მამის გულმა ვერ გაუძლო! ის დიდხანს წვალობდა და იტანჯებოდა! და ახლა, მეგობრებო, მისი ექვსი მშვენიერი შვილის ბედი, ჩვენს ნამუსზეა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
გულზე ხელი დაიდეთ და თქვით: სიღარიბე სამარცხვინოა? როდესაც სახლში ყველასთვის საკმარისი ჩუსტი არ არის, წინდები კი, გაფუჭებულ იატაკზე იხევა – ეს სამარცხვინოა? ან, როდესაც კარები არ იკეტება და ხვრელებიდან სახლში გველები მოძვრებიან – ეს სამარცხვინოა? როდესაც შვილები ეუბნებიან დედას, რომ ძალიან, ძალიან შიათ – ეს სამარცხვინოა?
ორმოცი წლის ხატიას, ყველაფრის რცხვენია. არ იცის, თავის შვილებს თვალებში როგორ უყუროს, რა პასუხი გასცეს, როგორ უნდა იმართლოს თავი, როდესაც ეკითხებიან, ყველა ბავშვი ასე ცხოვრობს, თუ არა? და თუ ყველა ასე არ ცხოვრობს, მათ რა დააშავეს?
ხატია: სანამ ექვსი შვილი დამიობლდებოდა, სანამ დავქვრივდებოდი, ამქვეყნად, ყველაზე ბედნიერი მეუღლე, დედა და ქალი ვიყავი! როდესაც დავქორწინდით, 24 წლის ვიყავი და ერთად ათი ბედნიერი წელი გავატარეთ. მოულოდნელად, სულ რამდენიმე თვეში, ჩემი საყვარელი დავითი გულით გარდაიცვალა. მის გადასარჩენად, ბანკიდან სესხი გამოვიტანეთ, მაგრამ, ამაოდ… დაგვტოვა. ჩემი გული გაიპო! მას შემდეგ, ჩემი და ჩემი შვილების თვალზე ცრემლი არ შრება. მათ ნამდვილად უძვირფასესი მამა დაკარგეს.
– ანუ, თქვენი პრობლემები მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო?
ხატია: დიახ. მდიდრულად არასოდეს გვიცხოვრია, მაგრამ, არც მშივრები და ფეხშველები ვყოფილვართ. ახლა კი, მათხოვრებად ვიქეცით. არ გვაქვს საკუთარი საცხოვრებელი, ვცხოვრობთ ამ დანგრეულ სახლში, რომელიც მეზობელმა დროებით დაგვითმო. მას საზღვარგარეთ მოუწია წასვლა და სანამ ჩამოვა, აქ ცხოვრების უფლება მოგვცა.
საბა (7 წლის): იცი, რა საშინელებაა აქ ცხოვრება? გინდა რაღაც განახო?
„იცით, აქედან სახლში რა შემოდის? უზარმაზარი გველი“
ანასტასია (5 წლის): კი, ჩემი თვალით ვნახე. უსაშინლესი იყო! მიყურებდა და საშინელებებს მეუბნებოდა.
– რას ამბობ! რას გეუბნებოდა? როგორი ფერის იყო?
ანასტასია: აი, ისეთი „დიდი ფერის“ იყო! არ მახსოვს, რა მითხრა, კივილი დავიწყე, ბაბუა მოვარდა და ნიჩბით მოკლა. ისე იკლაკნებოდა… შენც შეგეშინდებოდა!
ხატია: არ გეგონოთ, რომ ტყუილს ამბობს, ჩვენთან გველები მართლა შემოდიან. წვიმის დროს კი, საწოლებს ხან იქით გადავდგამთ, ხან აქეთ, რომ არ გვაწვიმდეს. უფრო სწორად, თქრიალით რომ არ დაგვესხას წყალი!
ნუთუ შეიძლება, ამ ქვებისა და ძველი ფიცრების გროვას, სახლი რომ ვუწოდოთ?
– ხატია, გვიამბეთ, აქ როგორ აღმოჩნდით? აქ რანაირად ცხოვრობთ? ან საერთოდ როგორ ცხოვრობთ?
ხატია: უკვე მეხუთე წელია, არ ვცხოვრობთ, ვარსებობთ. სახლი არ გვაქვს, ქირას ვერ გადავიხდით, საჭმელშიც კი არ გვყოფნის ფული. ყოველ თვე ბანკი გვძარცვავს. 1100 ლარს ვიღებ სოციალურ დახმარებას, მაგრამ აქედან, 800 ლარს ბანკს ვუხდით. მეუღლე ცუდად რომ მყავდა, მკურნალობისთვის სესხის აღება მოგვიწია. როგორ ვიცხოვროთ 300 ლარით? ექვს ბავშვს რა ვაჭამო? აღარაფერს ვამბობ საკუთარ თავზე.
მარიამი (9 წლის): დედა ძალიან ბევრს ტირის. ჩვენ არ ვეუბნებით, რომ გვშია, მაგრამ, ისედაც იცის. წინდები გვეხევა. იატაკიდან ამოშვერილ ლურსმნებზე ვხევთ. დედა კემსავს, მაგრამ, მაინც იხევა, ხან სად და ხან სად.
ბავშვებს ნორმალური ტანსაცმელი არ აქვთ, ამიტომაც, ყოველთვის არ შეუძლიათ სკოლაში სიარული
– და წინდებით რატომ დადიხართ?
მარიამი: ჩუსტები ყველას არ გვაქვს. იცი, რაზე ვოცნებობ? ყველას რომ გვქონდეს ჩუსტებიც და ფეხსაცმელიც. და კიდევ, ფუმფულა სათამაშო რომ მქონდეს.
ნაზი (11 წლის): რა დროს სათამაშოს თხოვნაა? გაგიჟდი? სკოლაში წასასვლელად ტანსაცმელი არ გვაქვს, ამან კიდე, სათამაშოები მოინდომა.
– ნაზი, რა მკაცრი ხარ. ალბათ, შენც გაქვს ოცნებები, ისევე, როგორც შენს დაიკოს?
ნაზი: მე ეგეთი კი არა, ნამდვილი ოცნებები მაქვს, რომელიც არასდროს არ ამიხდება. თბილ სახლზე ვოცნებობ, სახურავიდან რომ არ გვაწვიმდეს, და საწოლების იქეთ-აქეთ თრევა რომ აღარ მოგვიწიოს, იმ იმედით, რომ გამოინახება ადგილი, სადაც ნაკლებად წვეთავს.
ექვსი ბავშვის ბედი არავის ადარდებს… შიათ? არა უშავს. სცივათ? რას ვიზამთ… თქვენი შვილები – თქვენი პრობლემაა
– ხატია, დახმარებისთვის თუ მიგიმართავთ?
ხატია: დიახ, ძალიან ბევრჯერ. ვთხოვე, რომ ვალი ნაწილობრივ ეპატიებინათ, ან ადამიანურად გადაენაწილებინათ მაინც. მაგრამ, არა. ვთხოვე ნაქირავებ ბინაში გადავეყვანეთ, ან სახურავი მაინც შეეკეთებინათ. არც ეს! მეტი რა ვთხოვო? რა აზრი აქვს, კიდევ რომ მივმართო? არც უნახავთ, სად და როგორ ვცხოვრობთ. რა პირობებში უწევს ცხოვრება ექვს ობოლს. ამიტომ მოგმართეთ თქვენ, ვიცი, თბილი სიტყვებით მაინც რომ გამამხნევებთ.
– რა შეგიმსუბუქებდათ ცხოვრებას, ამაზე თუ გიფიქრიათ?
ხატია: ნორმალური საცხოვრებელი პირობები რომ გვქონდეს, და სოციალური დახმარების თანხა მთლიანად ბანკს რომ არ მიჰქონდეს, თავადაც გავუმკლავდებოდით ყველაფერს. როგორ უნდა ვითხოვო სარეცხი მანქანა, ან ტექნიკა როდესაც მშიერი და ფეხშველი მყავს ბავშვები. ხომ გესმით ჩემი. კი, ექვსი ბავშვის სარეცხის ცივ წყალში რეცხვა ძალიან ძნელია, მაგრამ ავიტან.
ლალი (13 წლის): მუშაობას რომ დავიწყებ, გიყიდი სარეცხ მანქანას. ნუ ტირი, დედა.
– ვინ გინდა გამოხვიდე?
ლალი: შეფ-მზარეული. კურსების გავლა მინდა. მეუბნებიან, რომ კარგად გამომდის. ერთხელ, ხინკალიც კი მოვამზადე. იცით, რა რთულია? ძალიან მინდა მუშაობა, რომ შევუმსუბუქო ჩვენს ოჯახს ცხოვრება.
წყლისგან და წიწიბურისგან მომზადებული წვნიანი. გემრიელია, თქვენი აზრით?
– და როგორი ხელფასი გინდა, რომ გქონდეს? პირველ რიგში, რას იყიდიდი?
ლალი: ვაიმე, ძალიან რთული კითხვაა. არც კი ვიცი. ძალიან მინდა, ნორმალური სახლი რომ გვქონდეს. ყველას საწოლებს ვუყიდიდი, ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. დედიკო ვერაფერს ახერხებს მარტო, ჩვენ ხომ ექვსნი ვყავართ! რა კარგი იყო, მამა ცოცხალი როდესაც იყო!
– გენატრება?
ლალი: კი, ძალიან! ყველაზე მეტად მიყვარდა. როდესაც მეკითხებოდნენ, უფრო მეტად ვინ მიყვარს, დედა თუ მამა, დაუფიქრებლად ვპასუხობდი, რომ მამა. დედას არ სწყინდა, მასაც ხომ ყველაზე მეტად ის უყვარდა.
„ყველაზე საოცარი მამიკო გვყავდა. ძალიან გვენატრება“
– ხშირად იხსენებ?
ლალი: სულ მასზე ვფიქრობ. ჩემს თვალწინ გარდაიცვალა. კარგად მახსოვს მისი უკანასკნელი კვნესა. როგორ წვალობდა, როგორ იტანჯებოდა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „დედიკოს გაუფრთხილდით“. ახლა ვიტირებ… ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. მიკვირს, დედიკო როგორ ახერხებს, რომ თავი შეიკავოს და არ იტიროს. ის ძალიან ძლიერია.
ჩემი ყველაზე დიდი ოცნება არის სახლი, რომელსაც ექნება სახურავი
მარიამი: მეც მინდა სახურავიანი სახლი. და ბევრი წინდა! და კიდევ, ასე მალე რომ არ დაიხეს.
„ორს ერთად გვძინავს ამ საწოლზე. ერთხელაც, ჩაინგრევა და ჩავვარდებით“
ნათია: მეც სახლი მინდა. ყველას საწოლები რომ გვქონდეს. ახლა, მხოლოდ სამი საწოლი გვაქს. ისეთი მოუხერხებელი და ღრიჭინაა. იატაკზე დავიძინებდი, მაგრამ ისევ რაღაც საზიზღრობა შემოძვრება და მიკბენს.
საბა: მე კი მინდა, რომ ყოველდღე გვქონდეს სადილი. რამე ცხელი და გემრიელი.
ანასტასია: მე ჭამა არ მიყვარს! გემრიელი სასმელები მიყვარს და წვენი მინდა! მინდა, დაბადების დღეზე მარწყვებიანი ტორტი მომიტანონ, და ფორთოხალივით ჭიქა! ლამაზი!
„ვოცნებობ, ბევრი წინდა რომ მქონდეს, რომელიც არასოდეს დაიხევა“
– და სათამაშოები არ გინდათ? ან ლამაზი ტანსაცმელი?
მარიამი: შეიძლება, რომ გთხოვოთ? კი, გვინდა!
ანასტასია: მე კი, ალბათ თოჯინა მინდა. და ჩუსტები!
– ხატია, ახლა კი, თქვენი ჯერია. თქვით, რაზე ოცნებობთ?
ხატია: სახურავიდან რომ არ გვაწვიმდეს, და ბავშვებს, ყველას საკუთარი საწოლი რომ ჰქონდეს. მე კი, იატაკზეც შემიძლია დაძინება. საჭმელი რომ გვქონდეს, და ჰიგიენური საშუალებები. კიდევ, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ძროხა, ან ქათმები რომ მყავდეს, უბედნიერესი ვიქნებოდი!
– და სარეცხი მანქანა? ან ტელევიზორი?
ხატია: ვაიმე, ასეთი რამეების თხოვნას როგორ გავბედავ… პროდუქტი ჯობია! თავს ვერ მივცემთ ასეთი ფუფუნების უფლებას.
***
ძვირფასო მეგობრებო, ეს არაჩვეულებრივი ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. უფრო სწორად, ისინი არიან სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. ძალიან სჭირდებათ ჩვენი თანადგომა! აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა დღეებში, ბავშვები განსაკუთრებით გრძნობენ, როგორ განსხვავდებიან სხვებისგან. ვერ იგებენ, რა დააშავეს. ამ ბავშვებს, სასწაულების აღარ სწამთ. მათი სურვილები არასოდეს არავის აუსრულებია, მამიკოს გარდა. მაგრამ, ის ცოცხალი აღარ ჰყავთ.
ამჟამად, მათ ძალიან სჭირდებათ სახურავის შეკეთება, საწოლების, პროდუქტისა და ჰიგიენური საშუალებების შეძენა. და აუცილებლად – ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
თუკი მოახერხებთ, რომ მოინახულოთ ეს ოჯახი და პირადად გაიცნოთ ეს საოცარი ბავშვები, ნამდვილად არ ინანებთ! სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ ის დღე, როდესაც ეს ოჯახი გაიცანით! ეს კი, მათი მისამართია: ქალაქი დუშეთი, პირმისაშვილის ქ. ბინა № 3.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გადავარჩინოთ ისინი გარდაუვალ დაღუპვას.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ჯავახიშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე
https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!