ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

საფლავის ფულს დაზოგავენ …

calendar ოქტომბერი 3, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

„ერთხელ ხელი შევყავი იქ, ოღონდ, დედიკოს არ უთხრა. ნახვა მინდოდა, მართლა ბუა ცხოვრობს და უსტვენს, თუ უბრალოდ ბზარია. იქ კი, რაღაცამ მიკბინა“ – ხელზე მექაჩება პატარა სოფიო. უნდა, კედელში რაღაც საშინელი ხვრელი რომ მანახოს. „ოღონდ, ფრთხილად იყავი! შენც არ გიკბინოს!“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
საფლავისფულსდაზოგავენ… 
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„ცუდად თუ მოიქცევი, აი, ამ ხვრელიდან ბუა გამოვა და წაგიყვანს“
         „ერთხელ ხელი შევყავი იქ, ოღონდ, დედიკოს არ უთხრა. ნახვა მინდოდა, მართლა ბუა ცხოვრობს და უსტვენს, თუ უბრალოდ ბზარია. იქ კი, რაღაცამ მიკბინა“ – ხელზე მექაჩება პატარა სოფიო. უნდა, კედელში რაღაც საშინელი ხვრელი რომ მანახოს. „ოღონდ, ფრთხილად იყავი! შენც არ გიკბინოს!“
        მართლაც, იმხელა ხვრელია, რომ შიგნით მხოლოდ ბუა კი არა, მთელი მისი საშინელი ოჯახი იცხოვრებს. სახლი, რომელშიც კლდიაშვილების ოჯახი ცხოვრობს, 120 წლის წინ არის აშენებული! ხისაა, დამპალი ფიცრები კი, სადაცაა ჩამოცვივდება. სახურავიც იმდენად დაზიანებულია, რომ ვერსად დაემალები წვიმას.

„ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი და შეიძლება, ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდე“

         მართალი გითხრათ, ძალიან მეშინოდა. ყოველ მოძრაობაზე, სახლი საშინლად ღრჭიალებდა და ზანზარებდა. მაგრამ, არავის აინტერესებს, როგორ ცხოვრობენ ეს ბავშვები აქ. და როგორც ყოველთვის, მეგობრებო, ერთადერთი იმედი თქვენ ხართ,! სრულიად უცხო, უზომოდ კეთილი ადამიანები!
          – გაგა, ბავშვებმა შემოსვლისთანავე შემაშინეს. მეგონა, აზვიადებდნენ მაგრამ, რეალობა უფრო საშინელი აღმოჩნდა!
          გაგა: ვაიმე, არ თქვათ, ეს ბაბუაჩემის სახლია, 120 წლის წინ არის აშენებული. აქ, ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ. ახლა კი, მე ვცხოვრობ, ოჯახთან ერთად. სხვაგან არსად გვაქვს წასასვლელი. როდესაც ფიქრობ მხოლოდ იმაზე, ბავშვებს რა უნდა აჭამო, ამ საშინელებას ვეღარც ამჩნევ. თანხის გადადება ვერ მოვახერხეთ, ეს ხვრელები მაინც რომ ამოვავსოთ. თან, ეს ერთადერთი პრობლემა ხომ არ არის. შეიძლება, კიბე ჩავარდეს, კედელი ჩამოიშალოს, ჭერი ჩამოინგრეს. სულ ყურადღებით უნდა იყო, ყველანი ამ სახლის ნანგრევების ქვეშ რომ არ დავიმარხოთ. 
         – თქვენი საარსებო წყარო რა არის?
         გაგა: მხოლოდ დახმარება – 600 ლარი. მე ინსულინდამოკიდებული დიაბეტიკი ვარ. ხანდახან, ფიზიკურადაც ვმუშაობ, ყანაში, თუ ვინმემ დამიძახა. მეუღლე სულ ბავშვებთან არის, სახლში იმდენი საქმე აქვს. იცით, რა ძნელია, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემის გამო, საკუთარ ოჯახს ვერ ინახავ? ბავშვები ცარიელ პურს რომ ჭამენ, ცრემლები მახრჩობს.

„დღესაც მოხარშულ კარტოფილს შევჭამთ“

         – მესმის თქვენი…
         გაგა: შეიძლება ვინმემ თქვას, რომ არ ვფიქრობთ ჩვენი შვილების მომავალზე მაგრამ, ეს ასე არ არის. საიდან ვიცოდი, რომ დიაბეტი დამემართებოდა? რომ ნორმალურად ვეღარ ვიმუშავებდი, და ხანდახან, მეეზოვედაც გავიდოდი? ავადმყოფობისგან არავინაა დაზღვეული. რადგან უფალმა შვილები გვაჩუქა, ესე იგი, ჩათვალა, რომ ვიმსახურებთ, მშობლები გვერქვას, ის დაგვეხმარება მათ გამოკვებაში. მე ამის მჯერა. ძალიან ბევრ შეჭირვებულ ოჯახს სჯერა ამის. მხოლოდ მდიდრები რომ აჩენდნენ შვილებს, ქართველები ძალიან ცოტანი დავრჩებოდით. 
         – დახმარების თანხით რას ყიდულობთ?
         გაგა: ფქვილს! მაკარონსა და კარტოფილს. კიდევ, სარეცხ ფხვნილს. რადგან გვიჭირს, იმას კი არ ნიშნავს, რომ ბავშვებმა ბინძური ტანსაცმლით უნდა იარონ. ჩემი მეუღლე მთელი დღე რეცხავს. სარეცხ მანქანაზე კი, ვერც ვიოცნებებთ.

„დედიკო ამბობს, რომ მთელი სახლი უნდა წკრიალებდეს და ჩვენც სუფთად უნდა ვიაროთ“

         – სახელმწიფოს თუ მიმართეთ დახმარებისთვის?
         გაგა: ნეტავ, სულ არ მიგვემართა, თავს მათხოვრად ვგრძნობ. ვთხოვეთ, სახურავის შეკეთებაში მაინც დაგვხმარებოდნენ. 10 წლის წინ, თუნუქის რამდენიმე ნაჭერი მოგვცეს. მაშინ, ფიზიკურად მუშაობა ჯერ კიდევ შემეძლო. ჩემი ხელით გადავხურე მაგრამ, მასალა არ გვეყო, რამდენიმე წლის წინ, საშინელმა გრიგალმა სახურავი დააზიანა. ძალიან გვეშინოდა, გვეგონა, სახლიანად წაგვიღებდა საშინელი ქარი. მას შემდეგ, არაერთხელ ვთხოვე მთავრობას, სახურავის შეკეთებაში დახმარება მაგრამ, უარი მივიღე. ასე გვითხრეს: „დახმარება უკვე მიიღეთ და იკმარეთო!“ როგორ მოგწონთ? 
         – თუ შეიძლება, დავათვალიერებ თქვენს სახლს…
         გაგა: მრცხვენია, მაწანწალებივით ვცხოვრობთ. სახლში ყველაფერი დაზიანებულია. რანაირად გვძინავს…
         სოფიო (9 წლის): წამო, მე გაჩვენებ, მამას რცხვენია! ოღონდ ფრთხილად იყავი. კედლებთან არ მიხვიდე და უყურე, სად ადგამ ფეხს.

„ნახე, წვიმამ როგორ მოხატა კედლები. მე აქ პრინცესას ვხედავ! შენ?“

„აქ კი, შუშა არ არის და ცელოფანიც სულ იხევა“

„ქარის დროს კი, ეს კედელი ცეკვავს!“

        – სოფო, შენ როგორ სახლში გინდა ცხოვრება?
        სოფო: „აგურებისგან“, ან ქვის – ოღონდ ხის არა! იატაკი რომ არ ჭრიჭინებდეს და კედლებში არ უსტვენდეს. მთელი კედლები და ჭერიც თეთრი რომ იყოს, და მეგობრები სტუმრად რომ მოვიყვანო.
         – ლამაზი სახლის გარდა, რას ნატრობ? 
         სოფო: ლამაზი კაბა მინდა და ტელეფონი! ტელეფონი ჩემი ოცნებაა. და კიდევ, ერთი სათამაშო მაინც რომ მქონდეს…

„სამს ერთი ბურთი გავქვს“

         – არ გაქვს სათამაშოები?
         სოფო: ჩემს ძმას ბურთი აქვს! სამივე ერთად ვთამაშობთ, ხოლმე. აბა, რა ვაკეთოთ სხვა? ტელევიზორიც კი არ გვაქვს, მულტფილმებს რომ ვუყუროთ.
         ამინა (12 წლის): ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, ტელევიზორი გვქონდეს! აი, ხანდახან ვფიქრობ, რამდენი საინტერესო გადაცემაა, ჩვენ კი, არაფერი ვიცით.
         – კიდევ რამე სურვილები გაქვს, ტელევიზორის გარდა?
        ამინა: კი, მაქვს. სკოლაში დავიწყეთ სიარული. არც ტანსაცმელი გვაქვს, არც ფეხსაცმელი, არც ჩანთები…  ერთი სიტყვით, არაფერი.

„ეს დაგლეჯილი ბურთია ბავშვების ერთადერთი „სიმდიდრე“

         – ლუკა, მინდა, შენი სურვილებიც რომ გავიგო. მეტყვი?
         ლუკა (10 წლის): არა, არ მაქვს მე სურვილები.
         სოფო: აქვს, აქვს! მე ვიტყვი, შეიძლება? ველოსიპედი უნდა! იცით, როგორ უნდა? დედიკოს ჰკითხა კიდევაც, რამდენი დღე არ უნდა ჭამოს, ველოსიპედი რომ უყიდონ. დედამ თქვა, ნახევარი წელიწადიო! ნახევარი წელიწადი როგორ იქნება მშიერი?! ვერ იქნება! ამიტომაც, ველოსიპედზე ოცნება გადაიფიქრა.
        ლუკა: არაფერზეც არ ვოცნებობ… რა ველოსიპედი, სკოლისთვის ტანსაცმელი არ გვაქვს. დაივიწყეთ ველოსიპედი… სხვა რამეები ბევრად უფრო გვჭირდება.
         – მაგალითად, რა?
        ლუკა: აი, დედას სარეცხი მანქანა არ აქვს, სახურავიდან წყალი ჩამოდის. სოფოს ნორმალური ტანსაცმელი არ აქვს, მე და ჩემს ძმას კი – ფეხსაცმელი. სახლში საჭმელი არ გვაქვს. 
         – დღეს ისადილეთ? რა ჭამეთ?
        გაგა: პური… რამდენიმე დღეში სოციალური დახმარება უნდა ჩაირიცხოს. მანამდე კი, მხოლოდ პური უნდა ვჭამოთ. მთავარია, 2 ტომარა ფქვილი ვიყიდოთ. თუ ბავშები არ გაცივდნენ და ავად არ გახდნენ, იმ თვეში შიმშილობა აღარ მოგვიწევს. მაგრამ, ჯვარი სწერიათ, წამლების ყიდვა თუ დასჭირდათ – მორჩა! იცით, რა ძვირი ღირს?
         – რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს თქვენი ცხოვრება?
        გაგა: ჩემი მშობლების სახლის შეკეთებაში თუ დაგვეხმარებიან, რაღაც ბიძგს მაინც თუ მოგვცემენ, ამ ჭაობიდან ამოსვლა რომ მოვახერხოთ…
        – გაგა, შევაჯამოთ. ცხოვრება რომ შეგიმსუბუქდეთ, ყველაზე მეტად, რა გჭირდებათ?
         გაგა: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამშენებლო მასალა, ეს ხვრელები მაინც რომ ამოვავსოთ როგორმე, და სახურავი შევაკეთოთ. ძალიან გვჭირდება პროდუქტი, ისეთი მაინც, ზამთარი რომ გადავაგოროთ. კიდევ, ძალიან გვჭირდება ჰიგიენური საშუალებები, საწოლები, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი.
         სოფო: კი-ი-ი! ტელევიზორი გვჭირდება ყველაზე მეტად! ლუკასთვის ველოსიპედი და კიდევ, კაბა. და სასკოლო ნივთები!

„ეს პატარა, ულამაზესი გოგონა, დიდრონი, სევდიანი თვალებით, უკეთეს ცხოვრებას იმსახურებს. თავს პრინცესად უნდა გრძნობდეს ისევე, როგორც ყველა გოგონა“

***
          მეგობრებო, კლდიაშვილების ოჯახი, დახმარების თხოვნით, სხვას ვერავის მიმართავს. მათი უკანასკნელი იმედი, სრულიად უცხო ადამიანები არიან. მშობლები ძალიან დარდობენ,  ბავშვებს ხომ, უჭმელობის გამო, შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნათ. მათ ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდებათ: საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები, სამშენებლო მასალა, საწოლები, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი! ერთობლივი ძალებით, შევძლებთ და დავეხმარებით ამ საბრალო ოჯახის ისევე, როგორც უკვე დავეხმარეთ ათასობით სხვას, ვინც იყო სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე. თუკი ვინმეს ექნება სურვილი, მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბარდუბანი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: კლდიაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
         ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
 შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
 სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ თქვენს მიერ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 დეკ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
245.00₾
2023 იან 09
სამშენებლო მასალები
1000.00₾
2023 თებ 28
ფონდის ზედნადები ხარჯები
90.00₾
2023 მარ 01
პროდუქტები
351.94₾

სულ ხარჯები:

1686.94₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.02.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.02.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.02.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.02.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.02.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.01.2023 16:28:02
₾270.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.01.2023 08:35:11
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.12.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.12.2022 15:41:40
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2022 14:20:31
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2022 20:00:00
₾50.00

შემოწირულია:

₾1,686.83

85 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,686.83

85 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება