ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩემი ძმა ძირს ეცემა და თითქოს, კვდება!

ამ სიტყვებით შემოგვეგება თამარი (10 წლის) - პატარა, ლამაზი გოგონა მოწყენილი თვალებით. „იცით, ის მთლიანად შავდება... მე კი ისე მეშინია, გავრბივარ, შორეულ კუთხეში ვიკუნტები და ვტირი... ოღონდ დედას არ უთხრათ, კარგი? თქვენ ხომ კეთილი ხართ?! დედამ თქვა, რომ თქვენ ჩვენს დასახმარებლად მოხვიდოდით!“ - გულუბრყვილოდ მიყურებს თვალებში ბავშვი...
1,417.11 ₾
90
დონორები
შეგროვებულია
შენგელიების ოჯახში სამწუხარო სურათი დაგვხვდა... ოჯახში შვიდი ბავშვია: საბა (6 წლის), ნიკა (7 წლის), თამარი (10 წლის), ზირანი (13 წლის) და ლევანი (16 წლის) - მშივრები, ძველმანებში გამოწყობილები... მათი უმცროსი ძმა, გელა (4 წლის) ეპილეფსიით იტანჯება, ხოლო ყველაზე პატარა, თემური (11 თვის) მუდმივად ხელში უჭირავს მზრუნველ დედას, ნანას (39 წლის) - შვილის ავადმყოფობის გამო დაღლილ და გულგატეხილ, მშვენიერ ქართველ ქალს. ყველა მათგანი და ასევე, ოჯახის მამა, ზვიადი (50 წლის) ორ პაწაწინა, ნაქირავებ ოთახში ცხოვრობს, საშინელ პირობებში...

„ვაიმე, ვაიმე! - მწარედ ქვითინებს ნანა. - ყველაფერს გავუძლებდი, ნებისმიერ სირთულეს, ჩემი ბიჭი, გელა, ჯანმრთელი რომ იყოს! მიმოიხედეთ გარშემო! ჩვენ საერთოდ არაფერი გვაქვს, მათხოვრები ვართ! თუმცა, შიმშილს როგორღაც შევეგუებოდით, რომ არა ეს საშინელი დაავადება!“

ნანა და ზვიადი წელებზე ფეხს იდგამენ და უკანასკნელი ძალებით ცდილობენ, ერთმანეთზე პატარა შვილები ფეხზე დააყენონ... გელა ექიმებთან დაჰყავთ... მაგრამ მარტო, ისინი თავს ვერ გაართმევენ! დღეს მათ ძალიან სჭირდებათ კეთილი თანამემამულეების, დიდსულოვანი ქართველი ერის, ჩვენი და თქვენი დახმარება, მეგობრებო!

– ნანა, თუ შეიძლება, თქვენი შვილის, გელას შესახებ მოგიყევით. რა სჭირს მას?

ნანა: დიახ, მას ხშირად ემართება საშინელი შეტევები... ძირს ეცემა, შავდება და კრუნჩხვებისგან იკლაკნება. ეს უბრალოდ საშინელებაა!..

– ის დაბადებიდან ავად არის?

ნანა: არა, გელა სრულიად ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა. იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარი სახლი არ გვაქვს, ჩვენ ხშირად გვიწევდა საცხოვრებლის შეცვლა. ერთხელ, როდესაც პირველ სართულს ვალაგებდი, ხოლო ბავშვები მეორეზე თამაშობდნენ, ის აივნიდან გარე კიბეზე გადმოვარდა... არც კი ვიცი, როგორ შეიძლება, ეს მომხდარიყო. მაშინ ის 2 წლის იყო. ძალიან შევშინდით, სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანეთ, მაგრამ მას სერიოზული დაზიანებები არ აღმოაჩნდა. ორი კვირის შემდეგ, დილის ხუთ საათზე, მას პირველი შეტევა დაემართა... ღმერთო, რა საშინელება იყო... (ტირის.) ბავშვი, - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, - ჩემ თვალწინ კვდებოდა. ახლა, ეს მას სხვადასხვა სიხშირით ემართება - ზოგჯერ, თვეში ერთხელ, ზოგჯერ - დღეში სამჯერაც. ექიმები დაზუსტებით ვერაფერს მეუბნებიან. დიახ, ეს ეპილეფსიაა... მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ? როგორ უნდა მოვიქცეთ? შევძლებთ თუ არა მის განკურნებას?  უცნობია! მთელ იმედებს უფალზე ვამყარებთ!

– რა არის ყველაზე რთული ავადმყოფი ბავშვის აღზრდაში?

ნანა: ყველაზე რთული ის არის, რომ არასდროს იცი, როდის დაემართება მორიგი შეტევა... მუდმივი შიშის ქვეშ ვცხოვრობთ. ბავშვებსაც ძალიან ეშინიათ და ძმის გამო, ძალიან ღელავენ. მე კი, ჩემს შვილს ვერაფრით ვეხმარები... 

ნანა, რა რჩევებს მისცემდით დედებს, რომლებიც თქვენსავით საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან?

ნანა:ერთადერთი, რასაც ვურჩევდი - მოთმინება იქონიეთ! ჩვენს შვილებს ჩვენ ძალიან ვჭირდებით. მათ ჩვენს გარეშე არ შეუძლიათ. ბავშვები აუცილებლად უნდა გრძნობდნენ ჩვენს სიყვარულს და უნდა ესმოდეთ, რომ შეუძლიათ, ჩვენი იმედი ჰქონდეთ. 

– რა არის ამჟამად თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა? კერძოდ რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?

ნანა: რა თქმა უნდა, მთავარი ახლა ჩემი გელას ჯანმრთელობაა. მას მუდმივად სჭირდება წამლები, გამოკვლევები, ექიმების კონსულტაცია. ეს ყველაფერი დიდძალ თანხებს მოითხოვს... ჩვენ კი ფული ყველაზე ელემენტარულისთვისაც არ გვაქვს...

იმის გამო, რომ საკუთარი სახლი არ გვაქვს, იძულებულები ვართ, საცხოვრებელი ხშირ-ხშირად ვიცვალოთ. ჩვენ, უბრალოდ, საშინელ პირობებში ვცხოვრობთ. ახლა, მაგალითად, 9 კაცი ორ პაწაწინა ოთახში ვართ შეყუჟული.  არც მაცივარი გვაქვს, არც სარეცხი მანქანა, არც გაზქურა... უმცროსებს მუდმივად სჭირდებათ საფენები, მე კი მათ შესაძენად ფული არ მაქვს...

რამდენია თქვენი ყოველთვიური შემოსავალი? რაზე ცხოვრობთ?

ნანა:მხოლოდ სოციალური დახმარება - 660 ლარი. სხვა არანაირი შეღავათი. თქვენც კარგად იცით, სოფელში უმუშევრობაა. ჩემი ქმარი დამატებითი შემოსავლისთვის ნებისმიერ სამსახურს ეჭიდება, ჯართსაც კი აგროვებს, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა, როდესაც ოჯახში ამდენი ბავშვია.

– მაგალითად, რას ჭამენ ბავშვები? როგორია მათი ყოველდღიური კვება?

ნანა: კარტოფილი, კარტოფილი და კიდევ ერთხელ, კარტოფილი. მათ დიდი ხანია, დაავიწყდათ, რა არის ხორცი, ხილი, ბოსტნეული, ყველი. უკვე არც აღარაფერს ითხოვენ. იციან, რომ ფული არ გვაქვს.

– რატომ აღმოჩნდით ნაქირავებ ბინაში?

ნანა: ჩემი ქმარი 10 წლის იყო, როდესაც მათი სახლი დაიწვადა მშობლებთან და დასთან ერთად, ის ქუჩაში აღმოჩნდა. მამამთილი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, დედამთილი კი 15 წლის წინ, სიმსივნით... მისი და გათხოვილია, მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს და მასაც ძალიან უჭირს...

თქვენი ოჯახი? მშობლები ან ნათესავები ვერაფრით გეხმარებიან?

ნანა:უი, რას ამბობთ... დედაჩემს ჩიყვი აქვს და ძალიან ავად არის. მამა უმუშევარი დარჩა, და-ძმას კი თავი ძლივს გააქვს. მე სამი დისშვილი მყავს და ყველას ძალიან, ძალიან უჭირს...

თუ შეიძლება, მოგვიყევით, როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?

ნანა:მე თვითონ სამეგრელოში გავიზარდე, მერე კი, მთელი ოჯახით, თბილისში გადმოვედით სამუშაოდ. უფრო სწორედ, ლილოში. ჩემი მომავალი მეუღლე იქ გავიცანი, მაშინვე მომეწონა. სულ ერთი კვირა ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე კი მან ხელი მთხოვა. მეც მყისიერად დავთანხმდი. მაშინ მეგონა, რომ ის ჩემი ცხოვრების სიყვარული იყო... და იცით, არც ვნანობ. ამდენი გასაჭირისა და უბედურების გამოვლის შემდეგ, ჩვენი ოჯახი უფრო გამყარდა და ერთმანეთს ყველანაირად მხარში ვუდგავართ.

იქნებ დაწვრილებით მოგვიყვეთ, როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი, როდესაც ოჯახი შექმენით?

ნანა: იცით, ახალგაზრდობაში ყველაფერს ცისარტყელას ფერებში ხედავ. სიმდიდრისკენ არასდროს ვილტვოდი. როგორც ყველას, მეც მშვიდი ოჯახური ცხოვრება და ბევრი შვილი მინდოდა... ჩემი ქმარი მაშინ ლილოში მუშაობდა; მერე, მაღაზია დაიხურა და მას შემდეგ, ასე გამოვეკიდეთ ჰაერს, მუდმივი შემოსავლის გარეშე. უფალმა არაჩვეულებრივი შვილები გვაჩუქა, მაგრამ ჩემი ბიჭის, გელას ავადმყოფობა თავს მოულოდნელად დაგვატყდა და ძალიან გაგვირთულა მდგომარეობა.

გულწრფელად თანავუგრძნობთ თქვენს მწუხარებას.დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად?

ნანა:დიახ, მუდმივად თხოვნა და განცხადებების წერა მიწევს... მაგრამ უშედეგოდ. ერთი წლის წინ, მაგალითად, ჩემი გოგონა, თამარი, უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ველოსიპედით სეირნობისას მას მოპედი დაეჯახა. შედეგად, ფეხის მოტეხილობა, ოპერაცია... ახლა მას განმეორებითი ქირურგიული ჩარევა სჭირდება, რომ მანამდე ჩადგმული ფირფიტა ამოუღონ, მაგრამ დაფინანსებაზე უარი გვითხრეს. ბავშვი იტანჯება... როდესაც ცივა - მას ფეხი სტკივა, მე კი არ ვიცი, დახმარებისთვის ვის მივმართო...

რისი გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?

ნანა:მხოლოდ უფალში! ეკლესიაში ადრე უფრო ხშირად დავდიოდით, მაგრამ ახლა, პატარებთან ერთად, ამის გაკეთება რთულია; თუმცა, სახლში სანთელს ყოველთვის ვანთებ და უფალს ჩემი სიტყვებით მივმართავ, ჩემი გელასთვის ჯანმრთელობას და რა თქმა უნდა, ყველა ჩემი შვილისთვის, კეთილდღეობას ვთხოვ.

უცხო ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ?

ნანა:იცით, მჯერა. სხვაგვარად უბრალოდ არც მოგმართავდით! თქვენს „ფეისბუქ“ გვერდზე პოსტებს სულ ვკითხულობ. თქვენ იმდენ გაჭირვებულს ეხმარებით! უფალი შეგეწიოთ! სიკეთე ხომ უკვალოდ არ ქრება... თქვენ ნათელი მაგალითი და მტკიცებულება ხართ იმისა, რომ ქართველი ერი გასაჭირში ჩავარდნილი მოძმის დასახმარებლად ყოველთვის მზად არის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, თქვენთვის მომემართა. თქვენ ჩემი უკანასკნელი იმედი ხართ! 

მოდით, თქვენს შვილებზე ვისაუბროთ. მოგვიყევით, სკოლაში და საბავშვო ბაღში თუ დადიან?

ნანა:თემური ჯერ სულ ციცქნაა, 11 თვის. გელა, კი იცით, რომ არ ლაპარაკობს. ავადმყოფობის გამო, ბაღში არ დადის. ვაიდა, იქ დაემართოს შეტევა? უფროსები - საბა (6 წლის), ნიკა (7 წლის), თამარი (10 წლის), ზირანი (13 წლის) და ლევანი (16 წლის), რა თქმა უნდა, სკოლაში დადიან და სხვათა შორის, კარგადაც სწავლობენ. თითოეული მათგანი თავისებურად ნიჭიერია: ნიკა კარგად ხატავს, თამარი ფრიადოსანია და დიდ იმედებს იძლევა... ერთი ეგაა, შარშან მათ მთელი სემესტრის გამოტოვება მოუწიათ. სკოლის ნოუთბუქები მალე გაფუჭდა, კომპიუტერი კი არ გვაქვს...

თუ შეიძლება, მათაც გავესაუბრები. თამარ, შენ ერთადერთი გოგო ხარ, ექვსი ძმა გყავს. როგორია მათთან ერთად ცხოვრება? არ ჩხუბობთ?

თამარი (10 წლის):არაა! რას ამბობთ?! მე იმდენი დამცველი მყავს! ჩემს წყენინებას ვერავინ ვერასდროს გაბედავს! განსაკუთრებით ლევანი (16 წლის) - ის ყველაზე ძლიერი და გამბედავი მყავს, მე მისით ისე ვამაყობ... იცით, ის ჯარისკაცი იქნება, სამშობლოს დამცველი!

მართალია, ლევან? გადაწყვეტილება უკვე მიიღე?

ლევანი (16 წლის): დიახ, სკოლის შემდეგ ჯარში მივდივარ, მერე კი - ვნახოთ... ახლა მეთერთმეტე კლასში ვარ. ჯერ, კიდევ ერთი წელი დამრჩა.

თქვენ, ბიჭებო? საბა, ნიკა, ზირან, უკვე გადაწყვიტეთ, სად წახვალთ სასწავლებლად სკოლის დასრულების შემდეგ?

საბა (6 წლის):მეც ჯარისკაცი ვიქნები, როგორც ჩემი უფროსი ძმა!

ნიკა (7 წლის):მეც!

ზირანი (13 წლის):მე კი მინდა, ექიმი ვიყო! ისეთ წამალს ვიპოვი, ჩემს ძმას, გელას რომ განკურნავს...

დათამარი რა პროფესიით იმუშავებს?

თამარი:მინდა, პოლიციელი გავხდე და დამნაშავეები დავიჭირო!

რა საინტერესო არჩევანია! მაშინვე აშკარაა, რომ ექვსი ძმა გყავს! დედას თუ ეხმარები, ქალბატონო მომავალო გამომძიებელო?

თამარი: რა თქმა უნდა! დედას ძალიან უჭირს, პატარა თემურს მუდმივად რწევა სჭირდება, გელა კი ავადაა. ვცდილობ, დავგავო კიდეც და ჭურჭელიც დავრეცხო. მე ხომ უკვე საკმაოდ დიდი ვარ! ერთი ეგაა, როდესაც გელა ძირს ეცემა, შავდება და კანკალი ეწყება, ძალიან მეშინია... ის თითქოს კვდება! გავრბივარ და ვტირი, ოღონდ ისე, რომ დედამ არ დაინახოს...

გემრიელი საჭმელებიდან რის ჭამა გიყვართ?

„ძეხვის!“ - ერთხმად მპასუხობენ საბა, ნიკა და თამარი.

საბა:ის ისეთი გემრიელია! ზოგჯერ, დედა პატარა ნაჭერს ყიდულობს და ყველას გვინაწილებს... მაგრამ მას მაღაზიაში ვალი აქვს და პურის გარდა, უკვე აღარაფერს გვაძლევენ...

ბავშვებო, რაზე ოცნებობთ?

საბა:ძეხვზე!

ნიკა: მე - ნამცხვრებზე, და კიდევ, ველოსიპედზე...


ზირანი:რა ნამცხვრები?! ჩვენ კომპიუტერი გვჭირდება, თორემ სკოლას ისევ დახურავენ და ჩვენ გაკვეთილების გარეშე დავრჩებით!

თამარი: მე კი მინდა, გელა ძირს აღარ ეცემოდეს, აღარ კანკალებდეს... (ძლივს გასაგონად წარმოთქვა გოგონამ და თვალები დახარა.) კიდევ, პლანშეტზე ვოცნებობ, სულ ცოტათი...

– მოდით, დედასაც ვკითხოთ, რაზე ოცნებობს?

ნანა: მე მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ყველა ჩემი შვილი ჯანმრთელი იყოს, რომ მე და ჩემმა ქმარმა მათი ფეხზე დაყენება შევძლოთ! მიუხედავად ყველაფრისა...

– თქვენი აზრით, პირველ რიგში, სახლში რა გჭირდებათ?

ნანა: ჩვენ ნებისმიერი დახმარებისთვის მადლიერი ვიქნებით... ჩემი შვილები მუდმივად ცუდად იკვებებიან, საფენებს ვერ ვყიდულობთ... საკმარისი საწოლები არ გვაქვს, ბავშვებს ერთმანეთზე სძინავთ, ტანსაცმელი გროვად გვიყრია, იმიტომ რომ კარადა არ გაქვს... ტექნიკაზე აღარაფერს ვიტყვი... 9 კაცის, 7 ბავშვის ტანსაცმლის ხელით რეცხვა ნამდვილი კოშმარია. სარეცხი მანქანა უბრალოდ სასიცოცხლოდ გვჭირდება. არც მაცივარი გვაქვს, არც ტელევიზორი... საჭმელს პატარა გაზის ბალონზე ვაკეთებ... ბავშვებს კი, სწავლისთვის, კომპიუტერი სჭირდებათ...

ვიცი, რომ თქვენს ფონდს ბევრი კეთილი მეგობარი ჰყავს. ყველა მათგანი გულისხმიერი და გულმოწყალე ადამიანია. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი გასაჭირი მათ გულგრილს არ დატოვებს და ჩემსა და ჩემი შვილების ტკივილს ისინი გულთან ახლოს მიიტანენ!..

***

მეგობრებო, შენგელიების ოჯახი სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. მათ ნამდვილად სჭირდებათ ჩვენი დახმარებას და თანადგომა. შვიდი ბავშვი მუდმივად ცუდად იკვებება, ძველმანებში ჩაცმული დადის. მათ არ აქვთ სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა, არ აქვთ უბრალოდ ნორმალური ბავშვობა; მაგრამ ჩვენ ხომ მშვენივრად ვიცით, რომ ბავშვები - ჩვენი ქვეყნის მომავალია!

გელას (4 წლის) ეპილეფსია აქვს. პატარას მუდმივად ესაჭიროება წამლები, მკურნალობა და ექიმების კონსულტაციები.

შენგელიების ოჯახს ძალიან სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება: საკვები პროდუქტები, საფენები, საწოლები, სარეცხი მანქანა, მაცივარი, ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ბავშვებს კი არ აქვთ კომპიუტერი და შესაბამისად, არც ონლაინ-გაკვეთილებზე დასწრების შესაძლებლობა.

შენგელიების მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება თავადვე შეგიძლიათ. მათი მისამართია: დედოფლისწყარო, თავისუფლების ქ. №63

ან დაურეკეთ საბრალო ნანას და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი: 555 24 25 21

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირისშესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. სიკეთით ყველა არ გამოირჩევა. ნუ აუვლით გვერდს სხვის გაჭირვებას! უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: შენგელიების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

თქვენთან ერთად, ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით შენგელიების ოჯახსაცგავუმართოთ ხელი. უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.



მსგავსი პროექტები: