რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
დახარისხება:
ავადმყოფი ზრდასრულები
აგეტირებათ, რომ ნახოთ, რა საშინელ პირობებში ცხოვრობს ოჯახი. ქალი, რომელსაც ხერხემლის დაავადება აქვს, ხის ტახტზე წევს. მეგობრებო, მათ სჭირდებათ საწოლები, მატრასები და თბილი ტანსაცმელი! ჭერიდან წყალი ჩამოსდით და წვიმის დროს სახლშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ. ფანჯრები ძველია, იშლება. ნაპრალებიდან ქარი უბერავს, ოთახში საშინლად ცივა, რადგან საბრალოებს არც შეშა აქვთ და არც საკუთარი ღუმელი. ნაცნობს შეეცოდა და დროებით ათხოვა თავისი. მაგრამ 10 დღის შემდეგ წაიღებს და საბრალო ქალები ისევ იკანკალებენ სიცივისგან. ღმერთმა არ ქნას, რომ გაცივდნენ! თორემ სიცხის დამწევის საყიდელი ფულიც კი არ ექნებათ. მალე ზამთარი დადგება, ამინდი ფუჭდება, ხშირად წვიმს და სახლიდან სულ უფრო იშვიათად უწევს ადამიანს გასვლა. ნონას და ნინოს კი თბილი ქურთუკებიც არა აქვთ! ჩვენი მხარდაჭერა ახლა ისე სჭირდება ამ ორ სუსტ ქალს, როგორც არასდროს! ისინი ელოდებიან დახმარებას ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებისგან! დავეხმაროთ გამოზამთრებაში! ვაჩუქოთ მათ სიცოცხლე!
შემოწირულია
₾5.00
დონორი
1
ავადმყოფი ბავშვები
ეს 11 წლის ანგელინაა, ანგელოზივით ნაზი და ლამაზი. მაგრამ საკმარისია, ერთხელ მაინც ჩახედოთ ბავშვს თვალებში და მაშინვე მიხვდებით, თუ როგორ იტანჯება. ბავშვს ორი ოპერაცია გაუკეთდა. სწორი ნაწლავი ნაწილობრივ ამოკვეთილი აქვს. ზუსტი დიაგნოზის დასმა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ბავშვს ისევ ესაჭიროება ოპერაცია, რომ მოცილდეს ის საშინელი წანაზარდი, რასაც მის მუცელზე ხედავთ. ერთი წანაზარდი უკვე მოკვეთეს. კეთილო ადამიანებო, თუ გავერთიანდებით, მაშინ ეს პატარა ანგელოზები ზამთრის ყინვაში საწყლად მობუზულები აღარ ისხდებიან ცივ და ბნელ ოთახში. დიახ, მალე ზამთარი მოვა და მზის სხივები ვეღარ გაათბობს საბრალო დებს. კეთილო ადამიანებო, არ მივატოვოთ ავადმყოფი ანგელინა და მისი პატარა დაიკოები ასეთ გაჭირვებაში.
₾820.97
63
მეგობრებო, მურმანს ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება. მაგრამ ერთადერთი მარჩენალის გარეშე დარჩენილ ოჯახს ამის საშუალება არ აქვს. ბავშვები სოციალური შემწეობითა და შშმ პირის პენსიით არსებობენ. ეს კი ძლივს კმარა მძიმედ დაავადებული მამისთვის წამლებისა და პამპერსის შესაძენად. წარმოიდგინეთ, ქალს ტაქსით სამგზავრო ფულიც კი არ აქვს, მამაკაცი რეაბილიტოლოგთან ვარჯიშზე რომ წაიყვანოს. შეიძლება იფიქროთ, რომ ადამიანს, რომელიც სახლიდან არ გადის, ცოტა რამ სჭირდება. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა. მურმანს წამლები და მწოლიარე პაციენტებისთვის აუცილებელი მოვლის საშუალებები ყოველთვე სჭირდება, ასევე, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი. მეუღლე დღედაღამ მის გვერდით არის და არ შეუძლია მუშაობა, ამიტომ ყველა საჭიროებას ვერ უმკლავდება. თქვენი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია! თქვენი ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია! გთხოვთ, მურმანს უსურვეთ ძალა, მის მეუღლეს კი მოთმინება და სიყვარული. რადგან სიყვარულს სასწაულების მოხდენა შეუძლია! ღმერთმა დაგლოცოთ!
₾6,213.73
437
კეთილო ადამიანებო, ნარეკისა და მისი საბრალო დედის ერთადერთი იმედი ახლა მხოლოდ თქვენ ხართ. დედა-შვილი ნამდვილი გმირები არიან! ყველასგან დავიწყებული გმირები! თუმცა, არა! ჩვენ მათ არ დავივიწყებთ. ჩვენ მათ არ მივატოვებთ გასაჭირში! ღვთისნიერო ადამიანებო, მხოლოდ თქვენი გულისხმიერებით არის შესაძლებელი, რომ ამ დედა-შვილის ისტორიის სევდიანი ფურცლები გადავფურცლოთ და ახალი ისტორია დავწეროთ მათთვის! სიკეთეს და სიყვარულს ხომ სასწაულების მოხდენა შეუძლია!
₾174.77
5
„ჩემი შვილებისთვის მინდა ვიცოცხლო და ფეხზე დავდგე! ბავშვებს დედა სჭირდებათ! დამეხმარეთ, ღვთის გულისათვის!“ — მხოლოდ ამ სიტყვების წარმოთქმა შეძლო ჩურჩულით ლიკამ, როცა საავადმყოფოში მოვინახულე. ქალს ტრაქეოსტომა აქვს ყელში და საუბარი უჭირს. მივმართავთ სრულიად საქართველოს! მეგობრებო, სამი შვილის დედას, ლიკას, თქვენი დახმარება სჭირდება, ის მხოლოდ 22 წლისაა. მაისში რვა თვის ორსული იყო, როცა ჩუტყვავილა დაემართა. მდგომარეობა გართულდა, რის გამოც ბავშვი დაიღუპა, ახალგაზრდა დედას კი ორივე თირკმელი გაუჩერდა და თითქმის ყველა სასიცოცხლო ორგანომ ფუნქციონირება შეწყვიტა. შეხედეთ, დაავადებამ იმდენად შეცვალა ახალგაზრდა ლამაზი ქალის სახე, რომ ვერც კი იცნობთ! რამხელა ტკივილი ჩანს მის თვალებში! ლიკამ მეოთხე შვილი დაკარგა და კინაღამ თვითონაც დაიღუპა!
₾23,167.73
1336
11 წლის ნიკას საშინელი ეპილეფსიური შეტევები ემართება. ყოველი მათგანი პატარა სიკვდილს ჰგავს. თუკი ადრე ძლიერი კრუნჩხვები თვეში ერთხელ ემართებოდა, ახლა ყოველ მეორე დღეს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დედამ ისწავლა ამასთან გამკლავება, მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობს იმის გამო, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ოჯახს არც წამლების, არც პამპერსის საყიდლად ფული არ აქვს. სასიცოცხლო მნიშვნელობის აბების გარეშე ბავშვების დატოვება კი მათ ტანჯვისთვის გაწირვას ნიშნავს! ანდრია, ნიკა და ანა ბედნიერ ცხოვრებას, სამყაროს შესწავლის შესაძლებლობასა და უდარდელ ბავშვობას იმსახურებენ სხვა ბავშვებივით. მაგრამ ჩვენი მხარდაჭერის გარეშე ისინი ვერ გადარჩებიან. დახმარება ახლავე სჭირდებათ, სანამ გვიანი არ არის!
₾3,705.45
203
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
მარიამი 11 წლისაა. იგი მეექვსე კლასის მოსწავლეა. მარი გამორჩეული გოგონაა, იგი თბილი და კომუნიკაბელურია.
₾18.00
მრავალშვილიანი ოჯახები
ამ ბავშვებს, დედის გახსენაბა არ უნდათ და თუ მაინც გაახსენდათ – თვალებზე ცრემლი მოადგებათ და ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანონ
₾1,403.70
83
როდესაც მარიამის დედა მასზე ფეხმძიმედ იყო, ექიმებმა ურჩიეს ბავშვი მოეშორებინა, მაგრამ დედა ვერ მოკლავდა საკუთარ შვილს და იგი კლინიკიდან გაიქცა…
₾1,078.90
74
გიორგი რუნოვი კიევში ცხოვრობს. შვებულებაზე მშობლებთან ჩამოვიდა საქართველოში და ეს სტუმრობა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
₾305.00
26
სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყო,ოჯახის დახმარების და დედის მკურნალობისთვის დამატებითი სახსრების შოვნის მიზნით მან მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა.
₾680.00
49
შინ მოვლა
ნაწოლები, ღია ჭრილობებია, რომლებიც ადამიანს ცოცხლად ჭამს. ერთადერთი გზა, მწოლიარე ადამიანი ამ სატანჯველს რომ ავარიდოთ, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბია.
₾120.00
11