„კრუნჩხვებში ვარდება, თავს უკან აგდებს და ხელებს იქნევს; თავის სკამზე მყარად თუ არ ზის, შეიძლება გადმოვარდეს, ამიტომ სულ უნდა უყურო და მაგრად გეჭიროს!“ – გვიყვება პატარა ნათია და გვიჩვენებს მის ძმას, გიორგის შეტევები როგორ ეწყება. – „იცით, რა საშინელებაა? ასეთი რამ ოდესმე გინახავთ? ძალიან საშიშია! ზოგჯერ მესიზმრება, რომ ცუდადაა, მე კი მის დახმარებას ვერ ვასწრებ.“