ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ჩემს შვილებს ჩემი ეშინიათ…

calendar მარტი 31, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„შეეხეთ, დედას თავზე შვიდი ნაკერი ადევს!“ – ამბობს მშვენიერი ბელა. – „მას ისეთები ემართება… ძირს ეცემა, თვალებს ატრიალებს და მთელი სხეულით კანკალებს!“
ღმერთო, რამხელა სევდაა ამ მშვენიერ, გულუბრყვილო თვალებში! ეს გოგონა ჯერ მხოლოდ 9 წლისაა, მაგრამ ყოველდღე იმის ყურება უწევს, მისი საყვარელი დედიკო საშინელ კრუნჩხვებში როგორ ვარდება და ეს საზარელი სენი სასიცოცხლო ძალებს როგორ უმოწყალოდ აცლის; პატარა გული ძალიან სტკივა, რადგან დედა შეიძლება ნებისმიერ წამს დაეცეს და თავი დაარტყას… მას ყველაფერი შეიძლება დაემართოს!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

– ბელა, რას აკეთებ, როცა დედა ცუდადაა?

„მაშინვე საბანს ვაფარებ და მეზობლებთან გავრბივარ, რომ დახმარებას გამოვუძახო… ტელეფონი არ გვაქვს, სასწრაფოს როგორ დავურეკავ?“ – გოგონა ცდილობს თვალებში არ მიყუროს. – „ჩვენ საერთოდ არაფერი გაგვაჩნია. არც არაფერი მინდა, ოღონდ დედა იყოს კარგად!“

ამ საშინელ ნანგრევებს, სადაც დედა, ნათია და მისი ორი მშვენიერი შვილი – 5 წლის გიორგი და 9 წლის ბელა ცხოვრობენ, ძლივს მივაგენით. უბრალოდ შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ აქ შეიძლება ადამიანები ცხოვრობდნენ… ეს შენობა შიგნიდან კიდევ უფრო შემზარავია, ვიდრე გარედან: სინესტე, ჭუჭყი, ჭვარტლი შეშის ღუმელისგან… ორი რკინის საწოლი, მაგიდა და ორი სკამი. ასე ცხოვრობენ ეს საბრალო ბავშვები და სხვა არაფერი უნდათ, გარდა იმისა, რომ დედა ცოცხალი და ჯანმრთელი იყოს!

„ნებისმიერ წამს შეიძლება დავეცე და 20-30 წუთი სადმე უგონოდ ვეგდო… ხომ ხედავთ, მთელი თავი გატეხილი მაქვს? არც მახსოვს, სად ან როგორ დავარტყი. ბავშვები მიყვებიან ხოლმე, რა მემართება… საწყლებს, ისე ეშინიათ!“ – ტირის საბრალო ქალი. – „თავდაპირველი შეტევების შემდეგ მეგონა, რომ ეს დასასრული იყო, მაგრამ როგორც ხედავთ, მივეჩვიე. ჩვენ ყველაფერს მივეჩვიეთ – სიღატაკესაც, შიმშილსაც, სიცივესაც…“

მოდი ახლა ყველაფერი თანმიმდევრობით მოვყვეთ.

დედა, ნათია და მისი ორი შვილი – 5 წლის გიორგი და 9 წლის ბელა ცხოვრობენ… ფარდულში, ქოხში, მიწურში… არ ვიცი, სად… მაგრამ ისინი იქ ცხოვრობენ და შეუძლებელია მას სახლი უწოდო.

აქ არაფერია, მხოლოდ 2 რკინის საწოლი და მაგიდა… და ნესტი, ტკივილი, სევდა… სულ ესაა!

როცა დედას, ნათიას პირველი ეპილეფსიური შეტევა დაემართა, რომელსაც მაშინვე მეორე და მესამე მოჰყვა, უთხრეს, რომ ნერვების ბრალი იყო და რაღაც აუცილებლად უნდა შეეცვალა. 

ნათია: როგორ ან რა უნდა შემეცვალა? კი ვიცოდი, ეს ყველაფერი რატომ ხდებოდა… კარგი ცხოვრების ბრალი ნამდვილად არ იყო. ქმარი მცემდა; გონება ბევრჯერ დამიკარგავს. ამ დაავადების მიზეზი სწორედ ეს არის. ისიც აღარ მახსოვს, რა ჰქვია. ბევრი რამ აღარ მახსოვს. შეტევების დროს თავს ხშირად ვარტყამდი, შვიდი ნაკერი მადევს! მთელი თავი გატეხილი მაქვს, გინდათ შეეხოთ? 

– ნათია, შეტევები ხშირად გაქვთ?

ნათია: დიახ, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე. მაგალითად, დღეს დილას მქონდა და თქვენს მოსვლამდეც განმიმეორდა. ზოგჯერ კვირები გადის და არაფერი… არც კი ვიცი, რაზეა დამოკიდებული. 20-30 წუთის განმავლობაში გათიშული ვგდივარ ხოლმე… მე თვითონ არ მახსოვს, მაგრამ ბავშვები მიყვებიან. 

– ამას როგორ უმკლავდებით? 

ნათია: დედაჩემი ჩვენთან ერთად ცხოვრობს. ერთი წუთითაც კი ვერ მტოვებს. ბავშვები ჯერ პატარები არიან და ჩემი ეშინიათ. მე თვითონ არაფერი მახსოვს, რა მემართება; ვითიშები და გონს იატაკზე მოვდივარ… პირიდან ქაფი გადმომდის… ადრე ძალიან მეშინოდა; ყოველი შეტევის დროს ვტიროდი და მეგონა, რომ მორჩა, ეს დასასრული იყო… მაგრამ მივეჩვიე.

– არ ვიცი, როგორ შეიძლება ასეთ რამეს მიეჩვიო…

ნათია: ეჰ, ჩემო კარგო, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა… შიმშილსაც მივეჩვიეთ, სიცივესაც და იმასაც, რომ ღატაკები ვართ, რომ ბავშვებს დასცინიან… მაგრამ რა ვქნათ?

– მართლაც და რა უნდა ქნათ… თქვენ ავად ხართ, დედათქვენს მუშაობა არ შეუძლია – თქვენ გივლით, ბავშვები პატარები არიან. რა სახსრებით ცხოვრობთ?

ნათია: ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. 220 ლარს ვიღებთ; 90 ლარს ბინაში ვიხდით, დანარჩენი ფულით კი წამლებს და საკვებს ვყიდულობთ. წამლები რომ არ ვსვა, შეტევები დღეში 3-4-ჯერ მეორდება! ჩემი ორგანიზმი უბრალოდ ვეღარ უძლებს. მერე დრო მჭირდება, რომ გონს მოვეგო და აზროვნება დავიწყო… თორემ თავში ისედაც „ნახვრეტი“ მაქვს, ყველაფერი მავიწყდება… 

– ნათია, რით იკვებებით? ვინმე გეხმარებათ?

ნათია: ძალიან კეთილი მეზობლები გვყავს. ზოგჯერ საუზმეს გვიზიარებენ, ზოგჯერ ბავშვები თავისთან მიჰყავთ და აჭმევენ. ჩვენ ნორმალურად ბანაობაც კი არ შეგვიძლია. ბავშვებს ტანსაცმელსაც ვერ ვურეცხავ ნორმალურად… წყალი მოგვაქვს და ცივ წყალში ხელით ვრეცხავ… ბელა ამბობს, ტანსაცმელი კი სუფთაა, მაგრამ მაინც ჭუჭყიანს ჰგავსო… ამის გამო სკოლაში სიარული რცხვენია… (ტირის.)

ბელა: სისულელეს ნუ ამბობ და ნუ ტირი. სკოლაში იმიტომ არ დავდივარ, რომ შენ გვერდით ვიყო!

– ბელა, შეიძლება გაგესაუბრო?

ბელა: დიახ, ვისაუბროთ. როცა დედა ტირილს იწყებს, მისი დამშვიდება რთულია. ყველაფერს მოგიყვებით. 

– სკოლაში რატომ არ დადიხარ?

ბელა: ხომ ვთქვი, დედას უნდა მივხედო. უცებ თავი მაგრად რომ დაარტყას და გვერდით არავინ იყოს, მერე? ვინმემ მშველელს ხომ უნდა დაუძახოს?

– ეს ერთადერთი მიზეზია?

ბელა: რა ვიცი… რომ გითხრათ, არავის ეტყვით? სკოლაში სიარული არ მიყვარს… იქ ყველა დამცინის. მეგობრები არ მყავს. მგონი ჩემი ტანსაცმლის გამო – დაგლეჯილია და ჭუჭყიანს ჰგავს. 

– როგორი ტანსაცმელი გინდა, რომ გქონდეს?

ბელა: არ ვიცი… როგორი არსებობს? ასეთი არა… ისეთი მინდა, ჭუჭყიანს რომ არ ჰგავდეს და ნახვრეტები არ ჰქონდეს. მაგრამ დედასთვის სარეცხის მანქანა სჯობს. რეცხვა ძალიან უჭირს, მე კი უფლებას არ მაძლევს; ამბობს, გოგოებისთვის ხელების ცივ წყალში ჩაყოფა არ შეიძლებაო. ის რა, გოგო არ არის?

– ალბათ ისეთი კაბა გინდა, მულტფილმებში პრინცესებს რომ აცვიათ, არა?

ბელა: არ ვიცი, მათ როგორი კაბები აქვთ… არ ვიცი, მულტფილმებში პრინცესები როგორები არიან… მულტფილმები არასდროს მინახავს. არ მიყურებია! 

ამის მოსმენას არ ველოდი… უნებლიეთ ცრემლები წამომივიდა. ცხრა წლის გოგონას, რომელიც თავად ჰგავს პრინცესას, მულტფილმები არასდროს, გესმით, არასდროს უნახავს! მან არ იცის, ვინ არიან პრინცესები… არ იცის, რომ არსებობს ლამაზი კაბები, ლამაზი თოჯინები და ცხოვრება, რომელიც მის ჩვეულ ცხოვრებას არ ჰგავს… მან ეს უბრალოდ არ იცის…

ბელა: აი, ახლა თქვენც ატირდით… რა მტირალები ხართ ეს დიდები!

– ნათია, არც კი ვიცი, რა ვთქვა. თუ შეიძლება, თქვენ თვითონ მითხარით, რის გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის, რომ ცხოვრება ოდნავ მაინც გაგიმარტივოთ? რა გჭირდებათ პირველ რიგში?

ნათია: არც კი ვიცი. ალბათ საკვები და საწოლები. სხვა რა შეიძლება? სარეცხი მანქანა შეიძლება? ხელით რეცხვა მართლა ძალიან მიჭირს… თან აღარც ძველი ტანსაცმელი ირეცხება, რომელსაც კეთილი ხალხი ბავშვებისთვის გვაძლევს. მე წამლები მჭირდება… ბავშვებისთვის სოსისი შეიძლება? ძალიან უყვართ. 

– იქნებ კიდევ გინდათ რამე?

ბელა: შეიძლება, მე ვთქვა? ტელეფონი არ გვაქვს. დედა თუ ცუდადაა და სასწრაფოდ საავადმყოფოში დარეკვა ან დახმარების გამოძახებაა საჭირო, მეზობლებთან გავრბივარ, რომ ტელეფონი მათხოვონ. ერთი ძველი ტელეფონი შეიძლება? ჩემთვის არ ვითხოვ, დედისთვის მინდა! 

***

რაღა უნდა ვთქვათ? რაღა დავამატოთ? სიტყვებმა აზრი დაკარგეს. ყველაფერი აზრს კარგავს, როდესაც ასეთ რამეს ხედავ.

ნათია აფციაური და მისი შვილები სიღატაკის ზღვარზე იმყოფებიან. მათ საერთოდ ყველაფერი სჭირდებათ: საკვები, წამლები, საბავშვო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, კომპიუტერი, ტელეფონი, საწოლები და ძირითადი ავეჯი; ხოლო მაცივარი, გაზქურა და სარეცხი მანქანა მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაამარტივებდა.

აფციაურების ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავად შეგიძლიათ. მისამართი: კასპი, ჯავახიშვილის ქ. ბარაკი

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: ნათია აფციაური). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

ცხოვრებაში პირველად, ჩვენც გვხვდა წილად ბედნიერება!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მიუახლოვდნენ ღვთისნიერ საქმეს!
 „ბელა! მომეხმარე!“ – დაიკოს ეძახის გიო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საკონდიტრო ფაბრიკის საწყობში მოხვდა. გიოს გარშემო 8 ყუთი დევს, სხვადასხვანაირი ნამცხვრებით. დათვლა უნდოდა, მაგრამ აერია, მან ხომ მხოლოდ ათამდე იცის. ყუთში კი უზომოდ ბევრია. თან ისეთი გემრიელია და ხრაშუნა. და შეუმჩნევლად იჭმევა.
 „ჯერ იმას შევჭამთ, ჯემით რომ არის, – გადაწყვეტა უფროსმა დამ. – მერე შოკოლადით, მერე კი, აი იმას, ჩუქურთმებით. კიდევ თითო-თითოც, და მორჩა. კაი, ორ-ორიც და მორჩა“.
 „შეხედეთ ჩემს შვილებს, რამდენი ხანია, ასეთი გახარებული არ მინახავს…“ – ამბობს დედა ნათია. სწორედ ის ნათია, რომლის ისტორიამაც ყველაზე გაქვავებული გულიც კი ააკანკალა.
ეპილეფსიით დაავადებული, ორი შვილის მარტოხელა დედა. ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, დაღლილი, დაუძლურებული, რომელიც როგორც დაჭრილი მხეცი, უკანასკნელი ძალებით იბრძოდა საკუთარი შვილების სიცოცხლისთვის… მაინც რა დროულად ავღმოჩნდით მის გვერდით!!! რა დროულად! კიდევ ცოტაც და ბავშვები შეიძლება დაობლებულიყვნენ… მაგრამ თქვენ, ჩვენო კეთილო მეგობრებო, ამქვეყნად ყველაზე გულისხმიერმა ადამიანებმა, შეძელით და დაანახეთ მას თანაგრძნობისა და მოყვასისადმი სიყვარულის ძალა!
 „მადლობა როგორ გადაგიხადოთ? – ღელავს და განიცდის ნათია. – რა ვთქვა, როგორ მოვიქცე? თქვენთვის გემრიელი ბლინები დავაცხვე! იქნებ დადგეს ეგ დროც? ერთი რამის გაკეთება ახლავე შემიძლია – ქედს ვიხრი თითოეული თქვენთაგანის წინაშე და მხურვალედ ვლოცულობ თქვენთვის“.

აი, ასე უციმციმებდა და უბრწყინავდა გიოს თვალები, როცა ყველა საჩუქარი გახსნა
– ნათია, სულ ცოტა ხნის წინ, თქვენი გასაჭირის შესახებ მთელმა საქართველომ შეიტყო და ერთობლივი ძალებით შეეცადა თქვენს დახმარებას. გთხოვთ, გვითხარით, რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში?
ნათია: ყოველთვის ვფიქრობდი, ვის ვჭირდებით მე და ჩემი შვილები? ცხოვრებაში რა მქონდა ნანახი, გარდა ძალადობისა და დამცირების? მაგრამ ასე აღარ ვიფიქრებ. თქვენ იმდენი მზრუნველობა და სიკეთე დამანახეთ, იმდენი ყურადღება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენს ცხოვრებაში რაღაცა იცვლება. პირველი დიდი სიხარული.
თქვენ საუკეთესო სარეცხი მანქანა გვაჩუქეთ. როგორც იქნა, ბავშვების ტანსაცმელი კარგად გაირეცხება… ახლა, ახალი მაცივარიც გვაქვს: ნახეთ რამხელაა, და როგორი ლამაზი! ისე უხარიათ ბავშვებს, მეც გადავიტანე ყურადღება და გამუდმებით ჩემს ავადმყოფობაზე აღარ ვფიქრობ. პირველად ხდება ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში, რომ ვიღაც ინტერესდება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით, მკითხულობს, ზრუნავს. როგორ გვაკლდა ეს ყველაფერი! ყურადღება, სითბო, სიყვარული, სულ ცოტაოდენი, უბრალო, ადამიანური ბედნიერება… და თქვენ ის გვაჩუქეთ!
გიო: „ვიცი, რომ აქ საჭმელი უნდა იდოს. რადგან ეს რაღაცა გვაჩუქეს, ესე იგი გვექნება, არა?“
– თქვენი მადლიერების სიტყვები, აუცილებლად შეაღწევს თითოეული ჩვენი მკითხველის გულში – ყველაზე გულისხმიერისა და კეთილის! მითხარით, რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
ნათია: ის მომენტი, როდესაც საჩუქრები მოგვიტანეს. ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! კიოდნენ, ვერ ჩერდებოდნენ! გასაგებიც არის: ეს მათთვის უჩვეულოა. სიმარტოვეში ვცხოვრობდით, ჩვენი პრობლემებით, და უცებ, ასეთი ყურადღება! მადლობას ვუხდი ფონდის ყველა მეგობარს, რომ გულთან ახლოს მიიტანეს ჩვენი გასაჭირი, რომ მოისურვეს ჩემი საბრალო შვილების გახარება, მზრუნველობითა და ყურადღებით გაუთბეს გულები.

გიო ნამცხვრების აღრიცხვას აკეთებს, მალე რომ არ „შეიჭამოს“ 
– ნათია, და რაც შეეხება ადგილობრივ ხელისუფლებას? ჩვენს პოსტზე რაიმე სახის რეაგირება მოახდინეს?
ნათია: იმოქმედა! როგორც კი პოსტი გამოქვეყნდა, ერთჯერადი დახმარება მივიღეთ ქალაქ კასპის ადგილობრივი გამგეობიდან. პროდუქტი მოგვიტანეს: მაკარონი, შაქარი, ზეთი, ფქვილი. სამწუხაროდ, ცოტა ხანს გვეყო. მაგრამ, ამისთვისაც მადლობა, როგორც იტყვიან. გვაქვს მინიმალური დახმარება 290 ლარის ოდენობით. ამასაც ვეჭიდები, რა ვქნა, აბა?
           – ნათია, ყველაზე მეტად გვიხარია ის, რომ ამდენი იმედგაცრუების შემდეგ, დაგიბრუნდათ ადამიანებისა და უანგარო დახმარების რწმენა. ამჟამად როგორია თქვენი ემოციები?
ნათია: გულში წყენისა და სასოწარკვეთილების გრძნობა აღარ მაქვს. თქვენ მე იმედი მომეცით, რომ ყველაფერი, ჯერ კიდევ შეიძლება, უკეთესობისკენ რომ შეიცვალოს. რომ ეს ჯერ კიდევ არ არის ცხოვრების დასასრული, რომ მხოლოდ ტკივილი, შიმშილი და გაჭირვება არ მელის წინ! რომ შესაძლებელია, ჩვენს ცხოვრებაშიც რაღაც კარგი რომ მოხდეს. რომ ასეთი ავადმყოფი ქალისთვისაც კი, როგორიც მე ვარ, შესაძლებელია, დღესასწაული რომ დადგეს. უფალი მოწყალეა, გვეხმარება და გვიგზავნის კეთილ ადამიანებს. არც კი ვიცი, რა გვეშველებოდა ამ აუცილებელი დახმარების გარეშე. ბევრი წამიკითხავს თქვენი ფონდის შესახებ, თუ რამდენი სიკეთე გაქვთ გაკეთებული ადამიანებისთვის და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „ იქნებ ჩვენც გაგვიმართლოს? ჩვენც ხომ ვიმსახურებთ მცირეოდენ ბედნიერებას? გულისხმიერი ადამიანების ძალიან დიდი იმედი მქონდა და ჩემი მოლოდინი გამართლდა! რა ემოციები მქონდა? სიხარული! ბედნიერება! პატარა გოგოსავით ვტიროდი… ისედაც სულ ვტირი, მაგრამ სიხარულისგან, პირველად,  ამდენი წლის მანძილზე, იმიტომ, რომ გულზე მომეშვა.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გამოიჩინა დიდსულოვნება და დაგვეხმარა! აღფრთოვანებული ვარ თქვენი გულკეთილობით! ღმერთს ვევედრები, რომ როდესმე, მომცეს შესაძლებლობა, მოყვასს დახმარების ხელი მეც გავუწოდო. ვფიცავ, პურის ბოლო ლუკმასაც გავუყოფ!

გიოს აერია სათვალავი. მხოლოდ ათამდე იცის დათვლა. ყუთში კი, ნახე რამდენი ნამცხვარია. ბელა შეეშველა: „ჯერ ჯემიანი ორცხობილა შევჭამოთ, დანარჩენი ყუთები კი დავმალოთ“
– ბელა დედას გოგოა. მუდამ თქვენს გვერდითაა, იგრძნობა, რომ ძალიან განიცდის თქვენს ამბავს. შვილო, ბელა, შენ რას იტყვი? რა მოგეწონა საჩუქრებიდან ყველაზე მეტად? რაზე ოცნებობ?
ბელა (10 წლის): სარეცხი მანქანა ძალიან მაგარია! დედასთვის ხომ არ შეიძლება ფეხზე დგომა და ხელით რეცხვა. სულ მეშინოდა, რომ სარეცხის რეცხვის დროს, შეიძლება ცუდად გახდეს, და რაღაც საშინელება  მოხდეს… ძალიან სუსტად არის. (ეხუტება დედას). მე თვითონ გავრეცხავ. ოღონდ მაჩვენეთ, თითი სად დავაჭირო და რა გავაკეთო. დედა, გინდა, დღეს სარეცხ მანქანას მე ჩავრთავ?
 (ნათია კოცნის შვილს და იღიმის.)
ოცნება კი… უბრალოდ გემრიელად მინდა ვჭამო. ეს შეიძლება, ოცნებად რომ ჩავთვალო?!
– ბელა, საყვარელო, გპირდებით, აუცილებლად გექნება გემრიელი, ცხელი სადილი! იქნებ კიდევ რაიმე გსურს მიიღო საჩუქრად გარდა საჭმლისა?
ბელა: უნდა დავფიქრდე… მაგრამ საჭმელი ჯობია, გთხოვთ. იქნებ ძეხვი? ერთხელ მაქვს გასინჯული, და ძალიან მომეწონა. კიდევ, მინდა, მქონდეს სხვა ქურთუკი – თბილი, ამაში მცივა, თანაც ისეთი ჭუჭყიანი და უშნოა. და კიდევ თბილი ფეხსაცმელი, ისეთი, რომ ფეხზე არ მომიჭიროს. ესენი დამიპატარავდა და სიარულის დროს მტკენს. მაგრამ, ყველაზე მეტად ძეხვი მინდა და ტკბილეული! ვიზოგავთ იმ ტკბილეულს, რაც გვაჩუქეთ. მერე მაინც გამოილევა. მაგრამ ისეთი გემრიელია!
– მიღებულია. ყველა შენს ოცნებას, აუცილებლად გადავცემთ კეთილ ადამიანებს! შენ როგორ ხარ, გიო?
გიორგი (5 წლის): დედა ამბობს, რომ კარგად ვართ. იცი, რამდენი ნამცხვარი გვაქვს? მაგრამ, როცა საჩუქრები მოგვიტანეს, სათამაშოები იქ ვერ ვნახე. 
– კი, მაგრამ როგორ თამაშობ?
გიორგი: არ ვიცი, ძირს რასაც ვიპოვი, იმით ვთამაშობ.
ბელა: შეიძლება, მის ნაცვლად მე რომ გიპასუხოთ? გიოს საერთოდ არ აქვს სათამაშოები. მე კი ზუსტად ვიცი, რომ მანქანებზე ოცნებობს!
– კარგი გოგო ხარ, დედაზე ზრუნავ, ძამიკოზე. მადლობა, რჩევისთვის, ახლა ვიცით, გიოს რა ვაჩუქოთ! დედიკოსაც რაღაც უნდა ვკითხოთ. ნათია, გაქვთ კიდევ რაიმე პრობლემები, რომლის გადაჭრაშიც, შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ?
ნათია: ვაიმე, მგონი ჩემს ცხოვრებაში, პრობლემები არ დაილევა… თქვენი, ძალიან მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. მაგრამ, თუ შეძლებთ, კიდევ რომ გაგვიწიოთ დახმარება, ეს ნამდვილი საახალწლო საჩუქარი იქნებოდა! რაც მთავარია, ძალიან გვჭირდება საჭმელი. არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება, პური, ხორცი, ცოტა ტკბილეული ბავშვებისთვის… გიოსა და ბელას შიმშილობის ცქერა არ შემიძლია. ძალიან ძნელია, მშიერი კუჭით რომ დააძინო, ტირიან, ჭირვეულობენ. კიდევ, ჩემი წამლები… მაგრამ, მე ნამდვილად არ მახსოვს, რომელი, მე ხომ ყველაფერი მავიწყდება. მოსაძებნია. ნეტავ ექიმთან წამიყვანა, თორემ ტკივილი მატულობს, შეტევები გახშირდა, მე კი ვერ ვმკურნალობ. ბავშვების გამო მეშინია, რა ეშველებათ უჩემოდ?! თავადაც ხედავთ, რომ ამაზე უარესი პირობები რთული მოსაძებნია. ასეთ ბეღელში, ადამიანი ცხოველსაც არ შეუშვებდა, ჩვენ კი აქ დღემდე ვარსებობთ როგორღაც. ყველაფერი გაგვიხარდება, ტანსაცმელიც და საწოლებიც… კეთილი სიტყვაც! თუ შეგიძლიათ, გთხოვთ, დაგვეხმარეთ!
                                 ***
მეგობრებო, აფციაურების ოჯახისთვის, სახსრები უკვე ერთხელ შევაგროვეთ. ახლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავერთიანდეთ! ოჯახი მადლობელი იქნება ნებისმიერი სახის დახმარებისთვის: პროდუქტი, წამლები, ზამთრის ტანსაცმელი, საწოლები, მობილური ტელეფონი. თქვენს მიერ გადმორიცხული თითოეული ლარი, ცოტათი მაინც  უკეთესს გახდის ამ უმოწყალოდ მიტოვებული ოჯახის ცხოვრებას… ძალიან გთხოვთ, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, ვაჩუქოთ ნათიას და მის შვილებს საახალწლო სასწაულის ციცქნა ნაწილი მაინც, მათ ხომ ეს არასდროს გამოუცდიათ!
თანამოქალაქეებო, აფციაურების ოჯახი, სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს. სიტყვებით ძნელია აღწერა, რა სიღატაკესა და გაუსაძლის პირობებში იზრდებიან ეს ბავშვები! და მხოლოდ ასეთ გულისხმიერ ადამიანებს, როგორიც ჩვენ ვართ, და თქვენ, შეუძლიათ საბრალო, ავადმყოფი, მარტოხელა დედის, ნათიას დახმარება შვილების გადარჩენაში!
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი პრობლემების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე… ან უმჯობესია დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში. 
             ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს. 
      სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ  ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
         თქვენი სიკეთე –  იმის შანსია თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ! 
         კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
   თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: აფციაურების ოჯახი)
       ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus). 
თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ: 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს! 
          ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 მაი 28
სარეცხი მანქანა
695.00₾
2021 ივნ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
190.00₾
2021 დეკ 31
პროდუქტები
394.80₾
2022 თებ 21
პროდუქტები
210.69₾

სულ ხარჯები:

1490.49₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.02.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.01.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.01.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.01.2022 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.01.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2021 23:13:39
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.12.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.12.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.12.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.12.2021 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.12.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.12.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.12.2021 20:00:00
₾150.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.12.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.12.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.12.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.12.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.12.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.12.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.12.2021 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾1,490.00

97 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,490.00

97 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება