რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მეხუთე ოპერაციის მოლოდინში… თანხას დროულად თუ ვერ შევაგროვებთ, ნინო სამუდამოდ დარჩება კოჭლი!

calendar ივლისი 15, 2023

14 წლის წინ, ანგელოზი დაიბადა ღავთაძეების ოჯახში! წარმოუდგენელი სილამაზის გოგონა. ქერათმიანი, თვალხატულა. მაგრამ, ბედისწერა დიდ განსაცდელს უმზადებდა ამ ზღაპრულ პრინცესას. ნინოს ერთი ფეხი მეორეზე 4 სანტიმეტრით მოკლე ჰქონდა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
მეხუთე ოპერაციის მოლოდინში… თანხას დროულად თუ ვერ შევაგროვებთ, ნინო სამუდამოდ დარჩება კოჭლი!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 14 წლის წინ, ანგელოზი დაიბადა ღავთაძეების ოჯახში! 

წარმოუდგენელი სილამაზის გოგონა. ქერათმიანი, თვალხატულა. მაგრამ, ბედისწერა დიდ განსაცდელს უმზადებდა ამ ზღაპრულ პრინცესას. ნინოს ერთი ფეხი მეორეზე 4 სანტიმეტრით მოკლე ჰქონდა.

 ექიმები აშინებდნენ საბრალო დედას, სანამ ნინოს 14 წელი არ შეუსრულდა! ზოგი ეუბნებოდა, რომ გოგონა კოჭლი დარჩებოდა და ვერასდროს გაივლიდა, ზოგიც იმით „ამშვიდებდა“, რომ მოკლე ფეხს მოკვეთდნენ, რადგან მხოლოდ ხელს შეუშლიდა. ნინო იზრდებოდა, ფეხი კი სულ უფრო მოკლდებდა. მისი ფეხსაცმლის პლატფორმაც სულ უფრო მაღალი იყო.

ასეთი მაღალი პლატფორმით ფეხსაცმლის ჩაცმა აღარ მოუწევს. ოპერაციამდე, მისი ერთი ფეხი მეორეზე 18 სანტიმეტრით მოკლე იყო!

 რუსუდანი: ბოლო ერთი წელი ჩვენთვის ნამდვილი გამოცდა იყო. 2022 წლის მაისიდან ოთხი უმძიმესი ოპერაცია გადავიტანეთ. ახლა, იმისთვის, რომ გათანაბრდეს ფეხების სიგრძე, ნინოს ილიზაროვის აპარატის ტარება უწევს, მისი ფეხის ძვალი თანდათან რომ დაგრძელდეს. „რკინის კაცს ვგავარ,“ – თვითონვე ხუმრობს ხანდახან. მიზანი უკვე თითქმის მიღწეულია, რიგით მეხუთე, ბოლო ოპერაცია გველის. მაგრამ, სახსრები მაინცდამაინც ახლა ამოგვეწურა. მაინცდამაინც ახლა გვაქვს ისეთი მდგომარეობა, რომ ოპერაციისთვის საჭირო თანხას ვერ ვაგროვებთ.

„უკვე ვერც კი წარმომიდგენია, რომ ამ რკინის კონსტრუქციას ოდესმე მოვიშორებ“

 – რუსუდან, თქვენთვის და ნინოსთვის რომელი იყო ყველაზე რთული დღეები?

 რუსუდანი: ყველაზე რთული იყო ის წუთები, როდესაც ნინო იწვა საოპერაციო მაგიდაზე. გაორებული გრძნობა მქონდა: თითქოს, მთელი ცხოვრება ველოდი ამ მომენტს, მაგრამ ამავდროულად შიში მიპყრობდა,  რომ რაღაც არ წავა ისე. ნინო კი მამშვიდებდა, რაღა უნდა მოხდეს ამაზე უარესიო.

რთულია იმის წარმოდგენა, რომ ექიმებმა ამ ულამაზესი გოგონას ფეხი დააგრძელეს 18 სანტიმეტრით

 – ამ გოგონას ნაზი გარეგნობის უკან იმალება ნამდვილი მებრძოლი!

 რუსუდან: ნინო ნამდვილი გმირია! მაგალითია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ცხოვრებაში სირთულე შეექმნა. ყოველთვის ნახულობს ძალას საკუთარ თავში, ტკივილს და სირთულეებს რომ გაუმკლავდეს. არ აძლევს საშუალებას საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობას მის განწყობაზე რომ იმოქმედოს. ნინო თითოეული წვრილმანით ხარობს, ჰობი აქვს და ოცნებობს ბედნიერ მომავალზე.

მშობლები რაც შეუძლიათ ყველაფერს აკეთებენ, იმისთვის, რომ მათი პატარა გოგონა ფეხზე დადგეს, იაროს და არაფერი სტკიოდეს

 ნინო: ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, არაჩვეულებრივი  მშობლები და მეგობრები მყავს! მყავს უამრავი მეგობარი. პატარაობიდან მამხნევებენ და მოწყენის საშუალებას არ მაძლევენ. საუკეთესოები არიან! 

 – ნინო, როგორ უმკლავდები იმ სირთულეებს, რომელიც შენი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე გხვდება?

 ნინო: უბრალოდ არ ვაქცევ ყურადღებას. იმედს არ ვკარგავ. ხანდახან, ძალიან მიჭირს და ძალიანაც მტკივა, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. 

„მთავარია, გვერდით მყავდეს ის ადამიანები, ვისაც ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ“

 – რის კეთება მოგწონს ყველაზე მეტად?

 ნინო: ადრე ვხატავდი, ახლა კი, ჩემი სამაჯურები მეხმარება თვითგამოხატვასა და ტკივილის დავიწყებაში. ვფიქრობდი კიდეც, სოციალური ქსელების მეშვეობით რომ გამეყიდა. მაგრამ, რატომღაც არ გამომივიდა.

„ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა… სხვა რა უნდა ვაკეთო ამხელა რკინით“

 – ძალიან კარგი ჰობი გქონია. სამომავლოდ რა ოცნებები გაქვს?

 ნინო: ჩემი ოცნებაა, გამოვიდე მსახიობი ან ჟურნალისტი. არც ვიცი, რატომ. მაგრამ ახლა, ეს ძალიან მინდა.

„სოციალური ქსელების მეშვეობით მინდოდა ჩემი ნაკეთობების გაყიდვა, მაგრამ რატომღაც, არავინ დაინტერესდა.“

 – არაჩვეულებრივი შვილი გყავთ! და მაინც, რა გიხარიათ და რა გეამაყებათ ყველაზე მეტად?

 რუსუდანი: მეამაყება მისი ყოველი ნაბიჯი. ძალიან უჭირს, მაგრამ არ ნებდება. სხვა მის ადგილას, ალბათ, ვერც ადგებოდა.

ვინ იცის, როგორ უჭირს ნინოს ყოველი ნაბიჯის გადადგმა… მაგრამ, ის ითმენს და ჯიუტად მიიწევს გამარჯვებისკენ… ნამდვილი გმირია!

 – თქვენ დახმარებისთვის მიმართეთ ჩვენს ფონდს. ამჟამად რა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნინოსთვის?

 რუსუდანი: სექტემბერში ყველაზე რთული, ბოლო ოპერაცია გველის. ნინოს ფეხიდან უნდა ამოუღონ ილიზაროვის აპარატი და ფირფიტა ჩაუდგან. სახუმარო ამბავი ხომ არ არის, ერთ წელიწადში ექიმებმა შეუძლებელი შეძლეს! ნინოს ფეხი დააგრძელეს 18 სანტიმეტრით. და მორჩა, ეს საშინელი ფეხსაცმელიც ჩაბარდება ისტორიას! ნეტავ იცოდეთ, როგორ ოცნებობს ლამაზი ფეხსაცმლის ჩაცმაზე! ერთი სული გვაქვს, როდის დადგება ეს დღე!

ამ ულამაზესი გოგონას ბედი ჩვენს ხელთაა. ჩვენ მას გადამწყვეტ ბრძოლაში ვერ მივატოვებთ. ამ შეჯიბრში გამარჯვებისთვის ჯილდო კი, ბედნიერი მომავალი და ჯანმრთელობაა!

 ნინოს ისტორია არის სულიერი სიმტკიცისა და ოცნების ახდენის მაგალითი. მიუხედავად ამდენი სირთულისა, გოგონა ფარ-ხმალს არ ყრის და ჯიუტად მიიწევს წინ. ნინო ოცნებობს მომავალზე, რომელშიც თავისი ნიჭის რეალიზებას და ნორმალურად სიარულს შეძლებს. ნინო გმირია, მისი დედა, რუსუდანი კი მისი საიმედო საყრდენი და მხარდამჭერი. ახლა, ნინოს რთული გზა დასასრულს უახლოვდება, მას ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება. მზად არის რიგით მეხუთე, ბოლო ოპერაციისთვის, მისი ფეხების სიგრძე რომ გათანაბრდეს. ეს არის ბოლო ნაბიჯი, რომელიც სრულფასოვანი ცხოვრებისკენ გაუხსნის კარს. ჩვენ კი მოგიწოდებთ, გულისხმიერება გამოიჩინოთ.

 თქვენი შემოწირულობა კი, დაეხმარება ნინოს მისი ოცნების ახდენაში. მოდით, ერთად ვაჩუქეთ მას ნორმალურად სიარულის და მიზნის მიღწევის შესაძლებლობა. დაე, ყველა კეთილმა ადამიანმა გაიგოს ამ ულამაზესი გოგონას გულის ძახილი და შეუერთდეს მისი ჯანმრთელობისთვის ბრძოლას.

 თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: თბილისი, თემქა, ხევძმარის ქ. №14

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას! არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ნინო ღავთაძე)

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

მეგობრებო, თქვენი დახმარებით, ნინომ სილამაზე კვლავ დაიბრუნა! მან გვთხოვა, თქვენთვის მადლობა გვეთქვა!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში! მტკივანი ფეხის გამო, უსაყვარლესი ქერათმიანი პრინცესა კარჩაკეტილად ცხოვრობდა, მუდამ სევდიანი იყო და ტიროდა.

ამიერიდან, ჩვენი პრინცესა ბედნიერია და ღიმილიანი!

რამდენი ცრემლი დაღვარა თავისი ცხოვრების განმავლობაში პატარა, საოცრად ლამაზმა ნინომ! მას არ შეეძლო სკოლაში სიარული, მეგობრებთან ერთად გარეთ სირბილი, მოკლე კაბებისა და შორტების ჩაცმა. და ეს ყველაფერი, მარცხენა ფეხის გამო, რომელიც მარჯვენაზე 4 სანტიმეტრით მოკლე ჰქონდა დაბადებიდან. ასაკის მატებასთან ერთად, 18 სანტიმეტრამდე გაიზარდა ეს სხვაობა! ნინოს მარცხენა ფეხზე ეცვა ფეხსაცმელი 18-სანტიმეტრიანი პლატფორმით, რამენაირად გადაადგილება რომ შეძლებოდა!

ახლა, ეს საშინელი და ულამაზო ფეხსაცმელი აღარავის და არაფერში სჭირდება. ის აღარ სჭირდება ნინოს! მეხუთე ოპერაციის შემდეგ, რომელიც ფონდმა და მისმა მკითხველებმა დააფინანსეს, მკვეთრად შეიცვალა ნინოს ცხოვრება. ამჟამად, ისიც და მისი ოჯახიც უსაზღვროდ ბედნიერები არიან.

ოპერაციამდე, ნინო სკოლაში არ დადიოდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა და საშინლად იტანჯებოდა.

თქვენი დამსახურებით, ნინო აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდა, რომელშიც ტანჯვას და ცრემლს ადგილი აღარ აქვს!

– მთელი გულით გილოცავთ, რუსუდან! წარმომიდგენია, რას გრძნობთ ახლა, როდესაც უკან მოიტოვეთ ამხელა დაბრკოლებები.

რუსუდანი, დედა: მართალი გითხრათ, იმ მომენტში, როდესაც თქვენ გამოჩნდით ჩვენს ცხოვრებაში, უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, სიგიჟის ზღვარზე მისული. ერთი სესხი გამოტანილი მქონდა და კიდევ ორი რომ არ გამომეტანა, მეხუთე ოპერაციის საფასურს ვერ დავფარავდით. როგორია, როდესაც იცი, რომ შეგიძლია დაეხმარო საკუთარ შვილს, მაგრამ ვერ ეხმარები თანხის არქონის გამო, შუაზე რომც გაიხლიჩო! და თუ ოპერაცია არ გაკეთდება, წყალში ჩაიყრება ამდენი ძალისხმევა. მადლობა ღმერთს, არსებობს თქვენი პროექტები! თქვენი დამსახურებაა, ყველაფერი რომ დროულად გაკეთდა.

– გვიამბეთ, როგორ ჩაიარა ოპერაციამ? 

რუსუდანი: ბატონი ჯანერი ჩამობრძანდა თურქეთიდან, სწორედ მან გაუკეთა წინა ოთხი ოპერაცია ნინოს. ვენდობით ამ ექიმს, ის დაპირდა ნინოს სრულ განკურნებას და ასეც მოხდა. რა თქმა უნდა, ძალიან ვღელავდი და ვნერვიულობდი, როგორ გადაიტანდა ნინო მეხუთე ნარკოზს? წინა ოპერაციის შემდეგ, გვიან გამოვიდა ნარკოზიდან. მაგრამ, უფლის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, გართულებების გარეშე. ოპერაცია ჩატარდა ბოკერიას კლინიკაში და დაახლოებით 2,5 საათს გაგრძელდა. მე და ჩემი მეუღლე ვლოცულობდით, უფალს ვევედრებოდით, ყველაფერი კარგად დასრულებულიყო.

უდიდეს მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ბატონ ჯანერს ჰონორარი გადაუხადეთ – 7 ათას ლარზე მეტი, ჩვენს ფულზე და ჩემს გოგონას ფეხზე მყარად დადგომის და აქტიური ცხოვრების შესაძლებლობა აჩუქეთ!

– შენ თუ ნერვიულობდი, ნინო?

ნინო: სულ ცოტას.

რუსუდანი: ახლა კი ამბობს ასე, მაგრამ პალატაში, ოპერაციის წინ, ცრემლები წასკდა. მე გავამხნევე. იქ ხომ, ბატონი ჯანერის სხვა პაციენტები, სულ პატარა ბავშვებიც იყვნენ. „შენ თუ იტირებ, სხვებიც უარს იტყვიან ოპერაციის გაკეთებაზე.“ – ასე ვუთხარი ნინოს. ძალიან ყოჩაღი გოგო მყავს, რამდენის გადატანა მოუხდა.

ამ ოპერაციის დროს, ილიზაროვის აპარატი მოიხსნა და ფეხში პლატინის ფირფიტა ჩაიდგა. ამჟამად, ფეხების სიგრძეში სხვაობა ნახევარ სანტიმეტრს შეადგენს, მაგრამ თანდათანობით ისიც გაქრება. ნინო მუხლს ჯერ ბოლომდე ვერ შლის, ცოტათი სტკივა. ოპერაცია ახლახან ჩატარდა, სექტემბრის დასაწყისში.

ნინოს გული დაუმშვიდდა და ძალიან უხარია, ილიზაროვის აპარატი რომ მოხსნეს ფეხიდან.

ჩემი აზრით, ეს უდიდესი მიღწევაა. რამდენი წელიწადი ვდარდობდი ჩემი გოგონას გამო. ვერც კი წარმომედგინა, როდის ან როგორ უნდა ახდენილიყო ჩვენი ოცნება. ახლა კი, ეს ახდენილი ოცნება ყოველდღე თვალწინ მიდგას და თვალებს ვერ ვუჯერებ, როდესაც ნინო მარტო გადის სახლიდან და სკოლაში მიდის. ეს სასწაულია!

ნინომ მარტო დადის სკოლაში! ნუთუ, ეს სასწაული არ არის?!

რა თქმა უნდა, ფეხი ჯერ კიდევ ცოტათი სტკივა და დაყრდნობა სჭირდება. მაგრამ, მასაჟების კურსს თუ ვაჩუქებთ, ის ორჯერ უფრო სწრაფად გამოკეთდება!

თქვენი დახმარებით საქმე ბოლომდე მივიყვანეთ, ოცნება აგვისრულდა. მინდა ფონდის მკითხველებს ვუსურვო, რომ მუდამ ჰქონოდეთ და საოცნებო არასდროს გაუხდეთ ჯანმრთელობა. ჩემი მხრიდან კი, მუდამ მზად ვარ გემსახუროთ და დავეხმარო თითოეულ თქვენგანს, ვინც რთულ ვითარებაში აღმოჩნდება.

– ნინო, რას გრძნობ ახლა, როდესაც მოიხსენი ილიზაროვის აპარატი?

ნინო: უდიდეს სიხარულსა და თავისუფლებას. უფრო თამამი გავხდი, აღარ ვარ შებოჭილი.

ახლა ნინო, როგორც შეეფერება ასეთ საოცრად ლამაზ გოგონას, უფრო ხშირად ფიქრობს ლამაზ ტანსაცმელზე, მეგობრებსა და გაკვეთილზე, ვიდრე ტკივილზე. და ეს თქვენი უდიდესი დამსახურება არის!

რუსუდანი: ნინო არ იმჩნევდა, მაგრამ ილიზაროვის აპარატი დიდ უხერხულობას უქმნიდა. სულ ცდილობდა, განიერი შარვლის ქვეშ დაემალა, აქვე, სახლთან ახლოს გარეთ თუ გადიოდა.

– ეს საშინელი ფეხსაცმელი, უზარმაზარი ქუსლით, როდის უდა გადააგდო?

ნინო: იყოს ჯერ, სანამ ბოლომდე გამოვკეთდები, მერე კი ჩემი ხელით გავიტან ნაგავსაყრელზე.

ნინოს აღარ სჭირდება ეს ფეხსაცმელი!

– რა გააკეთე პირველ რიგში, როდესაც ყავარჯნისა და აპარატის გარეშე შეძელი სიარული? 

ნინო: სკოლაში წავედი. წელიწადნახევარი არ ვყოფილვარ. ბავშვებს ძალიან გაუხარდათ, ერთმანეთი ძალიან მოგვენატრა. ყველა ისეთი გაზრდილია და შეცვლილი, გავგიჟდი! მე-10 კლასში ვართ. ძალიან მაგარია ყველასთან ერთად ყოფნა! სახლში მარტო ჯდომით ძალიან დავიღალე.

– ნინო, საავადმყოფოში რომ იწექი ოპერაციის შემდეგ, მეგობრებმა თუ გინახულეს? 

ნინო: რა თქმა უნდა. ყველაზე ახლო მეგობრებმა, თიკომ და გოგამ. მომიტანეს ბუშტები და ფუმფულა სათამაშო. ძალიან გამიხარდა.

– უკვე გეცვა სკოლაში ახალი ტანსაცმელი?

ნინო: წელს, სკოლაში მოითხოვეს ყველას ფორმა რომ გვეცვას. მე კი განსხვავებული ნივთები ვიყიდე, შორტები და ლამაზი ზედები. რამდენი ხანია მინდოდა ასეთის ჩაცმა. მკითხველებს უდიდეს მადლობას ვუხდი ამ საჩუქრებისთვის! მაშინ მაცვია ხოლმე, როდესაც მეგობრებთან ერთად ვიკრიბებით. ყველაზე მაგარი კი ის არის, რომ ახლა, შემიძლია ჩვეულებრივი ფეხსაცმლით ვიარო, სხვა ბავშვებივით.

ახლა, ნინოს უკვე შეუძლია და იცვამს კიდეც ჩვეულებრივ სპორტულ ფეხსაცმელს და მოდურ შორტებს. ოპერაციის შემდგომი ნაწიბურებიც დროებითია და მალე გაივლის!

– უზომოდ გვიხარია, თავს ბედნიერად რომ გრძნობ! რუსუდან, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ მოიმოქმედა რამე პროექტის მსვლელობის პერიოდში? მას ხომ, დიდი აღელვება მოჰყვა, ამდენი ხალხი გამოეხმაურა.

რუსუდანი: ამ მხრივ სიახლე არაფერია. როგორც ყოველთვის, ყველა პრობლემა მათი მონაწილეობის გარეშე მოგვარდა.

– რა რეკომენდაციები მისცა ექიმმა ნინოს, მალე რომ გამოკეთდეს და ძალები აღიდგინოს?

რუსუდანი: ნინოს მასაჟი სჭირდება. ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია, რათა ფეხი უმტკივნეულოდ გასწორდეს. მხოლოდ ამისთვის შეგაწუხებთ, თუ შეიძლება. ლუკმა პურის ფულს ვიშოვნი როგორღაც.

თქვენი დამსახურებაა, ნინო აქტიურ ცხოვრებას რომ დაუბრუნდა, აღარ ტირის, აღარ აწუხებს ტკივილი და შებოჭილობა. თანამედროვე ფეხსაცმელი ამშვენებს მის ლამაზ ფეხებს, ულამაზო და უხეში ფეხსაცმელი კი მალე ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება. შეგვიძლია კვლავ გამოვიჩინოთ გულისხმიერება და სამკურნალო მასაჟის კურსი ვაჩუქოთ მას, რაც შეიძლება მალე რომ გამოკეთდეს. 

სხვების დახმარება არის ბედნიერებისკენ მიმავალი ყველაზე იოლი გზა.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ღავთაძეების ოჯახი).

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
 ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 ივლ 28
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
503.00₾
2023 სექ 09
სპეციალისტის მომსახურება
7088.00₾
2023 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
2555.00₾
2023 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
120.00₾
2024 თებ 03
მობილური ტელეფონი
420.00₾
2024 თებ 08
გაზქურა
470.00₾
2024 თებ 20
პროტეზი
1287.00₾
2024 მაი 15
პროდუქტები
400.14₾
04.07.2024
პროდუქტები
250.04₾
04.07.2024
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
333.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ელისო წიკლაური
03.07.2024 00:00:00
₾2.00
ართმელაძე თამთა
29.06.2024 00:00:00
₾5.00
დანელია დავით
20.02.2024 20:00:00
₾10.00
ლაშა ჯინჭარაძე
17.01.2024 20:00:00
₾5.00
ჭანტურია ზურაბი
27.12.2023 20:00:00
₾3.00
ძმანაშვილი მაია
24.12.2023 20:00:00
₾5.00
ლელაშვილი ლელა
16.12.2023 20:00:00
₾10.00
დანელია დავით
02.12.2023 20:00:00
₾10.00
დანელია დავით
22.11.2023 20:00:00
₾10.00
ზამთარაძე დინა
25.10.2023 20:00:00
₾15.00
ძიგავა პაატა
19.10.2023 20:00:00
₾3.00
ოზბეგაშვილი შოთა
16.10.2023 20:00:00
₾5.00
თინათინ მანაგაძე
13.10.2023 20:00:00
₾3.00
წეველიძე თორნიკე
13.10.2023 20:00:00
₾50.00
მანანა ბეჟიტაშვილი
09.10.2023 20:00:00
₾5.00
მარიამ ეჯიბია
04.10.2023 20:00:00
₾5.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
04.10.2023 20:00:00
₾1.00
გორგაძე ცირა
04.10.2023 20:00:00
₾20.00
ნინო ფარცხალაძე
03.10.2023 20:00:00
₾30.00
სალომე ღუღუნიშვილი
03.10.2023 20:00:00
₾15.00

შემოწირული:

₾13,426.26

933 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირული:

₾13,426.26

933 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება