დაღელიშვილების ოჯახში, ყველაზე მეტად ხუთი წლის ანანო არის გახარებული. თითოეულ საჩუქარს ხტუნვა-ხტუნვით ეგებება და ყვირის „ვაშა!“, ბედნიერი ამოისუნთქავს და ყოველ ნივთს გულში იკრავს. ანანო: „ლამაზი ქურთუკი გამომიგზავნეს და უკვე ჩავიცვი კიდეც. ხომ ლამაზია? მიხდება, არა? დედიკოს კი, ფუმფულა ჯემპრი ავურჩიე. კარგია, რომ აღარ შესცივდება. ელენესთვის კი, მისნაირი პაწაწინა ჯემპრი ვიპოვე, ისეთი სასაცილოა. წამოდით, ერთად ვნახოთ! ბევრი სათამაშო გამომიგზავნეს – ფერადი ბურთები და ლახტი. ხტუნვას მასწავლი? შეგიძლია, ტელევიზორის ჩართვა ასწავლო მამიკოს? პულტი არასდროს გვქონია და არ ვიცით, როგორ უნდა გამოვიყენოთ. ახალი სარეცხი მანქანის ჩართვა თუ იცი? უი, ეს ჩემი ახალი საწოლია? რა ლამაზია! ვაშა! წამოდი, ყველაფერი ვნახოთ!