რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ჩემთან მეგობრობა არავის უნდა! მაგრამ, მე ხომ ადამიანი ვარ!

calendar მაისი 23, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ხათუნა 29 წლის არის. გაჭირვებით იხსენებს, ბოლოს როდის დადგა მიწაზე ფეხი, იმდენი ხანი გავიდა მას შემდეგ. „სიზმარშიც კი ვერ ვიხსენებ, როგორ დავდიოდი. – დანანებით ამბობს ხათუნა. – ის კი მახსოვს, რომ არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო!“ დედა გახდა მისი ხელებიც და ფეხებიც. დედა გახდა მთელი სამყარო საბრალო ხათუნასთვის. თანატოლები, ისე ექცევიან, როგორც პატარას, ბავშვებს ეშინიათ და თითს იშვერენ მისკენ… ეს ძალიან მტკივნეულია. რამდენჯერ მოუკლა ამ ყველაფერმა, ხათუნას და მის მფარველ ანგელოზს – დედას, დარეჯანს, ისედაც ნატანჯი გული.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ჩემთან მეგობრობა არავის უნდა! მაგრამ, მე ხომ ადამიანი ვარ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

29 წელია, დედა ხელით ატარებს თავის პატარა გოგონას
ხათუნა 29 წლის არის. გაჭირვებით იხსენებს, ბოლოს როდის დადგა მიწაზე ფეხი, იმდენი ხანი გავიდა მას შემდეგ. „სიზმარშიც კი ვერ ვიხსენებ, როგორ დავდიოდი. – დანანებით ამბობს ხათუნა. – ის კი მახსოვს, რომ არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო!“ დედა გახდა მისი ხელებიც და ფეხებიც. დედა გახდა მთელი სამყარო საბრალო ხათუნასთვის. თანატოლები, ისე ექცევიან, როგორც პატარას, ბავშვებს ეშინიათ და თითს იშვერენ მისკენ… ეს ძალიან მტკივნეულია. რამდენჯერ მოუკლა ამ ყველაფერმა, ხათუნას და მის მფარველ ანგელოზს – დედას, დარეჯანს, ისედაც ნატანჯი გული.

დედიკოს გარეშე, ხათუნა ერთ დღესაც ვერ იცოცხლებს 
ინტერვიუს ჩაწერა ძალიან გაგვიჭირდა. ჯერ დარეჯანი ტიროდა და ხათუნა ამშვიდებდა. მერე კი, თავად ხათუნა ტიროდა გულამოსკვნილი. დედა გულში იკრავდა, ოთახში დაატარებდა და ამშვიდებდა თავის გოგონას.
– დარეჯან, როდის შეიტყვეთ შვილის ავადმყოფობის შესახებ? დაბადებიდანვე ჰქონდა პრობლემები?
დარეჯანი: ხათუნა – პირველი შვილია. რამხელა სიხარული მოიტანა ჩვენს ოჯახში, ვერც კი წარმოიდგენთ. უზომოდ გამაბედნიერა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ თავადაც ბავშვი ვიყავი. დედა 22 წლის ასაკში გავხდი. გამოუცდელი ვიყავი, ყველაფრის მეშინოდა. რძით მოიწამლა, გული აერია. ჩემი ბრალი ეგონათ. ალბათ, რამე ისეთი ჭამაო. მაგრამ, ეს არ მთავრდებოდა.
– ექიმისთვის არ მიგიმართავთ?
დარეჯანი: როგორ არა?! ექიმმა მითხრა, რომ ძალიან ცხიმიანი რძე მქონდა და აჯობებდა, ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გადამეყვანა. ასეც მოვიქეცით. ფაფების მიცემის დრო რომ მოვიდა, ზოგ ფაფაზე ნორმალური რეაქცია ჰქონდა, მანის ფაფაზე – გულისრევა.

ხათუნას მთელი ორგანიზმი განადგურებული აქვს
ხათუნა: მე რომ ეს არ მახსოვს, დედა! ისიც არ მახსოვს, როგორ დავდიოდი… მეც ვიყავი როდესმე სხვა ბავშვებივით?
         დარეჯანი: ხათუნას ძალიან იშვიათი დაავადება სჭირს, ცელიაკია ჰქვია. დედამიწის მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლებს აქვს ეს დაავადება. ამ დაავადების დროს, ორგანიზმი ვერ ითვისებს გლუტენს – წებოვანას, რომელსაც შეიცავს მარცვლეული. ამიტომ, საკვების მიღების დროს, ადამიანი უბრალოდ იწამლება! მაგრამ საქართველოში, 30 წლის წინ, ვინ იცოდა ამის შესახებ რამე? არც არავინ. ამიტომ, ხან რაქიტს მკურნალობდნენ, ხან საჭმლის მომნელებელ სისტემას, ხან ღვიძლს, ხან თირკმელებს… ბავშვის მდგომარეობა კი, სულ უფრო მძიმდებოდა. ათი წლის ასაკში, მისმა სახსრებმა დეფორმაცია განიცადა, ძვლები – დასუსტდა, ხერხემალი კი, გაუმრუდდა.

„ძალიან მინდა, ნამდვილი მეგობრები რომ მყავდეს“

– როდის დაუსვეს ეს დიაგნოზი?
დარეჯანი: 10 წლის ასაკში. ლოგინიდან ვეღარ ადგა, ნაბიჯი ვერ გადადგა, ყველაფერი სტკიოდა. ტიროდა, კიოდა, მეხვეწებოდა: მიშველეო! მაგრამ, ვერაფერი გავუგეთ, ვერაფერი გავაკეთეთ. მერე, თბილისში, ერთ-ერთმა ექიმმა მისი ანალიზების გერმანიაში გაგზავნა გვირჩია. სწორედ იქ დაუსვეს დიაგნოზი. უკვე 20 წელია, ვცხოვრობთ ამ დიაგნოზით. ფაქტობრივად, ხათუნას სკოლშიც კი არ უვლია.
ხათუნა: არადა, როგორ მინდოდა! ყველა ბავშვი დადიოდა, მე კი სახლში ვიჯექი და ვტიროდი… ჩემთან მეგობრობა არავის უნდოდა!
– რაზე ოცნებობ, ხათუნა?
ხათუნა: გავლა მინდა! მინდა ყველასავით ვიყო! ყველაფერი მტკივა. ხელები, ფეხები, კბილები მტკივა. ძალიან ცუდად ვარ… იცი, რა ლამაზად დავდიოდი? აი ასე, დავდიოდი, დავდიოდი… ახლა კი, არ შემიძლია. დედას დავყავარ, დედიკო ყველაფერს აკეთებს ჩემთვის.

 „მინდა, გავიხსენო, რა ლამაზად დავდიოდი, დედას როგორ ვახარებდი, და ვერ ვიხსენებ“

დარეჯანი: უჩემოდ, ხათუნა უბრალოდ ვერ გადარჩება. შვილს შევწირე მთელი ცხოვრება, მთელი ახალგაზრდობის წლები. შვილის გამო, ნებისმიერი დედა მოიქცეოდა ასე. მაგრამ იცით, როგორი რთულია?
– ხათუნას გარდა, კიდევ გყავთ შვილები?
დარეჯანი: ხათუნას შემდეგ, ორ წელიწადში, ბიჭი მეყოლა. ჯანმრთელია. მაგრამ ვიცი, რომ ჩემგან ყურადღება ყოველთვის აკლდა. ამიტომ მინდა, ბოდიში მოვუხადო. ისინი ერთად მივიყვანეთ სკოლაში, მაგრამ ხათუნამ ვერ შეძლო სწავლა.
         ხათუნა: არც წერა ვიცი, არც კითხვა. მხოლოდ ტელევიზორის ყურება ვიცი. ხანდახან, იქ ისეთი სასაცილო ადამიანები გამოდიან. კიდევ, ფილმების ყურება მიყვარს. ყველაზე მეტად მიყვარს ტელევიზორი! შენ დამირეკავდი, ტელეფონი რომ მქონდეს? დაგელაპარაკებოდი ხოლმე!

 „დედა არის ჩემი ფეხებიც, ხელებიც, ჩემი საუკეთესო მეგობარია დედა“

         – კიდევ ვისთან ისურვებდი ლაპარაკს?
         ხათუნა: დეიდებთან! ისინი კარგად ლაპარაკობენ. ბავშვები კი, არ მიყვარს. დამცინიან. მეუბნებიან, რომ მახინჯი ვარ. აი, გადამიღე სურათი, ხალხს აჩვენე, მერე მათაც დაველაპარაკები. მოვუყვები, როგორ მტკივა ყველაფერი და მეც მეყოლება მეგობრები. დამირეკავენ და მკითხავენ ხოლმე, როგორ ვარ, მე კი ვეტყვი, რომ ცუდად… და ერთად ვიტირებთ, მერე კი ვეტყვი, რომ მიყვარს! აი, რისთვის არის საჭირო ტელეფონი.
– დარეჯან, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?
დარეჯანი: არაფერი არ გვჭირდება, გარდა ხათუნასთვის სპეციალური საკვებისა და პამპერსის. მხოლოდ პამპერსსა და წამლებში გვყოფნის ჩვენი შემოსავალი. ხათუნასთვის უგლუტენო პროდუქტის ყიდვას, ყოველთვის ვერ ვახერხებთ. არაერთხელ დაგვეხმარა ჩერნოვეცკის ფონდი. სწორედ იმ დროს გამოჩნდით, როდესაც ძალიან ცუდ დღეში ვიყავით! იცით, როგორია? თითქოს, მუდამ გვერდით გყავს ახლობელი ადამიანი და შეგიძლია ყოველთვის მიმართო, როდესაც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ხარ!

 „ტელეფონი თუ მექნება, ახალი მეგობრები დამირეკავენ და მკითხავენ ხოლმე, როგორ ვგრძნობ თავს!“

ხათუნა: მეც დამირეკონ, რა! დამელაპარაკონ! ძალიან მინდა. პირობას გაძლევთ, არ ვიტირებ, უბრალოდ მოვუყვებოდი, რა ცუდად ვარ, და უკეთესად ვიგრძნობ თავს ამის მერე!
***
         ხათუნა ხშირად დასტირის საკუთარ ბედს და იმას, თუ რა დღეში ჩავარდა ოჯახი, მისი ავადმყოფობის გამო. მაგრამ ფარ-ხმალს არ ყრის  და სიცოცხლისთვის ბრძოლას განაგრძობს.
როდესაც ცუდად გრძნობთ თავს, უფალს ნუ განარისხებთ, ნუ დაემდურებით ბედს! თქვენთვის ხვალინდელი დღე სულ სხვანაირი იქნება!
როდესაც გულში დამძიმებული გაქვთ, გაიხსენეთ ხოლმე ეს ახალგაზრდა გოგონა, ხათუნა. ერთხელ, უკვე დავეხმარეთ ყველანი ერთად, უფალმა შეისმინა ჩვენი ლოცვები მისი ჯანმრთელობისთვის! ახლა, ის ისევ ცუდად გრძნობს თავს! ვიცით, რომ მისი მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია, მაგრამ, ხომ შეგვიძლია, ტანჯვა რომ შევუმსუბუქოთ!
და კიდევ, მოინახულეთ ხათუნა, დაუმეგობრდით მას. ამით უზომოდ გაახარებთ!
თუკი ვინმეს სურვილი ექნება, პირადად მოინახულოს და გაუწიოს დახმარება ამ ოჯახს, ეს არის მათი მისამართი: შუახევის მუნიციპალიტეტი, სოფელი გოგაძეები.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
         გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ ისინი.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ხათუნა ლემსაძე).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ივლ 01
პროდუქტები
611.00₾
2022 ივლ 05
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1027.00₾
2022 ივლ 21
პამპერსები
155.40₾
2022 ივლ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
835.00₾
2022 ოქტ 06
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1115.00₾
2022 ოქტ 11
მედიკამენტები
249.98₾
2023 იან 20
პროდუქტები
302.38₾

სულ ხარჯები:

4295.76₾

დატოვა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
'ბერიკა მემანიშვილი
14.09.2022 20:00:00
₾4.00
'ბერიკა მემანიშვილი
28.08.2022 20:00:00
₾1.00
'დავითი ჯინჭარაძე
20.08.2022 20:00:00
₾5.00
კეთილი გული
20.08.2022 14:06:07
₾5.00
კეთილი გული
19.08.2022 20:00:00
₾5.00
კეთილი გული
17.08.2022 21:21:16
₾5.00
კეთილი გული
10.08.2022 19:09:24
₾3.00
კეთილი გული
08.08.2022 20:05:37
₾2.00
ნანა სალია
04.08.2022 20:00:00
₾1.00
'ნანა არხოშაშვილი
30.07.2022 20:00:00
₾3.00
'მაკა ჯიყაშვილი
30.07.2022 20:00:00
₾20.00
'ნიკოლოზ შუბლაძე
30.07.2022 20:00:00
₾7.00
'ქეთევან დიასამიძე
30.07.2022 20:00:00
₾1.00
'ქეთევან დიასამიძე
30.07.2022 20:00:00
₾1.00
'ალექსანდრე გურგენიძე
29.07.2022 20:00:00
₾30.00
'ოთარ ხელაშვილი
29.07.2022 20:00:00
₾1.00
'ორენჩი მირზოევი
28.07.2022 20:00:00
₾5.00
'ლელა კიკნაველიძე
28.07.2022 20:00:00
₾10.00
'მარიამ ღურწკაია
28.07.2022 20:00:00
₾1.00
'ლევან მთიულიშვილი
28.07.2022 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾4,295.15

296 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,295.15

296 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება