რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

1 - 1 of 1 items

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

როცა ჩემი ძმა შიმშილისგან ტირის, მე მას ვუმღერი…

როცა 4 თვის გაბრიელი შიმშილისგან გულამოსკვნილი ტირის, ცხრა წლის მარიამი თავისი ძმის დამშვიდებას ყველანაირად ცდილობს… როგორ უნდა აუხსნა ახალშობილს, რომ მათ არც საჭმელი აქვთ და არ მისი ყიდვის საშუალება? ამ დროს კი მისი საბრალო დედა შეშლილივით აქეთ-იქით აწყდება და ცდილობს ფული იშოვოს, ისესხოს, ხვეწნით გამოართვას ვინმეს, რომ მორიგი შეკვრა იყიდოს, რომელიც მხოლოდ სამი დღე ეყოფა…
„ღმერთი ჩემს შვილებს შიმშილით სიკვდილისთვის არ გაწირავს, მე ამის მჯერა!“ – ცრემლებს ძლივს იკავებს მზრუნველი, მოსიყვარულე დედა, სოფიო. – „მარიამი უკვე დიდი და შეგნებული გოგოა, არც აღარაფერს ითხოვს, პატარები კი… საბა 2 წლისაა; არ ესმის, კანფეტებს და სათამაშოებს რატომ ვერ ვყიდულობ და მწარედ ტირის. გაბრიელი კი საერთოდ 4 თვისაა. რძე არ მაქვს, საჭმელი კი დღითიდღე ძვირდება… ღმერთო, შენ გვიშველე!“

შემოწირულია

₾7,900.98

დონორი

522

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

You helped

მადლობა, მადლობა, მადლობა, ფონდის მეგობრებო! ამხელაუბედურების მერე, თქვენ კვლავ ღიმილი გვაჩუქეთ!

სიკვდილი, ბავშვების შიმშილობა და სნეული ბავშვის არაადამიანური ტანჯვა… მეგობრებო, ჩვენ წილად გვხვდა ეს ყველაფერი, რათა ეს საბრალო ადამიანები გადავარჩინოთ! ამ საბრალო ბიჭუნას დედიკოსთან ურთიერთობა ენით აღუწერელია! მაია ყოველთვის გრძნობს, რა სტკივა მის შვილს და იმ წამსვე დააფრთხობს ხოლმე სიკვდილს, რომელიც მისი უსაყვარლესი შვილის წაყვანას ლამობს! მაიას ისეთი სიყვარულით არ უყვარს არცერთი შვილი, როგორითაც გოჩა! მისი ტკივილი მაიას ტკივილია! სამყარო ასეა მოწყობილი!
რვა წლის განმავლობაში დედის ერთადერთი მიზანია, შვილი ნაწოლებისგან, პერიტონიტისა და სეფსისგან გადაარჩინოს… უნდა მიხვდეს, სად და რა სტკივა მის შვილს. გოჩას ხომ ლაპარაკი არ შეუძლია! ის მხოლოდ ჩუმად, ძალიან ჩუმად, დაჭრილი კნუტივით კვნესის! ცხოვრების უმეტესი ნაწილი გოჩამ საავადმყოფოში გაატარა. მაია კი მისი სიცოცხლისთვის მედგრად აგრძელებს ბრძოლას! ნაწოლების გამო ბავშვის კანი და კუნთები ნელ-ნელა კვდება, სხეულზე ჭრილობები აქვს, სისხლი სდის… სუსტი ნერვების მქონე ადამიანებმა არ ნახოთ!!!

შემოწირულია

₾7,909.11

დონორი

565

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 - 2 of 2 items