ძვირფასო მკითხველო, წარმოგიდგენიათ, ამ პატარა გოგონას გული რამხელა სიკეთესა და უფლის სიყვარულს იტევს? იმის მიუხედავად, რომ ბავშვს ხმელი პურიც კი არ აქვს, ის მაინც მადლობელია უფლის და მისი პატარა გული სწორედ რომ უფლის სიყვარულით ფეთქავს. და ვინ მოსთვლის, რამდენი ადამიანია დედამიწაზე, რომელთაც ყველაფერი აქვთ, მაგრამ მათი გული დაცლილია სიკეთისა და უფლის სიყვარულისგან. კეთილო ადამიანებო, ხუციძეების მცირეწლოვანი ბავშვებისთვის თქვენ უფლის ხატი ხართ, დედამიწაზე მოვლენილი. ნუ დაუშვებთ, რომ ბავშვებს დაეკარგოთ ეს წარმოდგენა. მოდით, მათ გულში არსებული იმედის პატარა ნაპერწკალი დიდ „ცეცხლად“ ვაქციოთ. მოდით, ამ პატარა ანგელოზების ჩამქრალ თვალებში თუნდაც სულ პატარა „ვარსკვლავი“ ავაკიაფოთ.