ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ng ng ng ng ng ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

თუ არ დავეხმარებით, კიბომ შეიძლება პატარა ნატალია მოკლას! თურქმა ექიმებმა მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა ახლახან დაიწყეს! ყველას ერთად შეგვიძლია, ამქვეყნად ყველაზე საშინელი და ვერაგი დაავადების დამარცხებაში დავეხმაროთ! უფალო, გევედრებით, შეისმინე ჩვენი ლოცვა და შენი ანგელოზი გადაარჩინე!

ნამდვილი პატარა ქართველი, ნატალია, ყველა პროცედურას განსაკუთრებული სიმტკიცით უძლებს! უკვე უყვარს თურქეთის ონკოლოგიური კლინიკის ყველა ექიმს და მისი გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობენ! საოცარია ქართველი ბავშვების სილამაზე! წყეულო კიბოვ, დაანებე თავი ამ პატარას! ის ჯერ ძალიან პატარაა ასეთი ტანჯვისთვის!
ნატალია მხოლოდ 1 წლის და 8 თვის არის. თურქული ონკოლოგიური კლინიკის მთელი პერსონალი კი უკვე შეყვარებულია მასზე. საბრალო გოგონას სხეულში იპოვეს სიმსივნე, რომელიც „კბილებით ეჭიდება“ მისი ხერხემლის მალებს. მეგობრებო, რაც შეიძლება ხშირად აკოცეთ თქვენს ჯანმრთელ შვილებს! გახსოვდეთ, რომ უბედნიერესი ადამიანები ხართ ამქვეყნად! მადლობა უფალს, თქვენი შვილი ჯანმრთელად არის, და მის ლამაზ, ცრემლიან თვალებში არ ხედავთ მუდარას, რომ საშინელი ტკივილებისგან იხსნათ!

შემოწირულია

₾26,107.31

დონორი

1740

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

თითოეული ბავშვი ღვთის საჩუქარია საქართველოსთვის! უნიკალური თერთმეტშვილიანი ოჯახის ისტორია, რომელიც ლაგოდეხის რაიონში ცხოვრობს! ღმერთო, დაეხმარე მათ გადარჩენაში!

გახდი კეთილი ჯადოქარი და დაეხმარე ამ პატარებს. თითოეული ბავშვი დახმარებას ელის და სასწაულის იმედი აქვს. ჩვენ შეგვიძლია გავახაროთ ეს პატარა ანგელოზები და კომფორტული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ მათ! უპირველეს ყოვლისა, ამ ბავშვებს სჭირდებათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სკოლისთვის და საბავშვო ბაღისთვის მომზადება. გარდა ამისა, საწოლები და ლეიბები, ტანსაცმლის კარადა უნდა შევუძინოთ და ჭერის შეკეთებაში დავეხმაროთ ამ ოჯახს. ეს კარგად აღზრდილი, გონიერი და მოკრძალებული ბავშვები, არასოდეს დაივიწყებენ სიკეთეს, რომელსაც თქვენ გაუკეთებთ მათ! როდესაც მოყვასს ვეხმარებით, ჩვენ ვუახლოვდებით ღმერთს!

შემოწირულია

₾1,958.90

დონორი

130

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

თეონა, დედა: „საშინელი მტანჯველი სიკვდილი ჩემს გოგონას ფეხდაფეხ დასდევს!“ თურმე, კიბო არ არის ამქვეყნად ყველაზე საშინელი დაავადება!

❗❗❗ უმძიმესი ისტორია! თუ, ახლახან დედა გახდით ან ელოდებით პატარას, გირჩევთ, თავი შეიკავოთ ამ ინტერვიუს წაკითხვისგან. ის, თქვენს გულში შემზარავ ემოციებს აღძრავს ❗❗❗
თეონას და რამაზის ამბავი ყველა შეყვარებული წყვილის მსგავსად დაიწყო! მერე კი, მთელი 10 წლის განმავლობაში შვილს ნატრობდნენ და ლოცულობდნენ! და სასწაულიც მოხდა! ორსულობის ცხრა თვე იყო ყველაზე ბედნიერი მათ ცხოვრებაში. უკვე წარმოედგინათ ნანატრი დედობისა და მამობის უბედნიერესი დღეები! კამათობდნენ, „დედა“ თუ „მამა“ იქნება მათი პატარა გოგონას პირველი სიტყვა.

შემოწირულია

₾24,514.47

დონორი

1757

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მარტოხელა მოხუცები

ვიდრე ანზორიკოს არ შევხვდები უფლის სამყაროში, სასაფლაოზე მივდივარ და ჩემს სიცოცხლეს საფლავის ქვაზე ვეფერები. ხომ მართლა ყველაზე ლამაზია? — კითხულობს თამილა ბებო. უფალი მას აუცილებლად შეიყვარებს!

ეს 84 წლის თამილა გაგუაა. მისი ცხოვრება ისეთი ტრაგიკულია, რომ ალბათ, თავად ღვთისმშობელიც კი ცხარე ცრემლებით ტირის… ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ, ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ. ეს არის ტრაგედია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შემორჩება ისტორიას. ყველაფერი მრავალი წლის წინ, ზამთრის ერთ თოვლიან დღეს დაიწყო, როდესაც სოფელ ჭოგნარში, მარტოხელა ქვრივ მოხუცს მისმა ერთადერთმა ვაჟმა ჩამოაკითხა ქალაქ კალინინგრადიდან (სადაც ის ჯარში მსახურობდა). ვაჟი იქ დაქორწინებულიყო. რძალს ისე დახვდა თამილა ბებო, როგორც საკუთარ შვილს. თუმცა ყველაზე მთავარი წინაა. როდესაც ერთი წლის თვალებბრიალა ბიჭი დაინახა თავისი ვაჟის ხელებში თამილა ბებომ, მაშინვე მიხვდა, რომ მისი შვილიშვილი იყო და ბედნიერებისგან კინაღამ გონება დაკარგა.

შემოწირულია

₾3,642.41

დონორი

313

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

ვაშა! ვაშა! ოცნებები ხდება!!! უბედური და-ძმის, გიორგის და ნინის ჯოჯოხეთური ცხოვრება დამთავრდა! ამიერიდან, ბავშვებს ახალი ცხოვრება ექნებათ. ეს ხომ დაუჯერებელია, ღმერთო! დიდება უფალო, შენს ძალას! კეთილო ადამიანებო, თქვენი გულისხმიერება რომ არა, ვინ იცის, საბრალო ბიჭუნა დღეს ისევ ცოცხალი იქნებოდა თუ არა.

გიორგი, ხელმეორედ დაიბადა. ბედნიერი ბავშვი ასე ეხუტებოდა ფონდის კორესპონდენტს. ამ ფოტოს შეხედეთ! ეს ხომ, ნამდვილი სასწაულია! ბავშვის სახიდან სადღაც გაქრა ჯოჯოხეთური ტკივილი. ღმერთო, როგორი მშვიდია ახლა. როგორ ბედნიერებას ასხივებენ მისი ზღვისფერი თვალები. ამხელა გარდასახვა… ეს ხომ, დაუჯერებელია, ღმერთო! კეთილო ადამიანებო, თქვენი გულისხმიერების შედეგად, მძიმედ დაავადებული ბიჭუნასთვის, მოკლე დროში, 27 ათასი ლარი შეგროვდა. ეს თანხა კი, ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობას მოხმარდა. შედეგი სახეზეა! ჯოჯოხეთური ტკივილის ნაცვლად, ბავშვის თვალებში ვარსკვლავები ბრწყინავს. გამოჯანმრთელებული ბიჭუნა, თავის დაიკოსთან ერთად, ამ ულამაზეს სახლში იცხოვრებს. ასეთ ბედნიერებას ყველა ბავშვი იმსახურებს. პატარა ანგელოზების გული ხომ, ყველაზე სუფთა და წრფელია.

შემოწირულია

₾26,855.52

დონორი

2023

დიახ! მსურს დახმარება!
73 - 78 of 134 items
1 11 12 13 14 15 23
ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

73 - 78 of 964 items
1 11 12 13 14 15 161