რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

გიო საშინელ ავარიაში მოყვა და კომაში ჩავარდა! ნუ დავუშვებთ ამ ახალგაზრდა ბიჭის დაღუპვას, ის მხოლოდ 21 წლისაა! მას ახლავე სჭირდება დახმარება!

უკვე სამი თვეა, გიო კომაშია. სიცოცხლის ერთადერთი ნიშანწყალი ისაა, რომ თვალებს ახელს და ხუჭავს. დაფიქრდით, რაოდენ აუტანელ მდგომარეობაშია – 21 წლის ბიჭი იძულებულია, მთელი დღეები საავადმყოფოს საწოლს მიჯაჭვულმა გაატაროს და აპარატის მეშვეობით ისუნთქოს. წყალი და საკვები კი ზონდის მეშვეობით მიიღოს. მაგრამ ყველაზე საშინელება არის კრუნჩხვები, რომლებიც გიოს ტანჯავს. შეტევები იმდენად ძლიერია, რომ მკლავები და ფეხები ეკრუნჩხება. როგორ უძლებს ამხელა ტანჯვას? როგორ ახერხებს, სიცოცხლე შეინარჩუნოს? დედა მუდმივად მის გვერდით არის, 24 საათის განმავლობაში: შვილს გულში იკრავს, სანამ შეტევა არ დასრულდება. გულმოკლული ქალი შვილის ხელს მაგრად უჭერს და გამუდმებით ელაპარაკება იმის იმედით, რომ გაიგებს მის სიტყვებს: „გიო, შვილო! გონს მოდი!“ გიოს ახალგაზრდულ და ბედნიერ ცხოვრებას წამში მოეღო ბოლო. 2024 წლის 15 სექტემბერს ბიჭი საშინელ ავარიაში მოყვა გერმანიაში, სადაც სამუშაოდ იყო ჩასული. სხეულისა და ორგანოების მრავალი დაჟეჟილობა არც ისე საშიში აღმოჩნდა, როგორც გულმკერდის არეში დარტყმა. მას გული გაუჩერდა. გადარჩენის შანსს, გარანტიას ან ცრუ იმედებს არავინ იძლეოდა. სასწაული მოხდა. გიო გადარჩა. გერმანელმა ექიმებმა ბიჭის „საიქიოდან“ დაბრუნება მოახერხეს. გული ამუშავდა, მაგრამ გონს ვერ მოვიდა და კომაში ჩავარდა. დიაგნოზი არასანუგეშოა – თავის ტვინის ინფარქტი. საბედნიეროდ, გიოს აქვს შანსი, სიცოცხლეს დაუბრუნდეს, რადგან მთავარი ბრძოლა უკვე მოიგო. გთხოვთ, ეს ახალგაზრდა ბიჭი გადაარჩინოთ! თქვენი დახმარების გარეშე, ვერ გაუმკლავდება!

შემოწირულია

₾64,037.27

დონორი

3406

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

პატარა ლუკას და ქეთის თვალწინ მათი საყვარელი მამიკო კვდება. მოულოდნელად ახალგაზრდა კაცის გული ზომაში ორჯერ გაიზარდა. ვერ სუნთქავს, ვერ გადაადგილდება და უჰაერობით იხრჩობა. თავისი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო და ახლა მათზე უფრო შეჭირვებული ოჯახი არ მოიძებნება საქართველოში! საბრალო, ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ იტანჯება ტკივილით და ამ ყველაფერს ბავშვები უყურებენ, რომლებსაც სულ ცოტა ხნის წინ ასე ბედნიერად ეთამაშებოდა.

38 წლის ნიკო მთელი თავისი ცხოვრება მუხლჩაუხრელად მუშაობდა. ხელოსანი კაცი პატიოსანი შრომით გამომუშავებულ ფულს მთლიანად ახმარდა თავის შვილებს და ავადმყოფ მოხუც მამას, რომელიც მეორე ჯგუფის შშმ პირია. ერთ ავბედით დღეს კი ნიკოს ცხოვრება თავდაყირა დადგა. საბრალო კაცს გადაადგილების უნარი ნელ-ნელა უქვეითდებოდა, სუნთქვა უძნელდებოდა და ორი ნაბიჯის გადადგმისას გული „ამოვარდნას“ ჰქონდა. გონებადაკარგული კაცი უცხო ადამიანებმა რამდენჯერ მოასულიერეს და სიკვდილს გამოსტაცეს.

ერთ დროს ენერგიული და მშრომელი კაცი დღეს ამ ტახტიდანაც კი ვერ დგება დამოუკიდებლად. ნიკოს გული ორჯერ უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე უნდა იყოს. ალბათ, ხვდებით, ეს სამწუხაროდ რასაც ნიშნავს, ჩვენო ძვირფასო მკითხველო. ფაქტობრივად, „ნაღმია“ საბრალო მამის ორგანიზმში. ვეღარც სუნთქავს. უჰაერობისგან იხრჩობა. უფულობის გამო კი ჟანგბადის აპარატს ვერ ყიდულობს და მისი დაქირავებაც არ შეუძლია ოჯახს.

ნიკოლოზი (38 წლის): „ხელოსნად ვმუშაობდი. ახლა კი საერთოდ ვერაფერს ვაკეთებ. გულის მწვავე უკმარისობის გამო მჭირდება გულის გადანერგვა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. კეთილო ადამიანებო, თქვენი იმედი მაქვს. იქნებ, წამლებით მაინც დამეხმაროთ“.

შემოწირულია

₾34,215.81

დონორი

1708

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

ორი მძიმედ დაავადებული ბავშვის მამას კიბო ცოცხლად ჭამს. გიგანტური სიმსივნე უკვე ტვინის 90 პროცენტს იკავებს. სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი შანსი გვაქვს და სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ! დაეხმარეთ, რათა ობლად არ დარჩეს შვილები!

ღმერთო, დამეხმარე, გადავრჩე და ჩემი შვილებისთვის ვიცოცხლო“, – ისევ და ისევ იმეორებს კობა. მამაკაცს ტვინის კიბო აქვს და საშინელი თავის ტკივილი აწუხებს. გიგანტური სიმსივნე უკვე ტვინის 90 პროცენტს იკავებს. მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია. ეს არის შანსი, რომელიც მხოლოდ ერთხელ ეძლევა ადამიანს და რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება, სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ! დაე, ამ სიტყვებმა თქვენს გულებში შეაღწიოს და კეთილი ქმედებებით გასცეთ პასუხი! ნებისმიერი სახის დახმარებით კობას განკურნების შანსები იზრდება! გთხოვთ, დაეხმაროთ მას გადარჩენაში! ახლა დრო მის წინააღმდეგ მოქმედებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ მდგომარეობის შეცვლა, რადგან მკურნალობა შესაძლებელია. უბრალოდ, უნდა დავეხმაროთ ამ კაცს მის ჩატარებაში!

შემოწირულია

₾30,130.17

დონორი

1429

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

15 წლის ნინი დღედაღამ ხელით ატარებს პარალიზებულ დედას! დედას რეაბილიტაცია სჭირდება, ფეხზე რომ დადგეს! მაგრამ თანხა სად უნდა იშოვონ? ის და დედა ხომ ამ სასტიკ სამყაროში სრულიად მარტონი დარჩნენ!

ნინი ორი წლის იყო, როდესაც დამბლა დაეცა დედას. ინსულტის შემდეგ ოლგას მთლიანად წაერთვა მარჯვენა მხარე. აღარ შეეძლო არც სიარული, არც თავის მოვლა, არც ლაპარაკი. 15 წლის პატარა გოგონამ დედაზე ზრუნვა იტვირთა. ბავშვი დედას აჭმევს, აბანავებს და, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, ხელით ატარებს. ნინი ნამდვილი მებრძოლია და ამ ყველაფერს უმკლავდება, გარდა ამისა, სკოლაში კარგად სწავლას და ცეკვაზე სიარულს ახერხებს. ის ძლიერია და პასუხისმგებლობის მქონე. ასეთი გოგონები არ ნებდებიან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი ეხება დედას. ნინი ბებიასთან ერთად უვლის პარალიზებულ დედას. ყოველდღიურად აკვირდება მის მდგომარეობას. სახლში ავარჯიშებს და მასაჟს უკეთებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის! ოლგას რეალური შანსი აქვს, კვლავ შეძლოს სიარული. თუნდაც ყავარჯნებით, ხელჯოხით, მაგრამ თავისი ფეხით რომ გაიაროს. მთავარია, გამოცდილი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით სარეაბილიტაციო კურსი გააგრძელონ. მაგრამ მკურნალობისთვის საჭიროა ოჯახისთვის წარმოუდგენელი თანხა. მოდით, ოლგას მისი ოცნების ასრულებასა და ფეხზე დადგომაში დავეხმაროთ!

შემოწირულია

₾27,995.33

დონორი

1907

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

უბედურება!!! ჩვენი თანამემამულე, რომელიც სიკვდილს ებრძვის, თურქეთში, უცხო ქვეყანაში, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დახმარების გარეშე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა ექიმებმა სთხოვეს მინისტრს დახმარებოდა საბრალო ბიჭს!!! საშინელება ის არის, რომ საბრალო ბიჭს, რომელიც თავისი ქვეყნის მთავრობას ენდო (დაჰპირდნენ დახმარებას), დღე-დღეზე გაწერენ საავადმყოფოდან და ქუჩაში აღმოჩნდება, სადაც მხოლოდ ერთი-ორი დღე თუ იცოცხლებს, რადგან მის საბრალო მოხუც  მამას ფული არ აქვს, საქართველოში რომ ჩამოიყვანოს შვილი! საბრალო ბიჭის სიცოცხლის ფასი 15 000 დოლარია! მაგრამ, სამინისტროს ეს ნაკლებად ადარდებს…

მამუკა 30 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა. ფუძის ძვალი გაუტყდა და ასევე დაემსხვრა ხერხემალი. ალბათ, ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს… დიდი სიმაღლიდან ხევში გადაჩეხილი ბიჭის, ასეთი ტრავმებით გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობდა, რადგან მამუკას ფუძის ძვალი გაუტყდა და ასევე გადატყდა ხერხემალში. გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, ექიმებს მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. თუმცა, უფლის სასწაული მოხდა – მამუკა გადარჩა. მართალია, ქართველი ექიმების დახმარებით, მოხერხდა ბიჭის სიცოცხლის გადარჩენა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მამუკას ხერხემლის და ფუძის ძვლის ძლიერი დაზიანება ჰქონდა, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა გახდა საჭირო. ჩვენო მეგობრებო, ახლა რასაც გეტყვით, ცხარე ცრემლებით აგატირებთ. ჩვენმა ქართველმა ვაჟკაცმა თურქეთის კლინიკაში მხოლოდ სამი დღე დაჰყო. ახლა კი, ბიჭი, რომელიც სიკვდილს ებრძვის, თურქეთის ერთ-ერთი ჰოსტელის პატარა ოთახში წევს. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მის საბრალო დედას საავადმყოფოში გადასახდელი ფული აღარ ჰქონდა და… დანარჩენს, ალბათ, თავადაც მიხვდით. უკვე თვეზე მეტია, ჩვენი სამშობლოს შვილი, უცხო ქვეყნის მიწაზე, ერთ უბადრუკ ოთახში ტკივილებით იტანჯება და სიკვდილთან ბრძოლაში, მისი დამხმარე მხოლოდ დედაა. მამუკა მთლიანად პარალიზებულია.

შემოწირულია

₾25,914.51

დონორი

2097

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

გიო (9 წლის): დედა რომ მოკვდეს, ჩვენ დავობლდებით! მას თავის ტვინის კიბო აქვს! მე და ჩემი ძმა ყოველდღე ვლოცულობთ და უფალს ვთხოვთ, დედა რომ გამოჯანმრთელდეს. გთხოვთ, დაეხმარეთ, რომ იმკურნალოს!

გიო (9 წლის): „თავის ტვინში უშველებელი სიმსივნის გამო, დედაჩემი ცალი თვალით დაბრმავდა და საერთოდ ვეღარაფერს ხედავს. ჩემი საბრალო დედიკო…“

გიო: „დედიკო, ნუ ტირი, ყველაფერი კარგად იქნება, შენ ყველაფერს გაუძლებ, შენ ძლიერი ხარ, ჩვენი გულისთვის, კიბოს დაამარცხებ! შენ თუ არა, ვინ იზრუნებს ჩვენზე?

ასმათის ტვინში, ცენტრალურ ნერვთან ორი სიმსივნე არის „ჩამჯდარი“ და ახალგაზრდა ქალის ორგანიზმს ანადგურებს. შენელებული მოქმედების ნაღმია, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წამს აფეთქდეს…

ასმათი (36 წლის): „ბიოფსიის შემდეგ, სასწაულებრივად გადავრჩი. ქირურგებმა თქვეს, რომ სიმსივნე ძნელად მისადგომ ადგილას არის. შეიძლებოდა, ექიმის ერთი შეცდომა,  სიცოცხლის ფასად დამჯდომოდა!“

მძიმედ დაავადებული ქალისთვის რომ მიეხედა, დავითი, ასმათის მეუღლე, იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა. ამჟამად, მისი ხელ-ფეხი ის არის. მას შემდეგ, რაც მის ცოლს დამბლა დაეცა, არ შეუძლია დახმარების გარეშე არც დგომა, არც სიარული.

შემოწირულია

₾24,758.99

დონორი

1243

დიახ! მსურს დახმარება!
1 8

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

ჩემთან მეგობრობა არავის უნდა! მაგრამ, მე ხომ ადამიანი ვარ!

ხათუნა 29 წლის არის. გაჭირვებით იხსენებს, ბოლოს როდის დადგა მიწაზე ფეხი, იმდენი ხანი გავიდა მას შემდეგ. „სიზმარშიც კი ვერ ვიხსენებ, როგორ დავდიოდი. – დანანებით ამბობს ხათუნა. – ის კი მახსოვს, რომ არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო!“ დედა გახდა მისი ხელებიც და ფეხებიც. დედა გახდა მთელი სამყარო საბრალო ხათუნასთვის. თანატოლები, ისე ექცევიან, როგორც პატარას, ბავშვებს ეშინიათ და თითს იშვერენ მისკენ… ეს ძალიან მტკივნეულია. რამდენჯერ მოუკლა ამ ყველაფერმა, ხათუნას და მის მფარველ ანგელოზს – დედას, დარეჯანს, ისედაც ნატანჯი გული.

შემოწირულია

₾4,295.15

დონორი

296

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

როდესაც დავბრმავდი, – თითქოს ცოცხლად დამმარხეს!

„გავიღვიძებ, დავჯდები… ვზივარ და ჩემს თავს ვეუბნები: „აბა, ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ? შევძლებთ დღეს თავის გართმევას? შეჭამ? წამოდი, მაღაზიაში წავიდეთ!“
და ასე – უკვე 11 წელი! მას შემდეგ, რაც ტელევიზორი გაფუჭდა, საერთოდ დავიკარგე. აღარ ვიცი, როდის თენდება, როდის ღამდება, ან რომელი საათია. ქუჩაში გავდივარ და ვინმეს ველოდები, რომ ვკითხო, დღეს რა დღეა, რომელი საათია, რა ხდება მსოფლიოში… მერე, ძალებს ვიკრებ, ჯოხს ვიღებ და უახლოეს მაღაზიაში მივდივარ პურის საყიდლად. ბრმა კი ვარ, მაგრამ ჭამა ხომ მინდა? მაღაზია თითქოს ახლოს არის, მაგრამ იქ მისასვლელად სამი საათი მჭირდება. ხან ძროხა მირქენს, ხან რაღაცას წამოვეგები, ვეცემი, ორიენტაციას ვკარგავ, გზიდან ვუხვევ…

შემოწირულია

₾4,232.21

დონორი

285

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

შვილის გამო ვაპირებ ჩემი ნებით მეშვიდედ ჩავხედო სიკვდილს თვალებში!

„მეშვიდედ მივდივარ ოპერაციაზე, რომელიც ფაქტობრივად გარდაუვალი სიკვდილით მემუქრება! კლინიკური სიკვდილი ოთხჯერ გადავიტანე… დიახ, მზად ვარ მოვკვდე, ოღონდ ჩემმა შვილმა იცოცხლოს; მაგრამ კეთილო ხალხო, ჩემ გარეშე ის როგორ იქნება?!
ასე ნაზად მას ვინ აკოცებს? მშობელი დედასავით გულში ვინ ჩაიკრავს?
სიცოცხლე შემინარჩუნე, ღმერთო!“ – უფალს ევედრება ქალი.
„ღმერთმა ქნას, ოპერაციამ წარმატებით ჩაიაროს“, – მეუბნება გმირი ქალი, სახელად ლელა.
აი, ვინ დაიმსახურა გმირობის ორდენი საქართველოში!

შემოწირულია

₾4,178.44

დონორი

309

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
61 - 66 of 212 items
1 9 10 11 12 13 36