ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ჩემს ძმას ჩემი შეჭმა უნდოდა!

calendar აპრილი 20, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

„კარგია, რომ მოხვედი, თორემ ხან დედას ვაბრაზებ, ხან ბებოს, მთელი დღე. ეხლა ვაპირებდი დაიკოსთვის მეწყენინებინა“, – წარბშეკრული ამბობს ნიკოლოზი და დემონსტრაციულად ეხვევა თავის დას. მივუსწარით! დის წყენინება არ გამოუვიდა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ჩემს ძმას ჩემი შეჭმა უნდოდა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „კარგია, რომ მოხვედი, თორემ ხან დედას ვაბრაზებ, ხან ბებოს, მთელი დღე. ეხლა ვაპირებდი დაიკოსთვის მეწყენინებინა“, – წარბშეკრული ამბობს ნიკოლოზი და დემონსტრაციულად ეხვევა თავის დას. მივუსწარით! დის წყენინება არ გამოუვიდა.
          – ყოველთვის ასეთი ბრაზიანია?
          ლიკა (4 წლის): კი, ყოველთვის, როდესაც შია. მაშინებდა, მეუბნებოდა: „უნდა შეგჭამოო“, და დამდევდა, ვითომ მგელია. მაგას სულ შია. შენც შეგჭამს, რამე რო იყოს. სწრაფად სირბილი შეგიძლია? მაგრამ, შენ ალბათ, გემრიელი არ იქნები. ამას ძეხვი უყვარს ყველაზე მეტად.
         ნიკოლოზი (5 წლის): კიდევ პელმენი და ხინკალი.
         ლიკა: მე კი – ბანანი და კანფეტი.
         რუიზანი: აი, სულ საჭმელზე ლაპარაკობენ. ჩემი საწყალი ბავშვები. ხანდახან, სახლში ხმელი პურის გარდა, მართლა არაფერი გვაქვს. დანგრეული სახლი, მშიერი ბავშვები… ამაზე დიდი საშინელება რა უნდა იყოს? ამაზე დიდი დარდი?

როგორ ეტევა ამ ქოხში შვიდი ადამიანი? ვერც კი წარმომიდგენია

         დასაჯდომი ადგილებიც კი არ ჰყოფნის ყველას, ისინი კი, ცხოვრობენ აქ. დედა, მამა, ბებია, ბაბუა და სამი პატარა ბარტყი: ერთი წლის ლაშა, ოთხი წლის ლიკა და ხუთი წლის ნიკოლოზი. სწორედ ის, რომელიც სულ მშიერია და ბრაზიანი!
სახლში წყალი არ მოდის, ყველაფერს გარეთ რეცხავენ, ხელით. სარეცხს პირდაპირ მდინარეში ავლებენ. ბანაობენ ოთახში, პატარა ტაშტში.

 „მე მიყვარს ჭურჭლის რეცხვა. დედა გვიკრძალავს, ამბობს, რომ მერე თითებიდან სისხლი წამოგვივა. ჩვენ კი, ცოტა ხანს გავრეცხავთ, ცოტას ვიწუწავებთ, მერე კი, ღუმელთან გავთბებით“

 „აი, ლიკა რა ცელქია, სულ დამასველა, ტანსაცმლის გამოცვლა მომიწია“

        – შენ და ლიკა, კატა-ძაღლივით ხართ ერთმანეთში, სულ ჩხუბობთ, არა?
        ლიკა: ეს ბიჭები ისეთი უცნაურები არიან! მანქანა მომიტანე, ჩავჯდები, წავალ და ვეღარ დამეწევიან.
         ნიკოლოზი: მე კი ველოსიპედი მომიტანე, ლიკას რომ დავეწიო!
         – და დედას რა მოვუტანო, ორივეს რომ დაგეწიოთ?
         ლიკა: მაგას ბევრი გემრიელი საჭმელი მოუტანე და აღარ გავექცევით. (ხითხითებს.)

 „საერთოდ გვიყვარს ერთმანეთი! და ერთად თამაშიც შეგვიძლია, ოღონდ, დიდხანს არა.“

         – ვუყურებ თქვენს საცხოვრებელ პირობებს და ვხვდები, რამდენად გიჭირთ!
         რუიზანი: ვაიმე, არ თქვათ. სოციალურ დახმარებას ვიღებთ მაგრამ, ამ თანხით მაკარონის გარდა ვერაფერს იყიდი. ბავშვები თუ გაცივდნენ და წამლების ყიდვა მოგვიწია, ჩათვალეთ, მთელი თვე ვშიმშლობთ! სიცხის დამწევი და ხველების წამალი ძალიან ძვირი ღირს. ასეთ პირობებში კი, შეუძლებელია, ბავშვები არ გაგიცივდნენ. გადაუხდელობის გამო გაზი გაგვითიშეს, დენიც ძალიან ძვირია. წინა თვეში, 30 ლარი მხოლოდ კომუნალურ გადასახადებში გადავიხადეთ. ეს ხომ, ჩვენთვის უზარმაზარი თანხაა.

 „ბეტონის იატაკი, ნესტიანი კედლები. არ გვაქვს არც თბილი საბნები, არც თბილი ტანსაცმელი. შეშას ვიზოგავთ“

         – სოციალური დახმარების გარდა, სხვა  არანაირი შემოსავალი არ გაქვთ? 300 ლარით არსებობა შეუძლებელია. თქვენი მეუღლე არ მუშაობს?
         რუიზანი: ხან ფარას მწყემსავს, ხან შავ მუშად მუშაობს. უსაქმოდ არ ჩერდება. მაგრამ სოფელში, მუდმივი სამსახური ხომ არ არის. საღამოს სახლში რომ მოდის, ბავშვები მაშინვე ჩანთაში ჩაუძვრებიან ხოლმე: „რა მოგვიტანეო?“ გიყვებით ამას და ცრემლები მახრჩობს. ყველა დედას ჯვარი ეწეროს, ღმერთმა  ნუ დაანახოს მშიერი შვილები.
 

„ასე ველოდებით მამიკოს, იქნებ რამე გემრიელი მოგვიტანოს“

– ყველაზე გემრიელი, რა მოაქვს ხოლმე მამიკოს?
         ნიკოლოზი: ერთხელ ძეხვი მოიტანა. და კიდევ, ძალიან გემრიელი ხინკალი.
ლიკა: ჩემთვის კი, ყველაზე გემრიელი არის ბანანი! მაგრამ, თეფშიც არ მაქვს, ბანანი და კანფეტი რომ დავდო. არც მაგიდა მაქვს! არც სკამი! კიდევ კარადა არ მაქვს, ბანანი, თეფშები და კანფეტი რომ შევინახო. არც საწოლი მაქვს! ნიკოლოზი კი, სულ ფეხებს იქნევს და არ მაძინებს.
         ნიკოლოზი: მეც მომიტანეთ ცალკე საწოლი! ძეხვიც, სისისიც და პელმენიც! ძალიან გთხოვთ!

ბორბალი ბავშვების საყვარელი სათამაშოა… აქ სიტყვები ზედმეტია 

         – საჭმლის გარდა, რამეზე ოცნებობთ?
         ნიკოლოზი: საჭმელზე! და კიდევ ველოსიპედზე!
         ლიკა: კიდევ ტელევიზორი მინდა მულტფილმებით. და „გოგოს“ ველოსიპედი, ან მანქანა.
         – „გოგოს“ მანქანა რანაირია?
         ლიკა: წითელი! არ იცი? შენ ხომ გოგო ხარ. მანქანა მინდა, რომელშიც ჩაჯდომა შეიძლება. დავინახე, ბუკას ჰყავდა ასეთი მანქანა. მეც მინდა ეგეთი. ჩავჯდები და წავალ. გვერდით კი, თოჯინას დავისვამ, რომელსაც შენ მომიტან კანფეტებთან ერთად.
        – ნიკოლოზსაც და ლაშასაც დაისვამ გვერდით?
        ლიკა: არა, აღარ დარჩება ადგილი. ველოსიპედით ისეირნონ.
         – რუიზან, ბავშვებმა ყველაფერი მითხრეს, იქნებ, თქვენც ოცნებობთ რამეზე?
         რუიზანი: კი, საწოლები ნამდვილად ძალიან გვჭირდება. გარდა ამისა, პატარა ჭურჭლის კარადა. თბილი საბნები, ბალიშები, ტანსაცმელი ბავშვებისთვის. და რაც მთავარია – პროდუქტი! აი მართლა, ბავშვებმა ძეხვი რომ დაინახონ, ალბათ გაგიჟდებიან სიხარულისგან. სხვა ოცნებები არ მაქვს.

 „ჩემთან სტუმრად თუ მოხვალთ, სიმღერას გიმღერებთ“
***
მეგობრებო, ეს ოჯახი, სხვას ვერავის მიმართავს დახმარებისთვის. მათი უკანასკნელი იმედი, არიან სრულიად უცხო ადამიანები. დედა დარდობს თავისი შვილების გამო, მათ ხომ, სიცივისა და არასრულფასოვანი კვების გამო, შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნათ. გარდა ამისა, კარგად იცის, რომ სხვების დახმარების გარეშე, ისინი, ვინც ყველაზე მეტად უყვარს ამქვეყნად, ტანჯვასა და უბედური ბავშვობისთვის არიან განწირულნი. ბავშვებს ხომ არ დაუმსახურებიათ ასეთი ცხოვრება. რა უნდა ქნან? როგორ მოიქცნენ? ჩვენ შეგვიძლია მხარში დავუდგეთ მათ და დავანახოთ რომ, არც ისე დიდი საშინელება არის, საქართველოში თუ დაიბადე.
საწოლები, ლოგინის თეთრეული, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, კარადა, საკვები პროდუქტი, სათამაშოები, ველოსიპედი – დღეს, ამ ადამიანებს, ამ ყველაფერზე მხოლოდ ოცნება შეუძლიათ.
თუკი ვინმე მოახერხებს, ეს ოჯახი რომ მოინახულოს და ეს არაჩვეულებრივი ბავშვები გაიცნოს, ძალიან მაგარი იქნება. პელმენისა და კანფეტის მიტანა არ დაგავიწყდეთ! მათი მისამართი კი, ეს არის: გორი, სოფელი ახალდაბა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
         გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ ისინი.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: რუიზან ნაცვლიშვილი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!

თურმე, „გოგო ველოსიპედებიც“ არსებობენ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„ჩემს გოგოს სულ ასე ვეხუტები და ვკოცნი“
„ჩემი ველოსიპედი უფრო ლამაზია იმიტომ, რომ გოგოა! თქვენი უფრო დაჯღანულია!“
ნაცვლიშვილების ოჯახში, ისევ კამათობენ 4 წლის ლიკა და 5 წლის ნიკოლოზი! მათ პირველად რომ ვესტუმრეთ, მაშინ ერთმანეთს პურს არ უყოფდნენ და იმაზე ჩხუბობდნენ, ვინ უფრო მეტ ძეხვს შეჭამდა, რომ ჰქონოდათ. ახლა, როდესაც პატარები საჩუქრებით ავავსეთ, მათ სხვა საკამათო თემა გაუჩნდათ – ვისი ველოსიპედი უფრო სწრაფია, ვისი უფრო ლამაზია, და შეიძლება, თუ არა, იყოს „გოგო“ და „ბიჭი“ ველოსიპედი! ძალიან საყვარლები არიან! 
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/863-natsvlishvili/description/ 

„შენ ვერ დაგსვამ, ეს მხოლოდ გოგონებისთვისაა! ხომ ხედავ, ცუგაც გოგოა!“

თითქოს არაფერი, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ცვლის ადამიანს ბედნიერება. დღეს, მათ ცხოვრებაში ისეთი ნივთები გაჩნდა, რომლებზეც აქამდე, ვერც იოცნებებდნენ. ბავშვებს აქვთ საოცნებო ახალი ველოსიპედები და სიხარულისგან, მეცხრე ცასაც გასცდნენ. 

„აბა, ვისი ველიკა მოიგებს?“

ტელევიზორი რომ მივუტანეთ, დიდი ყუთით, ჯერ ვერ დაიჯერეს. ასეთი დიდი და თხელი ტელევიზორი, ნანახიც არ ჰქონდათ! რა ფერადიაო – ვერ მალავდნენ ემოციებს და ერთმანეთს ეხუტებოდნენ. წინასწარ უთანხმებდნენ, ვინ რა დროს, რას უყურებდა. მგონი, ტელევიზორზე ჯერ არ უკამათიათ. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინაა!

„აქაც, სულ „გოგოურ“ რაღაცეებს აჩვენებენ!“

– რუიზან, როგორი გახარებულები არიან ბავშვები. ახალ ნივთებს, თქვენც ასე ემოციურად შეხვდით? 
რუიზანი: რას ამბობთ, მგონი, შვილებზე მეტად მე ვყვიროდი სიხარულისგან! ეს რა ყოფილა, ეს სარეცხი მანქანა! მართლა დედოფლად გაგრძნობინებს თავს. ხომ გახსოვთ ჩემი დამსკდარი ხელები? ახლა შეხედეთ! 
– გჯეროდათ, რომ ასეთი გამოხმაურება მოყვებოდა თქვენს ისტორიას? 
რუიზანი: ყოველთვის მჯეროდა იმის, რომ კეთილი ადამიანი თუ ხარ, და გულით ბოროტებას არ ატარებ, ეს აუცილებლად, რაღაც გზით დაგიბრუნდება. ჩემთვის, ცოცხალი მაგალითი სწორედ ეს არის, რომ ამდენი ადამიანი ამომიდგა გვერდში და შემეხიდა. ძალიან სასიამოვნო გრძნობა ყოფილა, როდესაც უცხო ადამიანები შენზე წუხან და გეხმარებიან. მიხარია, რომ ეს გრძნობა გამოვცადე და ჩემმა შვილებმაც გაიხარეს. მათ გახარებულ სახეებზე მეტად, არაფერი გამხარებია.
  ჩვენი ცხოვრების რეჟიმიც შეიცვალა, თითქოს, გამოცოცხლდა.  ტელევიზორს ვუყურებთ, დროს სულ სხვანაირად ვატარებთ ერთად. ბავშვები დღისით ველოსიპედებით დადიან, ჩვენც ვხალისობთ მათ ცქერაში. მეც დასვენებული ვარ, იმხელა საქმეს მიკეთებს სარეცხი მანქანა და იმდენ დროს ვზოგავ. ჩემმა ხელებმა და წელმა დაისვენა. ღმერთმა ყველა ოჯახს მისცეს ისეთი სიხარული, როგორიც მე განვიცადე, თქვენი წყალობით. ამ სიკეთეს, ჩემი ოჯახი არასდროს დაგივიწყებთ!

“მანქანაში სარეცხს რომ შევყრი და ჩემს საქმეს, ის აკეთებს – თავი დედოფალი მგონია!“

-ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ? ვინმეს განსაკუთრებულად თუ გამოარჩევდით?
რუიზანი: განსაკუთრებით გამოვარჩევ ორ უცნობ ქალბატონს, რომლებიც პირადად იყვნენ ჩვენთან მოსული და პროდუქტებით მოგვამარაგეს. ძალიან ვაფასებ მათ საქციელს, ამხელა გზა გამოიარეს, ამხელა ყურადღება და გვერდში დგომა გამოხატეს ჩვენს მიმართ. ჩემი ახლობლებისგან ვიცი, რომ სოციალურ ქსელებშიც აქტიურად იწერებოდნენ თბილ და კეთილ სიტყვებს. ძალიან გვიხაროდა თითოეული კეთილი სურვილი და მსგავსი ყურადღება. ამ გაჭირვების ჟამს, სიტყვებსაც კი უზარმაზარი ძალა აქვს.

„ისეთი გემრიელია, კოლოფიანად შეიძლება ამ ნამცხვრების ჭამა!“

-ჩვენს პოსტს, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
რუიზანი: სამწუხაროდ, არავინ ჩანს. სოციალური დახმარების გარდა, არაფერი გაგვაჩნია. ძალიან გაგვიხარდებოდა, რეაგირება რომ მოეხდინათ და ცოტა ყურადღება გამოეხატათ, მაგრამ ჩვენთვის ვინ მოიცლის. გაჭირვებულებს, ჩვენს ქვეყანაში, ყველაზე ცოტა ყურადღებას უთმობენ. არადა წესით, პირიქით უნდა იყოს. თუმცა, დიდი მოლოდინი არც მქონია და იმედიც ნაკლებად გამიცრუვდა.
-რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
რუიზანი: პირველ რიგში, მორალურად გაძლიერებას და ცხოვრებაში იმედის დაბრუნებას, რომელიც უკვე მილეული იყო ამ პრობლემებში. ამ დახმარებამ, სრულიად შეცვალა განწყობა, შემართება და ზოგადი სიტუაცია სახლში. ხანდახან, რომ გავიღვიძებ და გარშემო მივიხედ-მოვიხედავ, ჯერ ვერ შევეჩვიე იმას, რომ სახლში ახალი ნივთებია, რომ გავიაზრებ, ძალიან დიდი ლოდი მეხსნება, თითქოს… სულ სხვა ხასიათზე ვდგები. დილა იმ საფიქრალით აღარ იწყება, რომ ტონა სარეცხი მაქვს გასარეცხი და ნახევარი დღე ამაში უნდა დავკარგო. ჩემო ძვირფასო ადამიანებო, თითოეულ თეთრზე მადლობას გიხდით, რაც ჩემი ოჯახისთვის გაიღეთ… უთქვენოდ, მართლა ძალიან გამიჭირდებოდა ცხოვრება… 

„ჩემს ძმას არ სჯერა, მაგრამ ჩემი ველოსიპედი მისას ჯობია!“

-ბავშვებო, ახლა თქვენ მომიყევით, როგორ ერთობით, კიდევ „ჭამთ“ ერთმანეთს? 
ნიკოლოზი (5 წლის): კი-ი-! აბა, რა! ლიკა მეუბნება ჩემი ველოსიპედი ჯობიაო! როგორ არ ვიკამათოთ, როდესაც ჩემია უკეთესი!
ლიკა (4 წლის): ჩემი გოგოსავით ლამაზია! და მისი – არა! 
ნიკოლოზი: ჩვენს ეზოში, ყველას მე ვუსწრებ ხოლმე… სულ მეხვეწებიან, დამსვი, დამსვიო… ყველას მოსწონს ჩემი ველო.

„მე და ჩემს ძმას, მსოფლიოში ყველაზე მაგარი ველო გვყავს“

-მერე? ხომ აძლევ ხოლმე სხვებსაც?
ნიკოლოზი: კი, აბა ღორი ხომ არ ვარ! ყველას ვსვამ ხოლმე, ცოტა ხნით. ჩემს პატარა ძმასაც ვასწავლი ტარებას და კარგად რომ ისწავლის, მერე, ერთად ვივლით ხოლმე … 
– ლიკა, შენ რა გაგიხარდა საჩუქრებიდან ყველაზე მეტად? 
ლიკა (4 წლის): მე „ფერადი ტელევიზორი“… მულტფილმებს ლამაზ ფერებში აჩვენებს… კიდე… „ფროზენსაც“ ვუყურე, კიდე-ე-ე-ვ … „ალადინის ფილმს“. ადრე მიყვარდა, რომ ღამდებოდა, იმიტომ, რომ მალე უნდა დამეძინა. ახლა, აღარ მინდა ძილი. სულ მინდა, რომ „ლამაზ კაბებიან“ გოგოებს ვუყურო.

„ჩემი ველოსიპედი ჩემს ცუგასაც მოეწონა, მგონი…“

ნიკოლოზი: მე კიდევ, იცი, რა გამიხარდა, დეიდა? ძეხვი რომ მოგვიტანეთ და საჭმელი… ძეხვის სუნი, პარკშიც კი ვიცანი. ძალიან მაგარი გემო ჰქონდა. რომ გათავდა, ცოტა კი მოვიწყინე, მაგრამ დედამ მითხრა, კიდევ მოგვიტანენო და ცოტა გადამიარა…
         გინდა, გასწავლო, როგორ უნდა გააკეთო მაგარი სენდვიჩი? აი ესე… აიღებ ორ ნაჭერ პურს , შუაში ჩადებ ძეხვს, მერე  გააღებ დი-ი-იდ პირს და ხამ-ხამ… შეახრამუნებ. მსოფლიოში ყველაზე გემრიელი საჭმელია.
-რუიზან, მინდა, კიდევ მესაუბროთ დარჩენილ პრობლემებზე, რა გჭირდებათ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად?
რუიზანი: რაც ახლა, თქვენი წყალობით გვაქვს, ამაზეც ვერ ვიოცნებებდით ვერასდროს. მეტი რაღა გთხოვოთ…
– ნუ მოგერიდებათ, ეს აუცილებელიც არის. ჩვენი ფონდი სწორედ ამისთვის არსებობს. 
        რუიზანი: თუ ასეა, მაშინ, ერთი სათხოვარიც მექნება. საწოლების პრობლემა გვაქვს დარჩენილი. ამდენი სული ვცხოვრობთ სახლში, და ნორმალური საწოლი არც ერთს არ გვაქვს. ახალს არ ვითხოვ, ნახმარი იყოს, კარგ მდგომარეობაში. ნახევრად ჩავარდნილი და მორყეული მაინც არ იქნება. ხომ შეიძლება, ვინმეს ახლის ყიდვა უნდოდეს, ძველი არ გადააგდონ და ჩვენს ოჯახს შეუნახონ. ზოგადად, ნებისმიერი სახის დახმარებაზე თანახმა ვარ, ჭურჭელი იქნება ეს, თუ ლეიბები… რასაც გაიმეტებენ ყველაფრისთვის  მადლიერი ვიქნები, სიცოცხლის ბოლომდე.

„ესენი რომ გათავდება, კიდევ ხომ მოგვიტანთ?“

***
ამ ოჯახს, თქვენს გარდა არავინ ჰყავს, მათი მატერიალური შესაძლებლობები, თვეში მხოლოდ 300 ლარს შეადგენს, რაც ძალიან ცოტაა საარსებოდ. მალე, ნაცვლიშვილების ოჯახი, კვლავ დადგება საკვების პრობლემის წინაშე. ბავშვებს კვლავ მოშივდებათ… ისევ მოვა ცივი ზამთარი და დრო გააჩენს სხვა რამეების საჭიროებას… ამიტომ ისევ უნდა გავერთიანდეთ, ისევ უნდა გავუწოდოთ დახმარების ხელი ამ ოჯახს. ისინი თქვენში ხედავენ იმედს და გადარჩენას. მათი მისამართია: გორი, სოფელი ახალდაბა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ ისინი.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ნაცვლიშვილების ოჯახი).
 თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/863-natsvlishvili/description/ 
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ივნ 13
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1750.00₾
2022 ივნ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
475.00₾
2022 ივლ 28
ველოსიპედი
500.00₾

სულ ხარჯები:

2725.00₾

დარჩა:

0.37₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.10.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.10.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.07.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.07.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.07.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.07.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.07.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.07.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.07.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.07.2022 15:08:30
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.07.2022 20:00:00
₾0.04
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.07.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.07.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.07.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.07.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.07.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.07.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2022 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2022 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.07.2022 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾2,725.37

231 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,725.37

231 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება