ჩემი შვილი, ასეთი ბედნიერი არ მინახავს! ჩვენმა მდგომარეობამ, ძალიან იმოქმედა მასზე, უცებ გაიზარდა და დასერიოზულდა. მაგრამ ახლა, მე მის თვალებში სწორედ იმ წმინდა, ბავშვურ სიხარულს  ვხედავ, და სულ ვევედრები უფალს, რაც შეიძლება დიდხანს აცოცხლოს და გააძლიეროს ისეთი ადამიანები, როგორიც ხართ თქვენ და თქვენი ფონდის მეგობრები!
       და ნინო? უბრალოდ გიჟდება თავის ახალ თოჯინებზე, სულ თამაშობს. მაშინაც კი, როდესაც საჭმელად ვსხდებით, თოჯინები თან მოაქვს, მათთან ერთად იძინებს და მთელი ღამე არ უშვებს ხელიდან.
      – ნინო, დედიკომ გვითხრა, რომ ახალი თოჯინები გაჩუქეს, ბედნიერი ხარ?
        ნინო(3 წლის): კიიიიი! ძალიან მიხარია და ძალიან მიყვარს ჩემი ახალი მეგობრები! ისეთი ლამაზები და რბილები არიან! ვაჭმევ კიდევაც და კაბებსაც ვურეცხავ წყალში. ნენესაც ისინი ძალიან მოსწონს.
      – სანდრო, შენ როგორ მოგწონს შენი ახალი ნოუთბუქი? რის გასაკეთებლად იყენებ ხოლმე?
       სანდრო(15 წლის): უმაგრესია, ძალიან დიდი მადლობა! ახლა შემიძლია ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება, თორემ სულ მეზობელთან მიწევდა სირბილი. მით უმეტეს, რომ ახლა, სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და საკონტროლოები და ტესტირებები გვაქვს. ამისთვის კომპიუტერი ძალიან მჭირდებოდა. მეცადინეობის გარდა, ვთამაშობ კიდევაც, ჩემს დაიკოებს მულტფილმებს ვაყურებინებ. თავს მანამდე არ მანებებენ, სანამ არ ჩავურთავ.
       – სანდრო, გვითხარი, თავს ბედნიერად გრძნობ? 
       სანდრო(15 წლის): რა თქმა უნდა! ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო, ჩემი, პირადი კომპიუტერი მქონოდა. ვიცოდი, ჩემს მშობლებს არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ეყიდათ. რა კომპიუტერის, ნენეს კვებისთვისაც კი არ გვქონდა ფული. 8 ივნისს ჩემი დაბადების დღეა, და სიმართლე გითხრათ, თქვენ მე ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე მაჩუქეთ! ოცნება ამიხდინეთ!
—-
      და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, – რამდენიმე წამით, ყურადღება ჩვენს პოსტებზე გადაიტანეთ. 
        ან უმჯობესია, უბრალოდ  დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს, ყველა თქვენი პრობლემა დაგავიწყდებათ და უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში. ამასთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია!.. სწორედ ესაა ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს, და დაეხმარეთ გაჭირვებულებს. 
        ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრიფავთ, აუცილებლად დაგლოცავთ უფალი. თქვენ ამას იგრძნობთ! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
         თქვენი სიკეთე –  შანსია, თქვენც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ! 
           მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
   თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: სტაჟაძეების ოჯახი)
 ვებ-გვერდიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/570-stajadze/
       სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay და ExpressPay.
       ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
0901 200 270 – 1 ზარი სიცოცხლეს გადაარჩენს.
      ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ივნ 05
პროდუქტები
199.72₾
2020 ივნ 05
კომპიუტერი
900.00₾
2020 ივლ 08
ფონდის ზედნადები ხარჯები
270.00₾

სულ ხარჯები:

1369.72₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.09.2020 08:23:17
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.07.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.07.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.07.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.07.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.07.2020 15:36:22
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.06.2020 09:38:26
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.05.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.05.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.05.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.05.2020 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.05.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.05.2020 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.05.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.05.2020 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾1,369.70

112 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,369.70

112 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება