ჩემი ძმა ძირს ეცემა და თითქოს, კვდება!
მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელევიზორი მულტფილმებით
ასე უწოდეს პატარა საბამ და ნიკამ ფონდის საჩუქარს. „ოდესმე ასეთი უზარმაზარი ტელევიზორი გინახავთ? მას ვერც კი ჩაეხუტები! და მასში ყველაზე საინტერესო მულტფილმებს აჩვენებენ! ისეთებს კი არა, როგორც ჩვეულებრივში, არამედ ლამაზს და მხიარულს!“ - პატარა ნიკა ბედნიერებისგან ანათებს და სურს, რომ მისი სიხარული ჩვენც გავიზიაროთ! სწორედ ეს არის ბედნიერება! ბედნიერებას თავისი სახე აქვს და ეს სახე ერთი წლის თემურს, 5 წლის გელას, 6 წლის საბას, 7 წლის ნიკას, 10 წლის თამარს, 13 წლის ზირანს და 16 წლის ლევანს ეკუთვნის.
მათი დედა, ნანა, სიხარულით ლამის დახტოდა, როდესაც ჩვენ მას სარეცხი მანქანა ვაჩუქეთ. ზამთარში, შვიდი ბავშვის ტანსაცმლის ცივ წყალში რეცხვა ნამდვილი საშინელებაა!
ახლა ყველაფერს თანმიმდევრულად მოგიყვებით; ახლა მადლიერება მიიღეთ და იცოდეთ, რომ ეს თქვენი დამსახურებაა - თქვენი კეთილი და უფლის წინაშე გახსნილი გულების დამსახურება!

ოთხი თვის წინ, როდესაც ჩვენმა ფონდმა ეს ოჯახი მოინახულა, იქ იმედგაცრუება სუფევდა. ცას ღრუბლები თითქოს სწორედ მათი სახლის თავზე მოეფინა, რომელიც ისედაც ძლივს იდგა და სადაცაა დაიშლებოდა. სასოწარკვეთილებისაგან, ოჯახის დედამ, ნანამ, დახმარებისთვის ჩვენს ფონდს მიმართა; მისი გულშემზარავი ამბავი კი ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნეთ:
(https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/647-shengelia/)
შენგელიების ოჯახში შვიდი ბავშვი ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე უფროსი, ლევანი, 16 წლის არის, ყველაზე უმცროსს, თემურს კი ერთი წელი სულ ახლახან შეუსრულდა. ოჯახში, ასევე, სნეული ბავშვია - ხუთი წლის გელა ეპილეფსიით იტანჯება; მას ხშირი შეტევები აქვს; ბიჭი შავდება, ძირს ეცემა და კრუნჩხვები ეწყება. მას წამლები, ექიმებთან ვიზიტი და პროცედურები სჭირდება, მაგრამ ოჯახს ამ ყველაფრის ფული არ აქვს. ნანა და მისი მეუღლე როგორღაც შვილების გამოკვებას ცდილობენ. მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, მაგრამ ეს თანხა მათ არც წამლებზე ჰყოფნით და არც საკვებზე. არადა, მათ ბინის ფულიც გადასახდელი აქვთ: სახლი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ მათი პირადი კუთხე არ არის. ამ სახლს ისინი ქირაობენ, რადგან ოჯახს საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნია.
თქვენ, ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, მთელი ეს თვეები ჩვენ გვერდით იდექით და შენგელიების ოჯახის დახმარებას ცდილობდით. მათ დასახმარებლად, თქვენი სიკეთის წყალობით, ჩვენ შესაბამისი თანხების შეგროვება შევძელით. ჩვენი ფონდი მთელი გულით გიხდით მადლობას ყველას, ვინც შენგელიების ოჯახის გასაჭირის მიმართ გულგრილი არ დარჩა და ვინც მათ ერთხელ მაინც დაურეკა ან დახმარების ხელი გაუწოდა! უღრმესი მადლობა ყველას!

– ნანა, რა სასიამოვნოა, მომღიმარს რომ გხედავთ! თუ შეიძლება, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება სტატიის გამოქვეყნების შემდეგ?
ნანა: ცალსახად შეიცვალა! ყველზე მთავარი კი ის არის, რომ ახლა ჩვენ სარეცხი მანქანა გვაქვს. დღემდე არ მჯერა, რომ ნივთების ხელით რეცხვით აღარ დავიტანჯები. მეზობლები სულ თანამიგრძნობდნენ, უკვირდათ, ცივ წყალში როგორ ვრეცხავდი. მიწევდა! განა არჩევანი მქონდა? მე ოჯახი მყავს, შვიდი შვილი; თანაც, ერთ-ერთი მათგანი ერთი წლის არის, მეორე კი სნეულია.
სამაგიეროდ, ახლა მხოლოდ სარეცხი მანქანა კი არა, ტელევიზორიც გვაქვს, რომელიც თქვენ გვაჩუქეთ, - ბავშვები მისით აღფრთოვანებულები არიან და მას შეჰხარიან! ერთი წუთითაც კი არ თიშავენ; მულტფილმებს და გასართობ პროგრამებს უყურებენ... თქვენი ფონდის წყალობით, ჩემი შვილებისთვის სახლში საცხოვრებელი პირობების შექმნა შევძელი. არც კი ვიცი, თქვენი დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე როგორ ვიცხოვრებდით. ჩვენ სახლში ერთი ნაჭერი პურიც კი არ გვქონდა. მე და ჩემი მეუღლე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, შვილებზე ვფიქრობდით - ჯერ ისინი უნდა დაგვეპურებინა. მაგრამ რით? როდესაც სურსათი მოგვიტანეთ, ბავშვებმა ჭამით გული იჯერეს! თვალებზე ცრემლებიც კი მომადგა. რა უნდა იყოს მშობლისთვის იმაზე სასიამოვნო, ვიდრე დანაყრებული შვილების დანახვა? მადლობა თქვენს ფონდს და ყველა კეთილ ადამიანს იმისთვის, რომ არ მიგვატოვეთ!
– რას ეტყოდით მათ?
ნანა: უღრმესი მადლობა ყველას! თქვენ ჩვენ სიცოცხლე დაგვიბრუნეთ და დაგვეხმარეთ იმის დაჯერებაში, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის დაკარგული. ყოველ ჯერზე, როდესაც ვრეცხავ, ან როდესაც ჩემი შვილები ტელევიზორს უყურებენ და ხარობენ, მე ყველა მათგანი მახსენდება, ვინც ჩვენ დაგვეხმარა და ვინც ჩვენი ოჯახის პრობლემების მიმართ გულგრილი არ დარჩა! მათი მადლობელიც ვარ, ვინც ჩვენი ამბის წაკითხვის შემდეგ, თუნდაც ორიოდე წუთი, ჩვენს ოჯახზე ფიქრობდა. იცოდეთ, მეგობრებო, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს! უფალმა დაგლოცოთ!
– ნანა, ვინმეს განსაკუთრებით ხომ არ აღნიშნავდით?
ნანა: მე ყველას და თითოეული ადამიანის მადლობელი ვარ! მაგრამ ერთ წყვილს მაინც აღვნიშნავდი. ისინი თბილისიდან ჩამოვიდნენ და ძალიან ბევრი საჭმელი ჩამოგვიტანეს. ქალმა მიამბო, რომ ჩვენი ამბავი სოციალურ ქსელებში წაიკითხა. მან და მისმა მეგობრებმა ფული შეაგროვეს, რომ ჩვენთვის საკვები ეყიდათ, რადგან ჩვენი დახმარება სურდათ. ეს ზუსტად ახალი წლის წინა დღეებში მოხდა. სიმართლე გითხრათ, ჩვენ იმის საშუალება არ გვქონდა, რომ სადღესასწაულოდ საჭმელი გვეყიდა და არც კი ვიცოდით, ახალ წელს როგორ შევხვდებოდით... და სწორედ წინა დღეს, ჩვენთან ეს კეთილი ხალხი მოვიდა და იმდენი საჭმელი მოგვიტანა... თითქოს ისინი თავად უფალმა გამოგზავნა ჩვენთან. როგორ შეიძლება, ამის შემდეგ სასწაულების არ ირწმუნო?

– რას ნიშნავს ეს მხარდაჭერა და დახმარება პირადად თქვენთვის?
ნანა: ეს ჩემთვის ყველაფერია! თქვენ მიერ გაწეული დახმარებისთვის მადლობის თქმით არასდროს დავიღლები! იმის ცოდნა, რომ მარტო არ ხარ და შენი პრობლემები სხვასაც ადარდებს - ეს ჩემი ოჯახისთვის და პირადად ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ხალხის მხრიდან საყრდენი ვიგრძენით. ეს გვეხმარება თავი დაცულად ვიგრძნოთ.
– გვიხარია, რომ ახალი მეგობრები გამოგიჩნდათ! ნანა, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან თუ მოჰყვა ჩვენს პოსტს რაიმე გამოხმაურება?
ნანა: არა, საერთოდ არანაირი რეაქცია არ ყოფილა! ჩვენ თითქოს არც ვარსებობთ!

– ნანა, ნება მიბოძეთ, თქვენს შვილებსაც გავესაუბრო. აბა, ბავშვებო, ვის რომელი საჩუქარი მოგეწონათ ყველაზე მეტად?
ნიკა: მე ყველაფერი მომეწონა!მაგრამ განსაკუთრებით - ტელევიზორი. სულ მულტფილმებს ვუყურებ და მგონია, რომ არასდროს მომბეზრდება!
საბა: მეც არ მომბეზრდება!
ზირანი: ასეთი დიდი ტელევიზორი არასდროს მინახავს. ის უბრალოდ უზარმაზარია!
თამარი: მე მულტფილმების ყურება მიყვარს. ასევე, გასართობი და მუსიკალური გადაცემებიც მომწონს, მაგრამ იცით, ყველაზე მეტად სარეცხი მანქანა გამიხარდა, რომელიც დედას აჩუქეთ. ის ადრე ხელით რეცხავდა, თანაც ცივ წყალში. ძალიან მეცოდებოდა! ამის გამო, ის ხშირად სევდიანი იყო, მაგრამ ახლა იღიმის.
– ბავშვებო, ტელევიზორის გამო არ ჩხუბობთ ხოლმე, ვინ რას უნდა უყუროს?
ლევან: არა, არ ვჩხუბობთ. დედამ მაშინვე გვითხრა, რომ ერთმანეთის სურვილების გაგება და დათმობა უნდა ვისწავლოთ. მე, მაგალითად, რაგბის ყურება უყვარს, მაგრამ თუ ჩემი ძმები და დაიკო მულტფილმებს უყურებენ, მე მათ არ ვაწუხებ. როგორც უფროსმა - უნდა დავუთმო. ისინი ხომ ჯერ კიდევ პატარები არიან?!
– ნანა, თქვენ შესანიშნავი და მოსიყვარულე შვილები ჰყავთ! ძალიან გაგიმართლათ! თქვენს ოჯახში რაიმე გადაუჭრელი პრობლემა ხომ არ დარჩა? იქნებ კიდევ შეგვიძლია რამით დახმარება?
ნანა: მადლობელი ვარ იმისთვის, რაც ყველა ამ კეთილმა ადამიანმა ჩვენთვის გააკეთა. კიდევ რაღაცის თხოვნა ძალიან მეუხერხულება, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა ახალი პრობლემა გაგვიჩნდა. ნაქირავები ბინის მფლობელი სხვაგან გადასვლას გვთხოვს. არც კი ვიცით, რა ვქნათ, სად წავიდეთ. ისედაც მათხოვრებივით ვცხოვრობთ და ახლა სახლიდანაც გვაგდებენ. თავადაც ხედავთ, რომ ამას სახლსაც კი ვერ კი უწოდებ - ორი ოთახია, რომელშიც ცხრა კაცი ვცხოვრობთ; მაგრამ ჩვენ ამაზე უკეთესის ფული არც გვაქვს. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვქნათ.

***
ჩვენო ძვირფასო მეგობრებო! ყველას დიდი მადლობა, ვინც შენგელიების ოჯახი მარტო არ დატოვა. ყოველ ჩვენგანს თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჩვენი გასაჭირი ზოგჯერ ისეთი საშინელი არ არის, როგორიც სხვების. ყველა ჩვენგანისთვის ასეთ რთულ დროს, ჩვენ გულგრილები არ უნდა დავრჩეთ. თუკი შენგელიების ოჯახის მხარდაჭერა და მათთვის დახმარების ხელის გაწოდება შეგიძლიათ, გადადგით ეს ნაბიჯი - დაურეკეთ მათ, ჰკითხეთ, რამე ხომ არ სჭირდებათ. ოჯახში შვიდი ბავშვია, საბრალო გელას კი წამლები, ექიმებთან ვიზიტი და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ბავშვები ჩვენი მომავალია, ჩვენი ქვეყნისა და ერის მომავალი. მოდით, გავაგრძელოთ შენგელიების ოჯახის დახმარება! რადგან მათ თუ დღეს ჩვენ დავეხმარებით, ხვალ შეიძლება ვინმე ჩვენ დაგვეხმაროს!
შეგიძლიათ ნანას თავად დაუკავშირდეთ. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 555 24 25 21.
მისამართი: დედოფლისწყარო, თავისუფლების ქ. 63.
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: შენგელიების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.
ხარჯები
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2021 მარ 19 | პროდუქტები | 99.99 | transferred |
2021 თებ 25 | პროდუქტები | 109 | transferred |
2021 იან 29 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 310 | paid |
2021 იან 25 | პროდუქტები | 100 | transferred |
2021 იან 14 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,065 | transferred |
2021 იან 11 | პროდუქტები | 250.08 | transferred |
სულ ხარჯი: 1,934.07 ₾
დარჩა 0.85 ₾
დარიცხვები
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
05.06.2021 17:02:40 | Игорь Яременко | 20 | TBC Bank (GeoPay) |
13.03.2021 00:00:00 | დავით გაროზაშვილი | 3 | Перевод на счет |
09.03.2021 00:00:00 | თამაზაშვილი ნინო | 4 | Перевод на счет |
06.03.2021 15:43:33 | ანონიმი | 20 | TBC Bank (GeoPay) |
02.03.2021 10:19:25 | ანონიმი | 20 | TBC Bank (GeoPay) |
01.03.2021 13:09:22 | ანონიმი | 20 | TBC Bank (GeoPay) |
27.02.2021 00:00:00 | შენგელია გიორგი | 20 | Перевод на счет |
25.02.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Перевод на счет |
23.02.2021 21:20:09 | ანონიმი | 100 | TBC Bank (GeoPay) |
23.02.2021 00:00:00 | ჯიჯელავა გიგა | 1 | Перевод на счет |
23.02.2021 00:00:00 | ცომაია ნოდარ | 1 | Перевод на счет |
17.02.2021 00:00:00 | ტერმინალი | 6.5 | Перевод на счет |
17.02.2021 00:00:00 | მღებრიშვილი გიორგი | 5 | Перевод на счет |
17.02.2021 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Перевод на счет |
17.02.2021 00:00:00 | ჟორჟოლიანი ბიჭიკო | 1.8 | Перевод на счет |
17.02.2021 00:00:00 | ლალი გოგავა | 30 | Перевод на счет |
15.02.2021 00:00:00 | ჯიჯელავა გიგა | 1 | Перевод на счет |
15.02.2021 00:00:00 | ტერმინალი | 15.5 | Перевод на счет |
15.02.2021 00:00:00 | ტერმინალი | 49 | Перевод на счет |
15.02.2021 00:00:00 | ტერმინალი | 13 | Перевод на счет |
15.02.2021 00:00:00 | ფატი ძოწენიძე | 10 | Перевод на счет |
15.02.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Перевод на счет |
08.02.2021 00:00:00 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Перевод на счет |
08.02.2021 00:00:00 | ტერმინალი | 9.5 | Перевод на счет |
08.02.2021 00:00:00 | ორჯონიკიძე ეკატერინე | 3 | Перевод на счет |
08.02.2021 00:00:00 | გიორგი მუმლაძე | 20 | Перевод на счет |
28.01.2021 00:00:00 | ტერმინალი | 19.5 | Перевод на счет |
28.01.2021 00:00:00 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Перевод на счет |
28.01.2021 00:00:00 | დავით ყეინაშვილი | 10 | Перевод на счет |
27.01.2021 00:00:00 | ტერმინალი | 6.5 | Перевод на счет |
27.01.2021 00:00:00 | დავით გაროზაშვილი | 3 | Перевод на счет |
27.01.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Перевод на счет |
26.01.2021 00:00:00 | დავითაია პაპუნა | 10 | Перевод на счет |
26.01.2021 00:00:00 | ტყებლაძე დავითი | 25 | Перевод на счет |
26.01.2021 00:00:00 | ბეკურაშვილი გოჩა | 0.01 | Перевод на счет |
25.01.2021 00:00:00 | სანდრო თურმანიძე | 5 | Перевод на счет |
22.01.2021 00:00:00 | ტერმინალი | 4.5 | Перевод на счет |
12.01.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Перевод на счет |
05.01.2021 00:00:00 | ზვიად ჯარიაშვილი | 3 | Перевод на счет |
29.12.2020 00:00:00 | ი/მ შოთა კავსაძე | 1 | Перевод на счет |
23.12.2020 00:00:00 | პაპიძე თამთა | 50 | Перевод на счет |
12.12.2020 00:00:00 | გოდერძიშვილი ერეკლე | 20 | Перевод на счет |
10.12.2020 00:00:00 | ლაშხი მარიამ | 5 | Перевод на счет |
07.12.2020 00:00:00 | სალამაძე ილია | 1 | Перевод на счет |
07.12.2020 00:00:00 | კანკავა დავით | 10 | Перевод на счет |
07.12.2020 00:00:00 | აბაშიძე ირაკლი | 10 | Перевод на счет |
07.12.2020 00:00:00 | ნადიმაშვილი გურამ | 1 | Перевод на счет |
05.12.2020 00:00:00 | ანა ბარქაია | 50 | Перевод на счет |
02.12.2020 00:00:00 | ნიკა ჯოხაძე | 20 | Перевод на счет |
02.12.2020 00:00:00 | ზვიად ჯარიაშვილი | 3 | Перевод на счет |
01.12.2020 00:00:00 | ნატროშვილი ლაშა | 3 | Перевод на счет |
01.12.2020 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | თამლიანი იოსებ | 5 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | გიორგი | 5 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | მაკარიძე სალომე | 2 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | ტერმინალი | 106.73 | Перевод на счет |
30.11.2020 00:00:00 | მარინე მამულია | 10 | Перевод на счет |
27.11.2020 00:00:00 | შორენა შინჯიკაშვილი | 4 | Перевод на счет |
27.11.2020 00:00:00 | ლაშა ენუქიძე | 20 | Перевод на счет |
27.11.2020 00:00:00 | ზაზა ფირალიშვილი | 10 | Перевод на счет |
25.11.2020 14:41:25 | mamuka jaliashvili | 20 | Liberty Bank (PayGe) |
25.11.2020 00:00:00 | მიქაუტაძე თამარ | 5 | Перевод на счет |
24.11.2020 00:00:00 | გავაშელიშვილი ზურაბ | 5 | Перевод на счет |
24.11.2020 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Перевод на счет |
23.11.2020 00:00:00 | კანკავა დავით | 10 | Перевод на счет |
23.11.2020 00:00:00 | საამიშვილი თამარ | 2 | Перевод на счет |
23.11.2020 00:00:00 | გოჩიაშვილი ლევან | 10 | Перевод на счет |
23.11.2020 00:00:00 | შეყილაძე სალომე | 3 | Перевод на счет |
23.11.2020 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Перевод на счет |
21.11.2020 00:00:00 | შალვა თუმანიშვილი | 1 | Перевод на счет |
21.11.2020 00:00:00 | მაია კაჭარავა | 10 | Перевод на счет |
20.11.2020 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Перевод на счет |
20.11.2020 00:00:00 | გაგა მანაგაძე | 189.57 | Перевод на счет |
20.11.2020 00:00:00 | მარიამი სარდლიშვილი | 10 | Перевод на счет |
16.11.2020 00:00:00 | ლომსაძე ლევან | 10 | Перевод на счет |
16.11.2020 00:00:00 | გიორგი გეგეშიძე | 10 | Перевод на счет |
13.11.2020 00:00:00 | მარიამი ჩახნაშვილი | 1 | Перевод на счет |
12.11.2020 21:20:55 | ანონიმი | 50 | TBC Bank (GeoPay) |
12.11.2020 00:00:00 | გოდერძიშვილი ერეკლე | 30 | Перевод на счет |
11.11.2020 22:17:46 | ანონიმი | 20 | PayPal |
10.11.2020 19:07:40 | ანონიმი | 20 | TBC Bank (GeoPay) |
10.11.2020 00:00:00 | ბელა ბიბიჩაძე | 20 | Перевод на счет |
09.11.2020 00:00:00 | გელაშვილი ლევან | 5 | Перевод на счет |
09.11.2020 00:00:00 | მოდებაძე მამუკა | 5 | Перевод на счет |
08.11.2020 00:00:00 | თორნიკე კოპალიანი | 5 | Перевод на счет |
06.11.2020 00:00:00 | ირაკლი ახრახაძე | 100 | Перевод на счет |
05.11.2020 00:00:00 | მამუჭაძე ქეთევან | 4.12 | Перевод на счет |
05.11.2020 00:00:00 | ჭაფანძე მარინე | 0.69 | Перевод на счет |
05.11.2020 00:00:00 | დევიძე მირანდა | 10 | Перевод на счет |
05.11.2020 00:00:00 | ჯიქურაშვილი ემზარი | 1 | Перевод на счет |
05.11.2020 00:00:00 | ბერიშვილი ედუარდ | 2 | Перевод на счет |
05.11.2020 00:00:00 | წაწალაშვილი ეკატერინე | 20 | Перевод на счет |
05.11.2020 00:00:00 | ქავთარაძე ზურაბ | 1 | Перевод на счет |
05.11.2020 00:00:00 | ნინო გრიგოლაშვილი | 30 | Перевод на счет |
05.11.2020 00:00:00 | შოთა ქაჯაია | 5 | Перевод на счет |
05.11.2020 00:00:00 | ნური კობახიძე | 1 | Перевод на счет |
05.11.2020 00:00:00 | გვანცა ცხოვრებაშვილი | 5 | Перевод на счет |
05.11.2020 00:00:00 | ბაკურ უტარაშვილი | 10 | Перевод на счет |
05.11.2020 00:00:00 | ილია გუბელიძე | 2 | Перевод на счет |
05.11.2020 00:00:00 | გიორგი | 5 | Перевод на счет |
05.11.2020 00:00:00 | მელიქიშვილი ხვიჩა | 5 | Перевод на счет |
05.11.2020 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 5 | Перевод на счет |
04.11.2020 00:00:00 | ბერძენაძე გვანცა | 10 | Перевод на счет |
04.11.2020 00:00:00 | თათეშვილი მაია | 2 | Перевод на счет |
04.11.2020 00:00:00 | ხობელია ჯუანშერი | 10 | Перевод на счет |
04.11.2020 00:00:00 | ზურაბ კიკნაველიძე | 10 | Перевод на счет |
04.11.2020 00:00:00 | ანა კობერიძე | 10 | Перевод на счет |
04.11.2020 00:00:00 | სოფიო გრაკალიშვილი | 5 | Перевод на счет |
04.11.2020 00:00:00 | გურამი კაცაძე | 30 | Перевод на счет |
04.11.2020 00:00:00 | მაია ჩაკვეტაძე | 20 | Перевод на счет |
03.11.2020 16:48:35 | ანონიმი | 100 | TBC Bank (GeoPay) |
03.11.2020 00:00:00 | ბიწაძე მარი | 50 | Перевод на счет |
03.11.2020 00:00:00 | გვენეტაძე თინათინი | 5 | Перевод на счет |
03.11.2020 00:00:00 | ჩიგოგიძე გიორგი | 1 | Перевод на счет |
03.11.2020 00:00:00 | მირზაშვილი მაია | 10 | Перевод на счет |
03.11.2020 00:00:00 | მაკარიძე ვალერიანი | 10 | Перевод на счет |
03.11.2020 00:00:00 | ჟანა ჭიღლაძე | 5 | Перевод на счет |
03.11.2020 00:00:00 | ნონა კვიჟინაძე | 1 | Перевод на счет |
03.11.2020 00:00:00 | ანა კობერიძე | 10 | Перевод на счет |
03.11.2020 00:00:00 | ბერაძე მალხაზ | 5 | Перевод на счет |
03.11.2020 00:00:00 | ლუკა ადამია | 5 | Перевод на счет |
03.11.2020 00:00:00 | ნონა კვიჟინაძე | 1 | Перевод на счет |
03.11.2020 00:00:00 | ეკატერინე გაბრიელიძე | 2 | Перевод на счет |
03.11.2020 00:00:00 | გიორგი ფურცელაძე | 1 | Перевод на счет |
03.11.2020 00:00:00 | ანუაშვილი ელენე | 40 | Перевод на счет |
03.11.2020 00:00:00 | სამხარაძე ზურაბ | 10 | Перевод на счет |
03.11.2020 00:00:00 | ი/მ ალექსანდრე ფანცულაია | 5 | Перевод на счет |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 1,934.92 ₾
დარჩა 0.85 ₾
მსგავსი პროექტები:
|