ძალიან მტკივნეულია, როცა თავში გირტყამენ, შენ კი მხნეობა უნდა შეინარჩუნო; მაგრამ 12 წელია იოსებს სწორედ ამის ატანა უწევს. „თამაშია ასეთი“, – ეუბნებიან მეზობლის ბიჭები. როცა სპორტულ მოედანზე გუნდში ყველას იყვანენ, მას კი უყვირიან: „გადი, შე ტილიანო! მოშორდი აქედან!“ – ესეც თამაშია. ამას რა დიდი მიხვედრა სჭირდება?! აი, მასწავლებლებს, თანასოფლელებს და მათ შვილებს – ყველას მშვენივრად ესმის, რომ იოსებს ასე ეთამაშებიან.