რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
შეიძლება თქვენთვის ბედნიერება რაღაც განუზომელი, ენით აღუწერელი და მიუღწეველია. მარტივი რაღაცების სიტყვებით ახსნა ზოგჯერ ძალიან რთულია, მაგრამ რვა წლის დემურიმ ზუსტად იცის, რა არის ბედნიერება. ეს არის სახლი, პელმენები და ველოსიპედი! მას მხოლოდ ერთი და უბრალო ოცნება აქვს – იცხოვროს ისე, როგორც სხვა ბავშვები ცხოვრობენ.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ბედნიერება არის სახლი, პელმენები და ცოტა ველოსიპედი!
კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!
შეიძლება თქვენთვის ბედნიერება რაღაც განუზომელი, ენით აღუწერელი და მიუღწეველია. მარტივი რაღაცების სიტყვებით ახსნა ზოგჯერ ძალიან რთულია, მაგრამ რვა წლის დემურიმ ზუსტად იცის, რა არის ბედნიერება. ეს არის სახლი, პელმენები და ველოსიპედი! მას მხოლოდ ერთი და უბრალო ოცნება აქვს – იცხოვროს ისე, როგორც სხვა ბავშვები ცხოვრობენ.
„დამტვრეული მანქანა სათამაშო არაა თუ?.. უფროსები ყოველთვის ყველაფერს ართულებთ!“
„გული უფროსებივით კი არ მტკივა, რომ წამალი ვსვა… სხვანაირად მტკივა“, – ამბობს ის. იცით, რისგან შეიძლება სტკიოდეს გული 8 წლის ბიჭუნას? როცა ზაფხულში, 19 ივნისს, დაბადების დღე ჰქონდა, მაგრამ იცოდა, რომ არანაირი დღესასწაული არ ექნებოდა; თუმცა გულის სიღრმეში მაინც ჰქონდა იმედი, რომ დედა პაწაწინა ტორტს მაინც აჩუქებდა; მაგრამ დედა უბრალოდ ჩაეხუტა და უთხრა: „გილოცავ! ძალიან მიყვარხარ და ძალიან ვეცდები, რომ შემდეგ ჯერზე ტორტი გამოგიცხო.“ მაგრამ ეს „შემდეგი ჯერი“ ვერა და ვერ დადგა.
დემური თითქოს უკვე დიდი ბიჭია, რვა წელი შეუსრულდა, მაგრამ თავი მაინც ვერ შეიკავა და პატარასავით ატირდა: „რატომ აქვთ სხვებს ყველაფერი, მე კი არაფერი?“ – ჯერ ტიროდა, მერე კი შეწყვიტა. აზრი? დემურიმ იცის, რომ ტირილით საქმეს ვერ უშველი.
„ცოტა უსამართლობაა: ზოგს ყველაფერი აქვს, სხვებს კი არაფერი“
დიახ, ახალს ამჯერადაც ვერაფერს მოგიყვებით. კლასიკური ჟანრი: ხუთი შვილი, დედა და მამა; ძველი, ჩამოშლილი სახლი; დახმარება, რომელიც არაფერზე ჰყოფნით. ნაცნობი სიუჟეტია, არა? რა თქმა უნდა, ნაცნობია! ასეთი ერთი ათასჯერ მაინც გვაქვს მოყოლილი; მაგრამ ყველა ეს ამბავი ერთმანეთს იმდენად ჰგავს, რომ მშობლების და შვილების სახელები რომ შევცვალოთ, სრულიად ახალი ამბავი გამოვა, ახალი ოჯახის შესახებ. მაგდა 12 წლისაა, დემური რვის, მერე ბეჟანი მოდის, რომელიც 6 წლისაა; მერაბი ჯერ 2 წლისაც არაა, ყველაზე პატარა, გიორგი კი აგვისტოში მოევლინა ქვეყანას. მან ჯერ არ იცის, რომ ძალიან მალე, ისიც ლუკმა პურზე იოცნებებს თავისი და-ძმასავით… და არც ის იცის, რომ საქართველოში, მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახში დაიბადა, – ეს კი დიდი სასჯელია.
საქართველოში, სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადება ყველაზე დიდი სასჯელია
მარიამი: საშინლად არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ გამოსავალი აღარ მაქვს. ყველა მაღაზიაში ვალი მაქვს; რაც შემეძლო, ყველაფერი მეზობლებს გამოვართვი. ის საწოლიც კი, რომელზეც ხუთ შვილთან ერთად ვწევარ, მეზობელმა მათხოვა… და ეს ორი დღის სამყოფი ლობიოც, რომელიც დღეს მოვუმზადე ბავშვებს, კეთილი ხალხის საჩუქარია. ბავშვებს ცარიელი პურის ჭამა უკვე აღარ შეუძლიათ!
– მარიამ, ყოველთვის გადარჩენის ზღვარზე იყავით თუ იყო დრო, როცა ასე ძალიან არ გიჭირდათ?
მარიამი: ასეც ყოფილა… მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემს ქმარს ფეხის თითები მოაჭრეს, ის შრომისუუნარო გახდა… თუმცა ფიზიკურად შრომა მანამდეც უჭირდა, რადგან ბავშვობიდან ინვალიდია. ცალი ხელ-ფეხი პარალიზებული აქვს. მასაც პატარა ბავშვივით სჭირდება მოვლა.
– თქვენ თუ ახერხებდით მუშაობას?
მარიამი: დიახ. სანამ მერაბი და გიორგი მეყოლებოდა, სოფელში, მინდორში ვმუშაობდი. ხან მიწის დამუშავება სჭირდებოდა ვიღაცას, ხან დათესვა, ხან მოსავლის აღება… რაც შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდით. იცით, ქალები ძალიან ამტანები არიან და როცა საქმე მათ შვილებს ეხება, მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, ოღონდ ბავშვები შიმშილით არ დაიხოცონ.
– რაზე გყოფნით სოციალური დახმარება?
მარიამი: ერთ ტომარა ფქვილზე, მაკარონზე და მზესუმზირას ზეთზე. ცომს ვზელ, პურს ვაცხობ და ბავშვები მხოლოდ ამას ჭამენ. მთელი დღე პური უჭირავთ ხელში.
„მალე მოიხარშე, ვეღარ ვითმენთ!“
„ახლა შეშას დავამატებთ და ჩვენი ლობიო უფრო მალე მოიხარშება“.
ბეჟანი (6 წლის): სავახშმოდ დარჩები? დედა დღეს ლობიოს აკეთებს. ნახე, რა გემრიელია! გაგიყოფ! ახლა შეშას დავამატებთ ღუმელში და უფრო მალე მოიხარშება. ლობიო გიყვარს?
– ძალიან მიყვარს! ლობიოს გარდა კიდევ რა გიყვარს?
ბეჟანი: სათამაშოები, მაგრამ არ მაქვს…
მაგდა (12 წლის): დეიდამ საჭმელზე გკითხა. შენ რა, სათამაშოების ჭამა გიყვარს?
ბეჟანი: ა-ა-ა! მეგონა ზოგადად მეკითხებოდა, რა მიყვარს. არ ვიცი, ყველაფერი მიყვარს. ჭამა კარგია!
„საჭმლის სხვებისთვის გაზიარება რომ არ მიწევდეს, ორას პელმენს შევჭამდი!“
მაგდა: მე კიდევ პელმენები მიყვარს. ალბათ მთელ ქვაბს შევჭამდი… მაგრამ არ ვიცი, არ მიცდია. ჩვენ ხომ ყველაფერს თანაბრად ვიყოფთ! ყველაზე ბევრი, რაც მიჭამია, შვიდი ცალია, მაგრამ ალბათ ორას ცალს მოვერეოდი!
– პელმენების ჭამაში რეკორდსმენი გინდა გახდე?
მაგდა: არა, ექიმობა მინდა, რომ გაჭირვებულებს უფასოდ ვუმკურნალო… მდიდრებს კი ფულს გამოვართმევ… თორემ ჩვენნაირ ხალხს მკურნალობა არ შეუძლია. აი, მამას ფეხებზე თითები ულპებოდა, ჩვენ კი ფული არ გვქონდა, რომ მისთვის ოპერაცია გაგვეკეთებინა და ექიმებმა გვითხრეს, საჭირო თანხას დროზე თუ არ მოაგროვებთ, მისთვის ფეხის მოჭრა მოგვიწევსო… მაგრამ ფულის მოგროვება როგორღაც მოვახერხეთ და მამას მხოლოდ ერთი თითი მოაჭრეს. აი ასე! ცუდია, როცა ღარიბი ხარ…
„როცა პირველყოფილი ადამიანივით ცხოვრობ, წყლისა და საკვების გარეშე, ოცნება დიდად არ გამოგდის.“
– ექიმი რომ გახდე, ძალიან ბევრი უნდა ისწავლო, ხომ იცი? კარგად სწავლობ?
მაგდა: როგორ გითხრათ?.. ძალიან ვცდილობ. ძალიან-ძალიან!
– და რაზე ოცნებობ?
მაგდა: არ ვიცი… რაზე შეიძლება ვიოცნებო? ა, ჰო, ვიცი! ახლავე გეტყვი, მოიცა…
(მაგდა თვალებს ხუჭავს. ალბათ უნდა უკეთ დაინახოს გამოსახულებები, რომლებიც ოცნებებში არაერთხელ წარმოედგინა.)
ლამაზ დაბადების დღეზე ვოცნებობ: ყველგან ბუშტებია, ყველაფერი ლამაზია. მეც ლამაზი კაბა მაცვია. მეგობრები მყავს სტუმრად და დედას დიდი ტორტი მოაქვს, რომელზეც სანთლები ანთია… არც ტორტი მქონია ოდესმე და არც სანთლები. 15 იანვარს 13 წლის გავხდი, მაგრამ 13 წლის განმავლობაში ტორტზე სანთლები ერთხელაც არ ჩამიქრია. მინახავს, როგორ აკეთებენ ამას სხვა ბავშვები, როგორ უთქვამენ სურვილებს, მაგრამ მე მსგავსი არაფერი მქონია.
„ვოცნებობ ტორტზე სანთლები ერთხელ მაინც ჩავაქრო“
დემური (8 წლის): მაგაზე მეც ვოცნებობ! ოღონდ ეს გოგოს რაღაცები საჭირო არაა. უბრალოდ ტორტი რომ იყოს და ხაჭაპური… და რამე გემრიელი… და საჩუქრები რომ მაჩუქონ. ჩემთვის საჩუქარი ერთხელაც არავის უჩუქებია. მინდა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვიყო სხვა ბავშვებივით…
– და სხვა ბავშვები როგორ ცხოვრობენ?
დემური: დიდიუსამართლობაა, როცა სხვებს ყველაფერი აქვთ, ჩვენ კი არაფერი. ზოგჯერ ლამის ვიტირო… მაგრამ მე ხომ კაცი ვარ?! კაცებისთვის ტირილი არ შეიძლება!
„ქვები სათამაშოების ნაცვლად… მაგრამ მათგან ციხესიმაგრეს ვერ ააშენებ“
ბეჟანი: ჩემი დაბადების დღეც მალე მოვა, 27 ოქტომბერს! არც ტორტი მინდა, ოღონდ ლურჯი ველოსიპედი მქონდეს.
– დედას როდის აქვს დაბადების დღე? მას რა უნდა საჩუქრად?
მარიამი: კარგით, რა! რაის დაბადების დღე?! ძალიან უხერხულად გამოვიდა, – ბავშვებს იმდენი რამ უნდათ, ჩემი ერთადერთი საზრუნავი კი მათი პურით გამოკვებაა… ღმერთო, ასე ცხოვრება როგორ შეიძლება?! მაგრამ ჩემი მთავარი ოცნება საკვებია, – რომ საკვები ყოველთვის გვქონდეს.
აი, სად იმალება ყველაზე გემრიელი და ცელქი „პელმენი“.
– მეც და მკითხველებსაც ძალიან გვაინტერესებს, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად? ალბათ არის ისეთი რაღაცები, რასაც საკუთარი ძალებით ვერ იყიდით…
მარიამი: სარეცხი მანქანა, ტელევიზორი და მაცივარი სიზმარშიც კი არ დამესიზმრება. საწოლებიც ძალიან გვჭირდება. ხუთ შვილთან ერთად ერთ საწოლზე მძინავს, ჩემი ქმარი კი ტახტზე წევს. მეზობლები რომ არა, ალბათ ჩვენგან მხოლოდ ძვლები დარჩებოდა.
– ძალიან რთულია თქვენი მდგომარეობის წარმოდგენა. თან ჩვილსაც რამდენი რამ სჭირდება…
მარიამი: დიახ… როცა ორსულობის შესახებ შევიტყვე, იმდენი ვიტირე… ჩემი პატარა ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რა რთული ცხოვრება ელის წინ…
„ჩემმა პატარამ ჯერ კიდევ არ იცის, რა რთული ცხოვრება ელის წინ…“
– მარიამ, თქვენი ოჯახის ამბავს თითქმის მთელი საქართველო წაიკითხავს. მათთვის რამის თქმა ხომ არ გსურთ?
მარიამი: მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი: ბედნიერების უფლება ყველა ბავშვს აქვს…
ბეჟანი: და ყველა ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს ველოსიპედი, სათამაშოები და საჭმელი! კარგი, მორჩით ახლა! ჩვენი ლობიო მოიხარშა და ძალიან გვშია. ხელები დაიბანეთ და შემოგვიერთდით!
***
ღმერთო, ბავშვებს საჭმელი არაფერი აქვთ, მაგრამ მზად არიან, ადამიანს უკანასკნელი უწილადონ. ამას სკოლაში არ ასწავლიან. სისხლში თუ არ გაქვს, ამას ვერც ისწავლი. ალბათ გაზიარება ყველაზე კარგად იმას გამოსდის, ვისაც არაფერი აქვს, რადგან მან სიკეთის ფასი კარგად იცის. როგორც მარიამმა თქვა, მათ კეთილი ხალხი რომ არ უზიარებდეს ლუკმა პურს, ისინი ალბათ ცოცხლები აღარ იქნებოდნენ. დაფიქრდით ამაზე! ახლა ყველაფერი კარგად გვაქვს, მაგრამ ჩვენი ცხოვრება შეიძლება ნებისმიერ წამს შეიცვალოს და უცხო ადამიანების დახმარება შესაძლოა ჩვენი უკანასკნელი იმედი იყოს!
მეგობრებო, შავიძეების ოჯახს დამხმარე სხვა არავინ ჰყავს. მათი უკანასკნელი იმედი სრულიად უცხო ადამიანები არიან. დედა შვილების გამო ძალიან დარდობს, რადგან ცარიელ პურზე ისინი დიდხანს ვერ გაატანენ.
შავიძეების ოჯახს ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდება: საკვები, ჰიგიენური საშუალებები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საწოლები. საერთო ძალებით შეგვიძლია ამ უბედურ ოჯახსაც ისე დავეხმაროთ, როგორც ათასობით სხვა ოჯახს საქართველოში, რომლებიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდნენ.
მათი მონახულება და დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: ზესტაფონი, სოფ. ილემი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და იხარეთ იმით, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!
მოდი გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ ჩვენი სჯერათ! ნუ გაუცრუებთ იმედს ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!
აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: შავიძეების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე?!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!
დალოცვილები ყოფილიყავით!
,,დე… დედა! ნახე, რამდენი რამ მოგვიტანეს! რა მაგარია!“ – შესძახა 12 წლის მაგდამ, როდესაც უზარმაზარი ყუთები დაინახა…
,,მერაბიკოს ფაფის ყუთები ისე მოსწონს, რომ ხელს არ უშვებს. წარმომიდგენია, როდესაც გასინჯავს, როგორ მოეწონება!“
,,ერთი სული მაქვს, როდის დავამონტაჟებთ“
,,ვააა… ბიჭო, ჩართე რა დროზე, ვეღარ ვითმენ!“
,,თუ მერაბიკო ამობს ,,კატა, კატაო“ ესე იგი, მოსწონს და ბედნიერია“
,,თითქოს, თოვლის ბაბუა გვესტუმრა, იმდენი კანფეტები და ,,პეჩენიები“ გვაქვს სახლში…“
თქვენი პოსტის გამოქვეყნებამდე, ჩვენი გაჭირვებით, ჩვენი პრობლემებით, ვიყავით „უხილავი ადამიანები“. ახლა კი, შეწუხდა უამრავი ადამიანი – ამხელა თოვლში ამოგვაკითხეს და გულუხვად დაგვასაჩუქრეს.
,,როდესაც დავამონტაჟებთ, ღამით ხელით რეცხვა აღარ მომიწევს“
სულ ხარჯები:
1829.68₾დარჩა:
0₾