რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
დახარისხება:
ავადმყოფი ზრდასრულები
თუკი ამ სათაურმა შეგზარათ, მაშინ გიორგი ჩიკვაიძის ოჯახის ცხოვრების შესახებ პოსტის ბოლომდე წაკითხვას არ გირჩევთ. იმიტომ, რომ ეს ყველაზე დიდი საშინელება ნამდვილად არ არის. ოჯახი შედგება ოთხი ადამიანისგან: გიორგი, მისი მეუღლე ნატო და მათი ორი ულამაზესი შვილი, 4 წლის დიმიტრი და 2 წლის ანა. ამჟამად, ჯანმრთელობას მხოლოდ ანა არ უჩივის, დანარჩენი სამი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, სულაც არ არის სახარბიელო. გიორგის აქვს ეპილეფსია და ხერხემლის თიაქარი. ნატოს – ფსიქიკური პრობლემები აქვს, ლაპარაკი უჭირს. ხანდახან, ღრმა დეპრესიაში ვარდება. ჩავარადება, აბა, რას იზამს?! მის შვილებს ხომ, არავინ ჰყავთ ამ ქვეყნად!
შემოწირულია
₾10,232.58
დონორი
818
„ჩემი ერთადერთი შვილი ფილტვების ანთებით კინაღამ დაიღუპა. ოთხთვე-ნახევრის განმავლობაში საავადმყოფოში ვცხოვრობდით, მამუკას ერთი წუთითაც გვერდიდან არ მოვშორებივარ. ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული. ექიმები მომაკვდავი პაციენტებისთვის განკუთვნილ პალიატიურ განყოფილებაში მირჩევდნენ მის გადაყვანას, მაგრამ უარი ვთქვი“. ჩვენ წინაშეა უბრალო ქართველი ქალის თავგანწირული სიყვარულისა და გმირობის — ნამდვილი დედის მაგალითი. ცხარე ცრემლებით ტირის საკუთარი უმწეობის გამო. რცხვენია, დახმარებას რომ ითხოვს, მაგრამ მას არავინ ჰყავს ჩვენ გარდა. დაეხმარეთ ლალის ერთადერთი შვილის გადარჩენაში, რომელსაც მთლიანად მიუძღვნა თავი! მეგობრებო, მამუკას სიცოცხლე ჩვენს ხელთაა! თითოეული თქვენგანის დახმარებას შეუძლია, სიცოცხლე გაუხანგრძლივოს მას!
₾18,230.89
940
ავადმყოფი ბავშვები
კრუნჩხვის დროს, პატარა იოსებს ძვლები ემტვრევა! ახლავე თუ არ დავეხმარებით, ამდენი ტანჯვის შემხედვარე, მისი ოჯახიც ყველაზე უბედური იქნება ამ ქვეყნად! საბრალო იოსები საშინლად იტანჯება ეპილეფსიის შეტევის დროს. წელიწადნახევრის წინ კი, კრუნჩხვის მომენტში კუნთები იმდენად დაეჭიმა, რომ ფეხიც კი მოსტყდა… წარმოგიდგენიათ, რამხელა ტანჯვას და ტკივილს უძლებს ეს პატარა ბიჭუნა! ამას ხომ, ზოგი დიდიც ვერ აიტანდა! ისე ეჭიმება კუნთები, თითქოს „სურთ“, ყველა ძვალი რომ დაემტვრეს. მისი ტანჯვის შემხედვარე კი, მისი დედიკო განიცდის ყველაზე საშინელ ტკივილს! ეს ხომ, არა მხოლოდ იოსების, არამედ დედის ტკივილიც არის! ამის ყურება უდიდესი სასჯელია ამ ქვეყნად!
₾20,430.72
1327
ბარბარე მხოლოდ ერთი წლის არის და ცრემლი არასდროს აშრება თვალზე. მის ულამაზეს თვალებს ბედნიერება არასდროს უნახავთ. საბრალო მშობლები – ირა და ავთანდილი – 10 წლის განმავლობაში ნატრობდნენ შვილს და ახლა, იძულებულნი არიან უყურონ მის ცრემლებს და ტანჯვას, იმას, თუ როგორ კვდება დედის მკლავებში და უბრუნდება სიცოცხლეს დღეში რამდენიმეჯერ მათი ნანატრი შვილი! მხოლოდ ექიმების უყურადღებობის, დაუდევრობის და უგულობის გამო ხდება ეს ყველაფერი!
₾24,440.59
2009
ელენე, 7 წლის დიაგნოზი: ჰიდროცეფალია, სპინა ბიფიდა. რა სახის დახმარებაა საჭირო: სჭირდება თურქეთში ოპერაციის გაკეთება ოპერაციის ღირებულება: 15 000$ დაავადება უნებართვოდ მოდის ბავშვთან, მოზრდილთან, ნებისმიერი ასაკის ადამიანთან. ის შედის ოჯახში და მის ცხოვრებას ორ ნაწილად ყოფს… თან მოაქვს შიში, ტკივილი, გაურკვევლობა. დაზღვეული არავინ არის… კეთილი ადამიანების გვერდში დგომა კი ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ მომენტში. გმადლობთ, უფალო, რომ გამოგვიგზავნე ეს უმშვენიერესი ბავშვი, პატარა ელენე. გმადლობთ, რომ შესაძლებლობა გვაჩუქე, ტკივილისა და მარადიული ტანჯვისგან ვიხსნათ ეს გოგონა! დაეხმარეთ! ძალიან მალე დაინახავთ თქვენი სიკეთის შედეგს!
₾9,966.36
676
მშობლებისთვის აუტანელი იყო ერთადერთი ვაჟის ტანჯვის ყურება. ბავშვი იზრდებოდა და თანდათან კარგავდა მოძრაობის უნარს. დრო გადიოდა, წელიწადის დროები ერთმანეთს ცვლიდა, მაგრამ პატარა ლუკასთვის არაფერი იცვლებოდა. მისი სამყარო ისეთივე პატარა იყო, როგორც მანძილი საწოლიდან ფანჯრამდე. დადგა 1 სექტემბერი, დღე, როცა ლუკას თანატოლებმა სკოლის კარი პირველად შეაღეს. ლუკა კი მზაკვარი ავადმყოფობის გამო ისევ საწოლს იყო მიჯაჭვული და მოძრაობაც კი არ შეეძლო. დიდი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბიჭმა თვალზე მომდგარი ცრემლებით ჰკითხა მშობლებს, რა დააშავა, რატომ არ ჰგავდა სხვა ბავშვებს. ეს კითხვა ხანჯალივით მოხვდა მშობლებს გულზე. ასე გავიდა წლები. ჩვენი პატარა ბიჭი გაიზარდა. უკვე 4 წელია, მამა გმირულად ზრუნავს ლოგინს მიჯაჭვულ, პარალიზებულ შვილზე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მან ისწავლა, როგორ მოამზადოს საჭმელი და როგორ აბანაოს ერთადერთი ვაჟი. დღეს ლუკა უკვე 35 წლისაა. ახლა ის იმ ასაკშია, როცა ცოლ-შვილით უნდა ტკბებოდეს. ოჰ, დედამიწავ!!! ნუთუ ამ ბიჭის უბედურება არ გამძიმებს?!
₾22,496.97
1436
ლუკა მჟავანაძე ბავშვთა ცერებრული დამბლით დაიბადა და ეპილეფსიური შეტევებისგან იტანჯება.
₾1,239.79
107
მრავალშვილიანი ოჯახები
მხეცი ქმრის ძალადობა, შიშისგან მტირალი ბავშვები, მათი დალურჯებული, პატარა სხეულები – ასეთი გხლდათ 32 წლის ქართველი ქალის, ნაირას ცხოვრება მხოლოდ ერთი წლის წინ. მაგრამ საბრალო, ნაცემმა ქალმა, საკუთარ თავში ძალები გამონახა, ამ საშინელებისთვის თავი დაეღწია და მისი შვილებიც დაეხსნა ამ ჯოჯოხეთიდან… „ჩემს შვილებს, ვეღარავინ და ვეღარასდროს აწყენინებს!” – პირობა დადო ნაირამ… მაგრამ ამით ხმალაძეების დიდი ოჯახის ტანჯვა არ დასრულებულა, ახლა სხვა გასაჭირში, დიდ სიდუხჭირეში აღმოჩნდნენ!
₾575.35
59
„რა კარგია, რომ გვესტუმრე! – ჩვენ შესახვედრად გამორბის 6 წლის თევდორე. – ოღონდ მერე კიდევ მოდი, კარგი? საჭმელი რომ გვქონდეს და შენი გამასპინძლებაც შევძლოთ!“ „დიახ, ფული რომ ერიცხება, დედა გემრიელ საჭმელებს გვიკეთებს, – გვიხსნის 9 წლის ანასტასია. – მაგრამ ეს იშვიათად ხდება“.
₾1,895.50
139
მარტოხელა მოხუცები
როგორც აღმოჩნდა, საქართველოსთვის კი არა, საბჭოთა კავშირისთვის ვიბრძოდი – ასეთი პასუხი გამცა ჩვენმა მთავრობამ.
₾725.00
57
გაჭირვებულები
მშობლები მშვიდად არიან: აღარ დარჩებიან მათი შვილები მშიერი! მადლობა ყველას, ვინც დახმარების ხელი გაუწოდა ოზაშვლების ოჯახს! სახლი, რომელიც ადრე ოზაშვილების ოჯახის დროებითი თავშესაფარი იყო, ნამდვილი საშინელება გახლდათ. ყველაფერი ჭრიალებდა და იშლებოდა, წრუწუნები დარბოდნენ ფეხქვეშ. სახლში, რომელიც სრულიად ცარიელი და შიშველი კედლებით იყო, სამივე ერთად ტიროდა: დედა ლია და მისი ორი პატარა შვილი — ანა-მარია და ლაზარე. სუფრაზე დასადები რამე კი არა, მაგიდაც არ ჰქონდათ. ანა-მარია განუწყვეტლივ იმეორებდა: „პური, დედიკო, პური…“ ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრების მიმართ ჩვენი მადლიერების სიტყვებით გამოთქმა რთულია! თქვენ ახალგაზრდა ოჯახს აჩუქეთ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა: საკვები, საოჯახო ტექნიკა, ავეჯი.
₾7,689.13
570
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
მას შემდეგ, რაც რუსუდანი ჩვენთან მოვიდა, მისი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა, გოგონას მოეხსნა სტრესი, გახდა კომუნიკაბელური, აქტიური და საკმაოდ სიმპათიური…