„სულ რაღაც ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი გასაჭირის შესახებ გაჩვენეთ და ჩვენი ცარიელი სახლი ავეჯით, ტექნიკითა და ბავშვის ტანსაცმელებით გაივსო! – ამბობს ეთერი. – ერთ კვირაში ყველა პრობლემა მოგვიგვარეთ, რაზეც სხვა ფონდები ხელს იქნევდნენ! თქვენთან მათხოვარივით არ ვგრძნობ თავს, პირიქით, დავინახე გულითადი ყურადღება და მხარდაჭერა. ყოველ წუთს მირეკავს ხალხი. მეკითხებიან, რა მჭირდება, როგორ არიან ჩემი პატარები. მე კი ყველას ვეუბნები, რომ ახლა ყველაფერი შესანიშნავადაა!“