რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„საბავშვო ბაღში სიარული მიყვარს იმიტომ, რომ იქ საჭმელია!“ – ამბობს 5 წლის ულამაზესი თამარი და თვალებში გულუბრყვილოდ შემომცქერის. ეს მშვენიერი, ცისფერთვალება გოგონა პირველი გამოხტა უბადრუკი ქოხის ზღურბლზე, რომ ჩვენ შეგვგებებოდა. ჯერ კიდევ პატარა, ვერ ხვდება, რომ მისი სიტყვებისგან გული გეფლითება და თვალებზე ცრემლი გადგება.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270„საბავშვო ბაღში სიარული მიყვარს იმიტომ, რომ იქ საჭმელია!“ – ამბობს 5 წლის ულამაზესი თამარი და თვალებში გულუბრყვილოდ შემომცქერის. ეს მშვენიერი, ცისფერთვალება გოგონა პირველი გამოხტა უბადრუკი ქოხის ზღურბლზე, რომ ჩვენ შეგვგებებოდა. ჯერ კიდევ პატარა, ვერ ხვდება, რომ მისი სიტყვებისგან გული გეფლითება და თვალებზე ცრემლი გადგება.
“ჩემი საწყალი შვილები ნახევრად მშივრები არიან! ცარიელი პური და უშაქრო ჩაი მათთვის ჩვეულ საკვებად იქცა“, – ცრემლებს იწმენდს მზრუნველი დედა, მაკა. – „მას შემდეგ, რაც ჩემი ქმარი ავად გახდა და უსამსახუროდ დარჩა, ისღა დამრჩენია, რომ ვილოცო. დღედაღამ მოსვენებას არ მაძლევს კითხვა: „რა ვაჭამო მათ ხვალ?“
ახალგაზრდა, ნამტირალევი ქალი და მისი სამი შვილი: 2 წლის მერაბი, 5 წლის თამარი და 8 წლის გიორგი, რომლებიც ნახევრად დანგრეულ სახლში დედას ბარტყებივით ეხუტებიან, მართლაც რომ საშინელი სანახავია!
ნუთუ ქართველი ბავშვები ასე უნდა ცხოვრობდნენ – ოცნებობდნენ საჭმელზე, ნორმალურ ტანსაცმელზე, სითბოსა და სიმყუდროვეზე?! ამ დროს კი უბედურ დედას მთელი ღამე არ სძინავს, ცრემლებად იღვრება და თავს იმტვრევს იმაზე ფიქრით, თუ რა აჭამოს შვილებს ხვალ.
– მაკა, თუ შეიძლება მოგვიყევით, რა გასაჭირმა მოგიყვანათ ჩვენთან?
მაკა: იცით, მდიდრულად არასოდეს გვიცხოვრია, მაგრამ ადრე თავი რაღაცნაირად მაინც გაგვქონდა, ახლა კი… დახმარებიდან დახმარებამდე რომ გადავრჩეთ, არაადამიანური ძალისხმევა გვჭირდება. ჩემი შვილები მუდმივად ნახევრად მშივრები არიან, სახლში ცივა, ჭერიც სადაცაა თავზე დაგვემხობა… წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება. ადრე ჩემი ქმარი თევზს ყიდდა და სახლში ორიოდე კაპიკი მაინც შემოჰქონდა, მაგრამ მერე ყველაფერი დაიხურა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს უფსკრულისკენ მივექანებით. ჯანდაბას ჩვენი თავი, მაგრამ ბავშვები? „დე, მშია!“ – ამ სიტყვების მოსმენა აღარ შემიძლია! ჩემმა მეუღლემ არაერთხელ სცადა სოფელში რამე დამატებითი სამსახური ეშოვა, მაგრამ ამაოდ.
–ახლა რა შემოსავალზე ცხოვრობთ?
მაკა:სოციალური დახმარება ჩვენი ერთადერთი შემოსავალია. 320 ლარი! ეს თანხა იმდენად მწირია, რომ ვერაფრით ვახერხებ მთელ თვეზე გადავანაწილო. კიდევ კარგი, მაღაზიაში სურსათს ვალად მაინც გვაძლევენ, თორემ წარმოდგენა არ მაქვს, რას ვიზამდით.
–შეგიძლიათ დაწვრილებით მოგვიყვეთ, როგორ დაიწყო ყველაფერი? როგორ გაიცანით თქვენი სიყვარული, რა გეგმებს აწყობდით, რაზე ოცნებობდით?
მაკა: მე თვითონ წარმოშობით კახეთიდან ვარ, აქედან საკმაოდ შორია… დავითი თბილისში გავიცანი, როცა მეგობართან ვიყავი სტუმრად. ერთმანეთი მაშინვე მოგვეწონა. მართალია, ერთმანეთის ნახვას ხშირად ვერ ვახერხებდით, მაგრამ მანძილი სიყვარულში დაბრკოლებას არ წარმოადგენს. (ჩვენი საუბრის განმავლობაში ქალს პირველად გაეღიმა.) დავითი სამსახურიდან თავის დაღწევას და ჩემს ნახვას მაინც ახერხებდა. მალევე მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვეძლო და დავქორწინდით. იცით, სიმდიდრეზე მართლა არასოდეს გვიოცნებია. მხოლოდ ძლიერ ოჯახზე და ჯანმრთელ შვილებზე ვოცნებობდით, მაგრამ აქაც გამოცდა გველოდა. პატარა მერაბი ჯანმრთელობის პრობლემებით დაიბადა: ჰიპოქსია, მენინგიტი, თვე-ნახევარი რეანიმაციაში იწვა… ღმერთო, ეს რა გამოვიარეთ!.. ახლა, მადლობა ღმერთს, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ნევროპათოლოგთან გვყავს მისაყვანი, საჭირო თანხას კი ვერა და ვერ მოვუყარეთ თავი. ფული საჭმელზეც კი არ გვყოფნის…
–საერთოდ არავინ გეხმარებათ? მშობლები ან ნათესავები?
მაკა: ჩემი მშობლები პენსიონერები არიან, სოფელში ცხოვრობენ; დახმარება თავად მათ სჭირდებათ, მაგრამ ზოგჯერ რაღაც სურსათ-სანოვაგის გამოგზავნას მაინც ახერხებენ. დაც მყავს, მაგრამ ოჯახში ბევრნი არიან და ისიც ძლივს უმკლავდება. ჩემი დედამთილი მოხუცი, ავადმყოფი ქალია, მუდამ წნევები აწუხებს, ცუდად ხედავს და ძლივს დადის. ჩვენ როგორ დაგვეხმარება? მთელი მისი პენსია წამლებზე იხარჯება და ეგეც არ ჰყოფნის. მხოლოდ ღმერთის იმედად ვარ. დღედაღამ ჩემი შვილებისთვის ვლოცულობ!
–ალბათ სწორედ რწმენა არ გაძლევთ სასოწარკვეთის საშუალებას, არა? ეკლესიაში დადიხართ?
მაკა: დიახ, რა თქმა უნდა! მაგრამ ახლა ეს ცოტა პრობლემურია – უმცროსი ბიჭი, მერაბი, ისეთი ხულიგანია… თან ბავშვებს ფეხსაცმელებიც არ აქვთ, ამიტომ ცუდ ამინდში სახლში ჯდომა უწევთ… მაგრამ შეძლებისდაგვარად ვცდილობ ეკლესიაში ვატარო და ვაზიარო.
– ადგილობრივი ხელისუფლებისთვის დახმარების თხოვნით არ მიგიმართავთ?
მაკა: რა თქმა უნდა! მაგრამ როდემდე ვწერო განცხადებები, რომლებსაც არვინ კითხულობს? მესმის, რომ მხოლოდ ჩვენ არ გვჭირდება დახმარება, სოფელი ძალიან ღარიბია, სამუშაო არაა… მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ფიქრებს ჩემთვის შვება არ მოაქვს. ბავშვები ძველებურად ჭამას ითხოვენ, სცივათ, სკოლაში ჩასაცმელი არაფერი აქვთ… რვეულების და ფანქრების საყიდელი ფულიც კი არ გვაქვს!
– თქვენი შვილების შესახებ მოგვიყევით: პანდემიის პირობებში სწავლას თავს როგორ ართმევდით? რა უყვართ? გულს განსაკუთრებით რით გიხარებენ?
მაკა: რა თქმა უნდა, მსოფლიოში საუკეთესო შვილები მყავს, როგორც ნებისმიერ დედას! (იცინის.) უფროსი ბიჭი, გიორგი, გაკვეთილებს ძველი ტელეფონის საშუალებით ესწრებოდა, რომელიც ძლივს მუშაობს. ხშირად საერთოდ გაცდენა უწევდა! თამარი საბავშვო ბაღში დადის. ბაღი რომ დაიხურა, ბავშვები ძალიან ენატრებოდა, მაგრამ, სხვა თუ არაფერი, იქ ცოტა სურსათს მაინც გვირიგებდნენ და ეგეც დიდი დახმარებაა… ისეთი გულღია გოგო მყავს, მღერის, ცეკვავს… კარგი იქნებოდა, წრეზე შემეყვანა, მაგრამ მისი სადმე ტარების არავითარი შესაძლებლობა არ მაქვს.
–მაკა, რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?
მაკა:იცით, გათხოვებამდე სულ ვმუშაობდი, ფარმაცევტულზე ვსწავლობდი. სპეციალობით დასაქმება ვერ შევძელი, ამიტომ მაღაზიებში მოლარედ და კონსულტანტად მომიწია მუშაობა. ახლა, სანამ ბავშვები პატარები არიან, სახლში ვზივარ. არადა, მე და ჩემი ქმარი სულ სხვა რამეზე ვოცნებობდით! გვეგონა ორივე ვიმუშავებდით და შვილებისთვის ღირსეული მომავლის უზრუნველყოფას შევძლებდით. რთულია იმის თქმა, ახლა რაზე ვოცნებობ; ალბათ მშვიდ ცხოვრებაზე, რომ აღარ ვიღვიძებდე შიშით და კითხვებით: რა ვაჭამო დღეს ბავშვებს? როგორ მივატანოთ თვის ბოლომდე? ან, საერთოდ, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება? რომ უბრალოდ ვმუშაობდეთ და ვიცოდეთ, რომ ბავშვები დანაყრებულები, ჩაცმულები არიან და არაფერი სჭირდებათ.
– თუ შეიძლება, მათაც გავესაუბრები. რაზე ოცნებობ, გიორგი?
გიორგი (8 წლის):მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მრბოლელი გავხდები და მედალს მომცემენ! დედა, მამა, და, ძმა და ბებია – ყველა ჩემით იამაყებს! ბევრ ფულსაც ვიშოვი და ყველაფერს ვუყიდი, რასაც მოისურვებენ.
– შენთვის რას იყიდდი?
გიორგი: რა თქმა უნდა, ლამაზ და ყველაზე სწრაფ მანქანას! ჩემს და-ძმას კი ტკბილეულს და სათამაშოებს ვუყიდდი. მანქანა ძალიან მინდა, თუნდაც სათამაშო; ისეთი, რომელშიც ჯდომა შეგიძლია…
თამარი (5 წლის): მე კი გიორგი თოჯინას მიყიდის, როცა ბევრი ფული ექნება. პრინცესა ელზას! ის ყველაზე ლამაზია!
–თამარ, საბავშვო ბაღში სიარული გიყვარს?
თამარი:დიახ! იქ ბევრი სხვადასხვა გემრიელი საჭმელია!
–და სახლში რას ჭამთ?
თამარი: ხან კარტოფილს, ხან ლობიოს. როგორც წესი, დედა ამას აკეთებს ხოლმე.
მაკა: სრული სიმართლეა, ძალიან მოკრძალებული მენიუ გვაქვს. ან კარტოფილს ვწვავ, ან ლობიოს ვხარშავ. ბაღში მათ კარაქიან პურს და ჩაის აჭმევენ, სახლში კი ცარიელ პურს ჭამენ. ზოგჯერ შაქარიც კი არ გვაქვს.
– გულწრფელად თანაგიგრძნობთ, მაკა. თქვენი აზრით, სახლში ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?
მაკა:სურსათი, სურსათი და კიდევ ერთხელ, სურსათი! ღამეები არ მძინავს, განვიცდი, რომ ბავშვები ნორმალურად ვერ იკვებებიან, არადა ისინი ხომ ჯერ კიდევ იზრდებიან! ღმერთო, იმდენი რამ გვჭირდება, მაგრამ ძალიან მერიდება, თქვენი შეწუხება რომ მიწევს.
–გვითხარით, ნუ გერიდებათ! აქ იმისთვის ვართ, რომ დაგეხმაროთ!
მაკა:ბავშვებს არც ნორმალური ტანსაცმელი აქვთ, არც ფეხსაცმელი. თანატოლებთან რცხვენიათ! ჩვენი გაზქურა არაფრად ვარგა, ძველია, სუნიც ხშირად იგრძნობა. საშიშია! არც მაცივარი გვაქვს და ეგეც ძალიან დიდი პრობლემაა. საბავშვო ბაღში ცოტა რძეს და ყველს გვაძლევენ, მაგრამ სად შევინახო? ორი დღის საკმარ წვნიანსაც კი ვერ ვაკეთებ. მართლა ძალიან ბევრი გადაუჭრელი პრობლემა გვაქვს…
– უცხო ხალხის სიკეთის თუ გჯერათ?
მაკა: რა თქმა უნდა! თქვენს პოსტებს სულ ვკითხულობ და ვხედავ, როგორი გაერთიანებულია ჩვენი ქვეყანა; როგორ მზად არის ხალხი მოძმის ან თუნდაც უცნობის დასახმარებლად, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველას ძალიან უჭირს. მჯერა, რომ ვინმეს ჩვენი გასაჭირიც მოხვდება გულზე. ხედავს ღმერთი, რომ დახმარებას მხოლოდ ჩემი შვილების გამო ვითხოვ!
***
მეგობრებო, კევლიშვილების ოჯახი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამ პატარა ბავშვს (8 წლის გიორგის, 5 წლის თამარს და 2 წლის მერაბს) თავი წყალსა და პურზე გააქვს. მათ ნორმალური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სჭირდებათ, ტკბილეულზე და სათამაშოებზე კი მხოლოდ ოცნება თუ შეუძლიათ!
ოჯახი ყოველთვის ღარიბულად ცხოვრობდა, მაგრამ ბავშვები, სხვა თუ არაფერი, არ შიმშილობდნენ მაინც. ის სირთულეები, რომლებსაც ახლა მთელი ჩვენი პლანეტა ებრძვის, ასეთი გაჭირვებული ოჯახებისთვის გადაულახავია. ისინი, ფაქტობრივად, სიკვდილის პირას არიან!
კევლიშვილების ოჯახს ჰაერივით სჭირდება: საკვები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ყველაზე ელემენტარული – მაცივარი და გაზქურა.
კევლიშვილების ოჯახის მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ხანდაკი.
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:კევლიშვილების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია Nova Technology, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი კევლიშვილების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270
უფალმა დაგლოცოთ ჩემი შვილების გახარებისთვის!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„ეს თამარის, ეს გიორგის, ეს ორი ცალი კი – მე“, – ანაწილებს გემრიელ ორცხობილებს სამი წლის მერაბი. ძალიანაც სამართლიანია, ის ხომ ყველაზე პატარაა და მთელი ცხოვრების მანძილზე, ნაკლები გემრიელობა აქვს ნაჭამი, ვიდრე მის და-ძმას. ისინიც წინააღმდეგი არ არიან. ბავშვებმა იციან, რომ ყველას ეყოფა. და რომც არ ეყოთ, უცხო ადამიანების მხრიდან უკვე იმდენი სიკეთე დაინახეს, რომ აღარაფერი აქვთ სადარდებელი. მთავარია, ძალიან მოინდომო და ყველაფერი იქნება!
თამარი ლამაზ გაზქურასთან ფუსფუსებს! ძველში კი, უკვე თაგვები გადასახლდნენ,
რომლებიც ადრე ძველ მაცივარშიც ხოვრობდნენ. გაზით მოწამვლის საშიშროებაც,
უკვე აღარ არის
მფრინავი ხალიჩა დასაშვებად ემზადება
„ნელა!
ოჰ ეს ბიჭები!“
„მოდი,
შენც დაწექი,
ერთად გავფრინდეთ“
„ჰეი,
წრუწუნებო, სად ხართ? გაიყინენ,
ალბათ. აქ ცივა, ძველ მაცივარში კი სითბო იყო“
„ოჰ,
რა რბილად ვწევარ! მოდი,
ჩვენთან ერთად იკოტრიალე!“
„სამართლიანადგავყავიყველაფერი!
შევექცეთ!“
სულ ხარჯები:
2375.00₾დარჩა:
0.15₾