ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ხუთი წელია, სიკვდილი ფეხდაფეხ დაგვყვება!

calendar თებერვალი 19, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„მე და ჩემი და ძმას ისე ველოდებოდით, მას სახელიც კი მოვუფიქრეთ; მასზე ზრუნვა და მასთან თამაში გვინდოდა… გვეგონა, რომ ის ჩვენი დამცველი იქნებოდა… მაგრამ ის ისეთი უმწეოა, ისეთი სნეული… დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს“, – გვეუბნება 11 წლის ანა. ის და მისი უფროსი და – 13 წლის მარი – 5 წლის ლუკასთვის მხოლოდ დები კი არა, დედებიც გახდნენ! ზოგჯერ, ისინი თავიანთ ძმას დედაზე უკეთესადაც კი უვლიან!
ბიჭი დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს, მას წყლის თხოვნაც კი არ შეუძლია.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„ამიტომ, სულ მის გვერდით ყოფნა და მისთვის თვალებში ყურებაა საჭირო. ის ზოგჯერ იმდენად სუსტია, რომ კნუტივით ხმებს გამოსცემს, მხოლოდ თვალებს ახამხამებს, პირს ოდნავ აღებს… და ვხვდებით, რომ სწყურია.“

  როდესაც საბრალო დედამ ჩვენს ფონდს მომართა, მაშინვე მიხვდით, რომ ჩვენი დახმარების გარეშე ეს ოჯახი უბრალოდ ვერ გადარჩებოდა.

მეგობრებო, გაიცანით ჩვენი თანამემამულეები: მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლები: დედა – ლია და მამა – პაატა. მათ მზე და მთვარე შვილებზე ამოსდით, მაგრამ ისინი, საკუთარი ძალებით, ცხოვრებისეულ სირთულეებს უკვე ვეღარ უმკლავდებიან.

ლია: მე, ჩემი მეუღლე, ჩემი დედამთილი და ჩვენი სამი გოგონა:  მარი, ანა და თეა – ყველანი ლუკაზე ვზუნავთ! ის ჩვენთვის მთავარი ადამიანია და მთელი ჩვენი ცხოვრება სწორედ მის გარშემო ტრიალებს.

თქვენ მშვენიერი ოჯახი გყავთ! თუ შეიძლება, ლუკას შესახებ დაწვრილებით მოგვიყევით, რა სჭირს?

ლია:ლუკას ცერებრული დამბლა აქვს. უკვე ხუთი წელია, მას გვერდიდან არ ვშორდები. სულ ხელში მიჭირავს. საშინელი დასასრულისთვის ვემზადები, მაგრამ იმ ფაქტს ვერაფრით ვეგუები, რომ მან უნდა დამტოვოს! ის ისე მარტივად გავაჩინე! მას ისე ველოდით! მე, ჩემი მეუღლე და გოგონები სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავით! მშვენიერი ლუკა დაიბადა! ექიმებმა თქვეს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ გული რაღაც ცუდს მიგრძნობდა. ექიმებს რამდენჯერმე ვთხოვე, რომ ენახათ, რაში იყო საქმე, ისინი კი უხეშად მპასუხობდნენ, რომ ზედმეტად ვნერვიულობდი ვიყავი, რომ პანიკა მქონდა… რომ სამკურნალო მე ვიყავი და არა ჯანმრთელი ბავშვი!

და აღმოჩნდა, რომ მართალი იყავით?

ლია:როდესაც ლუკა 20 დღის იყო, ის ჩემს მკლავებში გაითიშა… ამ საშინელი შემთხვევის ყოველი წამი მახსოვს! წამები მარადისობად გაიწელა! გიჟივით ვყვიროდი! ისევ ექიმებთან რეკვა და მათი შეწუხება დავიწყე – და ისევ ერთი და იგივე  პასუხს ვიღებდი: „დედა, დამშვიდდი! შეშლილი ხარ!“ შემდეგ, ახალშობილთან ერთად, თბილისში წამოსვლა გადავწყვიტე… ბანკიდან სესხი ავიღეთ და ჩამოვედით. ჩვენ ნამდვილი ექიმების ხელში აღმოვჩნდით, რომლებმაც ცერებრული დამბლის დიაგნოზი დაგვისვეს! და მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება სამარადისოდ შეიცვალა!

ამისთვის მზად იყავით?

ლია:დედის გული ამას ყოველთვის გრძნობდა! მაგრამ მინდოდა, დამეჯერებინა, რომ მართლა უკიდურესობაში ვვარდებოდი და ტყუილად ვნერვიულობდი! მაგრამ ამისთვის მზად ვიყავი. ასეთი ბავშვის მოვლა ძალიან რთულია. ამის შესახებ გამაფრთხილეს, მაგრამ არ ვნებდები! საავადმყოფოებში, ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში, მრავალი დღე გავატარეთ და მე ყველაფერი მასწავლეს იმისთვის, რომ მასზე ზრუნვა დამოუკიდებლად შემძლებოდა.

თქვენი ტკივილი კარგად გვესმის… თუ გინდათ, შეგვიძლია, საუბარი შევწყვიტოთ.

ლია:არა, არა, საუბარი მიჭირს, მაგრამ მინდა, ეს ტკივილი გაგიზიაროთ. ასეთ რამეს მტერს არ ვუსურვებ. მსოფლიოს ყველა დედას ვუსურვებ, რომ მათი შვილები ჯანმრთელები იყვნენ! ყველაზე დიდი ბედნიერება სწორედ ეს არის!

რა რჩევას მისცემდით დედებს, რომლებიც თქვენსავით საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან?

ლია:მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი… სამწუხაროდ, ჩემნაირი დედა ძალიან ბევრია. არასოდეს დანებდეთ! ბოლომდე იბრძოლეთ თქვენი შვილის სიცოცხლისთვის! სხვა ვინ, თუ არა ჩვენ?! და კიდევ… არ მინდა, ჩემი აზრი ვინმეს თავზე მოვახვიო, მაგრამ ძვირფასო დედებო, თუკი არ მუშაობთ და ამის საშუალება გაქვთ, თქვენი შვილის მოსავლელად უცხო ადამიანებს ნუ დაიქირავებთ. ყოველ წუთს, მათ თქვენი სითბო და სიყვარული აჩუქეთ. მერწმუნეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია! და ბოროტ ენებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ! მათ შეუძლიათ, მორალურად გაგანადგურონ!

რას გულისხმობთ, ლია?

ლია: ერთხელ, ქუჩაში, სრულიად უცხო ქალმა ზიზღით შემოგვხედა და თქვა, რომ სჯობდა, ის ბავშვთა სახლში ჩაგვებარებინა! წარმოგიდგენიათ? ჩემს შვილზე ისე საუბრობდა, თითქოს ის ლეკვი ყოფილიყო… ამან გამანადგურა! მან ხომ არ იცის, ჩვენ ის როგორ გვიყვარს?! ის ჩვენი ვარსკვლავია, ჩვენი ყველაფერი! ასეთი რამის გაფიქრება როგორ შეიძლება? ბავშვის ჩაბარება! საშინელებაა!

ლია, რა არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?

ლია:თქვენც კარგად გესმით, რა მძიმე მდგომარეობაშია ჩემი ბიჭი. მას ჰიგიენური საშუალებები, საფენები სჭირდება, ყველაფერი სტერილური უნდა იყოს – ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, სრულფასოვანი კვება, ხორცი და რძის პროდუქტები, სპეციალური საკვები, ყველაფერი თხევადი. მას ნორმალურად ყლაპვა არ შეუძლია.

მოგვიყევით, მეუღლე როგორ გაიცანით და ოჯახი როგორ შექმენით?

ლია:ჩვენ მეზობელი სოფლებიდან ვართ, ერთმანეთი სრულიად შემთხვევით გავიცანით. მთელი საღამო ერთმანეთს თვალს ვერ ვაშორებდით. ის ისე ძლიერ შემიყვარდა, რომ დიდხანს არ მიფიქრია და ერთი კვირის შემდეგ დავქორწინდით. პაატა საუკეთესო მამაა. ის ბავშვებს აღმერთებს. ლუკას დაბადებამდე, მთელი დღეები თავდაუზოგავად შრომობდა, რომ მათ ყველაფერი ჰქონოდათ! მაგრამ ლუკას დაბადების შემდეგ, ჩვენი ცხოვრება ძალიან გართულდა. ახლა, სამსახურის შოვნაც ძალიან ძნელია, მაგრამ ჩემი მეუღლე არ ნებდება, იმედი აქვს, რომ რამე გამოჩნდება. მინდა, მას მადლობა ვუთხრა! ვიცი, ბევრი მამაკაცი ასეთ მწუხარებას ვერ უძლებს და ოჯახიდან მიდის, შვილებს ტოვებს, პაატა კი პირიქით, ძალიან მეხმარება! ღმერთმა მას ჯანმრთელობა და მოთმინება მისცეს!

მხარს ვინ გიჭერთ? მხარდაჭერის გარეშე, თავს ალბათ ვერ გაართმევდით…

ლია:ნათესავების მხარდაჭერის გარეშე, ყველაფერი გაცილებით რთული იქნებოდა. ჩემი დედამთილი, მეუღლე და შვილები ძალიან მეხმარებიან. გოგონები ლუკას ეთამაშებიან, მას სიმღერებს უმღერიან და ართობენ! ლუკა ისე იცინის!.. როდესაც ის თავს კარგად გრძნობს და მხიარულობს, ჩვენ ვიცით, რომ ამ დაავადების დაძლევის შესაძლებლობა გვაქვს!  

ოჯახის შექმნისას რაზე ოცნებობდით? ოდესმე გიფიქრიათ, რომ ასეთი უბედურება შეგემთხვეოდათ?

ლია: ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით და ბევრი არაფერი გვჭირდებოდა; ერთმანეთი გვიყვარდა, დედამთილი შესანიშნავი მყავს, ბავშვები ჯანმრთელები არიან, მეუღლე მშრომელია… სრული ბედნიერებისთვის საჭირო მეტი რა იყო? ჩვენ ბიჭზე ვოცნებობდით და აი, უფალმა ისიც გამოგვიგზავნა!

სახელმწიფო მხარს რამენაირად თუ გიჭერთ? დახმარებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის თუ მიგიმართავთ?

ლია: დიახ, ადგილობრივი ხელისუფლება ზოგჯერ წამლებით გვეხმარება. ჩვენი რაიონი ძალიან ღარიბია, დახმარება მხოლოდ ჩვენ არ გვჭირდება. ეს ძალიან კარგად მესმის.

თქვენი შვილების შესახებ მოგვიყევით, სკოლაში დადიან?

ლია:მარი და ანა ძალიან კეთილი და მზრუნველი გოგონები არიან. სწავლა ძალიან უყვართ, კითხვაზე გიჟდებიან. ვერ ვიტყვი, სკოლაში სიარული რომ არ უწევთ, უხარიათ მეთქი; პირიქით, ენატრებათ. ორივე იმაზე ოცნებობს, ცნობილი ადამიანები გახდნენ! მათ ლუკას შესახებ სიმართლეს ვეუბნები და იციან, რომ ის დაბადებიდან ავად არის, არასოდეს ლაპარაკობდა და არც დადიოდა. იციან, რომ მისი განკურნება შეუძლებელია და ის, ბოლომდე, ასეთი დარჩება. მაგრამ მათ ამის დაჯერება არ სურთ, ამიტომ სასწაულის იმედი აქვთ. პატარა თეა კი – ჩვენი მოუსვენარი გოგოა! სულ ყურადღებას ითხოვს. როდესაც სახლიდან გავდივარ, ღელავს და დებს ეკითხება: „დედა დაბრუნდება? ხომ არ მიგვატოვებს?“

  –ახლა კი, ბავშვებსაც გავესაუბრები. გოგოებო, თქვენთან საუბარი შეიძლება? როგორ ხართ? რას საქმიანობთ? დედას ეხმარებით? რაზე ოცნებობთ?

ანა (11 წლის):მე კითხვა მიყვარს. ახლა „კაპიტან გრანტის შვილებს“ ვკითხულობ. ძალიან საინტერესოა! ზოგჯერ, წიგნებს ლუკასაც ვუკითხავ და ძალიან მოსწონს! ვიცი, რომ მას ყველაფერი ესმის და ოდესმე, ლაპარაკსაც დაიწყებს!

მარი (13 წლის):კითხვა მეც მიყვარს! მაგრამ ცეკვაც ძალიან მიყვარს. ადრე, ცეკვაზე დავდიოდი, მაგრამ შემდეგ, ფულის გადახდა ვეღარ შევძელით და შევწყვიტე. ახლა, ყველაზე მთავარია, რომ ლუკა იყოს კარგად. დანარჩენი – უმნიშვნელოა!

ოცნებები თუ გაქვთ?

ანამ და მარიმ ერთხმად მიპასუხეს: „ლუკა რომ ჯანმრთელი იყოს!“

კიდევ თუ გაქვთ ოცნებები, რომელიც პირადად თქვენია? ყველაზე მეტად რა გსურთ?

ანა:მე და ჩემს დას ძალიან გვჭირდება ლეპტოპი, გაკვეთილებს რომ დავესწროთ. მინდა, ვექილი გავხდე და კარგად უნდა ვისწავლო. არ მომწონს, მსოფლიოში ამდენი უსამართლობა რომ ხდება. მე ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებ! და კიდევ, ამაზე საუბარი მეუხერხულება, მაგრამ ძალიან მინდა ველოსიპედი.

მარი:მე კი ბიბლიოთეკა მინდა! ბევრი წიგნი! რომ არ თავდებოდეს!

თქვენ უბრალოდ შესანიშნავი გოგონები ხართ! ახლა, დედას გავესაუბრები, ხომ შეიძლება? ლია, რა შემოსავალი აქვს თქვენს ოჯახს? რაზე გყოფნით?

ლია: ლუკას შშმ პირთა პენსია აქვს – 220 ლარი; ასევე, 560 ლარის ოდენობის შემწეობას ვიღებთ და ბებიას პენსიას. 300 ლარს ბანკში ვიხდით. ლუკას გამოკვლევებისა და წამლებისთვის ბანკიდან დიდძალი თანხის – დაახლოებით 2000 ლარის გამოტანა მოგვიწია! დარჩენილი თანხით საფენებს და წამლებს ვყიდულობთ, მაღაზიაში ვალებს ვფარავთ და თავის სარჩენად, ცოტაოდენ სურსათს ვყიდულობთ, რომ შიმშილით არ მოვკვდეთ.

ალბათ, ზედმეტი კითხვაა, მაგრამ ჩვენ მას ჩვენს ყველა ბენეფიციარს ვეკითხებით. რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

ლია: ალბათ ბევრი ვერ გამიგებს, მაგრამ ვოცნებობ, ჩემმა შვილმა დამოუკიდებლად წყლის დალევა მაინც შეძლოს! ან თუნდაც იმის თქმა, რა აწუხებს… ლუკას მოსავლელად საფენები და წამლები გვჭირდება, ასევე, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საგანგებო, შშმ პირის დამხმარე ეტლი, წელისა და თავის დასაჭერად. ძალიან გვჭირდება საკვები, გაზქურა და კომპიუტერი – გოგოებისთვის. ჩვენთვის ტელევიზორიც ნამდვილი ხსნა იქნებოდა! ლუკას მულტფილმების ყურება და სიმღერების მოსმენა ძალიან უყვარს.

ჩვენი ფონდი როგორ იპოვეთ? ჩვენთან დაკავშირება რატომ გადაწყვიტეთ?

ლია: თქვენი კეთილი საქმეების შესახებ არაერთხელ მსმენია! მინახავს დედები ისეთივე შვილებით, როგორიც ჩემი ლუკაა და მინახავს, მადლობას როგორ გიხდიდნენ. ამიტომ გადავწყვიტე, მომეწერა.

თქვენ შესახებ რომ დავწერთ, თქვენი ოჯახის შესახებ თითქმის მთელი საქართველო შეიტყობს. ფონდის მეგობრების გაცნობას ისურვებდით?

ლია:დიახ, კეთილ ხალხს სიამოვნებით გავიცნობდით.

***

  მეგობრებო, ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, ამ ამბის წაკითხვის შემდეგ, ამ საბრალო ხალხს არ დავეხმაროთ! ვილოცოთ ლუკასთვის, ყველამ ერთხმად შევთხოვოთ უფალს, რომ ამ ბიჭის სიცოცხლე არ შეწყდეს.

გადასარჩენად, ლუკას ძალიან სჭირდება წამლები, ჰიგიენური საშუალებები და საგანგებო, შშმ პირთა დამხმარე ეტლი! დაეხმარეთ მას გადარჩენაში! ჩათვალეთ, რომ ისინი თქვენი ნათესავები არიან!

მეგობრებო, იმნაძეების ოჯახი სავალალო მდგომარეობაში იმყოფება.

იმნაძეების ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავად შეგიძლიათ. მათი მისამართია: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ლესა.

ან დაურეკეთ ლიას და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი: 577 92 40 45

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახს გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, ვისაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლია. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, უფლის სიყვარული დავამტკიცოთ საქმით და არა სიტყვებით!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია: 

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება:იმნაძეების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდისმეშვეობითაც.

  ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად,  უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით ლიას და ლუკასაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270.

ხუთი წელია, სიკვდილი ფეხდაფეხ დაგვყვება!
– სულ ცოტა ხნის წინ, მძიმედ დაავადებული ლუკას დედა ტიროდა და სწორედ ამ სიტყვებს ამბობდა. დღეს კი, ის უფალს მადლობას სწირავს, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ამდენი ახალი მეგობარი გამოუჩნდა საქართველოში.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ლუკა ბედნიერია, როდესაც დაიკოებთან ჩახუტებული მულტფილმებს უყურებს
– ანი, ლუკა კალთაში ჩაისვი, – ამბობს უმცროსი – თეკო. – ესე ხომ უფრო კარგად დაინახავს.
„იცი, პატარავ, რა ხდება ამ სერიაში? დათვს უნდა, რომ მეგობართან წავიდეს სტუმრად, მაშა კი ყველაფერს აფუჭებს, სანამ ის სახლში არ არის“ – აუხსნა ძამიკოს და ლოყაზე აკოცა.
– ანი, ანი, შეხედე, ლუკას როგორ უხარია!
„იცანი, ხო, მაშა მულტფილმიდან? როგორი ცელქია, არა? ჩვენი ბარტყი ხარ შენ!“ – თეკომ ისევ სიყვარულით აკოცა ძმას ლოყაზე/
– თეკო, ჯობია ეკრანს უყუროს, სუ, ჩუმად! – ეუბნება ანი.
პატარა ლუკა ეკრანის გარდა გარშემო ვერაფერს ხედავს. მის სახეზე ღიმილი, თვალებში კი სიხარულია ასახული. ასეთ მომენტებში, მთელ ოჯახს სჯერა, რომ მათი ლუკა გამოჯანმრთელდება. იმედით ფრთაშესხმული ბავშვები ლუკას გულში იკრავენ  და ბეღურებივით ჭიკჭიკებენ. ამ ოჯახს ამხელა იმედი სწორედ თქვენ აჩუქეთ! თქვენ დაეხმარეთ ლუკასთვის ბრძოლაში, როდესაც წაიკითხეთ ისტორია უკურნებელი სენით დაავადებულ ბიჭუნაზე, რომელიც მთელი ცხოვრება იტანჯება: „ხუთი წელია, სიკვდილი ფეხდაფეხ დაგვყვება!“
მეგობრებო, თქვენ თქვენი კეთილი გულის სითბო გაუზიარეთ, დახმარების ხელი გაუწოდეთ და ამ ოჯახს სიყვარული და იმედი აჩუქეთ. დაანახეთ ამ საბრალო ადამიანებს, რომ მარტო არ არიან, პირისპირ საკუთარ გასაჭირთან, უფალმა ისინი არ მიატოვა და თქვენც გვერდში უდგახართ!
          – ლია, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
          ლია: ბევრი სიახლე გვაქვს. ჩვენს ემოციებს საზღვარი არ აქვს. იმდენი რამ მოხდა. ჯერ, ბათუმიდან გვესტუმრნენ ახალგაზრდები. მოგვიტანეს ტკბილეული, პროდუქტი, ჰიგიენის საშუალებები, ბავშვის ტანსაცმელი. თურმე, ეს ახალგაზრდები თვალყურს ადევნებენ თქვენი ფონდის პოსტებს, გაჭირვებულებს ეხმარებიან და ცხოვრებას უმსუბუქებენ. აი ჩვენც დაგვეხმარნენ! ჩვენს ოჯახში სიყვარული და იმედი შემოიტანეს, ჩვენს ლუკას მოეფერნენ. გვითხრეს, რომ არ მიგვატოვებენ და აუცილებლად კიდევ გვინახულებენ. კარგი ადამიანები არიან. დიდი მადლობა მათ! ღმერთმა ხელი მოუმართოს და ჯანმრთელობა მისცეს!
ერთმა უცნობმა ადამიანმა შემთხვევით გაიგო, რომ ხეიბრის ეტლი გვჭირდება, და მის შეძენაში დაგვეხმარა. ღმერმა დალოცოს და გააძლიეროს! არც სახელი ვიცით მისი, არც გვარი – დახმარება ანონიმური იყო.
         რომ შემეძლოს, თითოეულ მკითხველს გულში ჩავიკრავდი! ერთბაშად ამდენი საჩუქარი მივიღეთ!  მედიკამენტი, პროდუქტი, ჰიგიენის საშუალებები, საწოლი, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა. ჩვენთვის ეს დიდი სიხარულია და მხარდაჭერა. დიდ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩვენი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა.
– ლია, რას ნიშნავს თქვენთვის ეს სახალხო დახმარება? თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის?
ლია: ჩვენ გვაგრძნობინეს, რომ მარტო არ ვართ. დაგვიბრუნეს ადამიანური სიკეთისა და სითბოს რწმენა. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ძალიან ვღელავ. ძალას მოვიკრეფ და მოგიყვებით, ცოტა ხანში.
შეხედეთ, როგორ შეიცვალნენ ჩემი შვილები, როგორ იღიმიან. გოგონებიც, ლუკაც. როგორც იქნა, ჩვენთანაც ხალისი და სიმყუდროვეა. ბავშვები ერთად უყურებენ მულტფილმებს დიდ ეკრანზე. ჩემს ბიჭს, ახალ საწოლში მოხერხებულად და მშვიდად სძინავს.
          ნანატრი სარეცხის მანქანა, მარჯვენა ხელად მექცა, დიდი ოჯახის დიასახლისს. ლუკას ხომ, დღეში რამდენიმეჯერ სჭირდება გამოცვლა. ცივ წყალში რეცხვა კი აღარ შემეძლო, წვალებით ვახერხებდი.
მადლობა ყველას, ვინც ასეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში დაგვეხმარა, მოახერხა და თავისი ნაშრომი გაგვინაწილა. მადლობა ყურადღებისთვის! და იმისთვის, რომ გაგვამხნევეთ! ახლა შემიძლია მოყოლა, აღარ არის იმდენად მტკივნეული.
დიდი ხნის მანძილზე, ერთი უცნობი ქალბატონის „რჩევა“ გულში მოუშუშებელ იარად დამრჩა: „ასეთი ავადმყოფი ბავშვი თავშესაფარში უნდა ჩაგებარებინათ“. ახლაც მიკვირს, ეს როგორ თქვა… ეს ხომ ჩვენი ნანატრი ბიჭია… უფლის დიდი საჩუქარი…
თქვენი მკითხველები თავად უფალმა გამოგვიგზავნა, გასამხნევებლად და სულიერი ჭრილობების განსაკურნებლად. ახლა უკვე ეჭვიც არ გვეპარება, უფალი სიკეთეს ადამიანების ხელით აკეთებს.
– ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გვიხარია ამას რომ აღიარებთ, რამხელა მოტივაციაა ეს ჩვენი მკითხველებისთვის! (ლია იღიმის.) და ადგილობრივი ხელისუფლება, ლია? ისმის მათგან რამე? პოსტზე რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
         ლია: თქვენ წარმოიდგინეთ, კი! პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, სოფლის გამგებელი, დავით ლომაძე გვეწვია. მან ლანჩხუთის რაიონის ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ალექსანდრე სარიშვილის საჩუქრები გადმოგვცა: ელექტროჩაიდანი, ორი საბანი და პროდუქტი. ახლა, თქვენი მეშვეობით, მინდა მადლობა გადავუხადო. იქნებ დაამახსოვრდეთ ჩვენი ოჯახი. იქნებ გაუჩნდეთ სურვილი, ჩვენთვის კიდევ რამე გააკეთონ.

თეკო: „რეცხვა არ ვიცი, მაგრამ შემიძლია, ნივთები რომ შევალაგო“
– ვხედავ, რომ კიდევ გაქვთ პრობლემები. იქნებ, ფონდის მეგობრებს შეუძლიათ, მათ გადაჭრაშიც რომ დაგეხმარონ?
ლია: მრცხვენია და მერიდება ადამიანების შეწუხება, მე ხომ ვიცი, ახლა ყველას როგორ უჭირს. მაგრამ პრობლემები ნამდვილად გვაქვს…
ლუკას ნახველი უგროვდება და მის ამოღებას სამედიცინო მანიპულაცია სჭირდება. ამის გამო, ჩემი ბიჭი ოთხი დღე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გვეწვა. ახლა თბილისში ვცხოვრობთ, რადგან ლუკას ხშირად სჭირდება კლინიკაში პროცედურები. თანაც, ბავშვი ნესტიან ჰავას ვერ იტანს და დასავლეთ საქართველოში რამდენიმე დღით ყოფნის შემდეგ, ცუდად ხდება.
19 ოქტომბერს ლუკას საშინელი გულყრა დაემართა, რომელიც თითქმის წელიწადია აღარ მოსვლია, რადგან ხანგრძლივი და ძვირადღირებული მკურნალობის კურსი გაიარა. ახლა ისევ შეგვახსენა თავი წყეულმა დაავადებამ. ექიმმა გვითხრა, გულყრის გამეორების შემთხვევაში ენცეფალოგრამა უნდა გადავუღოთ, ესეც ძვირადღირებული კვლევაა. 
          ვეღარც სოფელში ვბრუნდებით, იქ ლუკა ცუდად ხდება ნესტის გამო. იძულებულები გავხდით მოკრძალებული, პატარა ბინა გვექირავა თბილისში, ახალდაბის ქუჩის N55-ში. მაგრამ, ბინის ქირაში 250 ლარის და კომუნალური გადასახადების გადახდა ძალიან გვიჭირს. ჩვენი ოჯახის მწირი შემოსავლის ნახევარი, ლუკას მკურნალობისათვის აღებული ბანკის კრედიტის დაფარვას ხმარდება. 

 „ჩემი ბიჭის მდგომარეობა ამ წამალზეა დამოკიდებული. მადლობა მზრუნველობისთვის!“
        ლუკა თანდათან იცვლება, მოსწონს მუსიკალური სათამაშოები, ყურადღებით უსმენს ხმოვან წიგნებს…  მის თვალებში ხშირად ჩანს მკაფიო ემოციები, რაც ძალიან გვაიმედებს! ექიმიც კმაყოფილია, მისი რჩევით – ბავშვს აუცილებლად ესაჭიროება ინტელექტის განსავითარებელი სათამაშოები, რომლის შესაძენი ფულიც არ გვაქვს. (ლია სათქმელს ვერ უყრის თავს, ეტყობა, რომ ძალიან ღელავს.)
        – ლია, გოგონების შესახებაც მითხარით, როგორ არიან? რა სჭირდებათ? რა აწუხებთ?
          (ლუკას სამი ულამაზესი დაიკო ჰყავს, რომლებზეც ასევე გიამბეთ. ძამიკოს გამოჯანმრთელება მათი ერთადერთი ოცნებაა. დაიკოებისთვის – ლუკა ყველაზე საყვარელი ძმა და ყველაზე კარგი ბიჭია! მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ სჭირდებათ და ენატრებათ, მათთვის მთავარი ლუკას კარგად ყოფნაა.)
          ლია: უფროს შვილს – მარიამს, წელის ტკივილი აწუხებს. ლუკა უკვე დიდი ბიჭია, მძიმეა და მისი ხელში ტარებით მოზარდ გოგონას ხერხემლის პრობლემა ჩამოუყალიბდა. ექიმმა მარის სამკურნალო ვარჯიშები დაუნიშნა, თითო ვარჯიში 25 ლარი ღირს. რამდენი დასჭირდება ჯერ არ ვიცით. (ამოიოხრა) ნევროპათოლოგმაც ძვირადღირებული წამლები გამოუწერა. შუათანას – ანის, სისხლის ანალიზი სჭირდება. კანის სიმშრალე და სისხლის შედედების პრობლემა აქვს. არასრულფასოვანი კვების და ვიტამინების ნაკლებობის გამო, ბავშვს ყველა კბილის დაკარგვის საფრთხე ემუქრება. 
         ნაქირავები ბინის დაცლასაც როდის მოგვთხოვენ, არ ვიცით, რადგან დიასახლისმა გასაყიდ ბინაში დროებით შეგვასახლა. ონლაინ-სწავლებასთან დაკავშირებით, ასევე შეგვექმნა პრობლემა. ყველაფერი ერთად… ჩემი ტელეფონი გაფუჭდა და ბავშვები გაკვეთილებს ვეღარ ესწრებიან. ძალიან განვიცდი. გოგონები ბეჯითი და ნიჭიერი, მოსწავლეები არიან. ხშირად მისესხია ფული და მათთვის მიმიცია სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობა რომ მიეღოთ. არ მინდა ბავშვებმა იფიქრონ, რომ ჩვენ, მშობლები, მხოლოდ ლუკასთვის ვცოცხლობთ. მინდა ჩემი გოგონებიც სხვა ბავშვებივით ლაღები და მხიარულები გაიზარდონ.     (ამოიხრა) 

დედას ყველა შვილზე შესტკივა გული, უნდა, რომ ბედნიერი ჰყავდეს ყველა
– ლია, ბავშვებს გავესაუბრები, თუ შეიძლება. ვინც გამბედაობას გამოიჩენს, იმას ავუსრულებთ სურვილს.
(სანამ მარიმ და ანიმ ღიმილით გადახედეს ერთმანეთს, თეამ ახლოს მოიწია).
        თეა: მე გეტყვი, გინდა? ამათ ერიდებათ. მარის და ანის დიდი მობილური ტელეფონები სჭიდებათ, სკოლისთვის და მეგობრებს რომ ელაპარაკონ. უკვე დიდები არიან, სჭირდებათ.
-თეკო, შენ რა გჭირდება? რას ინატრებ?
      თეა: მე დიდი კომპიუტერი მჭირდება. იცი როგორი? დამტენი რომ ჰქონდეს. თორემ დამტენი თუ არ ექნება ჩაქრება და ეკრანი გაშავდება… ეგეთი არ მინდა. დამტენიანი მინდა, კარგი.
      კიდევ თოჯინები მიყვარს ძალიან და ყველას სახელებს ვარქმევ. ახალი თოჯინები რომ მქონდეს, მეყვარება. ძველებიც მიყვარს, მაგრამ აღარ არიან ლამაზები. ლუკასაც უყვარს სათამაშოები, მაგრამ არა აქვს. მინდა ლუკას ისეთი წიგნები ჰქონდეს – თვითონ, რომ გიყვება ზღაპრებს. იცი, როგორ მინდა… კიდევ მინდა ლამაზი დაბადების დღე…
– აბა, საყვარელო, მითხარი, როგორი.
თეკო: დიდი ტორტი რომ მქონდეს, სანთლებით, სული რომ შევუბერო. იცი ეხლა რამდენის ვარ? მოიცა… (დაფიქრებულმა, ხელისგულზე ხუთი პატარა, სათუთი თითი გადაითვალა) ხუთის. მაგრამ ეს დაბადების დღე არ მომეწონა. (თვალები დახარა და მოიწყინა)
– გინდა, ტორტი დაბადების დღეზე ადრე რომ გქონდეს?
თეკო: როგორ? (ძალიან დაინტერესდა.) ასე შეიძლება? მართლა?
– მართლა, მართლა. ყველაფერი შეიძლება.
თეკო: რა თქმა უნდა, მინდა! ძალიან გემრიელი და დიდი ტორტი. ისე, უბრალოდ, თუ ასეც შეიძლება!

 „ბევრი სადარდებელი გვაქვს, მაგრამ თქვენ მე იმედი მაჩუქეთ“
                                                     
***
          ჩვენო კეთილო მეგობრებო! მოვეფეროთ და ჩვენი სიყვარულით გავათბოთ, მშობლიურ კერას, სკოლას, მეგობრებს მოწყვეტილ მშვენიერ ბავშვებს. დავუახლოვდეთ, დავუმეგობრდეთ, ვანუგეშოთ და გავამხნევოთ.
          მიუხედავად ლუკას სასტიკი დიაგნოზისა, ლია განუწყვეტლივ ლოცულობს, რომ მისმა ბიჭუნამ, დამოუკიდებლად, წყლის დალევა მაინც რომ შეძლოს. დავეხმაროთ ახალგაზრდა დედას ოცნების ასრულებაში. ოჯახის თითოეული წევრისთვის – მთელი ცხოვრება ლუკაზე ზრუნვა და დარდია, რომელიც ყოველთვის მათთან დარჩება, არსად წავა, მუდმივად დაუსუსხავს სიყვარულით და სევდით სავსე გულებს. საახალწლოდ მაინც შევუმსუბუქოთ ოჯახს საზრუნავი. ნამდვილი ფერადი, მხიარული, იმედიანი, ასრულებული ოცნებების დღესასწაული ვაჩუქოთ. მათ ხომ, ძალიან ბევრი რამ აკლიათ და ენატრებათ. 
         თქვენი მხარდაჭერის გარეშე ეს ლამაზი ოჯახი განწირულია. სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებზე, რომ არაფერი ვთქვათ, საკვები პროდუქტის და წამლების ყიდვასაც კი ვერ შეიძენენ.
იმნაძეების ოჯახს სჯერა თქვენი, სჯერა კეთილი გულების, და იმედი აქვს, რომ ნაცნობები და უცნობები, კვლავ დაეხმარებიან, კვლავ გაუთბობენ სულებს. მხარში დავუდგეთ იმნაძეების ოჯახს! გავაძლიეროთ ჩვენი საქართველო!
        ოჯახის ახალი (დროებითი) მისამართია: თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ახალდაბის ქუჩა N55
სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
      თქვენი სიკეთე – იმის შანსია თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ! 
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!  
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: იმნაძეების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpayდა ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
            არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, შეუძლია ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა: 0901 200 270!
          დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს.

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 მარ 15
მედიკამენტები
54.54₾
2021 მარ 25
მედიკამენტები
188.12₾
2021 აპრ 05
ტელევიზორი
495.00₾
2021 აპრ 05
პროდუქტები
172.90₾
2021 აპრ 05
პროდუქტები
76.85₾
2021 აპრ 05
პროდუქტები
10.00₾
2021 აპრ 20
მედიკამენტები
83.00₾
2021 აპრ 28
მედიკამენტები
19.52₾
2021 აპრ 28
მედიკამენტები
78.13₾
2021 აპრ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
655.00₾
2021 მაი 21
მედიკამენტები
61.26₾
2021 ივნ 16
საწოლი
630.00₾
2021 ივლ 03
მედიკამენტები
150.01₾
2021 ივლ 15
სარეცხი მანქანა
755.00₾
2021 აგვ 04
მედიკამენტები
50.00₾
2021 აგვ 04
მედიკამენტები
126.78₾
2022 მარ 07
მედიკამენტები
34.36₾
2022 მარ 07
მედიკამენტები
75.54₾
2022 მარ 14
მედიკამენტები
70.00₾
2022 მარ 16
პროდუქტები
200.07₾
2022 აპრ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
195.00₾
2022 ივლ 13
მედიკამენტები
77.11₾
2022 ოქტ 01
მედიკამენტები
86.12₾

სულ ხარჯები:

4344.31₾

დარჩა:

0.23₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.05.2022 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.05.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.05.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.05.2022 22:03:30
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.04.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.04.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.04.2022 20:00:00
₾6.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.04.2022 20:00:00
₾6.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.03.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.03.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.03.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.03.2022 20:00:00
₾2.00

შემოწირულია:

₾4,344.54

326 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,344.54

326 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება