საკმარისია, თუნდაც წამიერად შეხედოთ ბავშვის თვალებს და ჟრუანტელი დაგივლით ტანში. ეს ის გამოხედვაა, რომელიც ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ. ბავშვმა ორი დღის წინ ჭამა საჭმელი ბოლოს. დღეს კი მხოლოდ ერთი ნატეხი პური აქვს ნაჭამი. რძის მაგივრად კი წყალი დალია. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაზე უარესია! სიცივისა და შიმშილისგან დაუძლურებულ ბავშვს ტირილის ძალაც კი აღარ შესწევს.
ღონემიხდილ ბავშვს ფეხზე დგომის ძალაც კი აღარ აქვს და აი, ასე საწყლად ჩამოადო თავი დედიკოს მხარზე და სიმწრის ცრემლებიც დედიკოს გახუნებული ჯემპრით შეიმშრალა. დედის თვალებში კი, შეხედეთ, რამხელა ტკივილია. ამას სულის ტკივილი ჰქვია…
ეს 28 წლის მედეაა. უკვე ორი შვილის დედაა ეს ახალგაზრდა გოგო. უფალმა კი მას ზეციდან მესამე ანგელოზიც გამოუგზავნა. ბავშვი ხომ ღვთის ყველაზე დიდი საჩუქარია.