რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
მეგობრებო, მადლობას გიხდით ზურაბიშვილების ოჯახის თანადგომისთვის. დაე, ამ პოსტის დასასრულმა თქვენს გულებში სევდა კი არა, დახმარების სურვილი აღძრას. გასაჭირს ცრემლის ღვრა ვერაფერს უშველის. თანაგრძნობის განცდა არის მნიშვნელოვანი და საოცარი, მაგრამ ჩვენი ქმედებები უფრო მნიშვნელოვანია. დალოცვილები ყოფილიყავით!თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270დედას, რომელსაც უმძიმესი ოპერაციის შემდეგ საშინელი ტკივილები და მოკვეთილი მკერდი
აქვს, ჯართის შეგროვება უწევს, რომ ბავშვები შიმშილით არ დაეხოცოს! ქმარს კუჭის მძიმე დაავადება აქვს! მას ხომ საერთოდ განსაკუთრებული კვება ესაჭიროება! მაგრამ საკვები არანაირი არა აქვთ! საშინელებაა! თუ არ დავეხმარებით – საეჭვოა გადარჩნენ!
ანდრია წლინახევრისაა. ბავშვი დაოსებამდე ტირის შიმშილის გამო. სასწაულია, სასწაულია, მეგობრებო, ის, რასაც უფალი ქართველ ქალებს უკეთებს! დედა მეორე ძუძუს აწოვებს მას!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
საწყალი, უბედური… არა, ეს ვერ ამბობს სათქმელს… სიტყვები უძლურია გადმოსცეს ჩვენი ტკივილი, რაც ამ ოჯახში მისვლისას განვიცადეთ! ასეთი დაავადების დროს ხომ მეორე მკერდის მოკვეთა და შემდეგ საშვილოსნოს ამოკვეთა უახლოესი მომავლის ამბავია!
ჩვეულებრივ, ასეთი დაავადებები მემკვიდრეობით გადადის, ამიტომ აუცილებელია, მეგობრებო, ურჩიოთ ცოლებსა და ზრდასრულ ქალიშვილებს, ჩაიტარონ გამოკვლევა და სასურველია, ეს საზღვარგარეთ გააკეთონ. (სიტყვამ მოიტანა და, ჩვენ ძალიან კარგი კონტაქტები გვაქვს თურქეთისა და ისრაელის კლინიკებთან) ასე მოიქცა ანჯელინა ჯოლი! ორი წლის წინ მას მეორე მკერდიც მოკვეთეს, არც ისე დიდი ხნის წინ კი საკვერცხეებიც ამოიჭრა, რათა კიბო არ გავრცელებულიყო.
ულამაზესი ქალი! ადამიანები, რომლებსაც მე, ლეონიდ ჩერნოვეცკი, ვიცნობ წარსული ცხოვრებიდან, როცა ხშირად ვიმყოფებოდი აშშ–ში, და რომლებიც ახლოს იცნობდნენ ჯოლის, ამბობენ, რომ ის ძალიან კეთილი და უბრალო ადამიანია. ნამდვილი ქართველივით სტუმართმოყვარეა
ყურადღება, ყურადღება, ყურადღება, ჩვენი გვერდის ძვირფასო გამომწერებო, ჩვენო ქართველო მშვენიერო ქალბატონებო, ვინც კითხულობთ ჩვენს სამედიცინო სიახლეებს, რომელთა გამოქვეყნებაც სისტემატურად გადავწყვიტეთ. ყურადღება მიაქციეთ მსოფლიოს საუკეთესო ექიმების დასკვნებს. მათი კვლევების თანახმად, თუ თქვენს ნათესავებს დედის ხაზში ჰქონდათ საერთო გენეტიკური დეფექტი მუტირებული გენის BRCA1 ფორმით, მაშინ ქალიშვილების მკერდის კიბოთი დაავადების რისკი 50–80%-ით იზრდება! ასე რომ, ნუ დაკარგავთ დროს! გამოიკვლიეთ, ვინ და რით იყო დაავადებული თქვენს საგვარეულოში!
თეონა სულ რაღაც 24 წლისაა. მაგრამ როგორ დაიტანჯა ეს ახალგაზრდა ქალი! მას ერთი ძუძუ მოკვეთეს. მეგობრებო, ნამდვილი სასწაულია, რომ ის ამ მძიმე ოპერაციის შემდეგ ცოცხალი გადარჩა! დიდებულია უფალი! დედა ერთადერთ ძუძუს აწოვებს ბავშვს. კიდევ ერთი სასწაული ისაა, რომ რძე აქვს. ღმერთმა არ დაუშვა, რომ მისი პატარა შიმშილისგან მომკვდარიყო და დედას სიცოცხლე შეუნარჩუნა.
ორი შვილის დედა სასწაულებრივად გადარჩა სარძევე ჯირკვლის აბსცესის შემდეგ. ნუთუ დავუშვებთ, რომ მან და მისმა შვილებმა იშიმშილონ?
ანა-მარია (4 წლის): „დეიდა, მშია! მშიერი ვარ! სახლში ცარიელი პურის გარდა სხვა საჭმელი არ გვაქვს. მე და ჩემი ძმა მთელ დღეს ვტირით, მუცელი გვტკივა. ადგომის თავიც არ გვაქვს, სულ ვწევართ“
პურის ნაჭერი და ნიორი – აი მათი საკვები მთელი დღის მანძილზე. დიახ, დედის რძე ღვთისგან ბოძებული ძღვენია ყველაზე პატარისთვის!
ახლა წარმოიდგინეთ: მძიმედ დაავადებული თეონა ბავშვების გამოსაკვებად იძულებულია ქუჩაში ჯართი აგროვოს და სიმძიმეები ათრიოს. და ეს სულ რაღაც 2–3 ლარისთვის. აი, ესეც პურის ნაჭრის საფასური. ქმარიც ძალიან ავად არის, კუჭის პრობლემები აქვს, საკვებს ვერ ითვისებს, ყოველი ჭამის შემედგ აღებინებს. ექიმმა 180 ლარის წამლები გამოუწერა. მაგრამ სადა აქვს ოჯახს ამდენი ფული? სოციალური დახმარება მთლიანად მკურნალობისთვის ბანკიდან აღებული ვალის დასაფარად მიდის.
ცოტა ხნის წინ პატარა ანდრიას მდუღარე წყალი გადაესხა და ძლიერი დამწვრობა მიიღო. სახლში წყალი არა აქვთ, ახლომდებარე ჭიდან უწევთ წყლის მოტანა და პატარების საბანაოდ ღუმელზე გაცხელება. სწორედ ეს გახდა ამ უბედური შემთხვევის მიზეზი!
ზაფხულში ბავშვებმა ოთხჯერ გადაიტანეს ფილტვების ანთება. ანდრიას არასრულფასოვანი კვების გამო დაბალი ჰემოგლობინი აქვს. მაგრამ არც ექიმებისთვის და არც წამლებისთვის მათ ფული არა აქვთ
SOS! ბიჭუნა ძალიან სუსტადაა. თავისით თითქმის არ დადის, სულ ხელში ითხოვს აყვანას
თეონა (დედა, 24 წლის): „შეხედეთ, სად ვცხოვრობთ. ეს მიტოვებული შენობა ყოფილი სკოლაა. შეიძლება ითქვას, რომ დენთით სავსე კასრზე ვზივართ იმის მოლოდინში, რომ დღეს თუ ხვალ აქედან გაგვყრიან. ნახევრად დანგრეულ საწოლზე გვძინავს, რომელიც გვაჩუქეს. არც სარეცხი მანქანა გვაქვს და არც მაცივარი“.
საჭმლის მომზადება პირდაპირ ქუჩაში უწევს საველე მდგომარეობაში. ღმერთო, რა სიველურეა, ადამიანის სიცოცხლის რამხელა უპატივცემულობაა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ჩვენ რით შეგვიძლია დავეხმაროთ ამ კარგ, მეგობრულ ოჯახს? უპირველესად, მოდი დავაპუროთ ბავშვები, რათა მშობლებს არ ეშინოდეთ მათი სიცოცხლის გამო. ვუყიდოთ სპეციალური საკვები, რომ არ დაიღუპოს ქმარი! შემდეგ კი ყველაფერი – ყველაფერი, რაც სახლში სჭირდებათ. გავუყვანოთ წყალი, გადავუხადოთ ბინის ქირა, კარგ ექიმებთან ჩავუტაროთ გამოკვლევები. თეონამ უმჯობესია თურქეთში ჩაიტაროს გამოკვლევები. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ დაიღუპება! ჩავუტაროთ გამოკვლევა ქმარს. და ვილოცოთ, ვილოცოთ და ვილოცოთ! ნუ დავიდებთ ცოდვას და ნუ მივატოვებთ ამ უბედურებს, პირდაპირი გაგებით, ქართულ მიწაზე გასახრწნელად! თქვენ გარეშე ისინი ვერ გაუმკლავდებიან ამას, ისინი ელოდებიან დახმარებას და თანაც ძალიან, ძალიან სწრაფად! შესაფერისი სიტყვაა – SOS, SOS, SOS, ძვირფასო მეგობრებო!
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და პირადად დაეხმაროთ, მათი მისამართია: ხაშურის მუნიციპალიტეტი, სურამი, ჩუმათელეთი, თამარ მეფის ქუჩა, სახლი №102.
ყოველთვის, როცა ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: თეონა ზურაბიშვილი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
თეონა: „ვიფიქრე, იქნებ, ჩემს პატარებსაც გაუმართლოთ-მეთქი და ჩერნოვეცკის ფონდს მივწერე“
ანა-მარია: რამხელა მაწონია, ხელში ძლივს ვიჭერ! (გოგონა დახმარებას მაშინვე ითხოვს.) ვაიმე, ვაიმე, დედიკო, მიშველე! ჯობია, იოგურტი ვჭამო, კარგად მიჭირავს ხელში. სოსისს კი მერე შევჭამ, ჩემი ახალი ცხენით რომ ვითამაშებ. დე! დე! ასე ძალიან რატომ მცხელა? უფ!
თეონა (დედა): ჰუდი და კოლგოტი რომ ჩაიცვი იმიტომ. ეს საშემოდგომოდ გაჩუქეს, შვილო.
ანა-მარია: მაშინ წავალ და იმას ჩავიცვამ, რაც მაჩუქეს სიცხეში ჩასაცმელად. ნახე, რამდენი, უამრავი გამოგვიგზავნეს! სამი, არა ხუთი პარკი!
ზურაბიშვილების ოჯახში ჟრიამულის ხმა ისმის. ანა-მარიას, ანდრიას და მათ მშობლებს უნდა გადავცეთ თქვენი საჩუქრები: ტექნიკა, ავეჯი, პამპერსი, პროდუქტი, სათამაშოები!
სანამ კიბე თავისუფალია და უფროსები სახლში ტექნიკას ალაგებენ, ანა-მარია თავის ახალ ტანსაცმელს გვაჩვენებს
კოლგოტსა და გრძელმკლავიანში სცხელა, მაგრამ გაპრანჭვა ძალიან უნდა!
ანა-მარიამ გადაწყვიტა, რომ მაისურით გაპრანჭვა უფრო ადვილი იქნება. ახლა ხომ უამრავი საზაფხულო ტანსაცმელიც აქვს!
თეონა: მიხაროდა, როდესაც ვხედავდი, სხვა ოჯახებს როგორ ეხმარებოდით. მათ სიხარულს ვიზიარებდი, თქვენს მანქანას დახმარება რომ მიჰქონდა და ბავშვები ყვიროდნენ: „ვაშა! ფონდი!“ ვიფიქრე: „იქნებ, ჩემს შვილებსაც გაუმართლოთ? ავდგები და მივწერ“. ნახეთ, როგორ მიცემს გული! სიხარულისა და აღელვებისგან ვარ ასეთ დღეში. თქვენი მანქანები რომ მოადგნენ ჭიშკარს, გული კინაღამ საგულედან ამომივარდა! ჩემი პატარები იცინიან და ცელქობენ. მეუღლე დილიდან თავს ცუდად გრძნობდა, ახლა კი ტკივილი გადაავიწყდა და ნივთების შემოტანაში ეხმარება.
სანამ ახალ სკამებს სახლში შეიტანენ, შეგვიძლია ვითამაშოთ, ვითომ მატარებელში ვსხედვართ
ანა-მარია: „ანდრია, ეს კარადა კი მატარებლის წინა ნაწილი იქნება“
თეონა: ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გვეხმარებით და გვშველით! ეს ხომ სახლი არ არის, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ! დაწყებითი კლასების სკოლის მიტოვებული შენობა იყო, რომელიც სატვირთოებისა და სხვა მძღოლებმა საპირფარეშოდ აქციეს. დიახ, ვისაც გაუჭირდებოდა, ყველა აქ შემოდიოდა. ეს ოთახები გავასუფთავეთ, დავალაგეთ, იმიტომ რომ არც სახლი გვაქვს, არც კარი. რომელ პირობებზეა საუბარი.
ღმერთო ჩემო, ჩემს გოგონას ბინძურ, მტვრიან ლეიბზე აღარ მოუწევს ძილი! ანდრიას ტილოების ნაცვლად პამპერსი ექნება! ეს ახალი მაცივარი კი, ძველისგან განსხვავებით, საშინლად არ იხმაურებს და წყალს არ გაუშვებს… მე კი ხელით რეცხვით აღარ დავიტანჯები და აღარ გავწყდები წელში. ყველაფერს სარეცხ მანქანაში შევყრი და ბავშვებს სასეირნოდ წავიყვან. მეტ ყურადღებას დავუთმობ მათ. ჩემს სიცოცხლეებს და სიხარულებს, მიკროტალღურ ღუმელში ყველაფერს გამოვუცხობ, რასაც მთხოვენ! ღარიბების ოცნებებიც კი სრულდება! დღეს ჩემი ოცნება ახდა!
ანა-მარია: „ახლა სუფთა და მშრალი პამპერსი გექნება, ანდრია“
ძველი ნივთები ეზოში აღმოჩნდა
გათავისუფლებული კუთხე კი ახალი ტექნიკის ორეულმა დაიკავა
„ჩემს შვილებს ყველაფერს გამოვუცხობ, რაც მოუნდებათ“
— რა მაგარია, თეონა! სულითა და გულით ვიზიარებთ თქვენს კარგ განწყობასა და სიხარულს. ფონდის მეგობრები თუ გესტუმრნენ?
თეონა: გვესტუმრნენ და ამანათებიც გამოგვიგზავნეს. უჩა მაჭარაშვილი, ხაშურიდან პროდუქტითა და პამპერსით დაგვეხმარა. ჩვენს თანამემამულეს მადლობას ვუხდით! ფონდის სხვა მეგობრებმაც ბავშვებს ტანსაცმელი გამოუგზავნეს.
ყველას, ყველას, ვინც ჩვენ გამო შეწუხდა და გვერდში დაუდგა ჩვენს ოჯახს, უდიდეს ბედნიერებას ვუსურვებ! სიკეთეს, ჯანმრთელობას და სიხარულს გისურვებთ მთელი გულით! ღმერთმა უმნიშვნელო პრობლემებიც კი აგარიდოთ, რაიმე განსაცდელი და გაჭირვება კი – მით უმეტეს! ჩემს ემოციებს საზღვარი არ აქვს, ჩემი ბედნიერება უკიდეგანოა!
თეონა: „ჩემს ემოციებს საზღვარი არ აქვს, ჩემი ბედნიერება უკიდეგანოა!“
გიორგი (ბავშვების მამა): ნება მომეცით ორიოდე სიტყვა მეც ვთქვა. ღმერთმა ყოველგვარი სიკეთე მოგცეთ, ყველაფერი, რაც თქვენს გულს გაუხარდება! ბედნიერი და წარმატებული ცხოვრებისთვის, რომ ყველაფერი გქონდეთ. საქართველოში არცერთ ოჯახს რომ არ გაუჭირდეს. ჯანმრთელობას გაუფრთხილდით, არასდროს არაფერმა შეგაწუხოთ.
ანა-მარია: მეც მინდა მოკითხვა გადავცე ყველას. წამო, გადამიღე! მინდა ვუთხრა: „გამარჯობა“ და „მადოდა“.
თეონა: ჩემს გოგოს მადლობის თქმა უნდა, მაგრამ ამ სიტყვის გამოთქმა უჭირს.
— რისთვის გსურს მადლობის თქმა, ანა-მარია?
ანა-მარია: ცხენი, დრაკონი, თოჯინა, კაბები და გემრიელობები რომ მაჩუქეს.
ანა-მარია: „თოჯინას ჩემს სახელს დავარქმევ. მეც ლამაზი ვარ და ისიც“
ანა-მარია აღაფრთოვანა ტელევიზორმა: „რამხელები გახდნენ მულტფილმის გმირები! სულ პაწაწუნებს ვხედავდი“
— გადაღებულია! ყველაფერს გადავცემ ყველას. თეონა, ახლა დარჩენილ პრობლემებზე ვისაუბროთ, ისინი ხომ არსად გამქრალია.
თეონა: ასეთ ნათელ, ხალისიან დღეს არც თქვენთვის, არც საკუთარი თავისთვის განწყობის გაფუჭება არ მინდა. მაგრამ ხვალიდან ჩვეულებრივად გაგრძელდება ჩვენი ცხოვრება. კარგია, რომ ცხელა და არ წვიმს. ჩვენ ძალიან დამოკიდებული ვართ ამინდზე. როგორც კი უამინდობა დაიწყება, ყველა ოთახში ჭერიდან წყალი ჩამოდის. საჭმელს გარეთ, შეშის ღუმელზე ვამზადებ, რაც წვიმასა და ქარში საკმაოდ რთულია. მაგრამ გაზი არ გვაქვს. არც საკუთარი სააბაზანო გვაქვს. დასაბანი ადგილი არ არის, ტაშტში ვიბანთ. ახლომდებარე რესტორნის საპიფარეშოთი ვსარგებლობთ.
ამ ტერიტორიაზე წყალი არ გვქონდა არც ჩვენ, არც მეზობლებს. კარგია, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ წყალგაყვანილობა მოაწესრიგა. რომ დავჭირდებით, მაშინ ვახსენდებით. და ისე… სულაც არ ვახსოვართ. თქვენი პოსტის მერე არც არავინ მოსულა მერიიდან ან გამგეობიდან, არც უკითხავთ, როგორ ვართ, ცოცხლები ვართ თუ არა. გაზის გაყვანას ვითხოვთ და ვერ ვეღირსეთ.
ფანჯრების ჩასმას ვერ ვახერხებთ. მეუღლე როგორღაც მუშაობს, ტკივილს უმკლავდება. მას მკურნალობა, გამოკვლევა, კუჭისთვის წამლები სჭირდება. ჩვენ კი ძალიან გვიჭირს, არ გვაქვს ამ ყველაფრის საშუალება. ამის გამო განწყობას ნუ გაიფუჭებთ, უბრალოდ გიამბეთ, როგორია ჩვენი ცხოვრება სინამდვილეში.
მეგობრებო, მადლობას გიხდით ზურაბიშვილების ოჯახის თანადგომისთვის. დაე, ამ პოსტის დასასრულმა თქვენს გულებში სევდა კი არა, დახმარების სურვილი აღძრას. გასაჭირს ცრემლის ღვრა ვერაფერს უშველის. თანაგრძნობის განცდა არის მნიშვნელოვანი და საოცარი, მაგრამ ჩვენი ქმედებები უფრო მნიშვნელოვანია. დალოცვილები ყოფილიყავით!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ვიფიქროთ იმაზე, რომ სხვების დახმარებით ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს სწორედ იმ ტანჯვით, რასაც სხვებისთვის განვიცდით!
კორ.: მედეა
სულ ხარჯები:
8906.47₾დარჩა:
600.07₾