მე ხომ ის ძალიან მიყვარს?! – პატარა გიორგის (8 წლის) თვალები ცრემლებით ევსება… პასუხს ვერ ვპოულოუბ და მზად ვარ, მიწამ პირი მიყოს ამ სუფთა, მაგრამ ცნობისმოყვარე, ბავშვური მზერის ქვეშ… გიორგის ძმა, ნიკოლოზი (10 წლის) მძიმედ არის ავად და ძნელად თუ შეძლებს ვინმე, ბიჭუნას დაჰპირდეს, რომ ის მალე შეძლებს ძმის მაგრად ჩახუტებას.