რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

გთხოვთ, დახმარების ძახილი შეისმინოთ! კიბო სამი შვილის დედას შიგნიდან წვავს! კუჭის ავთვისებიანი სიმსივნის გამო ნანა თითქმის ვერაფერს ჭამს. მას სასწრაფოდ სჭირდება დახმარება! მძიმედ დაავადებულმა ქალმა ჯანდაცვის სამინისტროსგან ქიმიოთერაპიისთვის თანხის გამოყოფაზე უარი მიიღო! დრო აღარ რჩება! ჩვენი ვალია, სამი შვილის საბრალო დედის სიცოცხლე გადავარჩინოთ!

დიდი გაჭირვებით, ნანამ გაიარა თურქეთში ქიმიოთერაპიის 12 კურსი. რამდენიმე დღეში კი შემდეგი ბლოკი უნდა დაიწყოს. საბრალო ქალის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსებაზე უარი მიიღო. სამკურნალოდ წასვლა როგორ უნდა მოახერხოს? სამინისტროში ასეთ განსაცდელში ჩავარდნას არავის ვუსურვებთ, უფალი ყველაფერს ხედავს! სახელმწიფოს მხრიდან დახმარების იმედი არასდროს გვქონია, რადგან სულ სხვა საფიქრალი აქვთ ჯანდაცვის სამინისტროში… რა საფიქრალი? ამ საკითხზე სხვა დროს ვისაუბროთ. ყველაფერი, რაც ოჯახს გააჩნდა, დახარჯულია. ჩვენ მათი ერთადერთი იმედი ვართ! მეგობრებო, გესმით, რას ნიშნავს ქიმიოთერაპიის შეწყვეტა იმ დროს, როდესაც მისი ერთი დღით გადადებაც კი არ შეიძლება? ქალს დახმარება ახლავე სჭირდება! ეს ერთადერთი შანსია, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება, რათა ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ!

შემოწირულია

₾5.00

დონორი

1

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

უბედურება!!! ჩვენი თანამემამულე, რომელიც სიკვდილს ებრძვის, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების გარეშე დარჩა. თუმცა, ექიმების დასკვნებით მიმართა დაითხოვა აუცილებელი თანხის სასწრაფოდ გამოყოფა! გამოცდილებიდან ვიცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის ეს ცარიელი სიტყვებია! მაგრამ საშინელება ის არის, რომ საბრალო ბიჭი, რომელიც თავისი ქვეყნის მთავრობას ენდო, უკვე გაწერეს საავადმყოფოდან და მალე ქუჩაში აღმოჩნდება, სადაც მხოლოდ რამდენიმე დღე თუ იცოცხლებს. მამაკაცის საქართველოში დაბრუნება შეუძლებელია – მის საბრალო მამას ფული არ აქვს!

მამუკა 30 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა. ფუძის ძვალი გაუტყდა და ასევე დაემსხვრა ხერხემალი. ალბათ, ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს… დიდი სიმაღლიდან ხევში გადაჩეხილი ბიჭის, ასეთი ტრავმებით გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობდა, რადგან მამუკას ფუძის ძვალი გაუტყდა და ასევე გადატყდა ხერხემალში. გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, ექიმებს მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. თუმცა, უფლის სასწაული მოხდა – მამუკა გადარჩა. მართალია, ქართველი ექიმების დახმარებით, მოხერხდა ბიჭის სიცოცხლის გადარჩენა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მამუკას ხერხემლის და ფუძის ძვლის ძლიერი დაზიანება ჰქონდა, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა გახდა საჭირო. ჩვენო მეგობრებო, ახლა რასაც გეტყვით, ცხარე ცრემლებით აგატირებთ. ჩვენმა ქართველმა ვაჟკაცმა თურქეთის კლინიკაში მხოლოდ სამი დღე დაჰყო. ახლა კი, ბიჭი, რომელიც სიკვდილს ებრძვის, თურქეთის ერთ-ერთი ჰოსტელის პატარა ოთახში წევს. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მის საბრალო დედას საავადმყოფოში გადასახდელი ფული აღარ ჰქონდა და… დანარჩენს, ალბათ, თავადაც მიხვდით. უკვე თვეზე მეტია, ჩვენი სამშობლოს შვილი, უცხო ქვეყნის მიწაზე, ერთ უბადრუკ ოთახში ტკივილებით იტანჯება და სიკვდილთან ბრძოლაში, მისი დამხმარე მხოლოდ დედაა. მამუკა მთლიანად პარალიზებულია.

შემოწირულია

₾35.00

დონორი

2

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ლიკა (11 წლის): „ჩემი საყვარელი დედა და დაიკო ეტლს არიან მიჯაჭვული და სიარული არ შეუძლიათ. თუ შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ! ძალიან რთულია, გული მაქვს დამძიმებული…“

უბრალოდ წარმოიდგინეთ, რას გრძნობს ახალგაზრდა და ლამაზი ქეთევანი, რომელიც 26 წლის ასაკში ეტლში ჩაჯდა! იმ საბედისწერო დღეს მან ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი ვერ მოახერხა — ფეხები აღარ ემორჩილებოდა. მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, თუმცა ოჯახს გამოკვლევების ფული არ აქვს. სანამ სწორი დიაგნოზი არ გაირკვევა, მკურნალობასაც ვერ დაიწყებენ. იმ დაავადების დიაგნოსტირებისთვის, რომელიც ქეთევანს აწუხებს, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს თავის ტვინისა და ხერხემლის მრტ კვლევა. ეს უბრალოდ წარმოუდგენელი თანხაა სოფელში მცხოვრები ოჯახისთვის ორი მცირეწლოვანი შვილით, რომელთაგან ერთ-ერთი მძიმედ არის დაავადებული.

შემოწირულია

₾8,558.41

დონორი

671

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ყოველ დილით, 12 წლის მაგდა მამის საწოლთან მიდის. იმის შიშით, რომ ეს საყვარელ მამასთან ერთად გატარებული უკანასკნელი დღე აღმოჩნდება, საბრალო ბავშვი თავს ადებს ძალიან ჩუმად და ამოწმებს, ისევ ფეთქვას მისი გული, თუ…

ვინ იცის, იქნებ მამა-შვილის უკანასკნელი ჩახუტება აღმოჩნდეს ეს…
12 წლის მაგდა საყვარელ მამიკოს ასე ეხუტება. თითქოს, ამ ჩახუტებით, ბავშვი ცდილობს, რომ სიკვდილს არ გაატანოს ის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს ამ ქვეყნად.გოგონამ იცის, რომ გულის გადანერგვის გარეშე, სიკვდილი საყვარელ მამიკოს წაართმევს. მაგდას მამას, 49 წლის ჯუმბერს, დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. ამ საბრალო მშრომელ კაცს 3 წლის წინ აღმოაჩნდა გულის საშინელი დაავადება, მაგრამ უფულობის გამო ვერ იმკურნალა, ვერც შესაბამისი მედიკამენტების ყიდვა შეძლო. დღეს კი, უკვე დამებულია მისი მდგომარეობა. საბრალო კაცს ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ვიღაც ახრჩობს, ვერ სუნთქავს, ჰაერი არ ჰყოფნის, გული კი საშინლად სტკივა, პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობითაც. წყეული უფულობის გამო, მამა, რომელიც სიკვდილს ებრძვის, წამალს ვერ ყიდულობს. ნუთუ, ამაზე დიდი გულისტკივილი, რამე არსებობს?!

შემოწირულია

₾4,186.79

დონორი

282

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

კიბო ცდილობს, ქართველი პარაოლიმპიური ჩემპიონი მოკლას. თანამდებობის პირთა რამხელა სირცხვილია! უსახსრობის გამო ხომ მამაკაცი შეიძლება ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან გათიშონ! დღეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული ამ მამაცი ქართველის სიცოცხლე!

მეგობრებო, თქვენ უკვე ასობით ადამიანს დაეხმარეთ და ძვირფასი სიცოცხლე შეუნარჩუნეთ მათ! ამჯერად დახმარებას ასევე ელის საქართველოს პარაოლიმპიური ჩემპიონი მკლავჭიდში – ვალერი გაბელია. ის დღეებსა და საათებს ითვლის სიკვდილამდე, რომელიც გარდაუვალია, თუ ის დროულად ვერ მიიღებს დახმარებას… ვალერის მეოთხე სტადიის კიბო აქვს, ჰოჯკინის ლიმფომა. ქიმიოთერაპიის 25 კურსს გაუძლო, მაგრამ ოპერაციის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა მისი მდგომარეობა. შეიძლება ითქვას, კიბომ სულ რაღაც ერთ თვეში შეჭამა ვალერი. ახლა ის 43 კილოგრამს იწონის 45 წლის ასაკში. დაავადებამ ის წარმოუდგენლად შეცვალა.

შემოწირულია

₾6,318.30

დონორი

485

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

დედაჩემი საშინელი ტანჯვით კვდება! დაეხმარეთ, ადამიანებო! გთხოვთ, მისი სიცოცხლის გადარჩენაში დამეხმარეთ! მკურნალობის გაგრძელება ჯერ კიდევ არ არის გვიანი, მაგრამ თქვენ გარდა, არავის დახმარების იმედი აღარ მაქვს. ჯანდაცვის სამინისტროში არავის ვჭირდებით!

რიმას ჰიდროცეფალია აქვს. მან თავის ტვინის ოთხი უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა, მეხუთე თურქეთში ჩაუტარდა. თავში ჩაუდგეს შუნტი — სპეციალური მოწყობილობა, მისი მეშვეობით სითხის რაოდენობის რეგულირება ხდება, რომელიც მუდმივად გროვდება თავში. დარდით დატანჯულმა 26 წლის მარიამმა ჩვენს ფონდს მიმართა დახმარებისთვის. მდგომარეობა მართლაც საშინელია! ამჟამად თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება დედასთან ერთად, მაგრამ თანხის გადახდის საშუალება არ გააჩნიათ. ადმინისტრატორები დღეში რამდენჯერმე შედიან პალატაში და ითხოვენ: „გადაიხადეთ, გადაიხადეთ, გადაიხადეთ“. კლინიკაში ერთი დღის ღირებულება დაახლოებით 1 000 ლარია. სად უნდა იშოვოს თანხა ღარიბმა ობოლმა გოგომ, რომელმაც ერთი წლის წინ დაასაფლავა ავტოკატასტროფაში დაღუპული მამა.

შემოწირულია

₾12,784.37

დონორი

949

დიახ! მსურს დახმარება!
1 - 6 of 50 items
1 2 3 9

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

ნათია საქართველოში ცოცხალი და ჯანმრთელი დავაბრუნოთ! თურქეთის კლინიკაში მყოფ ჩვენს თანამემამულეს ჩვენი დახმარება სასწრაფოდ ესაჭიროება. ნათიას მხოლოდ 1 კვირა აქვს ვადა, რომ გადარჩეს. თქვენ მიერ გაღებული თითოეული ლარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

მეორე ურთულესი ოპერაციისთვის, 15 ათასი დოლარი არის საჭირო. კეთილო ადამიანებო, ამ საბრალო დედა-შვილის იმედი, მხოლოდ თქვენ ხართ! დრო ძალიან ცოტაა. თურქი ექიმების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ნათიას, რამდენიმე დღეში მეორე ოპერაცია არ ჩაუტარდა, „ჩაიყრება წყალში“ არა მხოლოდ პირველი ოპერაციის კარგი შედეგი, არამედ უფრო დამძიმდება ნათიას მდგომარეობა. ექიმებმა დეტალურად აგვიხსნეს რატომ, თუმცა, ძვირფასო მკითხველო, თქვენ აღარ შეგაწყენთ თავს. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ გაღებული ერთ ლარსაც კი, არა მხოლოდ ნათიას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, არამედ მისი საბრალო გმირი დედისაც, რომელმაც ტანჯვაში გაატარა მთელი ახალგაზრდობა და მოხუცებულობა შვილის ჯოჯოხეთური წამების შემხედვარე. მოდით, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მაინც მივანიჭოთ სიხარული ამ გმირ ქალს.

შემოწირულია

₾53,269.83

დონორი

2764

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

ჯანმრთელმა დავიძინე და მძიმედ დაავადებულმა და დამბლადაცემულმა გავიღვიძე! ტკივილისგან ირმა კედლებზე გადის! ფარისებრი ჯირკვლის უზომოდ გადიდებული კვანძები ქალს ახრჩობს, მაგრამ ფული არ აქვს გამოკვლევების ჩასატარებლად! არც წამლები, არც პამპერსი, არც საჭმელი არ აქვს.

გული დაგეწვებათ, როდესაც გაიგებთ, რა შეემთხვა ამ ახალგაზრდა ქალს: ირმა ჯანმრთელობას არასდროს უჩიოდა, ძიძად მუშაობდა. ერთ ავბედით დღეს ჩვეულებისამებრ დაიძინა, მაგრამ, რომ გაიღვიძა, განძრევა ვეღარ შეძლო. დამბლა დაეცა. საბრალო! 9 თვის განმავლობაში ქალი საწოლს იყო მიჯაჭვული. ლამის კივილი დაეწყო საშინელი ტკივილისა და უძლურებისგან… ექიმებმა სპონდილოზი – ხერხემლის დაზიანება დაუდგინეს. მისმა მეუღლემ ყველაფერი გაყიდა, რომ ოპერაცია გაეკეთებინა მისთვის. ქალის ცხოვრება დაუსრულებელ ტანჯვად და ტკივილად არის ქცეული, მამაკაცმა კი მთელი ცხოვრება მიუძღვნა მას. ღმერთმა ირმას არა მხოლოდ მძიმე განსაცდელი, არამედ მფარველი ანგელოზიც გამოუგზავნა — მეუღლე, ავთანდილი. მისი თავგანწირვა მართლაც პატივისცემას იმსახურებს. საწოლზე მიჯაჭვული, მძიმედ დაავადებული მეუღლის მოვლა, წამლების დაუსრულებლად მიღება, რეაბილიტაცია, უძილო ღამეები… უკვე ოთხი წელიწადია გრძელდება ასე. უსაზღვროა მისი სიყვარულის ძალა, როგორც ჩანს… ამჟამად, ოთახის ოთხი კედლით შემოიფარგლება ირმას სამყარო. მაგრამ, თუ დაეხმარებით, შესაძლებელია, ყველაფერი შეიცვალოს! ქალის მდგომარეობა რომ შემსუბუქდეს, აუცილებლად სჭირდება გამოკვლევების ჩატარება და დამხმარე თერაპია ძვირადღირებული მედიკამენტებით. სიარული რომ შეძლოს, რეგულარულ რეაბილიტაციას საჭიროებს. ირმას შეუძლია ტკივილის გარეშე ცხოვრება. აჩუქე იმედი მას!

შემოწირულია

₾1,656.59

დონორი

129

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

ფონდის მეგობრებს, ჩემს ძვირფას ქართველებს მადლობას ვუხდი დახმარებისთვის! თქვენ ახალი ცხოვრების შანსი გვაჩუქეთ!

დაღელიშვილების ოჯახში, ყველაზე მეტად ხუთი წლის ანანო არის გახარებული. თითოეულ საჩუქარს ხტუნვა-ხტუნვით ეგებება და ყვირის „ვაშა!“, ბედნიერი ამოისუნთქავს და ყოველ ნივთს გულში იკრავს. ანანო: „ლამაზი ქურთუკი გამომიგზავნეს და უკვე ჩავიცვი კიდეც. ხომ ლამაზია? მიხდება, არა? დედიკოს კი, ფუმფულა ჯემპრი ავურჩიე. კარგია, რომ აღარ შესცივდება. ელენესთვის კი, მისნაირი პაწაწინა ჯემპრი ვიპოვე, ისეთი სასაცილოა. წამოდით, ერთად ვნახოთ! ბევრი სათამაშო გამომიგზავნეს – ფერადი ბურთები და ლახტი. ხტუნვას მასწავლი? შეგიძლია, ტელევიზორის ჩართვა ასწავლო მამიკოს? პულტი არასდროს გვქონია და არ ვიცით, როგორ უნდა გამოვიყენოთ. ახალი სარეცხი მანქანის ჩართვა თუ იცი? უი, ეს ჩემი ახალი საწოლია? რა ლამაზია! ვაშა! წამოდი, ყველაფერი ვნახოთ!

შემოწირულია

₾3,016.06

დონორი

215

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

„ფეხზე დადგომას თუ შევძლებ, ჩემი ოცნებაა, მონაზვნად აღვიკვეცო“ – ირმას ტრაგიკული ცხოვრება სულს აგიფორიაქებთ. ერთ დროს ბედნიერი გოგონა, ახლა, ლოგინს არის მიჯაჭვული ბნელ ოთახში და დახმარებას სთხოვს ხალხს, მონასტრამდე თავის ფეხით მისვლა რომ შეძლოს.

ხუთ კვადრატულ მეტრში, ბნელ ოთახში, ჟანგიან საწოლს მიჯაჭვულია ირმა და იტანჯება… ქალს არც ქმარი, არც შვილები ჰყავს. დედ-მამაც დაეღუპა. დიახ, ასე სრულიად მარტოა საბრალო ქალი და საწოლიდან ადგომა წყლის დასალევადაც კი არ შეუძლია. ირმა სრულიად ჯანმრთელი იყო, თუმცა, საყვარელი დედის გარდაცვალებამ მასზე ისე იმოქმედა, რომ ვერაგი დაავადება განუვითარდა. ქალს გადაადგილების პრობლემები ჯერ კიდევ 2009 წლიდან შეექმნა. თუმცა, უფულობის გამო, ექიმთან ვერ მივიდა. საბრალო ირმას ჯანმრთელობის მდგომარეობა დედის გარდაცვალების შემდეგ დამძიმდა. 2019 წელს კი, საბრალო ქალს, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა.

შემოწირულია

₾1,470.79

დონორი

101

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

რა საშინელება!!! რა საშინელება!!! ახალგაზრდა მარტოხელა დედას სული კბილებით უჭირავს! მისი ტანჯვა უსაზღვროა! თუ არ დავეხმარებით, 12 წლის გოგონა დაობლდება! 

რა საშინელებაა!!! რა საშინელებაა!!! ახალგაზრდა ქალი ზურგის ტკივილებისგან იკრუნჩხება და კედელს თავს ურტყამს. დარეჯანს თანდაყოლილი სქოლიოზი აქვს, თუმცა ბავშვობაში მსუბუქი ფორმით ჰქონდა. დაწყევლილი სიღარიბის გამო ოპერაციის გაკეთება ვერ მოახერხა, წლების სვლასთან ერთად კი მის ცხოვრებაში ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. დიახ, უკვე მრავალი წელია, დარეჯანი ნამდვილ ჯოჯოხეთში ცხოვრობს და არ არსებობს ადამიანი, ვინც მას მხარში დაუდგება. ბოლო რამდენიმე კვირაა ქალი, სამწუხაროდ, სიკვდილის პირასაა. ძლიერი ტკივილდამაყუჩებლები უკვე აღარ შველის საწყალ ქალს და თვითმკვლელობაზე ფიქრობს. დარეჯანი (47 წლის): „ამ ჯოჯოხეთურ ტკივილებს ვეღარ ვუძლებ. ზოგჯერ მიფიქრია, თოკი ავიღო და თავი ჩამოვიხრჩო, მაგრამ მაშინვე ჩემი საწყალი გოგონა მახსენდება, რომელსაც ჩემ გარდა პატრონი მთელ სამყაროში არავინ ჰყავს. ძალიან მერიდება უცხო ადამიანებისთვის თხოვნა, მაგრამ სასოწარკვეთილი დედა ამასაც ვბედავ. გევედრებით, ადამიანებო, მე თუ მოვკვდები, ჩემს გოგონას ზამთარში თქვენი შვილის გამონაცვალი ერთი წყვილი თბილი ფეხსაცმელი მოუტანეთ. სიცოცხლეშიც უბედური დედა ვარ და სიკვდილის მერეც საფლავში ამოვტრიალდები ჩემი საწყალი გოგონას ცოდვით“.

შემოწირულია

₾3,243.43

დონორი

222

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

მათ სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება! მრავალშვილიან ოჯახში დედას დარდი “კლავს” სიდუხჭრისა და შვილების სკოლაში უმოწყალო დაცინვის გამო!

დედა, მისი დაავადებული შვილები და მეუღლე სიკვდილის პირას არიან! წამლების ყიდვის საშუალების არქონა და ბავშვების სკოლაში დამცირება! მეგობრებო, უფალი გვაძლევს შესაძლებლობას, გული და სული გავუხსნათ მას! ვაკეთოთ სიკეთე და ჩვენს თანამემამულეებს დავეხმაროთ: დიდსა თუ პატარას, ვისაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ერთი ბედნიერი დღეც კი არ ახსოვს. ყელში ბურთი მეჩხირება. აქ სიტყვები ზედმეტია.

შემოწირულია

₾1,395.92

დონორი

127

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 - 6 of 197 items
1 2 3 33