ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედიკო, ჩქარა გაიღვიძე! ისევ მტკივა და მეშინია!

calendar მარტი 4, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ახლავე, ახლავე, ჩემო გოგონა, დედიკო მოდის!“ კარგია, ლიამ ძილბურანში ნინოს კვნესა და მოგუდული „დე-ე-ე“ რომ გაიგონა. გოგონა თავს ცუდად გრძნობს, მას კი სძინავს. „დე-ე-ე! დე-ე-ე!“ ამ ღამის კვნესაში შიშიც, წუხილიც და ტკივილიც ისმის. ლია ჩამოჯდა შვილის საწოლზე, სახეზე მოეფერა, ხელი ჩაჰკიდა და აკოცა: „დედა შენთან არის, ყველაფერი კარგადაა, გაგივლის!“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

დედიკო, ჩქარა
გაიღვიძე! ისევ მტკივა და მეშინია!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!


დედიკო რომ ჩამეხუტება, შიში და წუხილი ქრება

 „ახლავე, ახლავე, ჩემო გოგონა, დედიკო მოდის!“ კარგია, ლიამ ძილბურანში
ნინოს კვნესა და მოგუდული „დე-ე-ე“ რომ გაიგონა. გოგონა თავსცუდად გრძნობს,
მას კი სძინავს.

„დე-ე-ე! დე-ე-ე!“ ამ ღამის კვნესაში შიშიც, წუხილიც
და ტკივილიცისმის. ლია ჩამოჯდა შვილის საწოლზე, სახეზე მოეფერა, ხელი ჩაჰკიდა და აკოცა:
„დედა შენთან არის, ყველაფერი კარგადაა, გაგივლის!“

ნინო გაჭირვებით, მაგრამ მშვიდდება. ღმერთო! რა კარგია, დღეს შეტევა არ
ჰქონია. მადლობა, ღმერთო! ნინომ ცოტა ხანი მაინც დაიძინოს. დედა კი, გათენებამდე იჯდება.
არა უშავს…

თითქმის ოცი წელიწადია, რაც ლია უმკლავდება რეალობას რომელშიც მის საყვარელ გოგონას, ნინოს, აქვს ცერებრული დამბლა, რთულ ფორმაში. დღეები გადის, მაგრამ არაფერი იცვლება. გოგონა გაუნძრევლად წევს. ლიას პირველი ქალიშვილი მარიამი, არის სტუდენტი და წარჩინებული მოსწავლე. ასაკში, გოგონებს შორის სხვაობა, სულ რაღაც სამი წელია. დედის სიზმრებში, ისინი, მუდამ ერთად ატარებენ დროს, თამაშობენ და უსაზღვრო ენერგიას უზიარებენ ერთმანეთს. ცხადში კი, ერთ-ერთი მათგანი, არის ეტლს მიჯაჭვული და მოკლებულია ყველა ადამიანურ სიამოვნებას.
დაავადება ნინოს დაბადებისთანავე აღმოაჩნდა. სწორედ იმ წამიდან, დედის გულში დიდმა სევდამ დაიდო ბინა. ჩახედეთ თვალებში ამ დედას, და დაინახავთ, რომ ამ სევდას საზღავრი არ აქვს. და რამდენად ნათელია ის ამასთანავე! დარდმა, ტკივილმა და ძრწოლამ გულში იმედი ჩაუკლა. ლიას, ღმერთისა და ადამიანების გულკეთილობის სჯერა.

ნინო ძალიან
თბილი ბავშვია. მოფერება უყვარს

– ლია, უპირველეს ყოვლისა, ნინოზე ვისაუბროთ. როგორ გრძნობს ახლა თავს?
ლია: საბედნიეროდ, გონებრივი წინსვლა აქვს, მისი მეტყველებაც შედარებით გაუმჯობესდა – დაიწყო ცალკეული სიტყვებით ლაპარაკი. მაგალითად, როდესაც მხიარულ ხასიათზეა, ამბობს: ,,კარგია” , კოცნა რომ უნდა:“მპუა“. ადრე თუ ვერ ხვდებოდა, რას ვაჭმევდით, ახლა უკვე გვანიშნებს, რა მოსწონს და რა არა. არ უყვარს ფაფები და წვნიანები, ყოველთვის ტკვილეულის ჭამა ურჩევნია და გვანიშნებს კიდეც. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ამას ვერ აკეთებდა. ახლა კი, გონებრივი თვალსაზრისით, ნამდვილად შეინიშნება პროგრესი. მაგრამ ფიზიკურად, ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ძალიან.
მისი სისუსტე და ეპილეფსიური მდგომარეობა, (ანუ აქტიური შეტევები) ჯერ კიდევ გრძელდება. შესაძლოა, ძალიან მშვიდი დღე, როდესაც მხიარულ ხასიათზე იყო და არაფერს უჩიოდა, ძალიან მძიმედ რომ დასრულდეს. შეტევა შეიძლება ნებისმიერ წამს მოხდეს. ამ დროს, ნინო უსაზღვრო ტკვილის განიცდის. თითქოს სული ეხუთება და ამოსუნთქვას ვერ ახერხებს, ბორგავს და ოფლში იწურება. ისე საწყლად მეძახის, თითქოს უნდა რომ მითხრას: „დედა, გაიღვიძე, ჩქარა! მტკივა და მეშინია!“
შეტევებს, თან ფსიქოლოგიური პრობლემებიც ახლავს. გამუდმებით შფოთავს და ეშინია. რა თქმა უნდა, ეს შეტევები აშინებს მას! ბევრი ფსიქოტროპული წამალი და დიდი დროა საჭირო იმისთვის, რომ ნინომ თავი უწინდებურად იგრძნოს. შემდეგ კი, ყველაფერი ახლიდან იწყება. შეუძლებელია ამის კონტროლი.

ახლა, ნინო
უკვე გვაგებინებს, რის ჭამა უყვარს და რის არა

– იქნებ უფრო დაწვრილებით აგვიხსნათ, რაში გამოიხატება მისი სისუსტე? 
ლია: ვერ ინძრევა, ვერ ბრუნდება.  სულ ზურგზე წევს, გულაღმა. წარმოგიდგენიათ? ეტლში ჯდომაც უკვე ძალიან უჭირს, იმიტომ, რომ კიდურებზე აწვება და არ მოსწონს. ტკივილის გამო, თითქმის ყოველ საღამოს, ძალიან მსუბუქ მასაჟს ვუკეთებ. წუხს, იმიტომ, რომ წოლა სულ ერთ პოზაში უწევს. მისთვის გადაბრუნება, გადმობრუნება, ან ხელში რაიმეს დაჭერა – დაუძლეველი სირთულეა.
– რა პრობლემებთან არის დაკავშირებული, ნინოს ყოველდღიური მოვლა?
ლია: პირველ რიგში, ვიტყოდი იმას, რომ საჭიროა ძალიან დიდი ფიზიკური ძალა. მეც ასაკში ვარ და მის აწევას ვეღარ ვახერხებ. ნინო უკვე ძალიან მძიმეა, გაიზარდა და ფიზიკურადაც დიდია. უკვე აღარ მაქვს მისი გადაადგილების შესაძლებლობა, ამიტომაც, მარიამი, ჩემი მეორე შვილი მეხმარება. ფაქტობრივად, ორი ადამიანი, მის გადაადგილებას მთელ დღეს ვანდომებთ.

პრანჭიკელაა,
უნდა, რომ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეს

– დღევანდელი მდგომარეობით, რაიმე სახის სამედიცინო ჩარევის აუცილებელობა თუ არის?
ლია: ექიმების თქმით, მისი მკურნალობა ადრეულ ასაკში რომ დამეწყო, შესაძლოა, გარკვეულ შედეგსაც მივაღწევდით. მაგრამ, უკვე იმდენად დიდია, რომ მასაჟიც აღარ სიამოვნებს, გამოზომილად უნდა გაუკეთდეს. იმდენად ემოციური ბავშვია, მეეჭვება, რომ გაუძლოს რამეს.
მახსოვს, ერთხელ, ჩემმა გოგომ თქვა, რომ კბილი სტკიოდა, და მასაც მთელი დღე, ხელები სახეზე ჰქონდა შემოწყობილი, იმდენად განიცდის ყველაფერს. ასეთ მდგომარეობაში, სამედიცინო ჩარევა წარმოუდგენელია. თავად ვთქვი უარი, როდესაც მისი საფრანგეთში წაყვანა შემომთავზეს. ამას ვერ გავაკეთებ. მისთვის, ეს ნამდვილი ტანჯვა იქნება. ფიზიკურად ვერ გაუძლებს.

სიცოცხლის გაგრძელების სურვილს, მისი ღიმილი მაძლევს

– ქალბატონო ლია, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მოვლა, საკმაოდ დიდ თანხებს მოითხოვს. მარტო როგორ უმკლავდებით? რა არის თქვენი შემოსავლის წყარო? 
ლია: უკვე ვეღარაფერს და ვერანაირად ვერ ვუმკლავდები. (სევდიანად ამბობს.) ვერც ქირას, ვერც ბავშვის საკვებს, ვერც პამპერსსა და მედიკამენტებს.
პერიოდულად, მასაჟისტად ვმუშაობ ესთეტიკურ და სამედიცინო ცენტრებში. ძალიან ცუდი შემოთავაზებები ჰქონდათ, ამიტომაც, ამ ეტაპზე უმუშევარი ვარ. 
ადრე, სახელმწიფო გვეხმარებიდა, მაგრამ ახლა, არავინ არაფერს აღარ გვაძლევს. ერთადერთი, რასაც ვიღებთ, არის ნინოს პენსია – 275ლარი. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა იცხოვრო, როდესაც ოჯახის წევრი მიჯაჭვულია საწოლს და მუდმივი მოვლა სჭირდება? რომ ვმუშაობდი, მარიამი რჩებოდა მასთან, მაგრამ ახლა, ამის შესაძლებლობა, მასაც აღარ აქვს. სხვაგვარად ვერ ვიარსებებთ. ფაქტობრივად, 350 ლარი მარტო ბინის ქირაზე გვჭირდება, იქ, კომუნალური გადასახადები, ათასი რამ… თავდაუზოგავად ვშრომობდი, მართლა. დღეში 7-8 მასაჟს ვაკეთებდი და ფეხზე ვეღარ ვიდექი, სახლში რომ ვბრუნდებოდი. ახლა კი, ესეც აღარ გვაქვს, დაახლოებით ერთი თვეა, რაც იქიდან წამოვედი.

საკუთარი დაღლილობისა და დარდის გამოხატვა, ლიას მხოლოდ ჩვენთან შეუძლია.
შვილმა არ უნდა იცოდეს, დედა რას განიცდის

– ლია, ვხედავთ, ძალიან რთულ პირობებში რომ გიწევთ ცხოვრება. მთელი ტექნიკა გაფუჭებულია. შეგიძლიათ, ჩვენი ფონდის მეგობრებს უკეთ რომ აუხსნათ, ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?
ლია: მაცივარი არის განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში. თქვენც ხედავთ, რა დღეშია. ვეღარაფერს ვუხერხებთ, კარებიც კი მოსძვრა. სარეცხ მანქანაზე აგურის დადება გვიწვს, ისიც ფუჭდება. გაზქურაც ისეთია, რომ ვერაფერს გამოაცხობ, თითქმის არანაირი ტექნიკა არ გვაქვს, და რაც გვაქვს, ისიც აღარაფრად ვარგა.

ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არის მაცივარი

სარეცხ მანქანაზე აგურის დადება გვიწევს

ყველაფერში ჩანს სიღატაკე. სააბაზანოს კედლები ბინძური და ჟანგიანია, პადდონის
ნაცვლად ტაშტი დგას, ჩამჩის ნაცვლად კი, ძველი ჩაიდანი

– რა არის ნინოსთვის ყველაზე აუცილებელი? 
ლია: ყველაზე მეტად,  ნინოს სჭირდება წამალი ,,ეპიქსი’’ (500 მილიგრამიანი) რომელიც, საკმაოდ ძვირი ღირს. ამიტომ, მისი შეძენა, გადამყიდველებისგან გვიწევდა ხოლმე. მაგრამ, მაგასაც ვეღარ ვახერხებთ, მისი შოვნა უკვე თითქმის შეუძლებელია. აფთიაქში კი, იმდენად ძვირია, რომ მისი ყიდვა წარმოუდგენელია ჩვენთვის. ყველაზე მეტად, გვჭირდება პამპერსი. ზოგჯერ, იძულებული ვარ, პირსახოცზეც კი დავაწვინო, ეს საშინელებაა. ჩემს შვილს, ყველაზე მეტად ეს ორი რამ სჭირდება.

ყველაზე მეტად,
გვჭირდება პამპერსი. ხანდახან, იძულებული ვარ, პირსახოცზე რომ დავაწვინო

– გეფიცებით, გისმენთ და ემოციებს ვეღარ ვუმკლავდები. უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ თქვენი ბრძოლისუნარიანობითა და ენერგიით! მჯერა, რომ თქვენი ოჯახის ისტორია, ჩვენი ფონდის მეგობრების გულებშიც ასეთივე გამოხმაურებას ჰპოვებს. გავერთიანდებით თქვენს დასახმარებლად და ერთად, ნამდვილად შევძლებთ, უკეთესობისკენ რომ შევცვალოთ ყველაფერი. 
ლია: უღრმეს მადლობას ვუხდი წინასწარ ყველას, თქვენი დიდი იმედი მაქვს!

არასდროს დაგვიკარგავს უფლის რწმენა, ყველაფერი მის ხელთაა

***
მეგობრებო, ლია ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანია. ბრძოლისა და თავდადების მაგალითია. მოდით, დავუდგეთ მხარში ამ უმშვენიერეს ქართველ ქალბატონს და მის ოჯახს! ჩვენი დახმარება, მისთვის და მისი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 
შეგიძლიათ მოინახულოთ მისამართზე: თბილისი, გოგებაშვილის მეორე შესახვევი, ბინა 6.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მჯერა, რომ ერთად შევძლებთ და უკეთესობისკენ შევცვლით ყველაფერს.
აუცილებლად გააზიარეთ ეს პოსტი, რათა ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ, თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გურულების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 აპრ 11
მაცივარი
599.00₾
2022 აპრ 28
მედიკამენტები
138.00₾
2022 აპრ 28
პროდუქტები
199.35₾
2022 აპრ 28
მედიკამენტები
158.50₾
2022 მაი 10
საწოლი
820.00₾
2022 მაი 18
პამპერსები
130.00₾
2022 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
550.00₾
2022 ივნ 09
პროდუქტები
98.40₾
2022 ივლ 05
პამპერსები
119.43₾

სულ ხარჯები:

2812.68₾

დარჩა:

0.02₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.07.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.07.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.07.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.07.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.05.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.05.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.05.2022 16:42:35
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.04.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.04.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.04.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.04.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.04.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.04.2022 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.04.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.04.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.04.2022 20:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾2,812.70

186 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,812.70

186 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება