რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ჩემი ოცნებაა, სიღარიბეს თავი დავაღწიოთ. გმადლობთ, ფეხზე წამოდგომაში რომ დაგვეხმარეთ!

calendar მარტი 26, 2024

მშობლები მშვიდად არიან: აღარ დარჩებიან მათი შვილები მშიერი! მადლობა ყველას, ვინც დახმარების ხელი გაუწოდა ოზაშვლების ოჯახს! სახლი, რომელიც ადრე ოზაშვილების ოჯახის დროებითი თავშესაფარი იყო, ნამდვილი საშინელება გახლდათ. ყველაფერი ჭრიალებდა და იშლებოდა, წრუწუნები დარბოდნენ ფეხქვეშ. სახლში, რომელიც სრულიად ცარიელი და შიშველი კედლებით იყო,  სამივე ერთად ტიროდა: დედა ლია და მისი ორი პატარა შვილი — ანა-მარია და ლაზარე. სუფრაზე დასადები რამე კი არა, მაგიდაც არ ჰქონდათ. ანა-მარია განუწყვეტლივ იმეორებდა: „პური, დედიკო, პური…“ ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრების მიმართ ჩვენი მადლიერების სიტყვებით გამოთქმა რთულია! თქვენ ახალგაზრდა ოჯახს აჩუქეთ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა: საკვები, საოჯახო ტექნიკა, ავეჯი.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

დაუჯერებელი საშინელება ხდება! გულგრილს თუ დაგვტოვებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანობა არ გაგვაჩნია! ღმერთმა ხომ, თავის ხატად და მსგავსად შეგვქმნა! და თუ, არ არის ასე – ეს სამყაროს აღსასრულს ნიშნავს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ასე გამოიყურება ბავშვი რომელიც შიმშილობს! ანა-მარია მთელი ღამე ტიროდა, დედიკოს ლუკმა პურს სთხოვდა, ერთ ნამცეცს მაინც… მაგრამ ერთი ნამცეცი პურიც კი არ არის ამ სახლში! აქ უკიდურესმა გაჭირვებამ, საშინელმა თაგვებმა და ვირთხებმა დაიდეს ბინა!

აი, ამ ვირთხამ წაიღო უკანასკნელი ლუკმა პური, რომლის იმედიც ჰქონდა დედას. ახლა, ვეღარ დაამშვიდებს ბავშვებს. მთელი დღე  იტირებენ.

უფლის წყალობით, თუ არასოდეს გინახავთ მშიერი ბავშვები, თვალს ნუ აარიდებთ… ჩახედეთ თვალებში 3 წლის ულამაზეს ანა-მარიას. ნუთუ, ტანჯვისთვის და შიმშილისთვის გაჩნდნენ ეს ბავშვები ამ ქვეყნად?! არ ვიცით, ვის უნდა დავუსვათ ეს კითხვა?!..

წაიკითხეთ და დაწერეთ კომენტარები, მეგობრებო! რა თქმა უნდა, ერთობლივი ძალებით დავეხმარებით! მაგრამ, რაც უფრო მეტი კომენტარი დაიწერება, მით უფრო მეტი შანსი ექნებათ ამ ბავშვებს, დახმარება მიიღონ ადგილობრივი შეძლებული თანამდებობის პირების მხრიდან, ვინც უბრალოდ ვერ ამჩნევს ამ საბრალო ოჯახს!

მისი ძმა ლაზარეც გაუჩერებლად ტირის, მუცლის ტკივილი აწუხებს და იკრუნჩხება. ბავშვი დაბადებიდან არის მიჩვეული ასაკისთვის შეუფერებელი, იმ საკვების ჭამას, რასაც მისცემენ, სახლში რაც ექნებათ…

აი, ეს კერძი მოამზადა დედამ იმისგან, რაც სახლში ჰქონდა. ლობიო, კარტოფილი და ხმელი პურიც კი ერთად ჩაყარა. ფაშისტებიც კი უკეთეს საჭმელს აჭმევდნენ ტყვეებს!!!

ეს კი, რაც მეზობლებმა მიაწოდეს ცოტა ხნის წინ, იმ საჭმლის ნარჩენია. მაცივარი არ აქვთ და ფუჭდება ყველაფერი

ანა-მარიას საყვარელი ძამიკო – ლაზარეც გაუთავებლად ცრემლებს ღვრის, მაგრამ მისი მდგომარეობა ბევრად მძიმეა, შიმშილის გამო, ბავშვს საშინელი მუცლის ტკივილი აწუხებს!

ლია: არ ვიცი, რა მოვიმოქმედო, ამ მდგომარეობიდან როგორ ვნახო გამოსავალი. არავინ მყავს, გვერდით რომ დამიდგეს. ახლობლები ვერ მეხმარებიან. უკვე მრცხვენია, უცხოებს რომ ვთხოვო. ჩვენი მეზობლები რომ არა, შიმშილით დაიხოცებოდნენ ჩემი შვილები დიდი ხნის წინ. შემწეობის თანხა არაფერში გვყოფნის, იმ კაპიკებით კი, რასაც შოულობს ჩემი ქმარი, რამდენიმეჯერ სადილის მომზადებას თუ მოვახერხებ.

ეს არის ორი მშიერი ანგელოზის მოსიყვარულე დედიკო – ლია! რა ლამაზი ბავშვები გაუჩინა ჩვენს საქართველოს! მეუღლე ჰყავს და მუშაობს კიდეც, მაგრამ არაფერში ჰყოფნით ეს შემოსავალი და ბავშვები მშივრები არიან თითქმის მთელი თვე!

 – ყოველთვის ასეთ გაჭირვებაში ცხოვრობდით, ლია? 

 ლია: ერთი წლის წინ, მეფეებივით ვცხოვრობდით! მეუღლე ფერმაში მუშაობდა და კარგი ანაზღაურებაც ჰქონდა. კანფეტებიც კი მოჰქონდა ხოლმე!.. მაგრამ, ის ფერმა აღარ არსებობს და ჯერჯერობით, ვერ ნახა მუდმივი სამსახური! არანაირ სამუშაოს არ თაკილობს! შავი მუშაა. რამდენიმე დღის წინ, 10 ლარი გადაუხადეს და უკლებლივ სახლში მოიტანა ეს თანხა!

სამი წლის ასაკში, ანამ უკვე იცის ლობიოს ხარშვა! რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ აქვთ! მაგრამ, ყურადღებას თუ არ მიაქცევენ, ვერ მოითმენს და უმით დაიწვავს პირს! თავის ძამიკოსაც აჭმევს, რომელსაც მუცელი სტკივა! ღმერთო, ღმერთო, ნუთუ, ეს სინამდვილეში ხდება?!

არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც ჩვენს პოსტებს კითხულობს და ამბობს: „რას აჩენდა?!“

ჩვენი პასუხი ასეთია: „ბედნიერებაა, ჯანმრთელი შვილები! ნამდვილად უფლის საჩუქარია! ბავშვები საქართველოს მომავალია! მთავარია, ჯანმრთელად იყვნენ! ვინ იცის, იქნებ, რომელიმე მათგანი საქართველოს პრეზიდენტიც კი გახდეს! თეორიულად, ისეთივე შანსები აქვს, როგორც ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ნებისმიერ ბავშვს! რა თქმა უნდა, თუ ჩვენ მათ სიცოცხლეს ვაჩუქებთ! მაგრამ, საკითხავია, რა მომავალი ელის საქართველოს, თუ ჩვენ ერთი ოჯახი არ ვართ?! „ყოფნა?.. არ ყოფნა?.. ეს არის საკითხავი.“ – საუკუნეების წინ ასე ამბობდა პრინცი ჰამლეტი! რა კარგი და ბრძენი ტახტის მემკვიდრე იყო! მაგრამ… მოიწამლა და დაიღუპა! ნუ დავღუპავთ ჩვენს მომავალსაც, რომელშიც ჩვენმა საკუთარმა შვილებმა უნდა იცხოვრონ!

მეგობრებო, აჩვენეთ ეს სურათები თქვენს პატარებსაც! ისინიც სიკეთის კეთებას მიაჩვიეთ, საკუთარი მშობლებით რომ იამაყონ! დაე იცოდნენ, რომ მათ გასაჭირში არ მიატოვეს, ეს სამწუხაროდ არა ზღაპრის, არამედ ჩვენი სევდიანი ისტორიის გმირები!

– არავინ გეხმარებათ? 

ლია: 12 დედმამიშვილი მყავს, ძალიან შეჭირვებულ ოჯახში გავიზარდე. მეუღლის ოჯახსაც არ ულხინს. გარდა ამისა, ძალიან გაგვინაწყენდნენ, როდესაც ოჯახი შევქმენით. არ უნდოდათ. ორივეს მშობლები წინააღმდეგი იყვნენ. ერთი მხრივ, მესმის მათი. შვილები რომ გავაჩინე, ჩემთვის უფრო გასაგები გახდა ჩემი მშობლების შეხედულება. 15 წლის ვიყავი, ჩემი მეუღლე კი 19-ის, როდესაც ოჯახი შევქმენით. რა თქმა უნდა, ორივესთვის ნაადრევი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ, როგორც ამბობენ, გულს ვერ უბრძანებ. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და ეს გვეხმარება, ცხოვრებაში ასეთ საშინელ პერიოდს რომ გავუმკლავდეთ. სხვა საჭიროებებზე აღარც ვსაუბრობ, დღეს, ჩემთვის მთავარი არის, ბავშვებმა რომ არ იშიმშილონ. ტელევიზორს ვურთავ ხოლმე, რომ გავართო. ეს მეხმარება. უყურებენ და ავიწყდებათ. მაგრამ, სულ ცოტა ხნით. მეორე დღეს კი, გაუჩერებლად ტირიან ისევ!

ბავშვების ერთადერთი გასართობი, მეზობლისგან ნათხოვარი ძველი ტელევიზორი არის. რომ შიათ, დედა მხოლოდ ასე თუ გადაატანინებს ყურადღებას

– დიახ, როგორც თქვით, მთავარია, ოჯახში სიყვარული რომ იყოს, მაგრამ, როდესაც ბავშვებს საჭმელი არ აქვთ, მხოლოდ სიყვარულით ვერ გაიტან თავს.

ლია: ძალიან დიდხანს ვიფიქრე, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი და მოგმართავდით. ვიცი, შეჭირვებულები არავის უყვარს და კიცხავენ. ვიცი, ახლა დაიწყებენ წერას: „თუ ვერ ინახავს, რაღას აჩენდა? უჭირთ, ბავშვებს აჩენენ, მერე კი ითხოვენ დახმარებას…“ ვიცი, მაგრამ უკვე შეგუებული ვარ ამ აზრს. ასე თუ ვილაპარაკებთ, ოჯახის შექმნის და შვილების გაჩენის უფლება  მხოლოდ შეძლებულ ადამიანებს აქვთ. ჩვენ კი, უსახლკაროებმა და შეჭირვებულებმა, ხმა არ უნდა ამოვიღოთ და არ გამოვჩნდეთ საერთოდ. განა, ჩვენ არ გვაქვს სიცოცხლის უფლება? თუ ღმერთმა მხოლოდ მდიდრებისთვის შექმნა ეს სამყარო?

 „ნუთუ, მხოლოდ მდიდრებს აქვთ შვილების გაჩენის უფლება? ნუთუ, მე ამ საოცარი ბავშვების დედობის უფლება არ მაქვს?“

– რას ამბობთ, ლია, ასე ნუ ფიქრობთ! ვინ იტყვის იმას, რომ თქვენს შვილებს სიცოცხლის უფლება არ აქვთ? აბა, ჩვენ რისთვის ვარსებობთ?

ლია: ვიცი, რომ გამიგებთ. ერთი წლის წინ, ძალიან ბედნიერები ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ჭერი არ გვაქვს და სხვის სახლს ვაფარებთ თავს, უფალი ყოველთვის გვიგზავნის კეთილ ადამიანებს, ვინც უფასოდ ცხოვრების უფლებას გვაძლევს, რადგან უბრალოდ ვერ შევძლებთ ქირის გადახდას.

 „ერთი წესიერი ნივთიც კი არ გვაქვს. ყველაფერი დანგრეულია ისევე, როგორც ჩვენი ცხოვრება“

– ლია, როგორ უმკლავდებით ასეთ მძიმე მდგომარეობას, რომელიც დღითიდღე უარესდება?

ლია: გაუსაძლისია. ყველანაირი შესაძლებლობა ამოვწურეთ. ბავშვები ტირიან შიმშილისგან, მე კი ვერაფერს ვშველი. დახმარება გვჭირდება, თორემ, ჩემი შვილები სიკვდილის პირას აღმოჩნდებიან. ნამდვილი ჯოჯოხეთია. დედა ვარ და ჩემი შვილებისთვის ნორმალური საჭმელი არ მაქვს. მუცელი სტკივათ და გულამოსკვნილი ტირიან, მე კი წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ იხოცებიან ჩემს თვალწინ. არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო. გული მისკდება, რადგან ვერაფერს ვშველი. თავს ვგრძნობ სრულიად უმწეო დედად, რადგან არ მაქვს საშუალება, ჩემს შვილებს ყველაზე უბრალო პირობებიც რომ შევუქმნა.

 „მომავალზე რომ ვფიქრობ, თვალწინ საშინელი სურათი წარმომიდგება, თითქოს, ჩემი შვილები შიმშილით იხოცებიან“

– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ოჯახის მომავალი იმ შემთხვევაში, თუ ვერ მიიღებთ დახმარებას?

ლია: მხოლოდ სიბნელეს და სიცარიელეს ვხედავ. დახმარებას თუ ვერ მივიღებთ, დავკარგავთ შვილებს და იმედს. აუტანელია ამაზე ფიქრი. განსაკუთრებით იმაზე, რომ შიმშილით დამეხოცება ბავშვები. ეს ფიქრი მკლავს, მათ ღამით გვერდით რომ მივუწვები.

 „აი ახლა, მამიკო ჯართს ჩააბარებს, რომელსაც რამდენიმე დღე აგროვებდა. მერე კი, იმ ფულით ბავშვებს პურს უყიდის და ცოტა მაკარონსაც, თუ მოხერხდება.“ 

ეს ისტორია არ გახლავთ უბრალოდ ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება. ეს არის დახმარების მუდარა მშვიდობიან დროს. ლია და მისი შვილები შიმშილის ხაფანგში აღმოჩნდნენ, დრო კი არ იცდის. თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული ამ ბავშვების გადარჩენა. ნუ დარჩებით გულგრილი ამ ტრაგედიის მიმართ.

გავერთიანდეთ, რათა ჩვენი დახმარებით, ოჯახმა თავი დააღწიოს ამ კოშმარს. გააზიარეთ ეს პოსტი, თქვენი მეგობრებისა და საზოგადოების ყურადღება რომ გაამახვილოთ მშიერი ბავშვებისა და სასოწარკვეთილი დედების პრობლემაზე. ნუ დარჩებით გულგრილი! ანა-მარიას და ლაზარეს, სწორედ თქვენი თანადგომა გადაარჩენს.

ბავშვები შიმშილით არ უნდა იტანჯებოდნენ. მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ ოჯახს ტრაგედია ავარიდოთ. გააზიარეთ, მიეცით ამ ბავშვებს ნორმალური ცხოვრების შანსი! ერთად ხომ, სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი კოდა.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

 (დანიშნულება: ოზაშვილების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 კორ.: ნინო 

ჩემი ოცნებაა, სიღარიბეს თავი დავაღწიოთ. გმადლობთ, ფეხზე წამოდგომაში რომ დაგვეხმარეთ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

პატარა ანა-მარიამ ახალი სიტყვა ისწავლა — „ლამაზი“! ახალ ნივთებს რომ ხედავს, მაშინ ამბობს

სახლი, რომელიც ადრე ოზაშვილების ოჯახის დროებითი თავშესაფარი იყო, ნამდვილი საშინელება გახლდათ. ყველაფერი ჭრიალებდა და იშლებოდა, წრუწუნები დარბოდნენ ფეხქვეშ. სახლში, რომელიც სრულიად ცარიელი და შიშველი კედლებით იყო,  სამივე ერთად ტიროდა: დედა ლია და მისი ორი პატარა შვილი — ანა-მარია და ლაზარე. სუფრაზე დასადები რამე კი არა, მაგიდაც არ ჰქონდათ. ანა-მარია განუწყვეტლივ იმეორებდა: „პური, დედიკო, პური…“

ცარიელ, ავარიულ სახლში თაგვები დარბოდნენ და ცხოვრობდა პატარა ლამაზი გოგონა

ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრების მიმართ ჩვენი მადლიერების სიტყვებით გამოთქმა რთულია! თქვენ ახალგაზრდა ოჯახს აჩუქეთ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა: საკვები, საოჯახო ტექნიკა, ავეჯი.

— ლევან, ასეთ სიტუაციაში რა დაგეხმარათ ყველაზე მეტად? სად და რა პირობებში ცხოვრობთ ამჟამად? გვიამბეთ.

ლევანი (ბავშვების მამა): სასოწარკვეთილი ვიყავი იმ დღეს, როდესაც ჩვენი ოჯახისა და საშინელი საცხოვრებელი პირობების გადასაღებად მოხვედით. დილიდან სამუშაო ვერ ვიშოვე (შავი მუშა ვარ) და სახლში მხოლოდ პურის მოტანა მოვახერხე.

გაგიკვირდებათ, ალბათ, მაგრამ იმ ყველაფრიდან, რაც გვაჩუქეთ, ყველაზე მეტად საჭმელი გამიხარდა, საკვები პროდუქტები. დავმშვიდდი, რადგან, როგორც იქნა, ჩემს გოგონასა და ბიჭს დავაპურებდი. ძალიან ვდარდობდი მათ გამო.

ლევანი: „ბავშვები შიმშილობდნენ და ამიტომ საჭმელი გამიხარდა ყველაზე მეტად!“ლია (ბავშვების დედა): პროექტის მსვლელობის პერიოდში მაღაზიაში მივდიოდი და უამრავი რამ მომქონდა! ხორცის პროდუქტები, რომელიც ანა-მარიას ძალიან უყვარს, გემრიელად შეექცეოდა და დამატებასაც ითხოვდა.

ამჟამად კახეთში, დედოფლისწყაროში ვცხოვრობთ, საჩუქრებიც აქ მოგვიტანეს.

ლევანი: „ძალიან კარგი და გამგები მეუღლე მყავს, გაჭირვების გამო არასდროს მსაყვედურობს. მაგრამ მეც ხომ ვხედავდი, როგორ წვალობდა, ხელით რომ რეცხავდა სარეცხს. ახლა ლია კმაყოფილია და მეც მასთან ერთად“ახლა გაზქურაზე ვამზადებ საჭმელს, შეშის ღუმელზე კი არა. გვეღირსა. წვნიანებს, პიურეებსა და ფაფებს ვუმზადებ ჩემს შვილებს — ყველაფერს, პატარებმა რაც უნდა ჭამონ. მაგიდასთან ვსხდებით ადამიანურად. მადლობა, ხალხო! ის ჩვენი კოჭლი მაგიდა ხომ გახსოვთ, ცხიმით დალაქავებულ კედელთან რომ იდგა? მსგავსიც აღარაფერია! უმაღლეს დონეზე ვსაუზმობთ და ვსადილობთ ახლა — სუფთად და ლამაზად! ფეხზე მდგომი აღარავინ ჭამს, შეგვიძლია ყველანი ერთად დავსხდეთ სუფრასთან. აბა!

ლია: „ყველანი ერთად ვსადილობთ, უმაღლეს დონეზე. სკამებიც ყველასთვის საკმარისი გვაქვს!“ლევანი: იმ დაწყევლილ სახლში კი არ ვიცოდით, ქვაბი სად დაგვედო, თაგვი რომ არ ჩამძვრალიყო. თაგვიც რომ არა, მაცივრის გარეშე ყველაფერი მეორე დღესვე გვიფუჭდებოდა. გვიფუჭდებოდა სიმწრით და მძიმე შრომით ნაშოვნი საჭმელი. ახლა ამ ყველაფერს ბოლო მოეღო უკვე. მშვენიერი მაცივარი გვაქვს!

ლევანი: „ახლა, რასაც ვშოულობ, ყველაფერი მაცივარში ინახება. ბავშვების საჭმელს ვეღარ შეგვიჭამს ვერცერთი თაგვი!“ლია: შეგვიძლია გამოვიძინოთ, ამდენი თვის დაღლილობას ვემშვიდობებით ნელ-ნელა. ერთია, რკინის საწოლზე ჩავარდნილ ლეიბზე წოლა, როდესაც ისე გრძნობ თავს, თითქოს გცემეს. ნორმალური, კომფორტული საწოლი კი სულ სხვაა, როდესაც ლეიბი მორგებულია ხერხემალზე. უფრო გვიან ვდგებით მეც და ბავშვებიც, ნუ დამძრახავთ ამისთვის. ადრე ნორმალურ პირობებში ცხოვრების ფუფუნებას მოკლებულები ვიყავით.

ლია: „ამ საწოლებზე ზურგი ისვენებს. ოჰ, მთელი ოჯახი როგორ ვწვალობდით ადრე!“

ასეთი საწოლები რომ გვაქვს, ახლა შეგვიძლია ძილის გუდები ვიყოთ. ამდენი ტანჯვის მერე ჩვენთვის ყველაფერი შეიძლება!ლია (შვილს მიმართავს): ანა-მარია, დაუწიე ტელევიზორს ხმა, დეიდას ვესაუბრები.

— ტელევიზორი თვითონ ჩართო?

ლია: ვაიმე, ისეთი ნიჭიერი და ცელქია! ყველაფერი უცებ აითვისა, აქეთ გასწავლით, ისეთია (იღიმის). რთავს და თიშავს კიდევაც, youtube-შიც დაძვრება. ყველა არხს ათვალიერებს, ყველაფერი იცის. პულტი თუ ჩაიგდო ხელში, მორჩა! ჩვენ ვეღარაფერს ვუყურებთ. მხოლოდ „მუტფიმი, მუტფიმი“, მულტფილმი ანუ.

ანა-მარიას განკარგულებაშია ეს ტელევიზორი, იმდენ მულტფილმს აჩვენებს, რამდენსაც უბრძანებს!ახალი ტელეფონი რომ მაჩუქეთ, იქაც ჩაძვრა! ტელეფონით გვიღებს ფოტოებს ყველას: თავის ძამიკოს, ლევანს, მე. ფეისბუქსა და ტიკ-ტოკზეც შეუძლია სურათის ატვირთვა. აბა!

— ფონდის მეგობრებიდან ვინმე პირადად თუ გაიცანით? 

ლია: ძალიან თბილი და გულკეთილი გოგონები გვესტუმრნენ თბილისიდან. ყველაფერი ჩამოგვიტანეს, ბავშვებს რაც სჭირდებოდათ: ტანსაცმელი, შამპუნი, სველი ხელსახოცები, პროდუქტები, ტკბილეული. ანა-მარიას ჩვენი სტუმრები ძალიან მოეწონა, მთხოვდა, არ გამეშვა, რომ დარჩენილიყვნენ და ეთამაშათ (იღიმის).

სამწუხაროდ, არ მოგვეცა შესაძლებლობა, სხვა ადამიანებიც გაგვეცნო, ვინც დაგვეხმარა. მაგრამ უდიდესი მადლობა მინდა გადავცე ყველას! ღმერთმა ყოველგვარი სიკეთე მოგცეთ: ჯანმრთელობა, წინსვლა და სიხარული! ბედნიერ და უდარდელ ცხოვრებას გისურვებთ. მუდამ ვილოცებ თქვენთვის!

ლევანი: ჯანმრთელობას გისურვებთ, პირველ რიგში! მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გაჭირვებიდან ამოსვლაში გვეხმარებით. ჩემი ოცნებაა, ჩვენმა ოჯახმა სიღარიბეს და სიღატაკეს თავი დააღწიოს. თქვენი დახმარება საქართველოში კიდევ ძალიან ბევრს სჭირდება. აქ ცხოვრობს უამრავი უბედური და გაჭირვებული ადამიანი. დაე, წყალობის გამცემის ხელი ცარიელი არასდროს დარჩეს! ასეთ კეთილშობილურ და ღირსეულ საქმეს რომ აკეთებთ, თავად უფალი გეხმარებათ.

— ლია და ლევან, რა დახმარება გჭირდებათ დღევანდელი მდგომარეობით?

ლევანი: მინდა, მადლობა გადაგიხადოთ და გითხრათ, რომ ყველაფერი მშვენივრად არის. მაგრამ პრობლემებსაც ვერ დაგიმალავთ. იმ საშინელ სახლში ცხოვრებას უკვალოდ არ ჩაუვლია. ანა-მარიას კრამიტის ნატეხი დაეცა თავში და ტრავმა აქვს მიღებული. რამდენიმე თვის წინ მომხდარი ამბავია. გახსენებაც არ მინდა, ისეთი დღეები გადავიტანეთ. კეთილი ადამიანები წამლებით დაგვეხმარნენ, დროულად გავაკეთეთ ყველაფერი, რაც საჭირო იყო. მაგრამ, ჰემატომა ბოლომდე არ არის გაწოვილი, ანა-მარია გაძლიერებულ კვებას საჭიროებს. მთელი გულით გთხოვთ, დაგვეხმარეთ.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

გაჭირვებას ერთ დღეში ვერავინ დააღწევს თავს. საშიშ პირობებში ცხოვრება კი ყოველთვის აისახება ჯანმრთელობაზე. თქვენთან ერთად ჩვენს თანამოქალაქეებს ვეხმარებით, სიღატაკეს, ავადმყოფობასა და საშინელ საცხოვრებელ პირობებს თავი რომ დააღწიონ. თქვენი დამსახურებით უკეთესობისკენ შეიცვალა ოზაშვილების ოჯახის ცხოვრება. მაგრამ პატარა გოგონას, ანა-მარიას, ჩვენი თანადგომა ჯერ კიდევ სჭირდება.

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი გაჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge  

თქვენი სიკეთე — არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

 (დანიშნულება: ოზაშვილების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ.: მედეა

 

 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2024 აპრ 17
პროდუქტები
201.36₾
2024 აპრ 17
პროდუქტები
249.18₾
2024 აპრ 17
საყოფაცხოვრებო ტექნიკა,ტელეფონი
2145.00₾
2024 აპრ 17
საწოლი,მაგიდა და სკამი
2590.00₾
2024 აპრ 25
გაზქურა
500.00₾
2024 მაი 12
პროდუქტები
260.76₾
2024 მაი 22
პროდუქტები
252.95₾
31.05.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
1490.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კახიძე როსტომ
01.06.2024 00:00:00
₾100.00
ნიკა გაბაძე
10.06.2024 00:00:00
₾5.00
დეკანოსიძე მარიამ
10.06.2024 00:00:00
₾3.00
ჩახალიან სტეპან
10.06.2024 00:00:00
₾5.00
ვერულიძე ლერი
08.06.2024 00:00:00
₾20.00
ნანავა ლუკა
08.06.2024 00:00:00
₾7.00
ასათიანი ნინო
08.06.2024 00:00:00
₾2.00
მაკა შარაბიძე
06.06.2024 00:00:00
₾100.00
ანონიმი
06.05.2024 23:18:36
₾10.00
ცხვარაშვილი მარინა
06.05.2024 20:00:00
₾5.00
ანონიმი
01.05.2024 23:02:55
₾10.00
თათია პაპუნიძე
27.04.2024 20:00:00
₾2.00
დეკანოსიძე მარიამ
21.04.2024 20:00:00
₾1.00
კობახიძე ლევან
17.04.2024 20:00:00
₾5.00
ქვარცხავა დიმიტრი
12.04.2024 20:00:00
₾10.00
ანონიმი
11.04.2024 15:45:56
₾5.00
ბიჭიკაშვილი ლია
10.04.2024 20:00:00
₾50.00
ანონიმი
10.04.2024 07:58:40
₾5.00
ჩემია ანა-მარია
07.04.2024 20:00:00
₾2.00
გოგიაშვილი მარიამი
07.04.2024 20:00:00
₾10.00

შემოწირული:

₾7,689.13

570 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირული:

₾7,689.13

570 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება