ირმა: თუ საშუალება იქნება, გთხოვთ, ოთახის ჭერის გადახურვაში დაგვეხმაროთ. შიშის ქვეშ ცხოვრებამ დამღალა, სულ ვფრთხილობ, არაფერი ჩამოვარდეს, არავინ დაშავდეს. გარდა ამისა, გთხოვთ, სააბაზანოს (საშხაპეს) კეთილმოწყობაში დაგვეხმაროთ. უკვე საგრძნობლად ცივა, მე კი ისევ ფარდულში, ტაშტში ვაბანავებ ჩემს შვილებს. ნოზაძეების ოჯახი დიდი ენთუზიაზმით და სიხარულით შეხვდა თქვენს საჩუქრებს! ამჟამად მათი ყოველდღიური პრობლემები ნაწილობრივ მოგვარებულია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მათ დაეხმარა! ჭერის გადახურვისა და აბაზანის კეთილმოწყობის პრობლემა კი კვლავაც მწვავეა. მათ ახლავე სჭირდებათ დახმარება.