ოთხი ბავშვი შიმშილისგან ტირის! დააპურეთ ისინი ისევე, როგორც საკუთარ შვილებს დააპურებდით! უფალი კი, არ მოგაკლებთ ზეციურ საზრდოს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ოთხი ბავშვი შიმშილისგან ტირის! დააპურეთ ისინი ისევე, როგორც საკუთარ შვილებს დააპურებდით! უფალი კი, არ მოგაკლებთ ზეციურ საზრდოს!

page info icon
2023 ნოემბერი 17
ხუთი წლის ლიზის სიმწრით აქვს ჩაბღაუჭებული ხმელი პურის ნატეხი. ის ავად არის, ძალიან სუსტია, ცერებრული დამბლით იტანჯება, დაიბადა მგლის ხახით, მაგრამ, პურის ბოლო ლუკმას ვერავინ წაართმევს ხელიდან. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ლიზიც კი ხვდება იმას, რომ ამ ლუკმისთვის თუ არ იბრძოლა, შეიძლება რამდენიმე დღით დარჩეს მშიერი!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
17,238 ₾
( 1,172 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ოთხი ბავშვი შიმშილისგან ტირის! დააპურეთ ისინი ისევე, როგორც საკუთარ შვილებს დააპურებდით! უფალი კი, არ მოგაკლებთ ზეციურ საზრდოს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ხუთი წლის ლიზის სიმწრით აქვს ჩაბღაუჭებული ხმელი პურის ნატეხი.

 ის ავად არის, ძალიან სუსტია, ცერებრული დამბლით იტანჯება, დაიბადა მგლის ხახით, მაგრამ, პურის ბოლო ლუკმას ვერავინ წაართმევს ხელიდან. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ლიზიც კი ხვდება იმას, რომ ამ ლუკმისთვის თუ არ იბრძოლა, შეიძლება რამდენიმე დღით დარჩეს მშიერი!

„მომიტანე პური, მამიკო. ბოლო ლუკმა ლიზიმ შემიჭამა, ერთი ნამცეციც კი არ დამიტოვა!“

სამი წლის ლიზი საათობით ზის სახლის კიბეზე და მამას ელოდება, რომელიც შეჰპირდა, რომ წავა და პურის ფულს იშოვნის. ბოლო ლუკმა ხომ, ლიზის მისცა დედამ. დედიკო ყოველთვის მაგას აძლევს პურს იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ეცოდება. ოთხი შვილის მამა კი, ყოველთვის ვერ ახერხებს დღიური სამსახურის შოვნას, რომელშიც გადაუხდიან იმდენს, რომ სახლში ცარიელი ხელით არ დაბრუნდეს. პატარებისთვის და მეძუძური დედისთვის კი, ოთხი პური მაინც უნდა მიიტანოს, სხვა რამის იმედიც არ აქვთ.

„მეძუძური დედისთვის და მისი პატარა შვილებისთვის, დღეში ოთხი პური ნამდვილი ფუფუნებაა“

თამარი: არ გაგეცინოთ, მაგრამ უნდა გითხრათ რომ ახლა, მეფურად ვცხოვრობთ! ვირთხებისგან დაკბენილები მაინც არ არიან ბავშვები. 4 წელი ხომ, სარდაფში ვიცხოვრეთ. ქირის გადახდას და ლიზის მკურნალობას ერთად ვერ ვახერხებდით.

„ერთი შეხედვით, უკეთესობისკენ შეიცვალა მათი საცხოვრებელი პირობები. მაგრამ შეხედეთ, სად სძინავთ ბავშვებს“

- დიახ, მახსოვს, სად ცხოვრობდით. ნამდვილი კოშმარი იყო! აქ, საცხოვრებელი პირობები ნამდვილად უკეთესია. სახელმწიფო დაგეხმარათ?
თამარი:
არა, უბრალოდ ერთმა კეთილმა ადამიანმა, დაბალ ფასად შემოგვთავაზა აქ ცხოვრება. 150 ლარს ვიხდით. აქ იატაკიც არის და ფანჯრებიც. საწოლებიც. და მაშინდელივით, ბავშვებზე ზედ არ დარბიან ვირთხები.

„ოთხი წელი ვიცხოვრეთ სარდაფში, რომელიც ვირთხებით და გველებით იყო სავსე.“ (ფოტო არქივიდან.)

- გვიამბეთ, რა სჭირს ლიზის?
თამარი:
მგლის ხახით დაიბადა. როგორ მეშინოდა, ღმერთო! მეგონა, რომ ეს მოკლავდა. თავადაც ხომ, ბავშვი ვიყავი მაშინ. ექიმებმა კი დამამშვიდეს და მითხრეს, რომ ოპერაციით შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. მაგრამ ის, რომ ცერებრული დამბლა აქვს, ნამდვილად სანერვიულოა. როგორც მითხრეს, ეს არ იკურნება და ბავშვი ხეიბრად დარჩება მთელი ცხოვრებას. მასზე უარის თქმაც კი შემომთავაზეს. ჩემმა მეუღლემ ბავშვთან ერთად თბილისში ყველა ექიმი შემოიარა. ფული სულ დაიხარჯა და იმიტომ, ვერ გადავიხადეთ ქირა. ასე აღმოვჩნდით უსახლკაროდ, ჩვენს პატარა გოგოსთან ერთად. მერე, ერთმა ღვთისნიერმა ქალბატონმა შეგვიფარა, სრულიად უცნობმა, თავის სარდაფი დაგვითმო. პირობები, რა თქმა უნდა, საშინელი იყო. სიბინძურე, ვირთხები, გველები. არც საწოლები იყო, არც რაიმე სხვა ავეჯი. მაგრამ, გადავრჩით როგორღაც. იქ გაჩნდნენ ლილე და ლელა.

„უკვე შევეგუეთ იმ ამბავს, რომ ჩვენი გოგონა ჯანმრთელი ვერასდროს იქნება. რომ ვერასდროს გაივლის ფეხზე და ვერასდროს ილაპარაკებს.“

- ასეთ პირობებში ბავშვების გაჩენა როგორ შეძელით?
თამარი:
უფლის ნებაა ყველაფერი! თანაც, არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს. ძალიან მეხმარება ბავშვების აღზრდაში. დაღლილი მოდის, მაგრამ მაინც უთმობს მათ დროს. ლილეს პირველი სიტყვა იყო „მამა“. ბავშვებს ძალიან უყვართ. გიორგი კი, უკვე ამ სახლში დაიბადა. ჩვენი ნანატრი ბიჭი!

„ჩემია პური და არავის მივცემ!“

- ასეთ პირობებში როგორ ახერხებთ ბავშვების აღზრდას?
თამარი:
მთავარია, პური გვქონდეს სახლში. სხვა რამეებზე ვერც ვიოცნებებთ. კარგია, რომ რძე მაქვს და გიორგი არ რჩება მშიერი. ლიზიმ წესიერად ტირილიც არ იცის, ძალიან სუსტია და კნუტივით წრიპინებს. ლელაც სუსტია თავისი ასაკისთვის. არ მოძრაობს, არ ლაპარაკობს, ხშირად ავადმყოფობს. მისი გაციება არ მთავრდება. ყველაზე აქტიური ლილე გვყავს. თუ არ შია, დარბის, დახტის და თოჯინებითაც თამაშობს.

„ლელა ძალიან სუსტია, სულ ავადმყოფობს და ვერ ლაპარაკობს.“

- ლელას რა სჭირს? გყავდათ ექიმთან?
თამარი:
არა. სამგზავრო ფულიც კი არ გვაქვს. არ გვაქვს საშუალება, ბავშვები გამოკვლევებზე რომ წავიყვანოთ. ამიტომაც მოგმართეთ დახმარებისთვის. უფლის საჩუქარია, რომ რძე მაქვს და ვახერხებ გიორგის გამოკვებას. ეს რომ არა, არც კი ვიცი, რას ვაჭმევდი.

„გიორგიმ და ლილემ მათი დების ბედი რომ არ გაიზიარონ და შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება.“

- ამჟამად, სასიცოცხლოდ აუცილებელი რა არის თქვენთვის?
თამარი:
ბავშვების ექიმთან წაყვანა. პამპერსი და პროდუქტი. კიდევ, პატარა მაცივარი და ტელევიზორი გვჭირდება, მულტფილმებს მაინც რომ უყურონ ბავშვებმა. კიდევ, სარეცხი მანქანა მჭირდება ძალიან. სარეცხის დარეცხვას ხშირად ვერ ვახერხებ, ბავშვებს სუფთად რომ ჩავაცვა. დაგვეხმარეთ! უფალს ვევედრებოდი და მან ჩემი ლოცვა შეისმინა. ხომ ხედავთ, თქვენ ჩვენთან მოხვედით, ჩემი შვილების გადასარჩენად!

ღმერთმა ამ ოჯახს ბავშვები აჩუქა, მან იცის, რომ მათზე მშობლები თუ ვერ იზრუნებენ, ამას ჩვენ შევძლებთ

ეს ჩვენი გიორგია! თუმცა თუ არ დავეხმარებით, მას მოუწევს დაავადებებთან და შიმშილთან ბრძოლა!  გთხოვთ, დაეხმარეთ! 

მართლაც რომ, ჯოჯოხეთია საპანაძეების ოჯახის ცხოვრება. ოთხი ბავშვი ლუკმა პურისთვის იბრძვის. მამა ფიზიკურად შრომობს, მაგრამ, მისი შემოსავალი მთლიანად იხარჯება პამპერსებსა და ბინის ქირაში. ბავშვების დედა, თამარი მარტო ვერ გაუმკლავდება ამ შემზარავ რეალობას. ამიტომ, ევედრებოდა უფალს, მისთვის გამოეგზავნა ისეთი ადამიანები, ვინც მის შვილებზე ზრუნვას შეძლებდა. და აი, ამ წუთას ამ სიტყვებს კითხულობთ თქვენ! ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავად ღმერთმა მოგაწვდინათ მათი ხმა! გაუხსენით მას თქვენი გული და გააკეთეთ კეთილი საქმე. ამ საბრალო, დაავადებული, მშიერი ბავშვების უკანასკნელი იმედი თქვენ ხართ!

თუ გსურთ მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: აბაშის მუნიციპალიტეტი, ქალაქი აბაშა, თავისუფლების ქ. 40.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: საპანაძეების ოჯახი).

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ! 

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: