ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ღმერთმა დაგიფაროთ, თვეში 50 ლარად მოგიწიოთ ცხოვრება ინსულტით და მკერდის კიბოთი!

calendar აგვისტო 26, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ამბობენ, ადამიანი შიმშილს 30 დღე უძლებსო. მე შვიდი დღე ვიყავი მშიერი, მეტს ვერ გავუძელი. მერე კი, გული წამივიდა. რა ვქნა, ვერავის ვთხოვე პური… მომერიდა. ვიყავი ასე, ჩემთვის… ცუდად რომ ვიგრძენი თავი, გარეთ გამოვედი, მერე აღარაფერი მახსოვს…“ – გვიყვება 52 წლის ქალი – ლელა ოსეფაშვილი, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად სრულიად დაუძლურებულია, მარტოობის შედეგად კი – უიმედოდ დარჩენილი. მისი სხეული სულ რაღაც 42 კილოგრამს იწონის. ლელას მკერდის კიბო აქვს. ასევე გადატანილი აქვს ინსულტი. რის შედეგადაც, ბოლომდე ვერ აღუდგა მეტყველების უნარი. გარდა ამისა, მას სხვა უამრავი დაავადებაც აწუხებს: ნაღვლის ბუშტის ანთება, რევმატიზმები, ვენების დაავადება. დაბალი იმუნიტეტის გამო, ხშირად ცივდება და ემართება ფილტვების ანთება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ღმერთმა დაგიფაროთ, თვეში 50 ლარად მოგიწიოთ ცხოვრება ინსულტით და მკერდის კიბოთი! 
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი!
დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„სულ ვტირი…  კარგი არაფერი მახსენდება…“

           „ამბობენ, ადამიანი შიმშილს 30 დღე უძლებსო. მე შვიდი დღე ვიყავი მშიერი, მეტს ვერ გავუძელი. მერე კი, გული წამივიდა. რა ვქნა, ვერავის ვთხოვე პური… მომერიდა. ვიყავი ასე, ჩემთვის… ცუდად რომ ვიგრძენი თავი, გარეთ გამოვედი, მერე აღარაფერი მახსოვს…“ – გვიყვება 52 წლის ქალი – ლელა ოსეფაშვილი, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად სრულიად დაუძლურებულია, მარტოობის შედეგად კი – უიმედოდ დარჩენილი. მისი სხეული სულ რაღაც 42 კილოგრამს იწონის.          ლელას მკერდის კიბო აქვს. ასევე გადატანილი აქვს ინსულტი. რის შედეგადაც, ბოლომდე ვერ აღუდგა მეტყველების უნარი.  გარდა ამისა, მას სხვა უამრავი დაავადებაც აწუხებს: ნაღვლის ბუშტის ანთება, რევმატიზმები, ვენების დაავადება. დაბალი იმუნიტეტის გამო, ხშირად ცივდება და ემართება ფილტვების ანთება. 
           ლელა ოსეფაშვილი ათიოდე კვადრატული მეტრი ფართობის ოთახში ქირით ცხოვრობს. არ აქვს გათბობა, არ აქვს აბაზანა. საკუთარი ტუალეტი კი, მხოლოდ აუხდენელი ოცნებაა. რომ იცოდეთ, როგორ უჭირს მეორე სართულიდან ყოველ წუთში სიარული?! მაგრამ რომელ კომფორტზეა საუბარი, როდესაც ქალი უმეტესწილად მშიერია?! 
           – ლელა, მოგვიყევით თქვენი პრობლემების შესახებ
          ლელა: არ მინდა თქვენს არაჩვეულებრივ მკითხველს თავი მოვაბეზრო. ორი სიტყვით გეტყვით მე ვარ ადამიანი ,,უ“-თი, ანუ ,,უ-ყველაფრო“ –  უ-ბედური, უ-უნარო, უ-სახლკარო, უ-მუშევარი, უ-ფულო. უ-ხალისოდ და უ-სიხარულოდ თენდება და ღამდება ჩემთვის. არც ჯანმრთელობა მაქვს, არც ძალ-ღონე რომ ვიმუშაო, ავადმყოფი და ყველასგან მიტოვებული ვარ.
სრულიად მშიერიც ბევრჯერ ვყოფილვარ. ახლა სოციალური სასადილოთი ვსარგებლობ, სიაში ძლივს ჩამსვეს. მაგრამ რა… როცა  ვერ ვახერხებ საწოლიდან წამოდგომას, იქ როგორღა მივალ?
  – ლელა, მეტყველება რატომ გიჭირთ?
         – ლელა: 16 წლის წინ, ჯერ ბრმა ნაწლავის ოპერაცია დამჭირდა, მერე საშვილოსნოზე აღმომაჩნდა პრობლემები, რის შედეგადაც, ის ამომკვეთეს. ეს ყველაფერი მაშინ არ ფინანსდებოდა. მე ბინის გაყიდვა მომიწია, რომ გადავრჩენილიყავი. ბინა რა… ერთი პატარა ოთახი მქონდა, მაგრამ ჩემი იყო – ქირას არ ვიხდიდი და უბნიდან უბანში არ დავწანწალებდი… მოკლედ, ყველაფერი აქედან დაიწყო. დავრჩი უსახლკაროდ. იმდენად განვიცადე, რომ ნერვიულობის ნიადაგზე ინსულტი დამემართა. იმჟამინდელ დიასახლისს რომ არ ვეპოვნე, და არ დამხმარებოდა, ახლა ცოცხალი აღარც კი ვიქნებოდი.  ერთი მხარე პარალიზებული მქონდა და ვერც ვლაპარაკობდი. მერე ნელ-ნელა აღმიდგა უნარები. სიარული შევძელი, მაგრამ მეტყველება მაინც მიჭირს – ხან უფრო მეტად, ხან ნაკლებად… აი, ასეთი ისტორია მაქვს.
             – მაგრამ ამით არ დასრულებულა თქვენი ავადმყოფობის ისტორია…
            ლელა: არა, ის ისევ გრძელდება უფრო მძიმე დიაგნოზით. ერთი წლის წინ კი მკერდის კიბო დამიდგინეს, სასწრაფოდ დამჭირდა ოპერაცია, რათა მეტასტაზები კიდევ არ წასულიყო. მკერდის დაზიანებული ნაწილი ამომკვეთეს. მას შემდეგ ვსაჭიროებ მუდმივ კონტროლს და ექიმის ზედამხედველობას. მე კი, ჩემი ინვალიდობის 140 ლარით, და სოციალური დახმარების 50 ლარით საკვებსაც ვერ ვყიდულობ. რომელ ექიმზე და მედიკამენტებზეა საუბარი?! 42 ლარი ეგრევე მეჭრება პენსიიდან, ძველი კრედიტის გამო. ეს კრედიტიც ავადმყოფობის გამო ავიღე… აღარ ვიცი, რომელი ვიგლოვო,  ის რომ ვკვდებოდი, თუ ის რომ გადავრჩი. ჩემთვის უკვე სიკვდილს და სიცოცხლეს ერთი ფასი აქვს. 

„ასეთი ნაკვალევი თითქმის მთელ სხეულზე მაქვს. ყველა ოპერაცია რთულად გადავიტანე…“

         – სიცოცხლე ყველაზე უფრო ფასეული რამაა ლელა, რასაც უფალი გვჩუქნის…
        – ლელა: კი მაგრამ ასეთ ცხოვრებას მარტოობაში, სიღატაკესა და შიმშილში რა აზრი აქვს?  როცა ვერ გავუძელი აი, ეს ვცადე…
(ვენების გადაჭრის მცდელობის ნაკვალევს გვაჩვენებს მაჯებზე.) 
         ლელა: ეჰ, რამდენი ხანია, ხილი არ მიჭამია… აი, აქ უბანში გარე მოვაჭრეების დახლებთან რომ გავივლი, თვალებს ვხუჭავ, გული რომ არ წამივიდეს… 

ეს მწირი მარაგი, ნეტა, რამდენ ხანს უნდა ეყოს საბრალო ქალს?!

       – ნათესავები არ გეხმარებიან?
        ლელა: საკუთარმა ძმამ და მშობლებმა მკრეს ხელი, დამივიწყეს და ნათესავებს რაღაში ვჭირდები. ყველა გამორჩენაზეა, ღარიბი და „ხელით სათრევი“ არავის აინტერესებს. მე ხომ ტვირთი ვარ მათთვის?!
        – ოჯახის წევრებმა რატომ დაგივიწყეს?
         ლელა: ჩემს ძმას უნდოდა, ყველაფერი რომ მას დარჩენოდა. მშობლები კი, ყოველთვის მის ჭკუაზე დადიოდნენ. ახლა, დედა და მამა ცოცხლები აღარ არიან და ცუდის გახსენება აღარ მინდა, ბოდიში.
         – საერთოდ არავინ გსტუმრობთ?
         ლელა: მხოლოდ ძველი დიასახლისი, ღმერთი უშველის მის ოჯახს. ეგენი რომ არა, ჩემი საფლავი რამდენჯერ იქნებოდა შეღებილი?! მათიც მრცხვენია. ახლა, თქვენი იმედიღა დამრჩა. მხოლოდ ეს ნაპერწკალი მასულდგმულებს. ვიცი, დიდი ძალა აქვს თქვენი ფონდის კეთილი მეგობრების სიკეთეს. იქნებ ვინმემ საბრალო ლელას ისტორიაც მიიტანოს გულთან ახლოს. მე ექიმთან ვიზიტი, გამოკვლევები, საჭმელი და წამლები მინდა მხოლოდ. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

„ვერანაირ წამალს ვერ ვყიდულობ, ვერ ვმკურნალობ… უფალზე და ადამიანების სიკეთეზე ვარ მინდობილი…“

          – თუმცა ამ პატარა ,,თავშესაფარში“ არც პირობები გაქვთ არანაირი…
         ლელა: ჰო, რა კარგად თქვით… მართლა თავშესაფარია… არა, არა… უფრო საკანი! ჰოდა, მიიღეთ ჩემი ვედრება, როგორც სიკვდილმისჯილის უკანასკნელი თხოვნა. არ ვიცი ხვალინდელი დღე, საერთოდ, გამითენდება თუ არა. აქ, რა თქმა უნდა, ვერ ვარ კარგად. შეხედეთ ამ სიღატაკეს. ტანსაცმელის ჩასალაგებელიც კი არ მაქვს. იცით, როგორ ვბანაობ? იატაკზე ცელოფანს ვაფენ. აი, პატარა „ტაშტები“ ,  „ვედროები“, რომლებითაც წყალს ვეზიდები, დიდს ვერ მოვერევი, ვერ ავწევ. ისე ვწვალობ ნაწილ-ნაწილ. გათბობა მე არ მაქვს, და ზამთარში განსაკუთრებით მიჭირს. თმის საშრობი მაინც მქონდეს თმა რომ გავიშრო. სველი თავით სულ ვცივდები. წელს ორჯერ გადავიტანე ფილტვების ანთება.

„ხილი და წვენი მენატრება ხოლმე ყველაზე მეტად… მაგრამ ვითმენ, სხვა რა გზა მაქვს…“

          – ლელა, ხელისუფლება თუ გეხმარებათ რაიმეთი?
          ლელა:  სოციალურს ვიღებ 50 ლარს. ესეც ხან მიჩერდება, ხან აღმიდგება ხოლმე. (თავს იქნევს.) ნუთუ, შეიძლება ჩემნაირ ადამიანს ის „კაპიკები“ მოაკლო, რომელიც პურისთვისაც კი არაა საკმარისი?! ინვალიდობის პენსია 140 ლარი მაქვს, აქედან ბანკი მაჭრის გარკვეულ ნაწილს, ადრე აღებული სესხის გამო. ეს სესხი მკურნალობისთვის დამჭირდა…  აბა, გეკითხებით, ჯერ 190 ლარი რა არის თვეში და მერე იმასაც რომ შეუკვეცავ ავადმყოფ და უმწეო ადამიანს?..  ახლა ერთმა კარგმა ამბავმა დამიბრუნა კიდევ სიცოცხლის ხალისი…
         – რა ამბავმა?
        ლელა: უსახლკაროთა სიაში ჩამსვეს. იქნებ სიკვდილამდე მაინც მეღირსოს ჩემი ჭერი. იქნებ, დიდხანს არ მალოდინონ, თორემ ჩემი ჯანმრთელობით, დიდხანს ვერ შევძლებ… სახლის დაკარგვა იყო ჩემი ყველა უბედურების მიზეზი. იქნებ ისე არ მოვკვდე, რომ ჩემი სახლიდან არ მეღირსოს გამოსვენება… (ტირის.)

„ეს ჩემი სამზარეულოს აღჭურვილობაა… თუმცა, როდესაც საჭმელი არ გაქვს, სამზარეულოც კარგავს თავის დანიშნულებას!“

        – რას ამბობთ, ლელა, რა დროს სიკვდილია?! ჩვენი ფონდის ერთგული მეგობრები აუცილებლად წაიკითხავენ თქვენს ისტორიას და თქვენ არათუ დაგეხმარებიან, პირადადაც გინახულებენ.     
         ლელა: მეც ამის იმედი მაქვს. უფალმა დალოცოს ყველა კეთილი ადამიანი. მხოლოდ ისინი ათბობენ სამყაროს.

იმედია, აქ არ დავასრულებ  ჩემს ტანჯულ ცხოვრებას!

***
            ლელას თვალებზე ცრემლები მოადგა. მერე გაიხსენა რა ძლიერი, სპორტული აღნაგობის ქალი იყო. მშენებლობაზე კაცივით მუშაობდა. ამ საძაგელმა სენმა, შიმშილმა და გაჭირვებამ ერთი ხელის მოსმით „შეჭამა“ და დააუძლურა. ლელას სჯერა უფლის და სიკეთის. ნუ დავუკარგავთ მას უკანასკნელ იმედს და ნუ მოვუშლით რწმენას. დროა გვერდში ამოვუდგეთ გაჭირვებულ ადამიანს და გავუწოდოთ დახმარების ხელი. 
        თუ გადაწყვეტთ, რომ პირადად მოინახულოთ ლელა ოსეფაშვილი, მისი ამჟამინდელი მისამართია: ქ. თბილისი, ნაძალადევის რ-ნი, საყვირის ქ. 15
       თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გული გავუთბოთ და დავუბრუნოთ მათ მომავლის რწმენა.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ლელა ოსეფაშვილი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 სექ 12
პროდუქტები
74.60₾
2022 ოქტ 01
დივანი
580.00₾
2022 ოქტ 24
ფეხსაცმელი
79.00₾
2022 ოქტ 27
პროდუქტები
152.30₾
2022 ოქტ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
250.00₾
2022 ნოე 28
სარეცხი მანქანა
600.00₾

სულ ხარჯები:

1735.90₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.11.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.11.2022 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.11.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.11.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.11.2022 20:00:00
₾75.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.11.2022 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.11.2022 20:00:00
₾150.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.10.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.10.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.10.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.09.2022 10:04:36
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.09.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.09.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.09.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.09.2022 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾1,735.02

81 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,735.02

81 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება