რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ძალიან სევდიანი ისტორია
დახარისხება:
მრავალშვილიანი ოჯახები
ეს ბავშვები სამშობლოს, ამაყი საქართველოს დატოვებაზე არც კი ფიქრობენ! ასეთ მდგომარეობაში რატომ არიან?.. ზანაძეების ოჯახში 6 ანგელოზი მუდმივად შიმშილობს! ბავშვებს რომ ვკითხე, არცერთ მათგანს არ ახსოვდა ბოლოს სადილი როდის ჭამეს. მათი საუზმე, სადილი და ვახშამი ხმელი პურია. გმადლობთ, მთელი საქართველოს სახელით მადლობას გიხდით, ოჯახის კეთილო მეზობლებო! თავად შეჭირვებულები, ყოველთვის უწილადებთ საკვებს მშიერ პატარებს. იცოდეთ, სწორედ ასეთი ადამიანები ინახავენ დიდ ქართულ ტრადიციებს. ღმერთმა ჯანმრთელობა და ბედნიერება მოგცეთ თქვენ და ყველა გულისხმიერ ადამიანს! ჩვენი ფონდი მადლობელია და თქვენ წინაშე ქედს იხრის!
შემოწირულია
₾2,998.61
დონორი
179
ავადმყოფი ზრდასრულები
„იცით, ყველაზე ბედნიერი ვიქნები ზეცაში, თუ ჩემი რჩევები რამდენიმე ქალის სიცოცხლეს მაინც გადაარჩენს საქართველოში! კიბო ხომ, ვერაგულად იპარება ჩვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილში და მაშინ გვირტყამს, როდესაც მკურნალობა უკვე გვიანი არის!”
₾11,138.06
844
მარტოხელა მოხუცები
ეს 84 წლის თამილა გაგუაა. მისი ცხოვრება ისეთი ტრაგიკულია, რომ ალბათ, თავად ღვთისმშობელიც კი ცხარე ცრემლებით ტირის… ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ, ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ. ეს არის ტრაგედია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შემორჩება ისტორიას. ყველაფერი მრავალი წლის წინ, ზამთრის ერთ თოვლიან დღეს დაიწყო, როდესაც სოფელ ჭოგნარში, მარტოხელა ქვრივ მოხუცს მისმა ერთადერთმა ვაჟმა ჩამოაკითხა ქალაქ კალინინგრადიდან (სადაც ის ჯარში მსახურობდა). ვაჟი იქ დაქორწინებულიყო. რძალს ისე დახვდა თამილა ბებო, როგორც საკუთარ შვილს. თუმცა ყველაზე მთავარი წინაა. როდესაც ერთი წლის თვალებბრიალა ბიჭი დაინახა თავისი ვაჟის ხელებში თამილა ბებომ, მაშინვე მიხვდა, რომ მისი შვილიშვილი იყო და ბედნიერებისგან კინაღამ გონება დაკარგა.
₾3,639.41
312
ავადმყოფი ბავშვები
გაღვიძებისთანავე, უპირველეს ყოვლისა, საბა სინათლეს ანთებს და საკუთარ ხელებს უყურებს. „დღეს, – გვეუბნება მომხიბვლელი ღიმილით, რადგან არ სურს, არც კორესპონდენტს, ანუ მე, არც თავის საყვარელ დედიკოს გული რომ გვატკინოს, – ძალიან გამიმართლა, გავიღვიძე და ჯერ არ წამერთვა თვალის ჩინი. მხედველობის ოცდაათი პროცენტი მაქვს შენარჩუნებული ერთ თვალში. საკუთარ ხელებს ვხედავ და ეს ნიშნავს იმას, რომ უბედნიერესი ბიჭი ვარ ამქვეყნად! პირს ვიბან, მერე კი დედას ვეხუტები! რა ლამაზია მისი სახე! როგორი თბილი და მოსიყვარულე ხელები აქვს!“ მაგრამ… უფალი დიდია! თურქეთში არის ექიმი, რომელიც 15 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში, ჩემს შვილს რქოვანას გადანერგვისა და მხედველობის მეტწილად აღდგენის გარანტიას იძლევა! წარმოგიდგენიათ?! საბას დაუბრუნდება მხედველობა! ის ხომ ძალიან ჭკვიანი ბიჭია! თანაც, რა ღიმილი აქვს! მას მთელი ქვეყანა შეიყვარებს! საკუთარი შრომით შეძლებს ამ ვალის გადახდას, სადაც არ უნდა იმუშაოს! ის ხომ არაჩვეულებრივი ადამიანია!
₾6,487.48
448
დაგვეხმარე, უფალო, რომ ბრწყინვალე აღდგომის დღეებში ჩვენი სულები სიკეთითა და თანაგრძნობით გავუხსნათ ღმერთს!მას შემდეგ, რაც მრავალი ათასი წლის წინათ ღმერთი გამოეცხადა ადამიანებს ცეცხლში, ის ყოველთვის აგიზგიზებს მორწმუნეთა გულებსა და სულებს სიყვარულითა და თანაგრძნობით! ეს საშინელი ამბავი არის შესაძლებლობა, დავუმტკიცოთ შემოქმედს, რომ საქართველოში ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ჩვენს ქვეყანაში „სხვისი დარდი“ არ არსებობს! სწორედ ამით განსხვავდებიან საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს სხვა ერებისგან! ირაკლი (12 წლის): მე და ჩემს ძმას ცეცხლის ხმაზე გაგვეღვიძა. კედლები იწვოდა. მე და ჩემი უმცროსი ძმა რეზო ძლიერი კვამლის გამო ვიხრჩობდით და სიკვდილს პირველად ჩავხედეთ თვალებში, მაგრამ მხოლოდ პატარა სესილის გადარჩენაზე ვფიქრობდით! ღმერთს ვევედრებოდით, ჩვენი დაიკო გადაერჩინა! ერთ წამში ჩვენი ბედნიერი ცხოვრება ფერფლად და ნაგვის გროვად იქცა!
₾6,237.57
370
ქავილის გამო, ჩვილი დღედაღამ ტირის! „ნიკოლოზის სხეული მთლიანად დაფარულია წყლულებით. კანი დახეთქილი აქვს, ექავება და სისხლი ჟონავს. ლამისაა კანი აიგლიჯოს, ისე იტანჯება, ჩვენ არ ვაძლევთ საშუალებას, რომ მოიქავოს და ისე ღრიალებს, რომ ჩემს მძიმედ დაავადებულ მეუღლესა და დედას გული უსკდებათ ხოლმე! – ამბობს მარიამი, ბიჭუნას დედა. – ასეთ დღეში ჩაგვაგდეს ექიმებმა, ვინც არასწორად დაუსვა დიაგნოზი. შეხედეთ, რა საყვარელია! საბრალო, ერთი კვირა გაატარა რეანიმაციაში და ძლივს გადაურჩა სიკვდილს!“
₾14,080.83
1029
„რა კარგია, რომ გვესტუმრე! – ჩვენ შესახვედრად გამორბის 6 წლის თევდორე. – ოღონდ მერე კიდევ მოდი, კარგი? საჭმელი რომ გვქონდეს და შენი გამასპინძლებაც შევძლოთ!“ „დიახ, ფული რომ ერიცხება, დედა გემრიელ საჭმელებს გვიკეთებს, – გვიხსნის 9 წლის ანასტასია. – მაგრამ ეს იშვიათად ხდება“.
₾1,895.50
139
როგორც აღმოჩნდა, საქართველოსთვის კი არა, საბჭოთა კავშირისთვის ვიბრძოდი – ასეთი პასუხი გამცა ჩვენმა მთავრობამ.
₾725.00
57
გაჭირვებულები
მშობლები მშვიდად არიან: აღარ დარჩებიან მათი შვილები მშიერი! მადლობა ყველას, ვინც დახმარების ხელი გაუწოდა ოზაშვლების ოჯახს! სახლი, რომელიც ადრე ოზაშვილების ოჯახის დროებითი თავშესაფარი იყო, ნამდვილი საშინელება გახლდათ. ყველაფერი ჭრიალებდა და იშლებოდა, წრუწუნები დარბოდნენ ფეხქვეშ. სახლში, რომელიც სრულიად ცარიელი და შიშველი კედლებით იყო, სამივე ერთად ტიროდა: დედა ლია და მისი ორი პატარა შვილი — ანა-მარია და ლაზარე. სუფრაზე დასადები რამე კი არა, მაგიდაც არ ჰქონდათ. ანა-მარია განუწყვეტლივ იმეორებდა: „პური, დედიკო, პური…“ ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრების მიმართ ჩვენი მადლიერების სიტყვებით გამოთქმა რთულია! თქვენ ახალგაზრდა ოჯახს აჩუქეთ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა: საკვები, საოჯახო ტექნიკა, ავეჯი.
₾7,689.13
570
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
მას შემდეგ, რაც რუსუდანი ჩვენთან მოვიდა, მისი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა, გოგონას მოეხსნა სტრესი, გახდა კომუნიკაბელური, აქტიური და საკმაოდ სიმპათიური…
სამი წლის, ფეხშიშველი საბა გაყინულ, ბეტონის იატაკზე, ჩვენთან შესახვედრად გამოიქცა… სიყვარულის საოცარი ისტორია, მხიარული ბიჭუნა საბა და მშვენიერი გოგონა, ანა – სულ ეს არის ქაჯაიების ოჯახის მთელი სიმდიდრე. მაგრამ სამაგიეროდ, რა ძლიერები არიან ისინი სულითა და უფლის რწმენით!
₾1,019.50
94
ხათუნა 29 წლის არის. გაჭირვებით იხსენებს, ბოლოს როდის დადგა მიწაზე ფეხი, იმდენი ხანი გავიდა მას შემდეგ. „სიზმარშიც კი ვერ ვიხსენებ, როგორ დავდიოდი. – დანანებით ამბობს ხათუნა. – ის კი მახსოვს, რომ არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო!“ დედა გახდა მისი ხელებიც და ფეხებიც. დედა გახდა მთელი სამყარო საბრალო ხათუნასთვის. თანატოლები, ისე ექცევიან, როგორც პატარას, ბავშვებს ეშინიათ და თითს იშვერენ მისკენ… ეს ძალიან მტკივნეულია. რამდენჯერ მოუკლა ამ ყველაფერმა, ხათუნას და მის მფარველ ანგელოზს – დედას, დარეჯანს, ისედაც ნატანჯი გული.
₾4,295.15
296