ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

სახლში სათამაშოები არ გვაქვს. ალბათ, მათ ჩვენი სახლის ეშინიათ

calendar აგვისტო 25, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ანასტასიას ორი კვირაა ყელი სტკივა. ბავშვს უკვე ტირილიც აღარ შეუძლია. უჭირს ყლაპვაც და ღეჭვაც. წყლის დალევაც კი, ტკივილს აყენებს.
ანასტასია (6 წლის): აი, ნახე. თითქოს, იქ ცეცხლი და დანები მაქვს. ან, მეჩვენება, რომ იქ რაღაც დადის და მკბენს. აღარ შემიძლია ამ ტკივილის მოთმენა, რომ ვლაპარაკობ, მაშინაც მტკივა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
სახლშისათამაშოებიარგვაქვს. ალბათ, მათ ჩვენი სახლის ეშინიათ
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ანასტასიას ორი კვირაა ყელი სტკივა. ბავშვს უკვე ტირილიც აღარ შეუძლია. უჭირს ყლაპვაც და ღეჭვაც. წყლის დალევაც კი, ტკივილს აყენებს.
ანასტასია (6 წლის): აი, ნახე. თითქოს, იქ ცეცხლი და დანები მაქვს. ან, მეჩვენება, რომ იქ რაღაც დადის და მკბენს. აღარ შემიძლია ამ ტკივილის მოთმენა, რომ ვლაპარაკობ, მაშინაც მტკივა.
         ილინა: ეს თუ ცხოვრებაა, ბავშვი ექიმთან ვერ წამიყვანია: არ მაქვს არც ექიმის, არც სამგზავრო ფული. მეზობლები შემპირდნენ, რომ თანხას შეაგროვებენ და დამეხმარებიან. ღმერთო, ოღონდაც ბავშვები არა! მე მეტკინოს, მე ვიშიმშილო, მაგრამ ბავშვები… ისინი ხომ, ისედაც იტანჯებიან.

 „დაწებებას აზრი არ აქვს. ნიავის ყოველ წამობერვაზე, მაინც იხევა“

სახლმა, სადაც ჩხეტიების ოჯახს ვესტუმრეთ, შეგვზარა. გვეგონა, რომ მისამართი შეგვეშალა. შეუძლებელია, ასეთ სახლში ადამიანები ცხოვრობდნენ. ფანჯრებზე ძველი, სქელი ნაჭერია გაკრული. ცელოფანი წარამარა იხევა და მის დაწებებასაც აზრი არ აქვს.
– აქ როგორ აღმოჩნდით, ილინა? საერთოდ, რა შენობაა?
ილინა: ეს ჩემი მეუღლის სახლია. აქ ვცხოვრობთ, დედამისი, ძმა, მე და ბავშვები. სხვაგან წასასვლელი არსად გვაქვს. ეს სახლი კი,  საუკუნეზე მეტია არ გარემონტებულა, და შეიძლება ნებისმიერ წამს დაინგრეს. ყველგან წყალი ჩამოდის, ყველგან უბერავს. ზამთარში, მისი გათბობა შეუძლებელია!
ანასტასია: ჩვენი სახლი ძალიან საშინელია. მგონი, სათამაშოები იმიტომ არ მაქვს, რომ მათ ჩვენთან მოსვლის ეშინიათ. ხანდახან, მეც მეშინია ამ სახლის. იცი, ქარის დროს როგორ უსტვენენ კედლები? აი, ასე: „ფიუ-უ-უ-უ-უ-უ“. თანაც, ძალიან ხმამაღლა.
ილინა: მძიმე ბავშვობა მქონდა. რას ვიფიქრებდი, თუ ჩემს შვილებს ჩემზე უარესი ცხოვრება ელოდათ? 12 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა, მამას კი, ჩემი აღზრდა ძალიან გაუჭირდა. სულ ვოცნებობდი, რომ გავიზრდებოდი და მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი დედა ვიქნებოდი, არასდროს მივატოვებდი ჩემს შვილებს.

დედა ამბობს, რომ ყველაზე კარგია, როდესაც ჭერი გაქვს. ანასტასიას აზრით კი, თოჯინების ქონა ჯობია ყველაფერს

ანასტასია: ჩვენი მიტოვება არც გაიფიქრო! არ მოკვდე! იცი, დედა ხანდახან წაიქცევა ხოლმე, და ჩვენი ხმა არ ესმის. ხანდახან, ისე საშინლად ცახცახებს.
– ეს როგორ გავიგოთ, ილინა?
ილინა: მეორე ბავშვს რომ ველოდებოდი, ეპილეფსიური შეტევა დამემართა. ხან ხშირად მემართება, ხან იშვიათად. ვიცი, რომ ეს არ იკურნება, ამიტომ, ყურადღებას არ ვაქცევ. აი ეხლა, ჩემს გოგოს ყელი სტკივა, მე კი, ფული არ მაქვს და ამის გამო, ვერ მიმყავს ექიმთან. არც კი ვიცი, რა სჭირს. მეზობლები შემპირდნენ დახმარებას.
ანდრია (5 წლის): მე კი, აი აქ მტკივა, მუცელში. იმიტომ, რომ მშია.

 „ეს რკინის ყუთი სულ ცარიელია“

– ილინა, საჭმელი არ გაქვთ?
ილინა: არა. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი, არის სოციალური დახმარება – 550 ლარი. ექვს ადამიანს რაში უნდა ეყოს? მეუღლე ექვსი წლის წინ ავარიაში მოჰყვა. ადრე, ასე ძალიან არ გვიჭირდა. ბავშვებს პური მაინც ჰქონდათ ყოველთვის. მეუღლის ძმას კი, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. თავზე სჭირს რაღაც. ახალგაზრდობაში სცემეს და მას შემდეგ უცნაურად იქცევა – ხან ტირის, ხან იცინის. აი, ასე ვცხოვრობთ.
ჩემი დედამთილი ძალიან მეხმარება. დედასავით მყავს. პატარა გავთხოვდი, 17 წლის. ახლა 23 წლის ვარ. შვილები რომ მეყოლა, მეც ბავშვი ვიყავი. ის ისეთი თბილია, ისეთი კეთილი. სხვათა შორის, თავის შვილი მან გამაცნო. მან დამინახა, მოვეწონე და სწორედ მან გაგვაცნო ერთმანეთი. 

ეს პლასტმასის ყუთი, სარეცხი მანქანის მოვალეობას ასრულებს ოჯახში

– იმას რა ჯობია, ოჯახში სიყვარული და სიმშვიდე რომ სუფევს?! მაგრამ სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის ბავშვების გამოსაკვებად. რაზე გყოფნით დახმარების თანხა?
ილინა: მხოლოდ საკვებზე! ჩვენი რაციონი შედგება კარტოფილისგან, ჩაისა და წვნიანებისგან. ხანდახან, ბავშვებისთვის რძის ნაწარმს ვყიდულობ. ტანსაცმელს მეზობლები გვჩუქნიან. პატარებს კი, სულ ის უნდათ, რაც სხვა ბავშვებს აქვთ. სულ მეკითხებიან: „რატომ აქვს მარის თოჯინა, მე კი, არა? რატომ აქვს ლიზის ლამაზი ფეხსაცმელი, მე კი, არა?“ ძალიან რთული მოსასმენია. იძულებული ვარ ავუხსნა, რომ ყველაფერი გვექნება, უბრალოდ უნდა მოვიცადოთ. ადრე სჯეროდათ, მაგრამ, რაც დრო გადის, აღარ.

ბავშვებს აღარ სჯერათ, რომ კარგი ცხოვრება ოდესმე მათაც ექნებათ

– ილინა, ადგილობრივ ხელისუფლებას თუ მიმართეთ დახმარებისთვის?
ილინა: კი. მაგრამ, აზრი? თქვენ მიგიმართავთ ოდესმე?  მათთვის მნიშვნელობა არ აქვთ ჩვენისთანა ადამიანებს. 
– არავინ გეხმარებათ? 550 ლარით ხომ, შეუძლებელია თავის გატანა.
ილინა: ხანდახან, სრულიად უცხო ადამიანებიც კი გვეხმარებიან. ბავშვების მთელი ტანსაცმელი მათი ნაჩუქარია. ახალი ტანსაცმელი მათთვის არასდროს მიყიდია. თქვენ ამიტომაც მოგმართეთ. მჯერა, ჩვენს შესახებ ბევრი ადამიანი თუ გაიგებს, აუცილებლად დაგვეხმარებიან.

 „ალბათ, ბედნიერი ბავშვობა ყველა ქართველ ბავშვს არ უწერია“

– თქვენი აზრით, როგორ შეუძლიათ დაგეხმარონ, ფონდს და კეთილ ადამიანებს, ვინც თქვენი პრობლემების შესახებ შეიტყობს?
ილინა: ვაიმე, ყოველთვის ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ძალიან მჭირდება პროდუქტი. ასევე, ძალიან მჭირდება ბავშვებისთვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. კიდევ, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი. ვაიმე, მაპატიეთ, შევყევი ჩამოთვლას. ასე, სია უსასრულო გამოვა. ღმერთია მოწმე, მხოლოდ ჩემი პატარების გამო მოგმართეთ. ძალიან გვიჭირს და მადლობელი ვიქნებით ნებისმიერი დახმარებისთვის. კიდევ ერთი, ძალიან დიდი პრობლემა არის ფანჯრების შეკეთება. პატარა რემონტი, ხვრელების ამოვსება  მაინც თუ მოხერხდება.

 „უბრალოდ, ძალიან უნდათ, ზღაპრების რომ დაიჯერონ“

        – უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?
        ილინა: რა თქმა უნდა, მჯერა. თორემ არც მოგმართავდით. ჩვენი სავალალო მდგომარეობის შემხედვარე, ახლობლებმა გვირჩიეს, თქვენი ფონდისთვის მიგვემართა. „ფეისბუქზე“ თქვენი პოსტები წავიკითხე და მივხვდი, რომ საქართველოში ცხოვრობს უამრავი კეთილი და გულისხმიერი ადამიანი, ვინც მზადაა, ხელი გაუმართოს სრულიად უცნობს.
***
მეგობრებო, ეს ოჯახი ვერავის მიმართავს დახმარებისთვის. მათი უკანასკნელი იმედი ჩვენ ვართ. გვსურს დახმარება ვთხოვოთ გულისხმიერ ადამიანებს, ვინც ხელს გაუმართავს ამ ოჯახს. არ გააჩნიათ ყველაზე უბრალო, ყველასთვის ჩვეულებრივი ტექნიკაც კი. უფალო, დაეხმარე ამ საბრალო, ტანჯულ ადამიანებს!
ამ კეთილ ქართულ ოჯახს, სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება: საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები, სარეცხი მანქანა და სათამაშოები. ასევე, შესანიშნავი იქნებოდა, თუ მოხერხდება მათთვის საწოლის თეთრეულის, პლანშეტის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენა. ერთობლივი ძალებით, შევძლებთ ამ საბრალო ადამიანების დახმარებას ისევე, როგორც უკვე დავეხმარეთ ათასობით ქართულ ოჯახს, რომელიც იყო სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე.
თუკი ვინმეს ექნება სურვილი, მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი კორცხელი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
         გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ჩხეტიების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
დალოცვილები ყოფილიყავით!

თურმე, ჩვენნაირ ბავშვებთანაც მოდის სტუმრად ახალი წელი! 
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
 „ღმერთო, რა კარგი ყოფილა ახალი წლის მოლოდინი, როდესაც შენი შვილების თვალებში სიხარულს ხედავ, როდესაც ახალი იმედები იღვიძებს შენში. მადლობა ჩემს საქართველოს, ჩემს კეთილ ხალხს ამ თანადგომისთვის. მინდა, ყველას ჩაგეხუტოთ, სიყვარულის და სიკეთის წელი გისურვოთ! ასმაგად დაგბრუნებოდეთ ის სიხარული, რაც ჩვენ მოგვიტანეთ!“ –  გვეუბნება ილინა.
დღეს ის ბედნიერია!  ბედნიერია თქვენი სიკეთით, მეგობრებო!  ჩხეტიების ოჯახის გახარებაც შევძელით საახალწლოდ. ჩვენმა ფონდმა უამრავი საჩუქარი გადასცა მათ: საკვები პროდუქტი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, მაცივარი, ტკბილეული და სათამაშოები პატარა ანგელოზებისთვის.  მათ არასდროს დაავიწყდებათ ეს ჯადოსნური დღე.

 „ვაშა-ა-ა-ა! ჩვენთან ნამდვილი ახალი წელი მოვიდა!“

როდესაც ჩხეტიების ოჯახს ვესტუმრეთ, პატარა ანასტასიას ყელი სტკიოდა და ცხარე ცრემლები სდიოდა. დედა კი, მისთვის წამალს ვერ ყიდულობდა. ხუთი წლის ანდრია კი, ტიროდა შიმშილისგან.
        ილინა (23 წლის): ჩემი შვილები არასდროს იცინოდნენ, არ იცოდნენ, რა იყო სიხარული. ვერცერთ სურვილს ვერ ვუსრულებდი, მაშინაც კი, როდესაც უბრალოდ ცოტა დიდ ნაჭერ პურს მთხოვდნენ.
         წელი წელს მიჰყვებოდა, ჩვენთან არაფერი იცვლებოდა –  იგივე სიღარიბე, იგივე შიმშილი, იგივე ავადმყოფობა და ყველაფერი ძველი და დამსხვრეული, როგორც ჩემი ოცნებები… აღარაფრის იმედი აღარ მქონდა და… უცებ თქვენ გამოჩნდით. რაღაც გაამთელეთ ჩემს გულში.
        ახალგაზრდა დედა ისეთი სიყვარულით გვეუბნებოდა ამ სიტყვებს, რომ ყველას აგვიჩუყდა გული. აი, სწორედ, ესაა იმ დიდი საქმეების შედეგი, რასაც ჩვენ ერთად ვემსახურებით. დიახ, ესაა ნამდვილი ბედნიერება, როდესაც წაქცეულს წამოაყენებ, როდესაც მშიერს დააპურებ, როდესაც სიცივით გათოშილს გაათბობ! 

„შეხედე, ჩემი კეთილი თოვლის ბაბუა ახატია, ტკბილეულს რომ შევჭამ, ყუთს შევინახავ, რომ მაგრად ჩავეხუტო ხოლმე…“

„ამას დათუნია ბარნი ჰქვია, სულ ვტიროდი, მაღაზიაში რომ ვხედავდი და დედა ვერ მყიდულობდა… ახლა ბევრი მაქვს. გინდა, შენც გაჭამო?“

        ანასტასია (6 წლის): თურმე, თოვლის ბაბუას ახსოვდა ჩვენი მისამართი. დედიკო მეუბნებოდა, დაკარგაო. მას კი ზეპირად ახსოვდა, წარმოგიდგენიათ? ზეპირად… როგორც მე მახსოვს მასზე ლექსები. იმდენი კანფეტები გამოატანა დიდ მანქანას,  სუფრასაც კი გავშლით.

 „აი, კიდევ რა მაქვს! ეს ჩემს შვილებსაც ეყოფა, არა?“

        ანდრია (5 წლის): მე პულტიანი მანქანა გამომიგზავნა… გემრიელი საჭმელიც, „პეჩენიებიც“ და შოკოლადებიც. ნეტა, კიდევ მოვა ახალი წელი? მე კარგად მოვიქცევი, ოღონდ სულ მოვიდეს ხოლმე…

„მინდა, რომ სულ ასეთი ახალი წელი მოვიდეს!“

         – რა თქმა უნდა, პატარავ! ახალი წელი ყოველთვის მოვა და ბევრ სიხარულს მოგიტანს!
         ანდრია: ადრე არ მოდიოდა. სხვაგან მოდიოდა, ჩვენთან კი არ მოდიოდა. მოიცა, შევეხვეწო:  ჩვენ ცუდი ბავშვები არ ვართ, სულ მოდი ხოლმე რა-ა-ა-ა, ახალო წელო, გევედრები! 
          ანასტასია: ჩვენთან მართლა არ მოდიოდა. ჩვენ არ გვქონდა არც გემრიელი საჭმელები, არც სათამაშოები. არც გაზქურა გვქონდა საჭმლის მოსამზადებლად და არც მაცივარი შესანახად. ახლა ყველაფერი ახალი გვაქვს. და ისეთი ლამაზები-ი-ი-ი…  ჩემი კუდრაჭა თოჯინა რომ ნახოთ, სულ მე მგავს, ჩემსავით აქვს ნაწნავები. თოვლის ბაბუას მეც კი ვუნახივარ. ნეტავ, სად? ალბათ ბაღის ზეიმიდან დამიმახსოვრა…

 „ჩემნაირი ნაწნავები აქვს“

„დედა, დღეიდან ყოველთვის გვექნება გემრიელი საჭმელი?“

         – ილინა, ვხედავ საჩუქრებმა ძალიან გაგახარათ. რა მოგეწონათ ყველაზე მეტად? 
          ილინა: ეს არის საოცარი განცდა – მადლიერების, სიხარულის… არ შემიძლია, რამე განსაკუთრებით გამოვყო. ჩემთვის თითოეული ნივთი ძვირფასია. ეს ყველაფერი ხომ მთელი გულით მომიძღვნა ჩემმა კეთილმა ხალხმა. ვინ იცის, მათაც არ ჰქონდათ ზედმეტი და მოიკლეს. იქნებ, თავადაც როგორ სჭირდებოდათ ყოველი ლარი, რაც  გადმორიცხეს? მაგრამ გაიმეტეს, დაგვეხმარნენ, გვერდში დაგვიდგნენ, როგორც ყველაზე ახლობელი ადამიანები.  თუმცა, რატომ „როგორც“? ისინი არიან კიდეც ჩვენი ახლობლები! არასდროს გვქონია ნორმალური გაზქურა… მაცივარი მხოლოდ ბუტაფორია იყო ჩვენს სახლში… არ მუშაობდა. ახლა კი, შეხედეთ რა ლამაზი მაცივარი გვაქვს! 

„ისე მომწონს ჩვენი ახალი მაცივარი, მინდა, სულ ვუყურო…“

        სარეცხმა მანქანამაც  უზომოდ გაგვახარა. ზამთრის სუსხსა და სიცივეში ხელით რეცხვა სიკვდილის ტოლფასია ჩემისთანა ადამიანისთვის. ჯანმრთელობის პრობლემა ვისაც არ აქვს, მასაც საფრთხე შეექმნება თოვლში და ყინვაში ხელით რეცხვის გამო და ავადმყოფს რაღა მოუვა?!  ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაგვახარეთ საკვებით, საახალწლო ტკბილეულით… ჩემი პატარას სიტყვებს გავიმეორებ და გეტყვით, რომ ჩვენს სახლში პირველად მოვიდა ახალი წელი! 

„არ მჯერა, რომ ეს ჩემია. სიხარულისგან ხტუნვა მინდა! ნუთუ, დასრულდა ხელით რეცხვა?“

– ილინა, ადგილობრივი ხელისუფლებიდან თუ გამოგეხმაურათ ვინმე? წარმომადგენელი თუ გესტუმრათ?  გეხმარებიან რამით?
          ილინა: ისინი თბილ სახლებში, კომფორტითა და სავსე სუფრით შეხვდნენ ახალ წელს. ჩვენ კი, თქვენ რომ არა, ერთი ფილა შოკოლადიც არ გვექნებოდა… ვის აინტერესებს ღარიბი? ჩვენნაირები მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ, როდესაც ხმები სჭირდებათ. შეხედეთ ჩვენს სახლს – დანგრევის პირასაა. რომ ჩამოგვენგრეს, ვერ გადავრჩებით და აღარც ხმები გექნებათ, აღარც ამომრჩევლები გეყოლებათ, ჩვენი სახით, ძვირფასო დეპუტატებო! ნეტავ, გამოჩნდეს ვინმე ღვთისნიერი და გადაგვიყვანოს ნორმალურ პირობებში. იქ, სადაც დანგრევის საშიშროება არ დაგვემუქრება, თორემ რამე განსაკუთრებულ კომფორტს კი არ ვითხოვ. უბრალოდ მშვიდად ძილი მენატრება…
***
      მეგობრებო, ახალგაზრდა დედას ისევ სჭირდება ჩვენი თანადგომა. ოჯახს არ აქვს ნორმალური პირობები, არ აქვს ნორმალური ავეჯი, საწოლები. სოციალური შემწეობის 600 ლარი მათ წამლების საყიდლადაც კი არ ჰყოფნით, საკვები როგორღა შეიძინონ? რეგულარულად უნდა დავეხმაროთ, რათა ბავშვებმა არ იშიმშილონ. რა საშინელებაა, როდესაც ბავშვები შიმშილობენ. ღმერთო ყველა დაიფარე ასეთი ცხოვრებისაგან!
          თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენი „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მასთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
          მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge   
          თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
      ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
        (დანიშნულება: ჩხეტიების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
         თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus) 
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund       
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund   
       სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
        ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 სექ 22
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1140.00₾
2022 ოქტ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
470.00₾
2022 ნოე 29
მაცივარი
620.00₾
2022 დეკ 14
პროდუქტები
134.64₾
2023 თებ 21
სანტექნიკა
560.50₾
2023 თებ 28
ფონდის ზედნადები ხარჯები
115.00₾

სულ ხარჯები:

3040.14₾

დარჩა:

0.44₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.03.2023 16:54:10
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.01.2023 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.01.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.01.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.01.2023 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.01.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.01.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.01.2023 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.01.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.01.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.01.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.01.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.01.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.01.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.01.2023 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.01.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.01.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.01.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.01.2023 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.01.2023 20:00:00
₾100.00

შემოწირულია:

₾3,040.58

183 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,040.58

183 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება