რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

133 ძალიან სევდიანი ისტორია

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

ავადმყოფი ბავშვები

„გთხოვ, დეიდა, ჩემ მაგივრად ჩემს დას დაეხმარე! თორემ მარტო მეღა დავრჩები დედას. ხომ იცი, რომ ჩემი ძამიკო უკვე მოკვდა?“

ამდენი უიმედოდ უბედური, ავადმყოფი და საწყალი ადამიანი ერთ ოჯახში ერთად ჯერ არ მინახავს! ცოტა ხნის წინ ოჯახმა უკვე დაასაფლავა პატარა ლაზარე. ახლა კი მეორე ბავშვსაც კარგავენ… ელენეს D ვიტამინის კრიტიკული მაჩვენებელი აქვს, რამაც ბავშვის ჯანმრთელობას უამრავი პრობლემა შეუქმნა, მაგრამ ოჯახს სიღარიბის გამო არ შეუძლია მისი ექიმთან წაყვანა. თუმცა, ჩვენო ძვირფასო მკითხველო, ახლა მთავარი უნდა გითხრათ. ბავშვს იმიტომ აქვს სევდიანი თვალები, რომ ფიქრობს, მისი და ბარბარე ისევე მოკვდება, როგორ მისი ძამიკო ლაზარე მოკვდა. ელენეს საკუთარ თავზე მეტად უყვარს უფროსი და. „დეიდა, აქ იმიტომ მოხვედი, რომ წამლებს ვერ ვყიდულობთ და შენ უნდა დაგვეხმარო? გთხოვ, დეიდა, ჩემ მაგივრად ჩემს დას დაეხმარე“, – ასეთი სიტყვები მითხრა ბავშვმა და ცისფერი თვალებიდან დიდი ცრემლები ჩამოუგორდა. გოგონების დედა ყოველღე მუხლებზე დაჩოქილი ევედრება ღმერთს, რომ სიკვდილმა  კიდევ არ წაართვას შვილი ლაზარეს მსგავსად! გამწარებულ დედას, მეგობრებო, ახლა მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ კეთილი ადამიანები გადაარჩენენ მის ბარბარეს. ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება გენეტიკური ანალიზი გერმანიაში. სოხუმიდან დევნილ ოჯახს საკუთარი სახლიც კი არა აქვს, რომ გაყიდოს. მათ საერთოდ, საერთოდ არაფერი არა აქვთ საკუთარი.

შემოწირული

₾2,463.21

დონორი

191

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

მეგობრებო, ცრემლები მოვწმინდოთ 3 წლის მარიამს! პატარა გოგონას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! ტანჯვითა და ცხარე ცრემლებით არის აღსავსე ბავშვის სიცოცხლის ყოველი წამი!

ტერფების გამრუდების გამო საშინელი ტკივილი სტანჯავს მარიამს. ბავშვი სიმწრის ცრემლებით ტირის ყოველდღე. კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა! პატარა მარიამს სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია ფეხებზე. თუ ოპერაცია დროულად არ ჩაუტარდა, ბავშვი ვერასდროს დადგება ფეხზე. მარიამს თანდაყოლილი ტერფების სიმრუდე აქვს და თანაც იმდენად მძიმე ფორმაში, რომ დედა მას ფეხსაცმელსაც კი ვერ აცმევს. უკვე 3 წელია, ტკივილებით იტანჯება პატარა მარიამი. ბავშვს სიარული უჭირს. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ეცემა და ხმამაღლა ტირის
სტკივა პატარა ანგელოზს. ბავშვს თვალებიდან სიმწრის ცრემლები სცვივა. ასეთ დროს ხომ განსაკუთრებული ალერსით ეპყრობიან გოგონებს მამები, მაგრამ არა მარიამის მამა! ნაძირალამ შვილი გაჩენის დღიდან მიატოვა, სახლიდან გაუშვა ცოლი ავადმყოფ ბავშვთან ერთად და ქუჩაში დატოვა!

შემოწირული

₾8,178.09

დონორი

551

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

თეონა, დედა: „საშინელი მტანჯველი სიკვდილი ჩემს გოგონას ფეხდაფეხ დასდევს!“ თურმე, კიბო არ არის ამქვეყნად ყველაზე საშინელი დაავადება!

❗❗❗ უმძიმესი ისტორია! თუ, ახლახან დედა გახდით ან ელოდებით პატარას, გირჩევთ, თავი შეიკავოთ ამ ინტერვიუს წაკითხვისგან. ის, თქვენს გულში შემზარავ ემოციებს აღძრავს ❗❗❗
თეონას და რამაზის ამბავი ყველა შეყვარებული წყვილის მსგავსად დაიწყო! მერე კი, მთელი 10 წლის განმავლობაში შვილს ნატრობდნენ და ლოცულობდნენ! და სასწაულიც მოხდა! ორსულობის ცხრა თვე იყო ყველაზე ბედნიერი მათ ცხოვრებაში. უკვე წარმოედგინათ ნანატრი დედობისა და მამობის უბედნიერესი დღეები! კამათობდნენ, „დედა“ თუ „მამა“ იქნება მათი პატარა გოგონას პირველი სიტყვა.

შემოწირული

₾24,494.47

დონორი

1755

მინდა დავეხმარო
1 - 3 of 3 items

133 ძალიან სევდიანი ისტორია

დასრულებული პროექტები

Project

ავადმყოფი ბავშვები

არ არსებობს დედისთვის იმაზე დიდი განსაცდელი ვიდრე უყურებდეს შვილის ტანჯვას. ლაზარე თანდაყოლილი ხერხემლის ანომალიით და სქოლიოზით დაიბადა. ასევე მას არ აქვს სამი ნეკნი

არის მწუხარება! არის დიდი მწუხარება!! და ზოგჯერ ცხოვრებაში ისეთი დიდი უბედურება დაგატყდება, რომ ცხოვრება აუტანელი ხდება! და ყველაზე დიდი ტკივილი ამქვეყნად არის ყოველწამს საყვარელი შვილის ტანჯვის ყურება და განცდა!!!
უმშვენიერესი ლაზარე დაიბადა ხერხემლის თანდაყოლილი ანომალიით, სქოლიოზით და სამი ნეკნის გარეშე.
მეგობრებო, წინ უფლის სასწაული გველოდება – ოპერაცია, რომლისთვისაც თანხას ვაგროვებთ, 100% დადებით შედეგს იძლევა!
კიდევ ერთი თვე და ჩვენ ვიხილავთ სრულიად გამოჯანმრთელებულ ჯდა მხიარულ ბიჭუნა ლაზარეს!

შემოწირული

₾32,955.20

დონორი

2934

პროექტი დასრულდა
Project

ავადმყოფი ბავშვები

„მოიშორე!“ – მეუბნებოდა ქმარი…

თორმეტი წლის ერეკლე ოჯახის თავია: დილით ადრე დგება (8 საათზე), დედას სამსახურში აცილებს, სახლს ალაგებს და მერე თავისი ხუთი წლის ძმის, დემეტრეს გაღვიძებას ელოდება. ეს ერთი ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა მარტოხელა დედისა და მისი ორი შვილის შესახებ… რა არის უცნაური იმაში, რომ უფროსი ძმა უმცროსს უვლის?.. მაგრამ! დემეტრეს ძალიან მძიმე დაავადება აქვს – ჰიდროცეფალია (თავის ტვინის წყლული.) მას არც სიარული შეუძლია, არც ლაპარაკი და არც დამოუკიდებლად ჭამა. ასეთ მძიმედ სნეულ ბავშვთან გამკლავება ზრდასრულ ადამიანსაც კი გაუჭირდებოდა, აქ კი საქმე თორმეტი წლის ძმას ეხება!

შემოწირული

₾2,584.54

დონორი

233

პროექტი დასრულდა
Project

ავადმყოფი ბავშვები

დეიდა, რატომ არ უნდა ჩემს ძმას ჩემთან საუბარი?

– საგონებელშია პატარა ლილე (3 წლის) და კითხვებით: რატომ? რატომ არ შეუძლია მას ჩემთან თამაში? – დაუსრულებლად გულს უფლეთს დედას, მარიკას (22 წლის).
პატარა დენისი 1 წლის და 3 თვისაა, მაგრამ მას არც ჯდომა შეუძლია, არც სიარული, არც საუბარი, ჭამითაც – ბოთლით ჭამს. მის საბრალო დედას – მარიკას, მანანის ფაფის გარდა, მისთვის სხვა საჭმელი არაფერი აქვს. არადა, საკვების გარდა, მის ვაჟს მუდმივად სჭირდება სამედიცინო დახმარება! დაუსრულებელი ანალიზები, გამოკვლევები, პროცედურები – ეს ყველაფერი ძვირი ჯდება!

შემოწირული

₾1,199.50

დონორი

108

პროექტი დასრულდა
1 - 5 of 5 items