ღმერთო, რა ლამაზი, რა ტკბილი ბიჭია… ნუ დაუშვებ, რომ მოკვდეს! სწორედ ამ წუთებში პატარა დემეტრე სიკვდილს ებრძვის! ამჟამად, ბავშვი თურქეთის ერთ–ერთი კლინიკის რეანიმაციაში იმყოფება, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული. მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი კი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გამოეხმაურებიან კეთილი ადამიანები და დაეხმარებიან ბავშვს მისი სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელ მკურნალობაში.
ნატო, დემეტრეს დედა (31 წლის): „დემეტრე ერთი წლის და 8 თვის არის. სულ სძინავს, ტირილიც არ შეუძლია. ექიმებმა თქვეს, რომ ბავშვის გეგმიურ აცრას მოჰყვა ასეთი გართულება, რაც უიშვიათესი შემთხვევა არის – მილიონი ბავშვიდან მხოლოდ რამდენიმეს აქვს ასეთი რეაქცია. საქართველოში ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს, ამიტომ ჩვენი შვილი დაუყოვნებლივ თურქეთში წავიყვანეთ. ამ ეტაპზე, ჩვენ ყველა ფინანსური რესურსი ამოვწურეთ, რაც გვქონდა. ჩვენი ერთადერთი იმედი კეთილი ადამიანები არიან, ვინც დაეხმარება ჩვენს ბიჭს“.
აღმოჩნდა, რომ ბიჭუნას ტვინის დაზიანება ჰქონდა. გარდა ამისა, ერთი ფილტვი გაუჩერდა, ამიტომაც სასწრაფოდ შეაერთეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე.