რა სჯობს, ცოცხლად დაწვა, თუ შიმშილით და სიცივით სიკვდილი?
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„ნახე, დეიდა, ახალი წელი დავხატე, იმიტომ, რომ დედამ თქვა, წელს ჩვენთან ახალი წელი არ მოვაო. მართალია? ზოგისთვის მოდის და ზოგისთვის არა?“
მართლა ასე ხდება, მეგობრებო? შაინიძეების ოჯახის ტრაგედია 2021 წლის 21 მარტს დაიწყო. ერთმა ნაპერწკალმა მათი სახლი ფერფლად აქცია, ცხოვრება კი – კოშმარად. ერთმა ნაპერწკალმა, შვიდი წლის იზაბელას, ხუთი წლის რეზის, სამი წლის აზამინას წაართვა ბავშვობა, მათ მშობლებს კი – სულიერი სიმშვიდე.
ერთი ნაპერწკალი – და დადგა ამქვეყნიური ჯოჯოხეთი!
ბავშვებმა ხანძრის მერე ისეთი სტრესი მიიღეს, რომ ვეღარ ლაპარაკობდნენ
„ბალიში მქონდა და საბანი, მახსოვს. თბილი იყო. ახლა კი აღარ მაქვს. დედასაც ჰქონდა და ძმასაც. ახლა კი, ორს ერთი საბანი გვახურავს. თანაც, არ არის ისეთი თბილი“
„თოვლი რომ მოვა, მალევე მოდის ახალი წელიც. ამ დროს, ყველას საჩუქრებს ჩუქნიან. ახლა კი, ბებომ თქვა: „რა საჩუქრები, საჭმელიც არ გვაქვსო!“
როგორია, წამში დაკარგო ის ყველაფერი, რასაც წლები მოანდომე, რომ შეგექმნა? ყველაფერი, რაც ბედნიერი ცხოვრებისთვის, ოჯახი თაობების მანძილზე აგროვებდა? საშინელი, შემზარავი, შემაძრწუნებელი…
„მთავარია, რომ ყველანი ცოცხლები გადავრჩით“ – ამბობს სულიკო ბებია, თან ტირის. ზოგი საღამურებით გამოვარდა გარეთ, ზოგი ღამის პერანგით, ჩუსტის ჩაცმაც კი ვერ მოასწრეს. ყველაფერი ცეცხლმა შთანთქა!
მიტოვებულ ვეტპუნქტში დასახლდნენ, რომელსაც არ აქვს არც სახურავი, არც კარი, არც ფანჯრები. მეზობლები დაეხმარნენ, ზოგმა შუშები, ზოგმა კარები მისცა. მიაჭედეს, მიამაგრეს, ააგეს რაღაც ქოხის მსგავსი
არ იციან, ამ ზამთარს აქ როგორ გადაიტანენ. ცივა და სახიფათოა. ღრჭიალებს ყველაფერი და ყველგან წვეთავს… ცეცხლს გადაურჩნენ, მაგრამ როგორ გაუძლებენ ყინვას?
ახლა კი, ნება მომეცით, გაგაცნოთ ოჯახი, რომელიც აქ ცხოვრობს.
იზაბელა (7 წლის): მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი! მე იზაბელა ვარ, ეს წრიპები კი – ჩემი და და ძმა! ხანძრის მერე, ვეღარ ლაპარაკობენ. ზურამ ისედაც არ იცოდა ლაპარაკი, მარტო ტირილი იცის. როცა დედასთან არ არის, სულ ტირის.
– ყველაზე დამჯერი ვინ არის თქვენს შორის?
იზაბელა: რა თქმა უნდა, მე! აზამინა კი არ არის დამჯერი! ფეხშველა უყვარს სირბილი.
„ასე ირბენს სულ, თუ არ შეახსენე, რომ ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვას“
– ბიჭები დამჯერები არიან?
იზაბელა: სად გინახავთ დამჯერი ბიჭები? რა თქმა უნდა, არა!
– ესე იგი, თოვლის ბაბუა საჩუქრებს მხოლოდ შენ მოგიტანს? როგორ ფიქრობ?
იზაბელა: არ-ა-ა-ა, არ მინდა ასე. ბებომ თქვა, რომ წელს საჩუქრები არ გვექნება. ნაძვის ხეც კი არ გვექნება. მე კი, ძალიან მიყვარს ნაძვის ხის მორთვა. ეჰ…
„ულამაზესი ნაძვის ხეც კი დავხატე! იქნებ გაცოცხლდეს? როგორ ფიქრობთ?“
– საახალწლოდ რა საჩუქარს ინატრებ?
იზაბელა: ჩემთვის ფანდური მინდა. იცით ასეთი ინსტრუმენტი? სიმებიანია და მინდა დაკვრა ვისწავლო. რეზიკოსთვის სათამაშო ტრაქტორი მინდა, აზამინასთვის კი – თოჯინა. თვითონაც თოჯინას ჰგავს!
„ნუ გეშინიათ! ყველასთვის „მოვიოცნებებ“ საჩუქრებს!“
– ზურასთვის?
იზაბელა: იყოს მისთვისაც პატარა მანქანები, თორემ ისევ ტირილს დაიწყებს.
ამ ანგელოზისთვის, მისმა დაიკომ, პატარა მანქანები „მოიოცნება“. თქვენ რას აჩუქებდით?
იზაბელა: ბებოსაც ჰკითხეთ, მასაც უნდა რაღაც სადღესასწაულო საჩუქრები. ისიც კარგად იქცევა!
– სულიკო, მოგვიყევით, როგორ მოხდა ეს ყველაფერი? მერე კი, თქვენს ოცნებებზეც ვილაპარაკოთ.
სულიკო: კარგი სახლი გვქონდა, დიდი ოჯახი. ასეა თუ ისე, ვცხოვრობდით, რაღაცას ვახერხებდით, არ ვშიმშილობდით და სიცივით არ ვიხოცებოდით. დასაძინებელი ადგილიც გვქონდა და საჭმელიც. მერე კი, ცეცხლი გაჩნდა… ყველაფერი დაიწვა! აბსოლუტურად ყველაფერი! სახლიდან, კოვზის გამოტანაც კი ვერ მოვასწარით. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, კეთილმა ადამიანებმა გვაჩუქეს.
„ეს კარი და ფანჯრები, მეზობელმა აჩუქა. თორემ, შენობაში მხეცებიც შევიდოდნენ“
„არანაირი ავეჯი არ გვაქვს. ყველაფერი იატაკზე გვიდევს, ცელოფნის პარკებში“
„მთელი ჩვენი „სიმდიდრე“ ეს არის: ექვსი სკამი, ტაბურეტი, მაგიდა, ღუმელი და ორი საწოლი. რვა ადამიანზე: ოთხი ბავშვი, დედა, მამა, ბებია და ბაბუა. „ტერემოკზე“ ზღაპარს მოგაგონებთ“
„სახლში წყალი არ მოდის, და ყველაზე საშინელ ყინვაშიც, ყველაფრის რეცხვა, უწევთ ხელით, გაყინულ წყალში!“
„საპიფარეშომდეც იმხელა გზაა… ცხოვრება კი არა, ნამდვილი კოშმარია“
– და თქვენი ძველი სახლის აღდგენა, არანაირად არ გამოვა? აქ ხომ გაიყინებით! ნამდვილად სახიფათოა ბავშვების აქ ყოფნა!
სულიკო: დავიწყეთ აღდგენა, ბანკიდან სესხი გამოვიტანეთ – 12 000 ლარი. მაგრამ, ეს თანხა არ გვეყო. იმისთვის, რომ ყველაფერი მივიყვანოთ იმ მდგომარეობამდე მაინც, საცხოვრებლად რომ გამოდგეს, ალბათ, კიდევ ერთი ათი ათასი მაინც დაგვჭირდება
„ბანკი სესხს აღარ გვაძლევს, თვეში 600 ლარი გვაქვს გადასახდელი, მთელი ოთხი წლის განმავლობაში! ამ სესხს რომ დავფარავთ, კიდევ გამოვიტანთ, თუ მანამდე სიცივით და შიმშილით არ დავიხოცეთ“
– ექვსასი ლარი?! ოთხი წლის განმავლობაში?! ეს ხომ საშინელებაა! რით ცხოვრობთ?
სულიკო: სოციალურ დახმარებას ვიღებთ – 900 ლარს. აქედან 600 ბანკს მიაქვს, დანარჩენი 300 ლარით კი, ვცდილობთ ვიარსებოთ.
– რანაირად?
სულიკო: ფქვილს, შაქარს, მაკარონს და ზეთს ვყიდულობთ. სულ ეს არის! თუ ჩემმა შვილმა იმუშავა და რაღაცის მოტანა მოახერხა, ბავშვებს ხილი და ხორცი ექნებათ. თუ არა – ვართ ასე, ნახევრად მშივრები. მეზობლების დამსახურებაა, აქამდე შიმშილით რომ არ დავიხოცეთ.
– თქვენ ჩვენს ფონდს მიმართეთ იმის იმედით, რომ თქვენი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. თქვენი აზრით, რა არის აუცილებელი თქვენთვის, ამ ზამთარს თავი რომ გაიტანოთ?
სულიკო: სახლის აშენება არარეალურია, ვიცი. ძალიან გვჭირდება საწოლები, თბილი საბნები და ლეიბები. პროდუქტი, პროდუქტი და კიდევ ერთხელ პროდუქტი. კარადაც, ნივთების შესანახად. როგორც გითხარით, ყველაფერი ძირს გვიყრია. კიდევ, ძალიან გვჭირდება სარეცხი მანქანა. ვერც კი წარმოიდგენთ, გაყინულ წყალში რეცხვა როგორი წამებაა.
„რომ მიდიოდით, იზაბელა და რეზი გვეძახდნენ: „ჩვენთვის ახალი წლის მოტანა არ დაგავიწყდეთ!“
***
აი, კიდევ ერთი საახალწლო ისტორიაც მიუახლოვდა თავის დასასრულს. უფრო სწორად, ღმერთმა ნუ ქნას, რომ დასასრული ასეთი იყოს! ჩერნოვეცკის ფონდში კი, ვიცით, რომ იმ ოჯახების ცხოვრება, ვის შესახებაც ჩვენ გიამბობთ, ჯადოსნურად იცვლება, თქვენ კი ამ ისტორიებს კითხულობთ და თქვენს მეგობრებს უზიარებთ. და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, სინამდვილეა. გვჯერა, რომ რამდენიმე თვეში, ანგარიშს ჩაგაბარებთ ჩატარებულ სამუშაოსა და ამ ოჯახისთვის გაწეული დახმარების შესახებ. ისინი ღიმილით შეგვხვდებიან საკუთარ, თბილ, სახლში, თბილ ლოგინებში, სათამაშოებით. ახლა კი, გავერთიანდეთ, გული უფალს გავუხსნათ და მოვიქცეთ ისე, როგორც ის გვკარნახობს!
შაინიძეების ოჯახს ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდება. ყველაფრისთვის მადლობელი იქნებიან. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, სჭირდებათ პროდუქტი, პამპერსი, სარეცხი მანქანა, საწოლები და, რა თქმა უნდა, საჩუქრები იზაბელასთვის, მისი ძმებისთვის და დისთვის. სათამაშოები, გემრიელობები და ფანდური!
იქნებ, ეს ისტორია ისეთმა ადამიანებმა წაიკითხონ, ვინც შეძლებს სახლის აშენებაში დაეხმაროს ამ ოჯახს? ხომ შეიძლება, ასეთი სასწაულიც რომ მოხდეს? ჩვენთან ხომ არა ერთხელ მომხდარა?
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მისამართი: ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი სხალთა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ შაინიძეების ოჯახს, რომ სასწაულები ხდება, რომ მათაც შეიძლება ჰქონდეთ სხვებივით ლამაზი დღესასწაული! მათ ჩვენი სჯერათ! იმედს ნუ გავუცრუებთ. დავანახოთ, რაოდენ კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: შაინიძეების ოჯახი).
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე
https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!
დალოცვილები ყოფილიყავით!