რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

როდესაც ბავშვს პირიდან სისხლი წასკდა, მისი უფროსი ძმა ლამის ჭკუიდან შეიშალა!

calendar ივნისი 5, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ოღონდ გიორგი გადარჩეს… ოღონდ გადარჩეს…“ – პატარა გიორგის დედა ყოველდღე ლოცულობს. მას სასწაულის სჯერა! სჯერა, რომ ღმერთი მარტო არ დატოვებს და იმ ხალხს გამოუგზავნის, ვინც პატარა ქართველი ბიჭის სიცოცხლის გადარჩენაში თავის წვლილს შეიტანს. დღითიდღე ჩვენ სულ უფრო და უფრო ვცოტავდებით! ნუთუ დავუშვებთ, რომ კიდევ ერთ სიცოცხლე დავკარგოთ?!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„ოღონდ გიორგი გადარჩეს… ოღონდ გადარჩეს…“ – პატარა გიორგის დედა ყოველდღე ლოცულობს. მას სასწაულის სჯერა! სჯერა, რომ ღმერთი მარტო არ დატოვებს და იმ ხალხს გამოუგზავნის, ვინც პატარა ქართველი ბიჭის სიცოცხლის გადარჩენაში თავის წვლილს შეიტანს. დღითიდღე ჩვენ სულ უფრო და უფრო ვცოტავდებით! ნუთუ დავუშვებთ, რომ კიდევ ერთ სიცოცხლე დავკარგოთ?!

ჩვენი დაჟინებული თხოვნით, ბავშვი თურქეთის საუკეთესო ექიმებთან იმყოფება. საქართველოში ასეთ ოპერაციებს არ აკეთებენ! თითქმის ასი პროცენტით სარწმუნოა, რომ ბავშვი გამოჯანმრთელდება… რომ არა ისევ ეს წყეული ფული!

მეგობრებო, ფონდის თანამშრომლებს გვჯერა, რომ მხოლოდ ღვთის რჩეულ შვილებს და მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანებს ეძლევათ ნამდვილი შესაძლებლობა, ვიღაც სიკვდილს გადაარჩინონ – მით უმეტეს, ეს მშვენიერი ბავშვი!

„როცა სახეში ხელების რტყმა და ტუჩების კვნეტა პირველად დაიწყო, ვიდექი და ვტიროდი… ძალიან მეშინოდა. ის იკრუნჩხებოდა, მე კი განძრევაც კი არ შემეძლო, ვიდექი და ხმამაღლა ვტიროდი. მდუღარე ცრემლები მდიოდა და ლოყებს მიწვავდა… მაგრამ როცა პირიდან სისხლი წასკდა, მეგონა, შიშისგან მოვკვდებოდი“, – 13 წლის ლევანი ცდილობს თავი ხელში აიყვანოს და გაიხსენოს, რას გრძნობდა მაშინ, როცა გიორგის ეს საშინელება დაემართა. იმ დაავადების სახელი, რომელიც თავის ძმას უკვე ხუთი წელია ტანჯავს, მან დღემდე არ იცის, მაგრამ იცის, რომ თვითონ ამას ვერ გაუძლებდა. „გიორგი ძალიან ძლიერია! მე ალბათ დიდი ხნის წინ მოვკვდებოდი!“ – ხმა უკანკალებს ბიჭს და თვალები ცრემლით ევსება.

არავინ იცის, რა ჰქვია ამ დაავადებას, მაგრამ ეს რაღაც იშვიათი და გენეტიკურია. რა არის, რატომ ან რით არის გამოწვეული – არ იციან; მაგრამ რაც არ უნდა ერქვას, ჩვენ მას საშინელებას ვუწოდებთ.

გიორგი ცხრა წლისაა, აქედან 5 წელი სიცოცხლეს ებღაუჭება. ხუთი წელია რაც მას რაღაც წარმოუდგენელი ემართება: ხელ-ფეხი და თავი შეუჩერებლად უმოძრავებს – ზოგჯერ ისე ძლიერ, რომ ბავშვმა შეიძლება თავიც კი დაიზიანოს – იმდენი ირტყას, რომ თავი დაისისხლიანოს, წარბი გაიხეთქოს, ტუჩზე და ენაზე იკბინოს… წარმოიდგინეთ, როგორ სტკივა მას და წარმოიდგინეთ, როგორ სტკივა დედამისს, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს და შვილს ვერაფრით ეხმარება.

მეგობრებო, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გიორგი სიკვდილს გადავარჩინოთ! იქნებ გამოგვივიდეს?! უფალი ყოვლისშემძლეა!

დედასთან ამ თემაზე საუბარი რთული აღმოჩნდა. მან ყველაფერი დაწვრილებით გაიხსენა და ყველა ტანჯვა ხელახლა გამოიარა; მაგრამ კარგად ხვდება, რომ ამის გარეშე თავის გულის გამოძახილს თქვენამდე ვერ მოიტანს, თქვენ გარეშე კი ის უბრალოდ ვერ გაუმკლავდება! წუთების ათვლა დაიწყო და ბავშვის სიცოცხლე მხოლოდ ფულზეა დამოკიდებული, რომელიც, სამწუხაროდ, ოჯახს აღარ დარჩა!

იზა, თუ შეიძლება, გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაწვრილებით მოგვიყევით. ჯანმრთელობის პრობლემები როდის დაეწყო?

იზა: იქიდან დავიწყებ, რომ გიო ჯანმრთელი დევგმირი დაიბადა! ოთხ კილოს იწონიდა. ოჰ, რა ლამაზი და ცოცხალი ბავშვი იყო! „მომავალი სპორტსმენია“, – ამბობდა მამამისი, ლევანს კი უხაროდა და გვეკითხებოდა: „ჩემთან ერთად ფეხბურთის თამაშს მალე შეძლებს?“ მაგრამ როგორც იტყვიან, ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა. 2015 წლის 16 იანვარს გიოს სიცხემ აუწია და კანკალი, კრუნჩხვა დააწყებინა, ხელ-ფეხს უცნაურად იქნევდა. ვერ ვხვდებოდით, რა დაემართა. თითქოს ეპილეფსიის შეტევას არ ჰგავდა. ვიცი, რომ მსგავსი შეტევები, უმეტესწილად, რამდენიმე წუთი გრძელდება, მაგრამ ეს შეტევა არაფრით არ ჩერდებოდა. სასწრაფო გამოვიძახეთ და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ამ საშინელებამ ორი კვირა გასტანა. ბავშვს ძლიერ დამამშვიდებელ და დასაძინებელ წამლებს აძლევდნენ, რომ ძილში მაინც დაესვენა. რამდენიმე საათით ითიშებოდა და გაღვიძებისთანავე ეს საშინელება თავიდან იწყებოდა. ექიმები ხელებს შლიდნენ, ამბობდნენ, მსგავსი არაფერი გვინახავსო. მერე შეტევები ჩაცხრა და გიო ისევ ჩვეულებრივ ბიჭად „გადაიქცა“. გვეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა. გამოკვლევა ჩავიტარეთ და ანალიზებმა აჩვენა, რომ ყველაფერი კარგად იყო.

მაგრამ დედის გული რაღაც ცუდს გრძნობდა, არა?

იზა: შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ ასე იოლად ვერ გამოვძვრებოდით. ჩემი შვილის ყოველ სუნთქვას შეშლილივით ვუსმენდი და ვუყურებდი, როგორ იღვიძებდა. „დე, კარგად ხარ? თავს ნორმალურად გრძნობ?“ – ვეკითხებოდი ყოველ წუთს. ასე გავიდა ერთი თვე, ცოტა დავმშვიდდი… და უცებ, ისევ სიცხე და კანკალი, ხელ-ფეხის ქაოსური მოძრაობა… ისევ სისხლი პირიდან, სასწრაფო, საავადმყოფო, რეანიმაცია… ჯოჯოხეთის ორი კვირა და კვლავ გაურკვევლობა…

წარმომიდგენია, რას გრძნობდით. რა რჩევას გაძლევდნენ ექიმები?

იზა: ექიმებმა გვირჩიეს გამოკვლევა თურქეთში ჩაგვეტარებინა. ყველაფერი გავყიდეთ! 2017 წელს თანხა შევაგროვეთ და წავიყვანეთ, მაგრამ წესიერად არც იქ გვითხრეს რამე. გენეტიკური ანალიზის გაკეთება შემოგვთავაზეს, რაც 6000 დოლარი ღირს. ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო! კაპიკი ფული აღარ გვქონდა!  

რა მდგომარეობაშია გიორგი ამჟამად?

იზა: ძალიან ცუდად არის… არ ვიცი, მისი პატარა გული ასეთ დატვირთვას კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს. 2020 წლის 8 იანვრიდან მოყოლებული, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა – ავად გახდა, სიცხემ აუწია და მორჩა! გაითიშა! კლინიკაში გადაგვიყვანეს, სადაც ექვსი თვე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. უძლიერეს პრეპარატებს აძლევდნენ, რომ შეტევა როგორმე მაინც რომ მოეთოკათ. ძილშიც კი ვერ წყნარდებოდა. ყველა კუნთი უთამაშებდა. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა… არც კი ვიცი, როგორ გაუძლო. თირკმლების უკმარისობა დაეწყო, ტვინში სისხლი ჩაექცა, ყბა და ყველა სახსარი ჩაეკეტა. კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. 13 თებერვალს ექიმმა მითხრა, რომ შანსი აღარ იყო, მაგრამ გიორგი სიცოცხლეს მაინც ახერხებდა; რომ ის სიცოცხლის უხილავ ძაფს ეჭიდებოდა და ხელს აღარ უშვებდა. ერთი პროცენტი – ნახევარი წლის განმავლობაში ეს ციფრი ყოველდღე მესმოდა… ერთი პროცენტი! „რაღაც იმედი მაინც არის“, – ვამშვიდებდი თავს და იცით, ერთი პროცენტი იმაზე მეტია, ვიდრე არაფერი. ზოგჯერ გადასარჩენად ეს სრულიად საკმარისია… და გიოც გადარჩა!

მერე რა მოხდა?

იზა:მერე სასწაული მოხდა! მაისში აპარატიდან მოხსნეს, დამოუკიდებლად დაიწყო სუნთქვა, პალატაში გადაიყვანეს და 10 ივნისს გამოწერეს. სახლში, თანდათან, რეაბილიტაცია დავიწყეთ. გიო კონტაქტური გახდა, ხელებით გვიჩვენებდა, რა უნდოდა ან თავს როგორ გრძნობდა. წიგნებს ვუკითხავდი, ვუმღეროდი… ყველაფერს ვაკეთებდი, რომ გაეცინა. ისეთი ლამაზი და წკრიალა სიცილი აქვს! ხან კურდღლად გადავიქცეოდი, ხანაც მელად…

ლევანი ძალიან მეხმარება. ადრე ისე ეშინოდა, ძმას ვერც კი უყურებდა; თვალებსაც კი ხუჭავდა, როცა გვერდით ჩავლა უწევდა, მაგრამ ახლა თავად აჭმევს, ეხუტება, ბანაობაში ეხმარება…

ზოგჯერ ცრემლებს ვერ ვიკავებ და ისტერიკა მეწყება. ლევანი მოდის, მეხუტება და მეუბნება: „დე, არ იტირო! ხომ იცი, ყველაფერი კარგად იქნება! ხომ დაგპირდი, რომ მასთან ერთად ფეხბურთს ვითამაშებ…“ მესმის, რომ ძლიერი უნდა ვიყო, უნდა ვიბრძოლო, მაგრამ როცა შენი შვილის მომავალი მხოლოდ ფულზეა დამოკიდებული, ფარ-ხმალს ყრი… მაგრამ ძლიერი თუ არ ვიქნები, – დაიღუპება.

იზა, რა არის ახლა საჭირო იმისთვის, რომ გიორგის მდგომარეობა გაუმჯობესდეს?

იზა: ერთი თვის წინ თურქეთში ვიყავით. ანალიზები ისევ გაუკეთეს და ახლა მკურნალობა უნდა დაუნიშნონ, მაგრამ ეს ყველაფერი ისეთი ძვირია… ჩვენთვის ეს უზარმაზარი თანხაა! არადა, ეს რომ არ გავაკეთოთ, გიოს გულმა მსგავს დატვირთვას შეიძლება ვეღარ გაუძლოს. შეიძლება, ფილტვების ან თირკმლების უკმარისობა დაეწყოს. ძალიან მიჭირს მისი ყურება. აბა, წარმოიდგინეთ, მისთვის როგორია და რის გადატანა უწევს ყოველდღე?!

დაახლოებით რა ჯდება მკურნალობის კურსი და იძლევიან თუ არა ექიმები გარანტიას?

იზა: ძალიან ძვირი!ჩემი ქმარი ამბობს, რომ ამხელა თანხის შესაგროვებლად 10-15 წელი უნდა იმუშაოს. ამდენ ხანს კი ვერ მოვიცდით! ჩვენთვის ყოველი დღე გამოცდაა გამძლეობაზე! კიდევ რამდენს გაუძლებს გიოს ორგანიზმი? ან ჩვენი ნერვები? სასწორის ერთ მხარეს ჩვენი შვილის სიცოცხლე დევს, მეორე მხარეს კი თანხა, რომელიც არ გაგვაჩნია. არასოდეს მიფიქრია, რომ საკუთარი ძალებით ვერ გავუმკლავდებოდი, მაგრამ თხოვნა მომიწია… ახლა ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ ელემენტარულად საფენებს და წამლებსაც კი ვერ ვყიდულობთ. თქვენს ფონდს კი ბევრი მეგობარი ჰყავს და ვიცი, რომ ჩვენი სადარდებლის და გულის გამოძახილის მათთვის მიწვდენას თქვენ შეძლებთ!

***

ძვირფასო მეგობრებო, რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? ამასთან ერთად როგორ ვიცხოვროთ? ეშმაკს როგორ ვაჯობოთ? როგორ გამოვტაცოთ ეს პატარა ბიჭი კლანჭებიდან? დედას მასთან მარტო ბრძოლა არ შეუძლია, მაგრამ ერთად ჩვენ დიდი ძალა ვართ! ეს არაერთხელ ვაჩვენეთ და დავამტკიცეთ! გიო, ჩვენ ამ უთანასწორო ბრძოლაში არ მიგატოვებთ! შენ გვერდით ვართ! წმინდა გიორგი მოგვცემს ძალას, რომ ეს ბოროტი ვეშაპი დავამარცხოთ, რომელიც მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ გაძლევს! არ იტირო! ჩვენ მალე დაგეხმარებით! ცოტა კიდევ მოითმინე!

იზას მონახულება და გიორგის დახმარება პირადად შეგიძლიათ. მათი მისამართია: კასპი, მირიან მეფის ქ. №70

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge   

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: გიორგი ტატანაშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია Nova Technology, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი გიორგისაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

პატარა გიორგის სასწაული გაცოცხლება! 
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
        „არ ვამეტებ, ფაქტობრივად, მკვდარი შვილი გამიცოცხლეთ, ჩემო ექიმებო, ჩვენო გულშემატკივრებო, კეთილო ადამიანებო… თქვენი დამსახურებაა, რომ ახლა  მე  ძაძები არ მაცვია და ჩემი შვილის საბოლოო გამოჯანმრთელებისათვის კვლავ განვაგრძობ ბრძოლას“ – თვალცრემლიანი ამბობს საავადმყოფოდან მომავალი იზა – გიორგის დედა.

თავიდან ვსწავლობთ საუბარს, ქცევებს…

          არ მინდა, დიდი დრო წავართვა, მას ხომ უამრავი საზრუნავი აქვს?! მაგრამ  ის მაინც  იცლის იმისთვის, რომ თქვენთან დიდი სიყვარულის და მადლიერების გრძნობა ,,გამომატანოს“ – ,,მე არასდროს მომბეზრდება იმ ადამიანებზე საუბარი, რომლებმაც ჩემი პატარა გადამირჩინეს. თქვენ რომ არა, მთელი ოჯახი დავიღუპებოდით! 
მადლობა პარლამენტის დეპუტატს ბატონ ირაკლი მეზურნიშვილს.
მადლობა ბატონ მანუჩარ მერებაშვილს, კასპის მუნიციპალიტეტის მერს 2017-2020 წ.წ.
მადლობა ბატონ ირაკლი მელაძეს და მხატვარს, ბატონ შოთას.
მადლობა ანიტას ფონდს.
მადლობა იაშვილის კლინიკის ექიმს, ბატონ ირაკლი ჩხაიძეს.
მადლობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ქალბატონ მაკა თევზაძეს.
ღმერთო, ყოველდღიურად მოგიხსენიებთ ლოცვაში.“

გიორგი თურქეთის კლინიკაში

        გიორგის დიაგნოზია მოძრაობითი აშლილობა. საქართველოში ვერ მოხერხდა ამ სასტიკი და უიშვიათესი დაავადების წინააღმდეგ შედეგიანი ბრძოლა. ოჯახს მკურნალობის გაგრძელება თურქეთში მოუხდა, რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწეულია: 2021 წლის 21 სექტემბერს თურქეთში გიორგის ოპერაცია წარმატებით ჩატარდა! 
        გიორგი ტატანაშვილის შესახებ ჩვენმა ფონდმა სტატია 2021 წლის  5 ივნისს გამოაქვეყნა. 
        იხ. ბმული:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/739-tatanashvili/description/
– იზა, პირველ რიგში მოვიკითხავ ჩვენს გიორგის…
         იზა: გიორგი უკეთ არის. ის საშინელი მოძრაობები, რაც ბავშვს სტანჯავდა, რის გამოც იგი, ფაქტობრივად, მოგვიკვდა, რის გამოც რეანიმაციულ განყოფილებაში  ვიცხოვრეთ ექვსი თვე, აღმოფხვრილია! მთელი ექვსი თვე მართვით სუნთქვაზე…  თქვენ წარმოგიდგენიათ, რას გრძნობს ამ დროს დედა?! ჩემს შვილთან ერთად მეც ვიყავი სასაკლაოზე!  მთელი ცხოვრების განმავლობაში, მიჭირდა, თუ მილხინდა, არავისთვის არაფერი მითხოვია… იმით ვკმაყოფილდებოდი, რაც მქონდა… მაგრამ… მაგრამ აქ უკვე დასრულდა ჩემი უთქმელობა, მორიდებულობა, ამპარტავნება თუ რაც გინდა ის დაარქვით! ავიღე ტელეფონი ვრეკავდი ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა დარეკვა, ვითხოვდი შველას… სასოწარკვეთილი დედა ვიყავი, ისეთი ტრანსფორმაცია განვიცადე, მზად ვიყავი მუხლებზე ხოხვით მივსულიყავი ყველგან, სადაც კი ჩემი შვილის გადასარჩენი პატარა მარცვალიც კი მეგულებოდა. 
        – და ასე მოხვედით ჩვენამდეც…
        იზა: დიახ, თქვენი დამსახურებით გადავარჩინეთ ჩვენი გიორგი! ივნისში, როგორც კი თქვენს საიტზე და სოციალურ ქსელში ჩვენს შესახებ სტატია გამოაქვეყნეთ, უამრავმა ადამიანმა ნახა. თქვენს კეთილ საქმეს შემოუერთდა ანიტას ფონდიც.  დიდი მადლობა მათ! მართლა სულზე მოგვისწრო იმ თანხებმა, რაც ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით შეგროვდა. ღმერთო, რამდენი კეთილი ადამიანია გაწევრიანებული თქვენს ფონდებში. რამდენმა ადამიანმა მოისვა ჯიბეზე ხელი და თანხა, რომელიც თავისი შვილებისთვის ჰქონდათ ნაჯაფარი, ჩვენ გადმოგვირიცხა. ქართულ  ენაშიც კი არ არსებობს ისეთი მადლიერების სიტყვები, რაც მე მათ მინდა ვუთხრა… ისეთი უსაზღვრო და უსასრულოა ჩემი მადლიერება.

ოპერაცია წარმატებით დასრულდა!

           – იზა, ახალი მეგობრები შეიძინეთ, ალბათ, ვინც განსაკუთრებით დაგიახლოვდათ და დიდი წვლილიც შეიტანა გიორგის გადარჩენის დიდ საქმეში. განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით? 
          იზა: ისეთი რთულია ამ კითხვაზე პასუხი. არ მინდა ვინმე გამომრჩეს. თან ვფიქრობ, როგორ შეიძლება ვინმე არ გამომრჩეს, ფონდში ხომ უამრავმა ძვირფასმა ადამიანმა ჩარიცხა თანხა?! ამ ადამიანებს არც არასდროს შევხვედრილვარ, და არც მადლობას ელიან ჩემგან… აი, ნამდვილი სიკეთე…  ქვაზე დადეს და გაიარეს… (როგორც ანდაზაშია) მე კი უფალს ვთხოვ, მათ ეს სიკეთე ყოველ ნაბიჯზე ორმაგ სიკეთედ დახვედროდეთ!
          – ვინც პირადად გაიცანით, მათზე მოგვიყევით…
         იზა: ესენი, პირველ რიგში, იაშვილის კლინიკის ექიმები არიან: ბატონი ივანე ჩხაიძე, რომელმაც მრავალჯერ უფასო კონსულტაცია გაგვიწია, ქალბატონი მაკა თევზაძე – კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც არაერთხელ დაგვეხმარა უსასყიდლოდ. არ შემიძლია, უდიდესი პატივისცემა და მადლიერება არ გამოვხატო უკეთილშობილესი ახალგაზრდა  ბიჭის – ირაკლი მელაძის და ბატონი შოთას მიმართ. ბატონი შოთა მხატვარია. ირაკლიმ და შოთამ ორგანიზება გაუწიეს ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვის ღონისძიებას. შემოსული, შეგროვებული თანხა მთლიანად გიორგის მოხმარდა.
    – ადგილობრივი ხელისუფლება თუ დაგეხმარათ?
             იზა: დაგვეხმარა ის სიტყვა არ არის! ჩვენი რაიონის დეპუტატი, პატივცემული პიროვნება – ირაკლი მეზურნიშვილი საკმაოდ კოლოსალური თანხით დაგვეხმარა. ახლაც, ყოველთვის გვკითხულობს, გვირეკავს – აბა გიორგი როგორ გვყავსო? 
აქვე გავიხსენებდი კასპის ყოფილ მერს – მანუჩარ მერებაშვილს. როდესაც ტაქსის თანხა არ გვქონდა იმისათვის, რომ გიორგი სპეციალურ სარეაბილიტაციო ვარჯიშებზე გვეტარებინა, ბატონმა მანუჩარმა საკუთარი ავტომობილი დაგვითმო და ასე ვახერხებდით გიორგის  ყოველდღიურად ჩამოყვანას თბილისში.
   

    უღრმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასო ადამიანებო! 

        – იზა, ვიცი, რომ ამით არ დასრულებულა გიორგის ამბავი, მას კიდევ სჭირდება სასწრაფო ვიზიტი თურქეთის კლინიკაში…
         იზა: ნეტავ იცოდეთ, როგორ მიჭირს თქვენი ფონდის მეგობრების კვლავ შეწუხება. მაგრამ სხვა გზა ისევე არ მაქვს! თურქეთში გიორგის  ჩაუდგეს ძვირადღირებული აპარატი. ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი ნეიროქირურგიული ოპერაცია გახლდათ. ამასთან ერთად ძვირადღირებულიც – 45000 დოლარი დაჯდა. ორჯერ გაუჩერდა გიორგის გული და ორჯერვე მაჩუქა უფალმა შვილი ხელახლა. მერე იყო რეაბილიტაციის ურთულესი სამი თვე. ამ სამი თვის მანძილზე, საწოლში არ მიძინია, მის ყოველ ამოსუნთქვას ვუსმენდი. გიორგის ეს ძვირადღირებული აპარატი მკერდის და თავის არეში აქვს ჩადგმული. ის ასტაბილურებს იმ იმპულსებს, რომელიც თავის ტვინიდან მოეწოდება, ბლოკავს უნებლიე მოძრაობებს. ოპერაცია 21 სექტემბერს გაუკეთდა. ექვსი თვის შემდეგ კი, სავალდებულო იყო ამ აპარატის ხელახალი გადაწყობა, იმპულსების შეცვლა, მისი გადაყვანა ახალ ეტაპზე. ექვსი თვე უკვე გავიდა. ჩვენ კი, უსახსრობის გამო, ისევ ვერ ვახერხებთ თურქეთის კლინიკაში ვიზიტს. ისევ ეს წყეული ფული… სად და როგორ ვიშოვო, აღარ ვიცი… მართალია, ახლა იმხელა თანხებზე აღარაა საუბარი – 3-4 ათას დოლარამდეა საჭირო, მაგრამ რაც გვქონდა, ყველა რესურსი ამოვწურეთ, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენეთ. ქირით ვცხოვრობთ. ჩემი მეუღლე – სერგო დღედაღამ მუშაობს. მაგრამ ისეთი მცირეა მისი ანაზღაურება, გიორგის სარეაბილიტაციო ვარჯიშების ერთ კურსს თუ ეყოფა… სასწრაფოდ თუ არ მოხდა ბავშვის თურქეთში გადაყვანა, რაც გავაკეთეთ, ისიც წყალში ჩაგვეყრება… თან თავში, ნაოპერაციებ ადგილას ჩაუდგა სითხე. ეს მოსალოდნელი იყო და ამის გამოც, კიდევ უფრო სასწრაფოა ეს ვიზიტი!
ლევანი (გიორგის ძმა 14 წლის): ოღონდ ჩემი ძამიკო გადამირჩინეთ და არაფერი მინდა, სულ არაფერი. მეტი ოცნება არ მაქვს…

,,გიორგის ჯანმრთელობა არის ჩვენი სიმდიდრეც და ბედნიერებაც“

       იზა: ყველაფერი მოვიკელით ჩვენც და ამასაც ვაკლებთ (უფროს ვაჟს გულისხმობს), განა ლევანისხელა ბავშვებს რაც უნდა ჰქონდეთ, ყველაფერი აქვს ლევანს? მაგრამ სხვა ყველაფერმა დაკარგა აზრი და ფასი! გიორგის გარეშე, არცერთს არაფერი გვინდა! ჩვენი ფიქრი მხოლოდ გიორგის ირგვლივ ტრიალებს. ახლა, როდესაც იმედი გაჩნდა – ხელახლა ვსწავლობთ ლაპარაკს, სიარულს, გავდივართ ხანგრძლივ რეაბილიტაციას, მივიწევთ წინ…  და ამ ვიზიტის ჩავარდნის გამო, ეს ყველაფერი წყალში რომ ჩაგვეყაროს… (ტირის)
        ძვირფასო მკითხველო, ისევ უნდა დავირაზმოთ და ჩვენი სიკეთე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ! როგორც იზამ თქვა ყოველი ,,გამონათება“ გიორგის ცხოვრებაში ქრისტიანულ დღესასწაულებს უკავშირდებოდა: იგი გიორგობას გამოვიდა მდგომარეობიდან პირველი ექვსთვიანი კრიზისის შემდეგ, ღვთისმშობლობას გაკეთდა პირველი წარმატებული ოპერაცია თურქეთში…  წმინდანები მფარველობენ პატარა გიორგის, ჩვენ კი გზას გვიჩვენებენ ჩვენივე სულის გადასარჩენად! ეს მხსნელი გზა სიკეთის კეთებაა, გაჭირვებულის გვერდში დგომაა! ერთად გადავარჩინოთ პატარა გიორგი!
ჩერნოვეცკის ფონდისა და გიორგი ტატანაშვილის ოჯახის სახელით, მადლობას გიხდით დახმარებისთვის, ფასდაუდებელი ყურადღებისთვის და ადამიანური სითბოსთვის!
დაე, თქვენი დიდსულოვნებისთვის, ბუნებამ დაგაჯილდოვოთ ყველაზე დიდებული საჩუქრებით: სიყვარულით, რწმენით, მეგობრობით, ურთიერთგაგებითა და ნდობით!
თქვენ ფასდაუდებელი დახმარება გაუწიეთ ამ ოჯახს. ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში, თქვენი სახელი დავიწყებას არასდროს მიეცეს.
ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ახლობლებს!
***
         თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
         მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
         სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
          თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
          მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ტატანაშვილების ოჯახი).
ასევე, შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/739-tatanashvili/description/ 
        თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
         არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
         მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!
         დავფიქრდეთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 აგვ 17
გამოკვლევა
4500.00₾
2021 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
1060.00₾
2021 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
205.00₾
2021 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
235.00₾
2022 თებ 14
სამედიცინო მომსახურება
1430.00₾
2022 მარ 23
სამედიცინო მომსახურება
644.38₾
2022 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
360.00₾
2022 ივნ 05
ავიაბილეთები
1200.00₾

სულ ხარჯები:

9634.38₾

დარჩა:

0.54₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ბოლქვაძე გურამ
04.06.2022 20:00:00
₾3.00
მაღლაფერიძე ბექა
04.06.2022 20:00:00
₾40.00
ფაღავა თემურ
04.06.2022 20:00:00
₾8.00
საბა სანთაბულო
03.06.2022 20:00:00
₾5.00
კეჟერაძე ნონა
02.06.2022 20:00:00
₾28.00
ლომსიანიძე ლევან
02.06.2022 20:00:00
₾10.00
ხუბუა გიორგი
02.06.2022 20:00:00
₾3.00
ვლადიმერ ნეკრასოვი
01.06.2022 20:00:00
₾2.00
ვლადიმერ ნეკრასოვი
01.06.2022 20:00:00
₾2.00
კეთილი გული
01.06.2022 17:20:52
₾50.00
კახა მუზაშვილი
31.05.2022 20:00:00
₾160.00
ჭაუტიძე შალვა
31.05.2022 20:00:00
₾10.00
ლევან კობაიძე
31.05.2022 20:00:00
₾3.00
ქეთევან გუნცაძე
31.05.2022 20:00:00
₾3.00
უჩა ფუხაშვილი
29.05.2022 20:00:00
₾1.00
ჭაბუკიანი მათე
28.05.2022 20:00:00
₾8.00
მალანია ლანა
26.05.2022 20:00:00
₾10.00
მუშკუდიანი მარიამ
26.05.2022 20:00:00
₾1.00
გაგლოშვილი მარიამი
26.05.2022 20:00:00
₾5.00
მარიამ ძაძუა
25.05.2022 20:00:00
₾3.00

შემოწირულია:

₾9,634.92

693 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾9,634.92

693 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება