აი, ასე შუაზე გადატეხა ხმელი პურის ერთადერთი ნატეხი აფხაზეთის ომის ვეტერანმა. რობერტ ჯახია აფხაზეთის ომში ოთხჯერ დაიჭრა, მაგრამ არცერთხელ არ შეშინებია სიკვდილის, იმიტომ რომ მზად იყო, საკუთარი სიცოცხლე გაეწირა სამშობლოსთვის. დღეს კი ყველასგან დავიწყებული გმირი ამ ნანგრევებში ცხოვრობს. საბრალო კაცს წლების წინ მანქანა დაეჯახა. ხერხემალი დაუზიანდა და ოპერაცია ჩაუტარდა. ასევე ორჯერ ჩაუტარდა ოპერაცია თიაქარზე. მარცხენა ყურში საერთოდ არ აქვს სმენა, მარცხენა თვალშიც სრულიად დაკარგა მხედველობა აფხაზეთის ომში მიღებული ჭრილობის შედეგად.