რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მიცვალებულებს მივეჩვიეთ, მაგრამ ღამის სტუმრის გვეშინია

calendar მაისი 20, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ჩვენი უახლოესი მეზობლები მიცვალებულები არიან“, – ამბობს რუსუდან ფრიდონაშვილი. მისთვის და მისი სამი მცირეწლოვანი გოგონასთვის „დამპალოს“ სასაფლაო თავშესაფრად და მშობლიურ სახლად იქცა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„ჩვენი უახლოესი მეზობლები მიცვალებულები არიან“, – ამბობს რუსუდან ფრიდონაშვილი. მისთვის და მისი სამი მცირეწლოვანი გოგონასთვის „დამპალოს“ სასაფლაო თავშესაფრად და მშობლიურ სახლად იქცა.

„თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა“, – აგრძელებს რუსუდანი. – „დამკრძალავი ავტომობილები და სამგლოვიარო მსვლელობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. შვილებს ვასწავლე, რომ მწვავე რეაქცია არ ჰქონდეთ და თავიანთ საქმეებს მიხედონ: იმეცადინონ, ითამაშონ, იკითხონ… სამსახურში ხშირად დამყვებიან, ხედავენ, საფლავებს როგორ ვალაგებ; ზოგჯერ მეხმარებიან კიდეც. ალბათ უკვე აღარც ეშინიათ. აქ ყველა ბილიკი და წარწერა საფლავის ქვაზე ზეპირად იციან. მათი ბავშვობა აქ გადის.“

სანამ შოკისგან გონს მოდიხართ და ცდილობთ აზრებს თავი მოუყაროთ, გეტყვით, რომ რუსუდანს ასეთი ცხოვრება თავისი ნებით არ აურჩევია. სახლისა და ნათესავების დახმარების გარეშე, სამშვილიან ქვრივს უბრალოდ სხვა გზა აღარ აქვს. უცხო ადამიანების დახმარება რომ არა, მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალო იქნებოდა.

ჩერნოვეცკის ფონდმა ამ ოჯახისთვის თანხის შესაგროვებლად კამპანია ერთხელ უკვე წამოიწყო და მათი ბედის თვალყურის დევნებას დღემდე აგრძელებს. საცხოვრებელთან დაკავშირებული ვითარება არანაირად არ შეცვლილა. ფრიდონაშვილების ოჯახი ჯერ კიდევ ფიცრებისგან ნაშენებ სახლში ცხოვრობს, რომელიც მსუბუქი ქარის დაბერვაზეც კი ირხევა.

რუსუდან, თქვენი ამბავი მოგვიყევით. რა გახდა თქვენი უბედურების მიზეზი? ცხოვრება რა წუთიდან აგერიათ?

რუსუდანი: შორიდან დავიწყებ… ჩემმა მეუღლემ სამსახური დაკარგა და ეძებდა, რა ეკეთებინა. თავი ვაჭრობაშიც გამოსცადა, მაგრამ ადამიანს ამისკენ მიდრეკილება უნდა გქონდეს. მერე მეგობარმა შესთავაზა, ფული ჩემს ბიზნესში ჩადეთ და ყოველთვიურად 500 ლარს მიიღებთო. საქმეს კარგად მართავდა, მაღაზია და საკონდიტრო ჰქონდა. სახლის დაგირავება შემოგვთავაზა, რადგან სხვა არაფერი გაგვაჩნდა. დიდხანს ვიფიქრეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ბოლოს მაინც დავთანხმდით. ცხოვრება ხომ გვინდოდა?! უკვე ჩაის პაკეტების ყიდვის საშუალებაც კი აღარ გვქონდა.

სახლი დავაგირავეთ, ფული კი მას მივეცით, ბრუნვაში რომ გაეშვა… მას შემდეგ ეს ადამიანი უკვალოდ გაქრა. მერე გაირკვა, რომ უკრაინაში გაქცეულა. ვცადეთ ჩვენი ფული უკან დაგვებრუნებინა, მაგრამ ამაოდ. მალევე, სიღნაღში საკუთარი სახლის დაცლა მოგვთხოვეს და ასე აღმოვჩნდით თბილისში.

ჩემი მშობლების სახლში ვცხოვრობდით, მაგრამ რძალთან ურთიერთობა თავიდანვე ვერ დალაგდა. ღამე სკვერში, მანქანაში გვეძინა. მერე ჩემი ქმრის მეგობრები შეთანხმდნენ და ეს დროებითი თავშესაფარი გვიშოვეს. უფრო სწორად, მაშინ იმედი გვქონდა, რომ ყველაფერი დროებითი იყო და ფეხზე დადგომას მალე შევძლებდით.

ნერვიულობის ნიადაგზე ჩემს მეუღლეს იშემიური ინსულტი დაემართა. ერთხელ, დილით (როგორც მახსოვს, 9 ოქტომბერი იყო) მეუბნება: რუსიკო, მომკალი და სხეულის მარცხენა მხარეს ვეღარ ვგრძნობო. სიარული კი შეეძლო, მაგრამ მგრძნობელობა გაუქრა. ექიმთან ცოცხალი თავით არ მიდიოდა, მაგრამ ჩხუბით და დავიდარებით მაინც დავითანხმე, რომ საავადმყოფოში წასულიყო. იმასაც მივაღწიე, რომ მისთვის ტომოგრაფია დაეფინანსებინათ. ნევროპათოლოგმა გაგვაფრთხილა, ტვინის ნაწილი აღარ ფუნქციონირებს და კრიტიკული მდგომარეობაა; გაზაფხული თუ გადაიტანა, ჩათვალეთ, გადარჩითო.

2014 წლის გაზაფხული ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე იყო. დედამ ინფარქტი გადაიტანა და კომაში ჩავარდა. სანამ მის გვერდით ვიყავი (გარკვეული საათები), ჩემს ქმარს მეორე, საბედისწერო ინსულტი დაემართა. ამ ცნობამ გამანადგურა. მაშინვე მასთან გავიქეცი. სასწრაფო დახმარების მანქანას უკან მივყევი საავადმყოფოში, სადაც ის გადაიყვანეს. არასოდეს დამავიწყდება მისი თვალები, როდესაც პალატაში შევედი. თვალცრემლიანი, საყვედურით სავსე თვალებით მიყურებდა: რატომ მიმატოვეო? მაპატიეთ, თავს ვეღარ ვიკავებ… (ცრემლებს იწმენდს და ჩუმდება).

ეს დასასრული იყო და მან ეს იცოდა. ცნობიერება ებინდებოდა; ჩემმა გელამ ჭამა და ლაპარაკი შეწყვიტა. მხოლოდ ზმუოდა. საფენები დასჭირდა. ერთ დროს სიცოცხლის მოყვარულ კაცს მასში ვეღარაფრით იცნობდით, როგორსაც მას ნათესავები და გარშემომყოფები იცნობდნენ. მისი დაბადების დღე მის პანაშვიდს დაემთხვა. ის მხოლოდ 42 წლის იყო…

გული სევდით გევსება, როდესაც ამ მოგონებებს უსმენ… მაგრამ დარდს და მწუხარებას ვერ მიეცემოდით, რადგან ორ შვილზე და ერთ ჯერ არდაბადებულ ბავშვზე იყავით პასუხისმგებელი. ახლა უკვე მარტო.

რუსუდანი:არც კი ვიცი, ის პერიოდი როგორ გამოვიარე. თითქოს სიზმარში ვიყავი. ხელში ნატალი და ნინა მეჭირა, ნანუკა კი ჯერ კიდევ მუცელში მყავდა. თავს უფლება არ ვაძლევდი, რომ უარყოფით ფიქრებს მივცემოდი და ვახსენებდი, რომ არავის იმედი აღარ უნდა მქონოდა. ყველა საშინელების მიუხედავად, მყარად უნდა ვმდგარიყავი!

უმეტესწილად ვშიმშილობდი; მაგრამ ბავშვებს პური ყოველთვის ჰქონდათ; ნინასთვის მაღაზიიდან მაწონს ვყიდულობდი. რა თქმა უნდა, სტრესულ ორსულობას უშედეგოდ არ ჩაუვლია. პატარა ნანუკა ხშირად ავადმყოფობდა. ჩემმა ექიმმა საერთოდ გადამრია. საქმიანად შემომთავაზა, ბავშვი გაყიდეო. შვიდი თვის ნანუკას სანაცვლოდ სამოთახიან ბინას დამპირდა ქალაქის ნებისმიერ უბანში. შენ ოღონდ თანხმობა განაცხადე და მერე, რასაც გინდა, თითი დაადეო. უშვილო დისშვილისთვის ცდილობდა. ეჰ, რის მოსმენა აღარ უწევს გაჭირვებულ ადამიანს! მასთან სიარული შევწყვიტე. როგორც კი მახსენდება, ტანში ჟრუანტელი მივლის!

მერე უმცროს შვილზე ლეიკემიას ეჭვობდნენ. ძვლის ტვინის სინჯი გააკეთეს. პასუხის მოლოდინში ჩემი დამემართა. თვალწინ ეს სურათი მედგა: უთმო ბავშვი, მოტიტვლებული თავის ქალით. ღმერთმა დაგვიფარა! ლეიშმანიოზის დიაგნოზი დაგვისვეს. ამ დაავადებას ლეიკემიის მსგავსი სიმპტომები აქვს… თუმცა, ერთი წელი შემოწმებაზე მაინც ვიარეთ, ჰემოგლობინს ვაკონტროლებდით.

მადლობა ღმერთს, ჯანმრთელი შვილები მყავს! კიდევ კარგი, ეს პრობლემა მაინც აღარ გვაქვს.

თქვენ როგორ ხართ? თავს როგორ გრძნობთ?

რუსუდანი:გული მაწუხებს. ექიმთან ვიყავი, სამი წამალი დამინიშნა, ჟანგბადის უკმარისობა გაქვსო. წნევის წამალიც რეგულარულად უნდა ვსვა, წონაშიც უნდა დავიკლო. წამლების ფული არ მაქვს. ერთ-ერთი მათგანი 200 ლარი ღირს!

თუ სამსახურში ზედმეტად გადავიტვირთე, დროდადრო თირკმლებიც მაწუხებს.

რა სამუშაო გაქვთ, რუსუდან

რუსუდანი:სრულგანაკვეთიანი სამუშაო დღე ჩემთვის არაა, რადგან ბავშვებს ვერავის ვუტოვებ. სანამ დედაჩემი ცოცხალი იყო, სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობდი. ახლა საფლავებს ვალაგებ და როცა მიწევს, მიწით სავსე ტომრებსაც ვეზიდები. ზოგჯერ – დღეში 35-40 ტომარას. ყველაზე მეტად ის მწყინს, რომ მერე დამსაქმებლისთვის ამ ნაწვალები კაპიკების გამორთმევა ძალიან მიჭირს. ზოგი მატყუებს და არ იხდის. ჰგონიათ, რადგან ქალი ვარ და დამცველი არ მყავს, შეუძლიათ არაკეთილსინდისიერად მომექცნენ. ამ საქმეს ხომ, როგორც წესი, კაცები აკეთებენ. მე კი თეთრი ყვავივით ვარ. ჩემს გელას რომ დაენახა, ახლა როგორ ვცხოვრობთ… მარტო, სიდუხჭირის და სხვადასხვა პრობლემების წინაშე. (ოხრავს.)

ახალგაზრდობაში თქვენი ცხოვრება როგორ წარმოგედგინათ? რაზე ოცნებობდით?

რუსუდანი: საკუთარ თავს ლამაზი სახლის დიასახლისად ვხედავდი. მშვიდ, წყნარ ცხოვრებას ველოდი, რადგან მშვენიერი და კეთილი ქმარი შემხვდა. დაქორწინებამდე, მრავალი წლის განმავლობაში, ვმეგობრობდით. მე მაღაზიაში ვმუშაობდი, გელა – ბენზინგასამართ სადგურზე. ყოველთვის შეგვეძლო მეგობრულად გვესაუბრა. არც კი გამკვირვებია, როცა ერთ დღეს დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. მაგრამ ამ შეხვედრის შემდეგ, უფრო ხშირად დაიწყო რეკვა და თავი აღარ დამანება.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩემთვის არასდროს უთქვამს სიტყვა „მიყვარხარ“. მხოლოდ ერთხელ მოვკარი ყური, დედაჩემს რომ უთხრა, ძალიან მიყვარსო. სიტყვებს საქმეს ამჯობინებდა.

სტუმრები ძალიან უყვარდა. ჩვენი სახლის კარი ყველასთვის ღია იყო. გულღია კაცი იყო. ჩემზე ეჭვიანობდა, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. უნდოდა, რომ დროის უმეტესი ნაწილი სახლში გამეტარებინა. 

გწყინთ, რომ დღეს სრულიად მარტო ხართ და ისინი, ვინც თქვენ გვერდით ლხინში იყვნენ, ჭირში აღარ არიან?

რუსუდანი:ნათესავები თავს ადრეც გვარიდებდნენ, მათგან სითბო და მზრუნველობა არასდროს მინახავს. თანაც ახლა ასეთი დროა – ყველას უჭირს. ჩვენ შესახებ უამრავი სიუჟეტი გადაიღეს, მაგრამ ნათესავებისგან არაფერი ისმის. შეიძლება ხელცარიელი მოსვლის რცხვენიათ. მირჩევნია, ვირივით ვიმუშაო, ვიდრე რამე ვითხოვო. ყველაფერი, რასაც ჩვენს პატარა ოთახში ხედავთ, უცხო ხალხის ნაჩუქარია. გულწრფელად ვამბობ, უცნობებს უფრო მეტად ვადარდებთ; ჩვენზე გულწრფელად წუხდებიან და მხარს გვიჭერენ. ამ დროს, ვინმე მდიდარი ადამიანები ან ბიზნესმენები და პარლამენტარები კი არა, – მათი ფეხი აქ არც არასდროს დადგმულა, – მცირე შემოსავლიანი ადამიანები, ვინც ხელფასზე ცხოვრობს. შეიძლება არც თავად ჰყოფნით, მაგრამ უნდათ ჩვენც გაგვიზიარონ. ტანსაცმელი და სურსათი მოაქვთ. ხომ ხედავთ, სარეცხი მანქანაც გვაქვს? ეს ჩერნოვეცკის ფონდის შემოწირულობაა. აქამდე, ოთხი წელი წყალს ვეზიდებოდი და მერე ცივ წყალში ხელით ვრეცხავდი. ახლახან, TV „ობიექტივმა“ ჩვენზე სიუჟეტიც გადაიღო. იმდენი გამოხმაურება, ზარი და სტუმარი იყო… არც კი ვიცი, ხალხის დახმარების გარეშე როგორ გადავრჩებოდით.  

– რამდენს შეადგენს თქვენი ყოველთვიური შემოსავალი?

რუსუდანი:რა დასამალია?! ბავშვების ობოლთა პენსია – 300 ლარი, სოციალური დახმარება და სურსათის ბარათზე დანარიცხები. ჯამში 690 ლარი გამოდის. კარდიოლოგთან ვიზიტში, გამოკვლევებში და წამლებში  600 ლარის მიცემა მომიწია. ამ თვეში ჩვეულებრივზე მეტად გვიწევს დაზოგვა. იქნებ, სასაფლაომ, როგორც იქნა, დავალიანებაც გადამიხადოს. ბევრი არაა, მაგრამ ეს ფული ახლა ძალიან დაგვეხმარებოდა.

ზამთარში კომუნალური შეღავათების  გარეშე დავრჩით, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხო. 106 ლარი მაქვს გადასახდელი.

ასე რატომ მოხდა? 200კვტ-ზე მეტი ელექტროენერგია დახარჯეთ?

რუსუდანი:სულაც არა. ეს ტერიტორია მერიის ბალანსზეა, მე კი რიგით აბონენტად არ ვითვლები; გამოსახლების მოთხოვნით არავინ მაწუხებს, მაგრამ ამ ფიცრით ნაგები სახლის გადმოფორმებაც კი არ შემიძლია. მერიის საკუთრებად ითვლება. რამდენი ვიარე, ვცდილობდი ჩემთვის სიმბოლურ თანხად – 1 ლარად გადმოეცათ. „საქმე განხილვის სტადიაშია“, – პასუხად მხოლოდ ეს მესმის. ამ უბნის გამგებლისთვის ვითარება ცნობილია. „ობიექტივის“ სიუჟეტის შემდეგ კალაძის პიარ მენეჯერიც გვესტუმრა. იტრიალა, იტრიალა, მაგრამ წესიერი არაფერი უთქვამს.

არც გაზი გვაქვს. ადრე წყლისა და შუქის გარეშე ვცხოვრობდით. აქ ერთი ოთახი და საპირფარეშოს და საშხაპეს ტიპის კუთხეა. როცა ქარი ქრის, დაუნდობლად გვიბერავს. არანაირი შეშის ღუმელი არ გვშველის, ხვრელები და ბზარები ღრუბლით როგორც არ უნდა ამოვავსო. რა თქმა უნდა, ვცდილობ ყველაფერი გავალამაზო, ფიცრებს ქსოვილით ვრთავ, მაგრამ როცა ქარი უბერავს, ყველაფერი ზანზარებს და ფიცრებიც კაკუნობს.

სასაფლაოსთან ასეთი სიახლოვე ალბათ ფსიქიკაზე დიდ ზეწოლას ახდენს, არა? ასეა თუ ისე, გარშემო მხოლოდ საფლავის ქვებია. ნამდვილი საშინელებაა!  

რუსუდანი: ეჰ, ჩემო კარგო… მას შემდეგ, რაც აქ დავსახლდი, ცხრა წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში ყველაფერს ეჩვევი. ვიცი, რომ ბავშვების ასეთ პირობებში აღზრდა ნორმალური არაა. ვცდილობ მათ ყველაფერი სხვანაირად დავანახო, რომ დაღვრემილები და დეპრესიულები არ გაიზარდონ. ჯერჯერობით გამომდის. ჩემი გოგონები ბევრად სერიოზულები არიან, ვიდრე სხვა ბავშვები, მაგრამ ჯამში, სხვა ბავშვებისგან არაფრით განსხვავდებიან. ზოგჯერ ძალიან რთული დღეები მაქვს, მაგრამ მათ ჩემს განწყობას არ ვუჩვენებ. რომელიმე სასაფლაოზე მივდივარ, ტირილით გულს ვიჯერებ და შინ ვბრუნდები. სახლში რომ შევდივარ, ჩემს უკან კარებს გამოვიკეტავ ხოლმე, რადგან ყველა სადარდებელი გარეთ უნდა დარჩეს. არ მინდა, რომ განიცდიდნენ. მოიცადეთ, გოგონები ქუჩაში არიან და დავუძახებ.

(ჯაჭვით დაბმული ძაღლი აქეთ-იქით აწყდება და ბავშვებს ეგებება).

ნატალი (10 წლის): დე, სტუმრები გვყავს? გამარჯობა, დეიდა! მე ნატალი ვარ. მოგეწონათ ჩვენი კავკასიური ნაგაზი?

გამარჯობა, პატარავ! დიახ, მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ჭუჭყიანია.

ნატალი:დაძინების აღარ გვეშინია. უცნაური კაცი ღამ-ღამობით აღარ მოდის ხოლმე. ნაგაზი გვიცავს!

რუსუდან, რაზეა საუბარი?

რუსუდანი:ოჰ, ასეთი საცხოვრებელი პირობებისგან კარგს არ უნდა ელოდე. ჩვენი საკუთარი კოშმარი გვყავს. უკვე რამდენიმე წელია, უცნობი კაცი დაგვდევს. ავადმყოფია, გიჟი ან მანიაკი. არ ვიცი, რაც გინდათ, ის დაარქვით. შუაღამისას კარზე აკაკუნებს, ან ფანჯარასთან ჩურჩულებს ხოლმე. ვეკითხები: „ვინ ხარ? რა გინდა?“ პასუხს არ მცემს. ასე შეიძლება ერთი კვირა გაგრძელდეს. კაკუნის ხმაზე უკვე მაკანკალებს, ბავშვებს ეღვიძებათ, შიშით ცახცახებენ. პატრულში შვიდჯერ დავრეკე; მოდიან, მაგრამ ვერ იჭერენ. ვიდეოთვალი დააყენეთო, მირჩიეს. მეცინება. ჩვენს ხის კარზე ვიდეოთვალი! ერთხელაც ვერ მოვითმინე, კაკუნის შემდეგ, ფანრით, სიბნელეში, გარეთ გავედი და უცებ გვერდიდან მესმის: „ოჰ, რა ქალია?!“ საშინელება სწორედ ესაა, თორემ მკვდრები საერთოდ არ გვაწუხებენ!

ჩვენ გვერდით ავტოსკოლაა. ბიჭებს შევეცოდეთ და კავკასიური ნაგაზი გვაჩუქეს. თვითონვე აჭმევენ. ჯერჯერობით, უცნობი სტუმარი აღარ გამოცხადებულა.

მოდი თემა შევცვალოთ და რამე კარგზე ვისაუბროთ. ახლახან დედის დღე იყო. გოგონებო, დედას როგორ მიულოცეთ?

ნინა (7 წლის): ნატალიმ ყულაბა გატეხა და ყავის ფინჯნები იყიდა. ზედ love (სიყვარული) აწერია. მოიცა, განახებთ!

– რა ლამაზია! ყოჩაღ, გოგონებო! ფულს კიდევ რისთვის აგროვებთ?

ნინა: გასაბერი აუზი გვინდა. ზაფხულში მასში ჭყუმპალაობაზე ვოცნებობთ, მაგრამ ფულის შეგროვება დიდხანს მოგვიწევს. შეიძლება რამდენიმე წელიც.

ნატალი: ფულს მაკდონალდსისთვისაც ვაგროვებთ. იქ ისეთი გემრიელობებია! კარტოფილი ფრი! მაგრამ გაგვიმართლა: ერთმა დეიდამ ყველანი თავის დაბადების დღეზე დაგვპატიჟა და ერთხელ, სხვა დეიდამ რესტორანში წაგვიყვანა. დედას ხინკალი და ქაბაბი მოვუტანეთ.

– რა კარგია, რომ დედაზე ზრუნვა არ გავიწყდებათ!

ნატალი: გადავწყვიტე, კბილის ექიმი გავხდე, რომ დედას ლამაზი კბილები გავუკეთო.

ნინა: მე კი გულის ექიმი ვიქნები. არ მინდა, რომ დედა გულის ტკივილებს უჩიოდეს.

ნანუკა (6 წლის):მაშინ მე ცხოველებს ვუმკურნალებ!

მშვენიერი არჩევანია. თქვენს მიზანს თუ მიაღწევთ, დედას ძალიან გაუხარდება. კარგად უნდა ისწავლოთ! თქვენგან ყველაზე კარგად ვინ სწავლობს?

ნინა დანანუკა:ნატალი! (იცინიან.)

ნინა:სამაგიეროდ, მე ყველაზე კარგად ვხატავ.

ნანუკა:დე, მე რას ვაკეთებ მათზე უკეთ? (მზადაა განაწყენდეს.)

რუსუდანი: ნანუკასავით კუბების და კონსტრუქციების აწყობა სხვას არავის შეუძლია.

– კონსტრუქტორით რის აწყობა შეგიძლია, საყვარელო?

ნანუკა:ლამაზი სახლის.

რუსუდანი:სახლი ჩვენი ტკივილია.

ჩვენს მკითხველებს რეალურად შეუძლიათ თქვენი დახმარება. რა გჭირდებათ შენობის კეთილმოსაწყობად? რა გაკლიათ სახლში?

რუსუდანი: კარგი იქნებოდა, ახალი შემოსასვლელი კარი და ლინოლეუმი რომ გვქონდეს. არც კომპიუტერი გვაქვს. ნებისმიერი დახმარებისთვის მადლიერები ვიქნებით.

***

რუსუდანის ამბავი გულწრფელ თანაგრძნობას იწვევს, მაგრამ ის არ დანებებულა! მან საკუთარი ჯანმრთელობა და სილამაზე უგულვებელჰყო და ურთულეს საქმეს ეჭიდება, ოღონდ ბავშვებმა არ იშიმშილონ. მოდი მხარი დავუჭიროთ ამ მშვენიერ, თავგანწირულ დედას და ვაგრძნობინოთ, რომ ის მარტო არ არის!

რუსუდანის და მისი შვილების მონახულება შეგიძლიათ „დამპალოს“ სასაფლაოს ტერიტორიაზე (მათი საცხოვრებლის პოვნა არც ისე რთულია).

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: ფრიდონაშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია Nova Technology, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ივლ 15
საწოლი
600.00₾
2021 ივლ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
110.00₾

სულ ხარჯები:

710.00₾

დარჩა:

0.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გიგა არჩვაძე
29.07.2021 20:00:00
₾1.00
მალხაზ ერქვანიძე
26.07.2021 20:00:00
₾25.00
ლომიძე ნინო
25.07.2021 20:00:00
₾20.00
ჩაჩუა თამთა
17.07.2021 20:00:00
₾1.00
გრიშინ ოლექსიი
15.07.2021 20:00:00
₾50.00
ტყებლაძე დავითი
13.07.2021 20:00:00
₾50.00
ნათია ჯახია
08.07.2021 20:00:00
₾1.00
სირბილაძე ნათია
29.05.2021 20:00:00
₾100.00
აბუსერიძე ქეთევან
27.05.2021 20:00:00
₾50.00
კეთილი გული
27.05.2021 07:20:38
₾50.00
ქეთევან ბუაძე
24.05.2021 20:00:00
₾2.00
კეთილი გული
24.05.2021 18:48:59
₾20.00
მახარაშვილი მარიამი
23.05.2021 20:00:00
₾10.00
ოლეგ ჯანჯღავა
23.05.2021 20:00:00
₾5.00
შენგელია მარიამ
22.05.2021 20:00:00
₾20.00
ლომსიანიძე ლევან
21.05.2021 20:00:00
₾10.00
მარიამ ფურცელაძე
21.05.2021 20:00:00
₾2.00
ლევან კომახიძე
21.05.2021 20:00:00
₾5.00
ლიკა კოსტავა
21.05.2021 20:00:00
₾10.00
გიორგი
20.05.2021 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾710.00

30 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾710.00

30 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება