ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ამას ძაღლებიც კი არ შეჭამენ…

calendar ოქტომბერი 11, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

“დე-ე-ე-ე, ანდრიამ ისევ მთელი ჩვენი პური აიღო და ახლა სულ თვითონ შეჭამს, ჩვენ არაფერს დაგვიტოვებს”, – 6 წლის მარი დედას დასახმარებლად ეძახის, რადგან იცის, რომ ძმას მარტო ვერ გაუმკლავდება, – ბიჭი პურს თავისი ნებით არ დათმობს. მერე 9 წლის გიორგი, 6 წლის მარი და 5 წლის ალექსანდრე პურის გარეშე დარჩებიან; მხოლოდ 2 წლის ანდრია გამოძღება კარგად…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

“დე-ე-ე-ე, ანდრიამ ისევ მთელი ჩვენი პური აიღო და ახლა სულ თვითონ შეჭამს, ჩვენ არაფერს დაგვიტოვებს”, – 6 წლის მარი დედას დასახმარებლად ეძახის, რადგან იცის, რომ ძმას მარტო ვერ გაუმკლავდება, – ბიჭი პურს თავისი ნებით არ დათმობს. მერე 9 წლის გიორგი, 6 წლის მარი და 5 წლის ალექსანდრე პურის გარეშე დარჩებიან; მხოლოდ 2 წლის ანდრია გამოძღება კარგად…

აი, ხუთი თვის დანიელს კი ყველაზე მეტად გაუმართლა – მას დედის რძე აქვს!

– მარი, პური გიყვარს თუ უბრალოდ ძმისთვის გენანება?

მარი (6 წლის): ის ხომ გასკდება?! ამ პურზე პატარაა! მე საღეჭი რეზინი მიყვარს, საზამთროს გემოთი.

– რატომ საღეჭი რეზინი? კანფეტები უფრო გემრიელი არაა?

მარი: გემრიელია, მაგრამ ძვირია. „ხრამ“ და აღარაა! საღეჭი რეზინი შეგიძლია დიდხანს, მთელი დღეც კი ღეჭო და წარმოიდგინო, რომ გემრიელია.

მშიერ ბავშვებზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა… და იმაზეც, რომ ეს გრძნობა ყველა ოცნებას და იმედს ანადგურებს.

ეს ამბავიც სხვათა მსგავსი იქნება, – იგივე პიესა, ოღონდ სხვა სახელებით… ეს უკვე ერთი ოჯახის ტრაგედია კი არა, მთელი საზოგადოების და ერის სირცხვილია. საქართველოში ბავშვები არ უნდა შიმშილობდნენ, თანაც ამდენი ბავშვი, – თითქმის ყოველი მეორე!

„დე, ის ახლა მთელ პურს შეგვიჭამს!“

– ინა, მარი ძალიან განიცდის, რომ ანდრიამ პური აიღო. ძმა ეცოდება?

  ინა: ეჰ! ბავშვები ცუდად იკვებებიან და ქცევებზე ყოველთვის ეტყობათ. ერთმანეთის თეფშებს ჩაჰყურებენ, – ვის უფრო მეტი დავუდე და ვის ნაკლები. სოციალური სასადილოდან, დღეში ერთხელ, საჭმელი მოგვაქვს. ზოგჯერ გემრიელია, მაგრამ ზოგჯერ ისეთს რაღაცას გვაძლევენ, რომ ამას ქუჩის ძაღლებიც კი არ შეჭამენ. ასეთ დღეებში საჭმლის აღებაზე უარს ვამბობ; მაგრამ სოციალური დახმარება რაზე გადავანაწილო, უბრალოდ აღარ ვიცი. ბურღულეული, მაკარონი, კარტოფილი – მხოლოდ ამის იმედად ვართ.

„მაცივარი დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს“

– რა შემოსავალი აქვს თქვენს ოჯახს?

  ინა: მხოლოდ სოციალური დახმარება, – 680 ლარი. სანამ ქმარი ჯანმრთელად მყავდა, მუხლჩაუხრელად, დღედაღამ მშენებლობაზე მუშაობდა და ჯანმრთელობა გაინადგურა. ორი წლის წინ მეორე სართულიდან გადმოვარდა და ზურგი დაიზიანა. ღმერთმა გადაარჩინა და არ დაინვალიდდა, მაგრამ იმავე რეჟიმში მუშაობა აღარ შეუძლია.

  – ეს თანხა რაზე გყოფნით?

ინა: ამ შენობის ქირაში 300 ლარს ვიხდით. რთულია მას ბინა უწოდო, მაგრამ ამისთვისაც მადლობელი ვარ. საკუთარი საცხოვრებელი არასდროს გვქონია, ბავშვებთან ერთად აქეთ-იქით დავეხეტებით… ძალიან რთულია: ხან გადაუხდელობის გამო გვყრიან სახლიდან, ხან ბავშვების ხმაურის გამო… ძალიან რთულია, ძალიან…

საღამოს პურის ნამცეციც კი აღარ რჩება

– ინა, მოდი წავიოცნებოთ: როგორ ფიქრობთ, რა შემოსავალი უნდა გქონდეთ თვეში, რომ ყველაზე ბედნიერ ადამიანად იქცეთ?

ინა: ვაი, ამ კითხვას ნამდვილად არ ველოდი! აი, მართლა ძალიან ბედნიერი? რომ აღარაფერზე ვიფიქრო და ღამე მშვიდად მეძინოს? რა ვიცი… ალბათ 50…

  – ორმოცდაათი ათასი?

ინა: უი, არა, რას ამბობთ?! არა, 50 ლარი დღეში.

– დღეში 50 ლარი ერთ ადამიანზე?

  ინა: არა, არა, 50 ლარი მთელ ოჯახზე. ყველაზე. ყველაზე… აღარაფერი  მოგვაკლდებოდა. ძალიან ბევრი გამოდის – თვეში 1500 ლარი! ახლა, დღეში, ხუთი ბავშვი 10 ლარით უნდა გამოვკვებო. 3 ლარად მაკარონი და წიწიბურა რომ ვიყიდო, ბევრი გამოდის, მაგრამ ბავშვებს სხვა რამეც უნდათ… ხორცი უნდათ…

  მარი: სხვათა შორის, საღეჭი რეზინიც გვინდა… და კექსიც! მაგრამ თუ დედას ფული ექნება, კანფეტებსაც გვიყიდის!

„მანქანა ან ველოსიპედი მინდა, რომ ძმებთან ერთად ვითამაშო.“

  – დიდი ოცნებები თუ გაქვს?

  მარი: რამდენად დიდი? მაგალითად, მაგიდა, კომპიუტერი და მანქანა?

– ჰო, ზუსტად!

  მარი: მაქვს! სათამაშო მანქანა მინდა, – ძმებთან ერთად ვითამაშებდი. მაგიდაც მინდა. მართლა! და სკამი, საკუთარი სკამი! ხატვა ძალიან მიყვარს… არა, ხატვა კი არა, გაფერადება… მაგრამ ფანქრები ყველას არ გვყოფნის. ესეც შეიძლება?

„მოიცა, დავხატავ და მერე გათხოვებ!“

  გიორგი: მე კიდევ ძალიან მჭირდება ტელეფონი…

  – ასე ძალიან რაში გჭირდება?

  გიორგი: რომ დავრეკო…

  მარი: ვიცი, ვისაც დაურეკავს! ერთი გოგო მოსწონს და…

(გიორგიმ დას მუშტი დაუქნია, რომ მას ზედმეტი არაფერი ეთქვა.)

  – კარგი, სახელი არ მითხრა, მაგრამ ის მაინც მითხარი, რატომ მოგწონს?

  გიორგი: ვაი-ი-ი, მოგკლავ, მარი! მაგრამ რახან თქვა, მოგიყვებით. იმიტომ, რომ ლამაზი და კეთილია… და თმაზე ძალიან გემრიელი სუნი ასდის.

„ვერ ვხვდები, რა ენაზე უნდა ველაპარაკო, რომ დამშვიდდეს.“

  – და რა ფერის თვალები აქვს?

  გიორგი: ლამაზი ფერის! ფერი არ მახსოვს, მაგრამ ყველაზე ლამაზი თვალები აქვს!

  – ცოლად მოიყვანდი?

  გიორგი: ჯერ რა დროსია?! ჯერ სამსახური უნდა ვიშოვო… არა, ჯერ უნდა ვისწავლო და მერე დავოჯახდე!

  – რა ჭკვიანი ბავშვები ხართ! ალბათ ერთმანეთთან ძალიან მეგობრობთ, არა?

  მარი: არა, ერთმანეთს ვხოცავთ! მე ერთი და ვარ, ბიჭები კი ბევრნი არიან. ყველაზე უფროსი გიორგია, მერე მე, მერე ალექსანდრე – ხუთი წლის, მერე ანდრია, – ეგ ისაა, თქვენ რომ მოხვედით, პურით ხელში რომ იჯდა და არ გვაძლევდა… და მერე ყველაზე პატარა – დანიელი. ის ძალიან პატარაა, ჯერ ერთი წლისაც არაა…

„ჩემი ძმები კი მაბრაზებენ, მაგრამ ეს ჩერჩეტები ძალიან მიყვარს!“

ინა: აი, ასე მხიარულად ვცხოვრობთ! უფალს მადლობას ვწირავ, რომ შვილები ჯანმრთელად მყავს. მადლობა ღმერთს, დანიელისთვის რძის ნაზავის ყიდვა არ მიწევს და მისი ძუძუთი კვება შემიძლია! ღვთისმშობელს ვევედრები, რომ ჩემი შვილები უყურადღებოდ არ დატოვოს და ჩვენ გვერდით იყოს.

„თოთო ბავშვთან ერთად ინა ხატს ჰგავს… სწორედ იმ ხატს, რომელსაც ყოველდღე ევედრება, რომ მისი შვილები მშივრები არ დარჩნენ.“

  – ინა, მოდი ჩვენი საუბარი გავაგრძელოთ! გვითხარით, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად რა გჭირდებათ? როდესაც ჩვენს მკითხველებს თქვენს ოჯახს გავაცნობთ, გვერწმუნეთ, თქვენი ცხოვრება შეიცვლება!

ინა: წამიკითხავს, რა სასწაულები შეემთხვათ მათ, ვინც ჩერნოვეცკის ფონდს მიმართა. სწორედ ამიტომ გავბედე და… უბრალოდ ახლა, მარტო, ვერაფრით გავუმკლავდები. იმ ნივთების შეძენას, რომლებიც ძალიან გვჭირდება, ჩვენით ვერასდროს შევძლებთ.

  – ჩვენს მკითხველებს მიმართეთ! რა გჭირდებათ?

  ინა: პირველ რიგში, – სარეცხი მანქანა! ხუთი პატარა ბავშვის ტანსაცმლის ხელით რეცხვა წარმოუდგენლად ძნელია… მაცივარი, საწოლები ბავშვებისთვის… ძველებში უკვე ვეღარ ეტევიან… და ძალიან, ძალიან გვჭირდება ტანსაცმელი და ფეხსაცმელი… უბრალოდ ძალიან მეცოდებიან, დახეულ ჩუსტებში დადიან… სულ ესაა! ა, ჰო! საკვებიც და საფენებიც, თუ თავხედობაში არ ჩამომართმევთ. ახლა კი მართლა მოვრჩი!

„მალე აცივდება, ბავშვებს კი, ჩუსტების გარდა, არაფერი აქვთ.“

***

მეტი რაღა ვთქვათ? რაღა დავამატოთ? ამ ოჯახს მხარში როგორ დავუდგეთ და ტანჯვა როგორ შევუმსუბუქოთ? ადამიანმა სხვა რამეზე როგორ უნდა იფიქრო, როდესაც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ბავშვები, რომლებიც საღეჭ რეზინზე ოცნებობენ? საღეჭ რეზინზე, ხალხნო, რადგან ის მალე არ თავდება და შეგიძლია მთელი დღე ღეჭო! ბავშვები ჭამის იმიტაციას ქმნიან… ჟრუანტელი მივლის!  

ოჯახს ყველაფერი სჭირდება: სურსათი, ჰიგიენური საშუალებები, სარეცხი მანქანა, მაცივარი, ტანსაცმელი და საწოლები. გვჯერა, რომ საჭირო ადამიანებამდე ეს ამბავიც მივა. ჩვენ ამის იმედი გვაქვს! ჩვენი სიტყვები კეთილ გულებს ხომ ყოველთვის პოულობს?!

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და იხარეთ იმით, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!

მოდი გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ გულწრფელად სჯერათ თითოეული ჩვენგანის სულიერი სიკეთის. ნუ გაუცრუებთ იმედს ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!

მათი მონახულება და დახმარების პირადად გადაცემა თავად შეგიძლიათ მისამართზე: თბილისი, ფონიჭალა, ვაგზლის ქ. №57ა

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!

  აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ესებუების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!

დალოცვილები ყოფილიყავით!

სიხარულს ვაშლის, ფორთოხლისა და ჟოლოს გემო აქვს
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ნეტა რას აკეთებს იქ შენი ძამიკო ანდრია? ახლა, დანი ჭამას  დაამთავრებს და წავალთ, შევხედავთ
– დე-ე-ე-და, დე-ე! შენ ანდრიას მიეცი ნება, ფაფის ყუთები აიღოს? მიაქვს და იატაკზე ალაგებს.
– თავი დაანებე, მარი, აცადე თამაში.
– ახლა, თავის სახლი შოკოლადის და ქოქოსის ნამცხვრებით მორთო. მაინც ვაცადო?
დედა ინა თავს ვეღარ იკავებს და გულიანად იცინის. პატარა დანიელიც იღიმის მასთან ერთად. ბოლომდე არ ესმის რაზეა საუბარი, მაგრამ თავისი ფაფის ყუთები კი იცნო.
გემრიელი ფაფა და ორცხობილები იმდენი უნდა იყოს, რომ შეძლონ ყველაფრის აშენება, რაც მოუნდებათ: სასახლეების, სახლების, ხიდების!.. ახლა, ესებუების ოჯახში, ბავშვებს შეუძლიათ ასეთი ტკბილი კონსტრუქტორით თამაში. გარდა ამისა, თქვენი დამსახურებით, ახლა მათ, სუფთა ტანსაცმლით სიარულის, ტკბილად და კომფორტულად ძილის ბედნიერებაც აქვთ. გადავეცით თქვენი მთავარი საჩუქრები: დედას, ინას სარეცხი მანქანა, ბავშვებს კი – ორსართულიანი საწოლი.
გაიხსენეთ მათი ისტორია:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/793-esebua/
ყოველთვის, ნებისმიერ მომენტში, როდესაც სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ, შეგიძლიათ მოინახულოთ ოჯახი და კვლავ დაეხმაროთ. მათი პრობლემები, ერთ დღეში ხომ ვერ გაქრებოდა.

 „ახლა ტანსაცმელს შევალაგებ და თავისით გაირეცხება“

– ინა, მოდით, ჯერ ბავშვებზე ვისაუბროთ, ეს ყველაფერი ხომ მათთვის გაკეთდა. როგორ შეხვდნენ საჩუქრებს?
ინა: ოჰ, აღარ იცოდნენ, რა ექნათ სიხარულისგან. (იღიმის.) ხტუნაობდნენ, იცინოდნენ, მეხუტებოდნენ, ყირაზე გადადიოდნენ. მეუბნებოდნენ: „რა მაგარია, დედა! ახლა აღარ გაწვალდები“. სიგიჟემდე გაუხარდათ ორსართულიანი საწოლი. მაგრამ, ძლივს გაიყვეს: „არა, მე დავწვები აქ, არა მეო“, – დიდხანს კამათობდნენ. (იღიმის.) ადრე, ბავშვებს ჩემთან ერთად ეძინათ. ძალიან ვიწროდ ვიყავით, ღამით ერთმანეთს აწუხებდნენ, ვერ ეტეოდნენ. ცუდად გვეძინა ყველას. ახლა, რა შედარებაა?! ცალ-ცალკე სძინავთ, რბილ ლეიბებზე, ახალ საწოლზე.
მარიამი (6 წლის): ფაფები ძალიან გემრიელია. თქვენ ხომ ისინი დანიელისთვის და ანდრიასთვის მოიტანეთ მაგრამ, ყველამ გავსინჯეთ. (იღიმის.) ჩვენთვისაც შეიძლება, მხოლოდ პატარებისთვის კი არა. ფაფებიც ბლომად არის, დანიელი ამდენს ვერ შეჭამს მარტო. ძალიან მოგვეწონა. კიდევ, სხვადასხვა სათამაშოები მოგვიტანეს: რბილი და ფუმფულა ცხოველები, ვარდისფერი ცხენი, მიკი მაუსი და პრინცესა. ყველაზე მეტად პრინცესა მომეწონა. ძალიან მიყვარს ელზა, ლამაზი თმა აქვს და კაბებიც.

„ამომიშვი! ამ საწოლზე მე ვიძინებ!“

– მარი, საღეჭი რეზინი რომ გინდოდა, მიიღე?
მარიამი: კი-ი-ი-ი! და კიდევ, იცი, რამდენი რამე?! ბევრი სხვადასხვანაირი საღეჭი რეზინი მომიტანეს! ვაშლის, ჟოლოს, ბანანის, და ფორთოხლის გემოთი! და კიდევ, ნესვის. ვგიჟდები, ისე მიყვარს. ისეთ კარგ ხასიათზე დავდექი. სახლში ყველას გავასინჯე, ანდრიას და დანიელის გარდა. მათთვის არ შეიძლება. კიდევ, იცი რა მომეწონა?
– ჯერ არ ვიცი.
მარიამი: ახლა, დედიკოს ნაზი ხელები აქვს. ადრე კი, სულ უხეში ჰქონდა.
ინა: შეამჩნია. (იღიმის.)
მარიამი: კი, ლოყაზე რომ მეფერებოდა, სულ მკაწრავდა. იმიტომ, რომ დედა ჩვენს ტანსაცმელს ცივ წყალში რეცხავდა. არ ჰქონდა ისეთი ხელები, როგორიც სხვა დეიდებს აქვთ. ახლა, აღარ აკეთებს ამას. სარეცხი მანქანა მიეცით და ჩემი დედიკო, ისე ძალიან აღარ იღლება.

ამ საწოლზე წოლის პრეტენზია ანდრიასაც აქვს

– ასეთი ცვლილებები ძალიან გვახარებს, ინა.
ინა: დიდ ოჯახში, სარეცხი მანქანის გარეშე, წელში გაწყდები. ჰაერივით მჭირდებოდა. ზამთარში, ხუთი ბავშვის ტანსაცმლის ხელით გარეცხვა ძალიან ძნელია.
ელემენტარული ნივთების გარეშე, ცხოვრება ძალიან მძიმეა. ასე დიდხანს ვცხოვრობდით. ვიტანჯებოდით საწოლების გარეშე. ყველაზე მეტად კი, ის მიხაროდა, სრულიად უცხო ადამიანებს, ასე რომ შესტკივათ გული ჩემს ოჯახზე! ახლა განწყობაც სხვანაირი მაქვს, იმედი გამიჩნდა. სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ გაგვიმართლა. რამხელა სიყვარული გვაჩუქეს! ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო!

კარგი, აღარ ვიჩხუბოთ. ყველანი დავეტევით

– ინა ახლადშეძენილი მეგობრებიდან, ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრდათ? განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?
ინა: პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენთან სრულიად უცხო ადამიანები მოდიოდნენ. ბავშვებისთვის მოჰქონდათ ტანსაცმელი, სათამაშოები, პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები. ეს ისეთი უჩვეულო და გასაკვირია! ნათია ჯაყელმა გადმოგვცა ორი ლეიბი, ორი ბალიში, საბანი და ტანსაცმელი. ამხელა სიკეთესა და ყურადღებას, არასდროს დავივიწყებ. კიდევ ერთი მამაკაცი იყო მოსული, ბოდიშს ვუხდი, არ მახსოვს . ნამდვილი დღესასწაული მოუწყო ბავშვებს: მოიტანა ფუმფულა სათამაშოები, თოჯინა მარიამისთვის.
ბოლოს ნინო მოვიდა, პროდუქტით სავსე ჩანთებით. რა არ მოუტანა ჩემს შვილებს: შოკოლადი, ორცხობილა, ჩიპსი, საღეჭი რეზინები, ჟელეს კანფეტები. ისეთი ტკბილეული იყო, რომელიც ნებისმიერ ბავშვს გაუხარებდა გულს, მე კი, ამ ყველაფრის ყიდვის საშუალება არასდროს მქონია. მარიამმა თავისი საღეჭი რეზინები რომ დაინახა, კივილი დაიწყო სიხარულისგან.
მინდა, მადლობა გადავუხადო აბსოლუტურად ყველას, ვინც ჩემი შვილები ასე ძალიან გაახარა. უამრავია ასეთი ღვთისგან დალოცვილი ადამიანი.

 „უკვე ყველაფერი სუფთაა, დედიკო კი, არც დაღლილა“

– ადგილობრივმა მთავრობამ თუ მოიმოქმედა რამე? ჰქონდათ რაიმე სახის რეაქცია ამ პოსტის შემდეგ?
ინა: სიჩუმეა, არავინ შეგვხმიანებია. სახელმწიფო თავს ზედმეტად არ შეიწუხებს. სოციალურ დახმარებას გირიცხავენ, საჭმელს გაძლევენ უფასო სასადილოში და უნდა იკმარო. ადგილობრივი მთავრობა, წელიწადში ზუსტად ორჯერ გვეხმარება: საახალწლოდ და სააღდგომოდ. პროდუქტი და ტკბილეული მოაქვთ. დღესასწაულები მთავრდება, საჭმელი კი, სულ არის საჭირო. მაგრამ ვისაც მოსმენა არ სურს, როგორ აუხსნი ამას?

 „ე, ნახეთ, რა შემიძლია! კიდევ ორი ყუთი მჭირდება“

– ინა, რას ნიშნავს თქვენთვის მკითხველების დახმარება და თანადგომა?
ინა: თქვენ მითხარით, რომ არც სიკეთე, არც ადამიანობა არსად გამქრალა. ასეთ დროსაც კი. მაინც, ერთიანია ქართველი ხალხი. თავადაც პრობლემები აქვთ, სირთულეები, და მიუხედავად ამისა, მზად არიან გული გაუხსნან მოყვასს. შესაძლოა იმიტომ, რომ თავადაც გამოვლილი აქვთ გაჭირვება. ყველაზე თბილები და მზრუნველები ხართ. იმის იმედი მომეცით, რომ ყველაფერი კარგად იქნება ჩემი შვილების ცხოვრებაში. შევძლებ, ფეხზე რომ დავაყენო. ღმერთმა დაგლოცოთ!

ანდრიას აშენებული ცათამბჯენი

– რა პრობლემები დაგრჩათ, ინა? რა გჭირდებათ ოჯახში ყველაზე მეტად?
ინა: მაცივარი ცუდად მუშაობს, ხშირად ითიშება, არ ვიცი, რა სჭირს, კიდევ რამდენ ხანს იმუშავებს. იქნებ ვინმე მომეხმაროს მის შეკეთებაში? რამე კარადა გვჭირდება, ან კომოდი, ტანსაცმლისთვის. მხოლოდ ერთი დამტვრეული ტახტი გვაქვს და იქ ვინახავ ნივთებს. მაგრამ, ყველაფერი არ ეტევა. ამიტომ, კარადები მართლა, ძალიან, ძალიან გამომადგებოდა.

 „ახლა კი, შენ შეგჭამ! დავიღალე შრომით“

მარიამი: შეიძლება, ბავშვებმაც გითხრათ, რა გვჭირდება?
         – ოჯახის ყველა ბავშვის სახელით გინდა, ისაუბრო? თქვი, რა თქმა უნდა.
მარიამი: მე და გიორგის.
გიორგი: შეიძლება, სახატავი ნაკრები და ფურცლები რომ გთხოვოთ? ცოტა გვაქვს და არ გვყოფნის. მარიამს ძალიან უყვარს ხატვა, მაგრამ ფანქრები და ფურცლები ცოტა აქვს. ძალიან უფრთხილდება, ეშინია, მალე არ გაუთავდეს.
მარიამი: მმმ… ბავშვებს გვჭირდება ერთი ტელეფონი ყველასთვის. გეტყვი, რისთვისაც გვჭირდება. “Tik Tok”-ში და ინტერნეტში გვინდა შესვლა. შეიძლება? ძვირი ხომ არ არის?
– ჩვენ ბავშვების სურვილების გვერდიც კი გვაქვს. გსმენია ამის შესახებ რამე? 
მარიამი: მაშინ, ჩვენც იქ ჩაგვწერეთ, თუ შეიძლება.

„მეც მომცეს „პეჩენია“. ისინი ხომ ჭამენ ჩემს ფაფებს“

***
წარმოიდგინეთ, ბავშვები იშვიათად ხატავენ იმიტომ, რომ ეშინიათ, ფანქრები და ალბომები არ გამოელიოთ! ოჯახს სჭირდება კარადები. უბრალო თაროებიც კი, საკმარისი იქნება, ტანსაცმელი რომ დაალაგონ. მუდმივად სჭირდებათ პროდუქტი და პამპერსი. მოდით, კიდევ ერთხელ დავუმტკიცოთ ესებუების ოჯახს, რომ უანგარო დახმარება არსებობს, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით, ბევრი სირთულის დაძლევა არის შესაძლებელი.
სიკეთე, რომელსაც ვაკეთებთ, აუცილებლად ბრუნდება. უფალი დიდია, ის ყველაფერს ხედავს.
         სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!       
         მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
         თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ესებუების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/793-esebua/ 
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
          არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
         სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
         ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ოქტ 29
სარეცხი მანქანა
580.00₾
2021 დეკ 02
საწოლი
700.00₾
2021 დეკ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
320.00₾
2022 აგვ 22
პროდუქტები
180.25₾

სულ ხარჯები:

1780.25₾

დარჩა:

0.47₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.07.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.07.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.06.2022 20:00:00
₾21.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.06.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.06.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.06.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.06.2022 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.06.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.06.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.06.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.05.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2021 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾1,780.72

125 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,780.72

125 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება