რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ძალიან სევდიანი ისტორია

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

ავადმყოფი ბავშვები

ეთუნა: „რა სასიამოვნოა სხვისი დახმარების გარეშე გადაადგილება! რა ფანტასტიურია!»

ეთუნას სიხარული მეცხრე ცას მისწვდა! ჩვენ არ ვჩქარობდით აგარიდან წამოსვლას, რათა დავმტკბარიყავით ამ ბავშვური სიხარულის ცქერით, რომელიც მიწიდან ამოხეთქილი ნაკადულივით მოსჩქეფდა! შესანიშნავ, პოზიტიურ ეთუნას გამუდმებით სჭირდება პამპერსები, პროდუქტები. ასევე საჭიროა, დავეხმაროთ ოჯახს აბაზანის მშენებლობის დასრულებაში. მადლობას გიხდით, მეგობრებო, ამ დიდი და ბედნიერი დასასრულისთვის. ელექტროეტლი შეცვლის გოგონას ცხოვრების ხარისხს! უზომოდ გაგვიხარდება, თუ ეთუნას დამხმარეთა რიცხვი მოიმატებს.
თუ ყოველდღიური პრობლემების ან გადაუჭრელი საკითხების გამო დამწუხრებული ხართ, წამით შეჩერდით და გადახედეთ ჩვენს პოსტებს ფეისბუქზე. უფრო მეტიც, დაურეკეთ რომელიმე ჩვენს ბენეფიციარს და თქვენი ყველა პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმ ადამიანის პრობლემებთან შედარებით, რომელთაც დაეხმარეთ ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში.

შემოწირულია

₾8,244.10

დონორი

625

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები

მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს ჩააბარეთ. ძალიან გაგიჭირდებათ მასთან ერთად. მაინც ვერ გადარჩება…“ სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო ქალის ლამაზი და უდარდელი ცხოვრების ნგრევა. და აი, უკვე 25 წელია, ტკივილი და უსაზღვრო დარდი გულს უკლავს. ელისო: „აქ დატოვეთ, კვლევით ინსტიტუტში“ — ასე მირჩიეს, ჩემს შვილზე ექსპერიმენტების ჩატარების იმედი ჰქონდათ. მე კი ვერ დავუშვებდი იმას, რომ ჩემი ბიჭი საცდელ ბაჭიად ექციათ. მას შემდეგ სახლი გავყიდე, თანხა ვისესხე, სად არ დამყავდა ბავშვი! იმ ექიმების კი, ვინც მეუბნებოდა, რომ გიორგის მდგომარეობა უიმედო იყო, ყურსაც არ ვუგდებდი. მაგრამ, როდესაც სახსრები ამოგვეწურა, ექიმებმა გვითხრეს, რომ ცერებრული დამბლა არ იკურნება! მათი განაჩენი ასეთი იყო! ახლა ის 25 წლისაა და ერთი სიტყვაც არ უთქვამს დღემდე. იმასაც ვერ მაგებინებს, რა სტკივა!

შემოწირულია

₾8,125.53

დონორი

575

მინდა დავეხმარო
Project

გაჭირვებულები

ერთი ბედნიერი დღეც არ ახსოვს! დაბადებიდან მშობლებისგან მიტოვებული, სადისტი მეუღლისგან სასტიკად ნაცემი, ორი ლამაზი და საყვარელი ბავშვის დედა — მოკრძალებული და შრომისმოყვარე ქართველი ქალი, იამზე, დახმარებას გვთხოვს, რათა მისმა შვილებმა მაინც არ გაიზიარონ მისი ბედი.

იამზე (ამ ორი უსაყვარლესი ბავშვის დედა): ცოცხალი მშობლების ობოლი ვარ! ჩემს შვილებს არც ბებიები ჰყავთ, არც ბაბუები. ჩემი მეუღლე ციხეში უკვე მეორედ მოხვდა! ქურდობდა, მეც მომატყუა, რომ დავქორწინდით!.. სადისტი გამოდგა და ისე სასტიკად მცემდა ბავშვების თვალწინ, რომ მათი ფსიქიკური მდგომარეობა მადარდებს ახლა! ვხვდები… ჩემთან საცხოვრებლის გამო იყო, მოკვლა უნდოდა ჩემი! ბავშვები კი… ბავშვები არასდროს ჰყვარებია! უცხო ადამიანებს მიაბარებდა. ასეთ ბავშვებს!.. ჩემთვის არაფერს ვითხოვ, მაგრამ ვერ ვიცოცხლებ, შიმშილითა და ზამთრის სიცივით თუ დაიტანჯებიან ჩემი შვილები! ჩემი საშინელი ბედი არ უნდა გაიზიარონ!

შემოწირულია

₾4,869.41

დონორი

331

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

რატომ იტანჯები ასე, პატარავ?! რატომ გგონია, რომ არავის უყვარხარ საკუთარ ოჯახში, მშობლიურ საქართველოში, რომ შენი და-ძმები, მშობლები და უბრალო ადამიანები ზედმეტად გთვლიან, რომ მალე მოკვდები და შენი გადამრჩენელი არავინ არის?!

გვიყვარხარ, ლუკა! როდესაც გაიზრდები და ამ სტატიას წაიკითხავ, მიხვდები, რომ შენს საქართველოში ხალხმა ექიმები თურქეთში მოძებნა შენთვის. იქ, სადაც სიკვდილზე კი არ ესაუბრებიან მშობლებს, არამედ იწყებენ მკურნალობას. ჩვენ სამუდამოდ გიხსნით ამ საშინელი ტანჯვისგან ისევე, როგორც შენს მშობლიურ საქართველოში უკვე „ვაჩუქეთ“ სიცოცხლე უამრავ ბავშვს! შეუცნობელ არს გზანი უფლისანი, მეგობრებო! განსაცდელი ცხოვრების გზაზე იმისთვის გვხვდება, რომ გაგვაძლიეროს და შემოქმედის რწმენა გაამყაროს ჩვენს გულებში! უფლის კიდევ ერთ სასწაულს ვუახლოვდებით! დღეიდან ყოვლისშემძლე უფალი ხელს გამოგვიწვდის მადლობის ნიშნად! („ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (ძველი აღთქმა. იგავები 19:17). იმიტომ რომ მკურნალობის შემდეგ ლუკა მთელი საქართველოს შემოვლას და თითოეული თქვენგანისთვის მთელი გულით მადლობის გადახდას თავად ვერ მოახერხებს! დიდება შენდა უფალო, რადგან თურქეთში ექიმებმა დიდი ყურადღება გამოიჩინეს ამ ბავშვის მიმართ. ისინი პირობას დებენ, რომ ის სრულიად განიკურნება.

შემოწირულია

₾35,688.47

დონორი

2449

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

დედის გულმა ვერ გაუძლო შვილის ტანჯვას და სამუდამოდ შეწყვიტა ცემა. სრულიად პარალიზებულ ახალგაზრდას მამა გმირულად უვლის — პატარა ოჯახის დიდი ტრაგედია ცხარე ცრემლებით აგატირებთ.

მშობლებისთვის აუტანელი იყო ერთადერთი ვაჟის ტანჯვის ყურება. ბავშვი იზრდებოდა და თანდათან კარგავდა მოძრაობის უნარს. დრო გადიოდა, წელიწადის დროები ერთმანეთს ცვლიდა, მაგრამ პატარა ლუკასთვის არაფერი იცვლებოდა. მისი სამყარო ისეთივე პატარა იყო, როგორც მანძილი საწოლიდან ფანჯრამდე. დადგა 1 სექტემბერი, დღე, როცა ლუკას თანატოლებმა სკოლის კარი პირველად შეაღეს. ლუკა კი მზაკვარი ავადმყოფობის გამო ისევ საწოლს იყო მიჯაჭვული და მოძრაობაც კი არ შეეძლო. დიდი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბიჭმა თვალზე მომდგარი ცრემლებით ჰკითხა მშობლებს, რა დააშავა, რატომ არ ჰგავდა სხვა ბავშვებს. ეს კითხვა ხანჯალივით მოხვდა მშობლებს გულზე. ასე გავიდა წლები. ჩვენი პატარა ბიჭი გაიზარდა. უკვე 4 წელია, მამა გმირულად ზრუნავს ლოგინს მიჯაჭვულ, პარალიზებულ შვილზე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მან ისწავლა, როგორ მოამზადოს საჭმელი და როგორ აბანაოს ერთადერთი ვაჟი. დღეს ლუკა უკვე 35 წლისაა. ახლა ის იმ ასაკშია, როცა ცოლ-შვილით უნდა ტკბებოდეს. ოჰ, დედამიწავ!!! ნუთუ ამ ბიჭის უბედურება არ გამძიმებს?!

შემოწირულია

₾22,496.97

დონორი

1436

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

წარმოიდგინეთ, მეგობრებო, თაბაშირისგან დამზადებულ აი ასეთ კორსეტს ატარებდა ჩვენი სტატიის გმირი, გაწამებული ანა 6 წლის ასაკიდან. ექვსი რთული ოპერაცია, „დიდი“ ქართველი პროფესორების ექვსი მტკიცე დაპირება. როგორ გადაიტანე ეს ყველაფერი, პატარავ?! იცოდე, რომ ჩვენი გულები ნაწილ-ნაწილ იფლითება შენდამი თანაგრძნობით!

ეს ლამაზი გოგო ეს-ესაა დაიბრუნებს თავის ბუნებრივ სილამაზეს. თურქი ექიმები, მადლობა ღმერთს, გარანტიას იძლევიან! თუ ახლა არ დავეხმარებით, შეიძლება ხერხემალი გადაუტყდეს და ნეკნებმა გოგონას ფილტვები გაუგლიჯოს. გატანჯული ანა (24 წლის): არაადამიანური ტკივილი ღამითაც არ მაძლევს თვალის დახუჭვის საშუალებას! არ მეძინება, მაგრამ როცა თვალებს ოდნავ ვხუჭავ, ვიგუდები! ხერხემალი გამუდმებით მრუდდება და მრუდდება, დღეს კი წყლის ყლუპსაც ვეღარ ვსვამ დამოუკიდებლად! მთელი ჩემი სხეული იმდენად დეფორმირებული გახდა მთელი ჩემი წამების წლების განმავლობაში, რომ ხერხემალი შეიძლება გადატყდეს და ნეკნებმა, სასიკვდილო შუბებივით, ფილტვები და გული გამიხვრიტოს. და ამქვეყნად, ოპერაციის გარდა, ვერაფერი ვერ დააყუჩებს ამ ტკივილს და დამიბრუნებს სიცოცხლეს! თორემ ფონდს და მის მეგობრებს არ დავუკავშირდებოდი! ჩემ გარდა, საქართველოში ისედაც ბევრი იტანჯება. ანას დამოუკიდებლად საწოლიდან ადგომაც კი არ შეუძლია.

შემოწირულია

₾12,418.48

დონორი

998

მინდა დავეხმარო
55 - 60 of 134 items
1 8 9 10 11 12 23

ძალიან სევდიანი ისტორია

დასრულებული პროექტები

Project

მრავალშვილიანი ოჯახები

“გულში 200 ნემსი მერჭობა”: როგორ ებრძვის სიკვდილს, გაჭირვებასა და უსახლკარობაში 8 წლის ულამაზესი ბიჭუნა ბექა

8 წლის ბექას თანდაყოლილი უმძიმესი გულის მანკი აქვს. ქართველმა ექიმებმა უარი უთხრეს ოპერაციის ჩატარებაზე, ამბობენ, რომ შესაძლებელია პაციენტი ვერ გადარჩეს. მარტოხელა დედას ძალიან „სასარგებლო“ რჩევას აძლევენ – „გაუფრთხილდითო“. საინტერესოა, თავიანთ შვილებსაც ასე ეტყოდნენ „ვაიმრჩევლები“. ასევე, ამბობენ, რომ გერმანიიდან და თურქეთიდან მიღებულმა პასუხებმაც იგივე თქვეს: „რისკი ძალიან დიდიაო“. ჩვენ კი, მეგობრებო, ასეთი „რჩევების“ არ გვჯერა. ნუთუ შეიძლება, 8 წლის ბიჭუნა „დავიცვათ“ თანატოლებთან და ძმებთან თამაშისგან? ის ხომ ბავშვია? 8 წლის ბავშვზე გვაქვს საუბარი!

შემოწირულია

₾4,773.88

დონორი

357

პროექტი დასრულდა
Project

გაჭირვებულები

„გვჯერა რომ ღმერთი არ დაგვტოვებს გასაჭირში“ ხანძრის შემდეგ სახლისგან არაფერი დარჩა, ხოლო ბავშვები შიმშილით გვეხოცებიან!

სასწაულია ცოცხლები რომ გადარჩნენ, და უფრო დიდი სასწაულია, შიმშილით, ავადმყოფობით და უკიდურესი გაჭირვებით რომ არ დაიღუპნენ! ბავშვებმა შეიძლება დედა დაკარგონ. მათ დახმარება სჭირდებათ! სასწაულია, ამ ქოხში რომ კიდევ ცოცხლები ვართ, სამ პატარა ბავშვთან ერთად თვეში 250 ლარად.
წელიწადნახევრის წინ, ფეხი ორ ადგილას მოვიტეხე, ისე ძლიერად, რომ ძლივს ამიწყეს ძვლები და რკინის ფირფიტაც ჩამისვეს. ეს ფირფიტა ერთი წლის წინ უნდა ამოეღოთ, რომ განგრენა არ განვითარდეს და არ მომკლას. მე კი საერთოდ არ მაქვს ფული. ოჯახს მე ვუვლი, მეუღლე კი ავადაა და ვერ მუშაობს.
შიმშილი, ჩვენი ყოველდღიური პრობლემაა. ჯანმრთელობას, ვერც მე, ვერც მეუღლე ყურადღებას ვერ ვაქცევთ. ერთი ზედმეტი ლარიც არ გვაქვს ხოლმე კლინიკამდე მისასვლელად, არამც თუ სამკურნალოდ. ყოველ თეთრს ვუფრთხილდებით, შვილები მშივრები რომ არ დაგვეხოცნონ. ეს რკინის ფირფიტა აუცილებლად უნდა ამოვიღო, თორემ ბავშვები დედას დაკარგავენ. მე არ მაქვს სიკვდილის უფლება, ჩემი შვილები კი უსახლკაროებივით არ უნდა ცხოვრობდნენ: მუდმივ შიმშილში და ელემენტარული ნივთების გარეშე.

შემოწირულია

₾2,995.32

დონორი

136

პროექტი დასრულდა
Project

ავადმყოფი ბავშვები

არ არსებობს დედისთვის იმაზე დიდი განსაცდელი ვიდრე უყურებდეს შვილის ტანჯვას. ლაზარე თანდაყოლილი ხერხემლის ანომალიით და სქოლიოზით დაიბადა. ასევე მას არ აქვს სამი ნეკნი

არის მწუხარება! არის დიდი მწუხარება!! და ზოგჯერ ცხოვრებაში ისეთი დიდი უბედურება დაგატყდება, რომ ცხოვრება აუტანელი ხდება! და ყველაზე დიდი ტკივილი ამქვეყნად არის ყოველწამს საყვარელი შვილის ტანჯვის ყურება და განცდა!!!
უმშვენიერესი ლაზარე დაიბადა ხერხემლის თანდაყოლილი ანომალიით, სქოლიოზით და სამი ნეკნის გარეშე.
მეგობრებო, წინ უფლის სასწაული გველოდება – ოპერაცია, რომლისთვისაც თანხას ვაგროვებთ, 100% დადებით შედეგს იძლევა!
კიდევ ერთი თვე და ჩვენ ვიხილავთ სრულიად გამოჯანმრთელებულ ჯდა მხიარულ ბიჭუნა ლაზარეს!

შემოწირულია

₾32,955.20

დონორი

2934

პროექტი დასრულდა
Project

ავადმყოფი ბავშვები

დღეს ანუკიმ ერთი წლის უნანს პურის ნატეხი წაართვა. უნანი კივის და ჩირქიან ცრემლებს ღვრის! მას სასწრაფოდ ესაჭიროება გამოკვლევა! მთელ ამ საბრალო ოჯახს კი – საჭმელი!

მეგობრებო, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოსიყვარულე, მშრომელი და თბილი მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც კი ოდესმე გვინახავს ჩვენი რთული მუშაობის მრავალი წლის განმავლობაში! ღმერთო, მიეცი მათ სახსრები, ანას რომ უმკურნალონ და დააპურე ეს მშიერი ბავშვები! მათ ხომ, არაფერი დაუშავებიათ და არ იციან, როგორი იქნება მათი ხვალინდელი დღე, თუ ჩვენ მათ ოდესმე მივატოვებთ და აღარ ვიზრუნებთ მათზე!

შემოწირულია

₾6,816.75

დონორი

627

პროექტი დასრულდა
55 - 60 of 914 items
1 8 9 10 11 12 153