რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მოხდა სასწაული! ოპერაციის შემდეგ პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები გადავდგი! ფონდის კეთილი მეგობრები რომ არა, სამუდამოდ ეტლს მიჯაჭვული დავრჩებოდი

calendar მარტი 20, 2024

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ანი (19 წლის): წარმოუდგენელი რამ მოხდა! ოპერაციის შემდეგ პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები გადავდგი! ყავარჯნები გვერდზე გადავდე და წავედი. ოთხი-ხუთი ნაბიჯის გადადგმა მოვახერხე. ეს ენით აუწერელი გრძნობაა! ექიმები ამბობენ, რომ ეს ნამდვილი სასწაულია! ფონდის კეთილი მეგობრები რომ არა, სამუდამოდ ეტლს მიჯაჭვული დავრჩებოდი. თავს მშვენივრად ვგრძნობ, ცოტა ფეხებში მაქვს ტკივილი. მაგრამ ეს ტკივილებიც დადებითი შედეგია. ეს ნიშნავს, რომ მგრძნობელობა უბრუნდება ფეხებს. სხეული აღდგენას იწყებს ოპერაციის შემდეგ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

მოკრძალებული ულამაზესი გოგოსთვის რომელმაც სკოლა დაამთავრა სულ ცოტა ხნის წინ, რა უნდა იყოს იმაზე დიდი ტკივილი ვიდრე ის, რომ ახლა, ეტლს არის მიჯაჭვული და ცხოვრების ბოლომდე შეიძლება ხეიბრად დარჩეს! რამხელა განსაცდელია, შვილო!!! ანა, ყველანი ვეცდებით, რომ დაგეხმაროთ! ოღონდ, გული არ გაიტეხო! შენ ღმერთს უყვარხარ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

18 წლის ანასთვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი, სკოლის დამთავრების, პირველი სიყვარულის, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისა და ქორწილის მოლოდინის დღე საშინელი ავარიით დასრულდა! მხოლოდ ერთმა წამმა მისი ცხოვრება ორად გაჰყო, ბედნიერი და ნათელი მომავლის, ოჯახის შექმნისა და დედობის იმედი წაართვა, ტანჯვად და გადარჩენისთვის ბრძოლის ველად აქცია მისი ყოფა!

 „ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შეიძლება ასეთი რამ დამემართოს. ვოცნებობდი შეყვარებულთან ერთად, ქორწილში მეცეკვა და ახლა, სიარულიც კი არ შემიძლია“

ანა: უფლის წყალობით ცოცხალი გადავრჩი!  უსაზღვროდ მადლობელი ვარ ღმერთის! მაგრამ, წარმოიდგინეთ, რამხელა ტანჯვა მელის წინ, სანამ ფეხზე დადგომას შევძლებ!

 „ოპერაცია 13 საათი გაგრძელდა. ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავრჩებოდი!“

– ანა, შეგიძლია, ამ ტრაგედიის შესახებ გვიამბო?..

ანა: ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ დღეს მოხდა ეს ყველაფერი. სკოლა დავამთავრე და ზრდასრულ ცხოვრებაში შესაბიჯებლად ვემზადებოდი. ღმერთო, ჩემი მომავალი რა ლამაზად წარმომედგინა. მთელი კლასი ამ დღეს 25 მაისს ვზეიმობდით. მთელი დღე კლასელებთან ერთად ქალაქში ვსეირნობდი! საღამოს კი, ატესტატის აღების აღნიშვნას ვგეგმავდით რესტორანში. ჩვენი მეგობრებიდან არაერთს ჰყავდა მანქანა და მეც ერთ-ერთში ჩავჯექი. დაღლილი ვიყავი და ჩამთვლიმა. მანქანების შეჯახებაც მოხდა სწორედ ამ დროს. ჩემს გარდა, არავინ დაშავებულა!

 – რა დაზიანებები მიიღე?

ნანა (ანას დედა): მოდით, მე გიამბობთ… ანა ატირდება და ფონდის მეგობრები, ამ საშინელი ტრაგედიის შესახებ ვერაფერს გაიგებენ! მანქანების შეჯახებისას, ხერხემლის მძიმე დაზიანება, ტვინის შერყევა, წელის არეში მოტეხილობა, მალების ამოვარდნილობა და ზურგის ტვინის ტრავმა მიიღო ჩემმა გოგონამ. ფილტვებიც დაუზიანდა. ღმერთო, რა საშინელება იყო! თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, მე კი, დღემდე მაკანკალებს, რომ გავიხსენებ… ანას ოპერაციას 13 საათის განმავლობაში უკეთებდნენ! წარმოგიდგენიათ, რა გადავიტანე? მხოლოდ დედები თუ გაიგებენ, რამხელა ტკივილია. ყოველთვის მიხაროდა, რომ მიუხედავად ჩემს ცხოვრებაში მომხდარი დიდი ტრაგედიებისა, უფალმა ჯანმრთელი შვილები მაჩუქა. მაგრამ ხომ ხედავთ, რა დაგვემართა… როდესაც გავიგე, ანა ავარიაში რომ მოჰყვა, უსასრულოდ მომეჩვენა სახლიდან საავადმყოფომდე გზა. ყველა ლოცვა გავიხსენე, რაც კი ოდესმე ვიცოდი, ყველაფრისთვის ვემზადებოდი… ღმერთო! ღმერთო!!!

 „გთხოვთ, დამეხმარეთ, ფეხზე რომ დავდგე… დედაჩემი ამხელა განსაცდელს მარტო ვეღარ უმკლავდება. მამაც არ მყავს! ტრაგიკულად დაიღუპა 12 წლის წინ. კარგია, ამ ტრაგედიას რომ ვერ მოესწრო! თორემ, ნამდვილად ვერ გადაიტანდა და მომიკვდებოდა ახლა!“

– მამას რა დაემართა?

ნანა: მდინარეში დაიხრჩო, საბრალო. მაშინ მეხუთე ბავშვს ველოდებოდი. არც კი ვიცი, მის გარეშე როგორ მოვედით დღემდე. სულ მარტო დავრჩი ჩემს ხუთ გოგოსთან ერთად და მამაჩემი ჩემი ერთადერთი საყრდენი გახდა. მაგრამ, ერთი კვირის წინ, მანაც დაგვტოვა და ახლა, მართლა არ ვიცი, მის გარეშე რა გვეშველება.

აი, ასე, ეტლით დაჰყავს დედას თავისი გოგონა სარეაბილიტაციო ცენტრში. ტაქსით მგზავრობის საშუალება ოჯახს არ გააჩნია. ნანა ბინებს ალაგებს, პურის ფული რომ ჰქონდეთ. შემწეობის თანხა კი, მხოლოდ რეაბილიტაციის ხარჯებს ფარავს

– იმის შანსი თუ არის, რომ გოგონა კვლავ ფეხზე დადგეს?

ნანა: ნამდვილად არის, თუ ანას ეყოფა ნებისყოფა და სიმტკიცე, ტკივილებს გაუძლოს და რა თქმა უნდა, ფული, რეაბილიტაციისა და მედიკამენტებისთვის! მაგრამ, ანა განწყობილია მტკიცედ… უკვე შეუძლია რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა და პატარძლის კაბის ჩაცმაზე ოცნებობს. შეხედეთ, რა ლამაზია!

ნანა, დედა: „თვალებში შემომხედეთ და დამიჯერეთ, უცნობ ადამიანებს დახმარებას არასდროს ვთხოვდი. მაგრამ, გვერდით არავინ გვყავს, არც მეუღლე და არც მამაჩემი. საყვარელ ოჯახთან და შვილებთან ერთად ბედნიერ ცხოვრებაზე მხოლოდ მოგონებები დამრჩა. ჩემი უკანასკნელი იმედი თქვენ ხართ! რა შეგვიძლია? ჩვენ ხომ, უბრალო ქართველი ქალები ვართ. გემუდარებით, დაგვეხმარეთ, გვიშველეთ, გთხოვთ! პირობას გაძლევთ, რომ ანას ქორწილში ყველას დაგპატიჟებთ! უფლის სასწაული საკუთარი თვალით რომ ნახოთ! მთელი გულით მჯერა, რომ ღმერთი მოწყალეა და ეს დღე აუცილებლად დადგება!“

– არავინ გეხმარებათ? თქვენი შემოსავლის წყარო რა არის?

ანა: ბინებს ვალაგებ, პურის ფული რომ გვქონდეს. შემწეობა აღარ გვერიცხება. ახლა, ძალიან გვიჭირს! კლინიკასთან ახლოს ბინა მაქვს ნაქირავები, ტაქსის ფული რომ არ დაგვეხარჯოს, ეტლით დამყავს ჩემი გოგონა პროცედურებზე. მადლობა უფალს, სახელმწიფო რეაბილიტაციას აფინანსებს, მაგრამ სხვა მკურნალობის საშუალება არ გაგვაჩნია.

– შემწეობის თანხა რატომ აღარ გერიცხებათ?

ნანა: ავარიის მერე, სოფლიდან თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლა მოგვიწია, რეაბილიტაციის გასავლელად. საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ და ახლა, ჩემი უმცროსი შვილი, 12 წლის სალომე, ჩვენთან ერთად აღარ ცხოვრობს. ბორჯომში, თავის უფროს დასთან, მელანოსთან მყავს დატოვებული. მელანო იქ არის გათხოვილი. აი ასე, ერთმა შემთხვევამ ჩვენი ოჯახის ცხოვრება დაანგრია. მაგრამ ახლა, ჩვენი ანას ჯანმრთელობაა მთავარი!

– რეაბილიტაციას შედეგი თუ აქვს?

ნანა: ქუთაისში ოპერაცია რომ ჩაუტარდა, გვითხრეს, რომ ანა განწირულია და გადაადგილებას ვერასდროს შეძლებს. რომ მისთვის, წამოდგომაც კი გამორიცხულია! მაგრამ შეხედეთ, რა შეუძლია უფალს! ნუთუ, ეს სასწაული არ არის? მართალი გითხრათ, ვერ დავიჯერებდი, ანა ნაბიჯების გადადგმას რომ შეძლებდა, იმდენად რთული იყო ჩვენი მდგომარეობა. მაგრამ, უფლის დახმარებით, ანას სიმტკიცისა და რეაბილიტოლოგების პროფესიონალიზმის დამსახურებით, კარგ შედეგს მივაღწიეთ. და ახლა, თქვენი დიდი იმედი მაქვს! თქვენი ფონდისა და კეთილი ადამიანების, ვინც თქვენს ფონდს ენდობა. არაფრის საშუალება არ გაგვაჩნია. რაც მებადა, გავყიდე ყველაფერი!

 „ვიცი, რომ კაბის ჩაცმას და სცენაზე ცეკვას აუცილებლად შევძლებ“

ანა: დახმარების თხოვნა ძალიან მერიდებოდა, მაგრამ დედაჩემი ვეღარ უმკლავდება ხარჯებს.

– ძალიან ლამაზი გოგო ხარ, ანა. მჯერა, ყველანაირ სირთულეს გადალახავ. შენი ოპტიმიზმი კი, სხვებისთვის გახდება შთაგონება! კიდევ ერთი კითხვა მაქვს: სკოლის დამთავრების მერე, რა გეგმები გქნოდა? რაზე ოცნებობდი?

ანა: ახლა, ამ ყველაფერზე საერთოდ აღარ ვფიქრობ. არ მინდა, წარსულის გახსენება. ჩემი ერთადერთი ოცნებაა, ნაბიჯების გადადგმა დამოუკიდებლად შევძლო. უფრო სწორად, ეს ოცნება არ არის! ვიცი, რომ ასე იქნება კიდეც, უბრალოდ ამისთვის ფულია საჭირო!

ნანა: ანა ძალიან კარგად ცეკვავდა. ალბათ, ფიზიკურმა მომზადებამაც უშველა და შეაძლებინა შეუძლებელი!

ანა ნამდვილი გმირია! შესაძლოა, ახერხებს, გარშემომყოფებს გულის ტკივილი რომ დაუმალოს, მაგრამ არის მომენტები, როდესაც გასცქერის არემარეს, მის თვალებში კი, დარდს და გამოუთქმელ ოცნებებს დაინახავთ. ის არ ოცნებობს იმაზე, რომ ფეხზე დადგეს, რადგანაც იცის, რომ ეს დღე აუცილებლად დადგება. დრო სჭირდება, ახალი რეალობა რომ აღიქვას და შეეგუოს, მაგრამ ამ ყველაფერმა, არ უნდა წაართვას ძალა და მოტივაცია.

ამ ბრძოლაში ამჟამად გადამწყვეტია რეაბილიტაციის გავლა და თანადგომა. როგორც მორალური, ასევე ფინანსური. უმოქმედობამ კი, შეიძლება ანას წაართვას შანსი, სრულფასოვან ცხოვრებას რომ დაუბრუნდეს. ამიტომ, მის დასახმარებლად უნდა გავერთიანდეთ!

ანას ისტორია შეგვახსენებს, რაოდენ სათუთია ადამიანის სიცოცხლე და რამდენად მნიშვნელოვანია, მძიმე წუთებში თანადგომა. ალბერტ აინშტეინმა თქვა: „ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს. წონასწორობის შესანარჩუნებლად, მოძრაობა უნდა გააგრძელო“. ანა გამოწვევის წინაშე დგას – წონასწორობა უნდა შეინარჩუნოს და ამისთვის, სჭირდება ჩვენი დახმარება. წვლილის შეტანა კი, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, ქავთარაძის II ჩიხი, ბინა № 3.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

 (დანიშნულება: ანა მაკარიძე).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

მოხდა სასწაული! ოპერაციის შემდეგ პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები გადავდგი! ფონდის კეთილი მეგობრები რომ არა, სამუდამოდ ეტლს მიჯაჭვული დავრჩებოდი

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

– ანი, უპირველესად, მიიღეთ ჩვენი მოლოცვა! თვალზე ცრემლი მომადგა. მიხარია, რომ ვხედავ, რამდენად მყარად დგახარ ფეხზე. თავს როგორ გრძნობ?

ანი (19 წლის): წარმოუდგენელი რამ მოხდა! ოპერაციის შემდეგ პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები გადავდგი! ყავარჯნები გვერდზე გადავდე და წავედი. ოთხი-ხუთი ნაბიჯის გადადგმა მოვახერხე. ეს ენით აუწერელი გრძნობაა! ექიმები ამბობენ, რომ ეს ნამდვილი სასწაულია! ფონდის კეთილი მეგობრები რომ არა, სამუდამოდ ეტლს მიჯაჭვული დავრჩებოდი. თავს მშვენივრად ვგრძნობ, ცოტა ფეხებში მაქვს ტკივილი. მაგრამ ეს ტკივილებიც დადებითი შედეგია. ეს ნიშნავს, რომ მგრძნობელობა უბრუნდება ფეხებს. სხეული აღდგენას იწყებს ოპერაციის შემდეგ.

„ეს ფოტო ოპერაციის დღესაა გადაღებული. სიარული არ შემეძლო. ფეხები მეკეცებოდა, ხშირად ვეცემოდი. ჩემი საბოლოო იმედი ღეროვანი უჯრედების გადანერგვა იყო“

„ერთი წლის წინ ურთულესი ოპერაცია გადავიტანე. ოპერაციას 13 საათი მიკეთებდნენ. ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავრჩებოდი!“

„თქვენი დახმარებით მეორე ოპერაცია გამიკეთდა და ახლა რეაბილიტაციის კურსს გავდივარ, ყოველდღე გულმოდგინედ ვვარჯიშობ“

„ფეხებში მგრძნობელობა მიბრუნდება! მტკივა – ეს იგი სიცოცხლე ბრუნდება!“

ალბათ, გახსოვთ ამ გოგონას ამბავი. ანი სკოლის დამთავრების დღეს ავარიაში მოყვა და ავარიის შედეგად ხერხემალი გაუტყდა. ამის შემდეგ სიარული არ შეეძლო. დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის! და აი, გამარჯვება სახეზეა! იმისათვის, რომ ანი ფეხზე დამდგარიყო, მთელი საქართველოს მასშტაბით 7500 ლარი შევაგროვეთ, გოგონამ კი ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა! ანუ ძვლის ტვინის ცოცხალი ღეროვანი უჯრედები გადანერგილი იქნა ფეხიდან ხერხემალში. ასეთი მეგობრული გუნდით ჩვენ შეგვიძლია უზარმაზარი კარგი საქმეები გავაკეთოთ! თქვენ, ყველანი, შესანიშნავი მეგობრები ხართ, რადგან წარმოუდგენელი სასწაული მოახდინეთ!

– როგორ ჩაიარა ოპერაციამ, ანი? გეშინოდა?

ანი: სინამდვილეში, ნემსისაც კი მეშინია. განვიცდიდი, როგორ ჩაივლიდა ყველაფერი. ექიმებმა დამაძინეს და როცა პალატაში გავიღვიძე, ყველაფერი უკვე დასრულებული იყო. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მადლობა ღმერთს.

– გჯეროდა, რომ ფონდის მეგობრების დახმარებით საჭირო თანხა შეგროვდებოდა? 

ანი: რა თქმა უნდა, მჯეროდა! ჩერნოვეცკის ფონდის წყალობით, მართალა ხშირად ხდება სასწაულები! მე ხომ საკუთარი თვალით ვხედავ, ვაკვირდები თქვენს მუშაობას, ვკითხულობ პოსტებს და ვუყურებ ვიდეოებს. დარწმუნებული ვიყავი და ველოდი სასწაულს! და აი, სასწაულიც მოხდა! თქვენი დახმარებით ახლა სიარული შემიძლია, და მთელი გულით გიხდით მადლობას!

„ავარიამდე 9 წელი ვცეკვავდი ანსამბლში. ჩემი უდიდესი ოცნებაა, რომ ისევ გავიდე სცენაზე!“

– გისურვებ, რომ უახლოეს მომავალში საკუთარ ქორწილში გეცეკვოს, ანი. ძალიან ლამაზი, კეთილი გოგო ხარ და ჩვენ, ყველანი, ბედნიერებას გისურვებთ! 

ანი: გმადლობთ. ჩემი შეყვარებული ძალიან მეხმარება, მისი მებრძოლი სულის გარეშე ამას ვერ შევძლებდი. მადლობა ღმერთს, რომ გვერდით სანდო მამაკაცი მყავს! და რა თქმა უნდა, სიამოვნებით დაგპატიჟებ ჩემს ქორწილში!

– რას ეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებიც დაგეხმარნენ? 

ანი: მადლობას ვუხდი ყველას. ფეხზე რომ დავდგები, ვეცდები რამე სასარგებლო გავაკეთო და მეც დავეხმარო სხვა ადამიანებს. ყოველი ჩარიცხული ლარი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო! თითქოს ხელახლა დავიბადე და მეორე დაბადების დღეს ვიზეიმებ! გმადლობთ, გულკეთილო ხალხო!

– დედაშენს დავუსვამ რამდენიმე კითხვას. ვიცი, რომ ის შენზე ნაკლებად არ ღელავდა. ნანა, რა სიახლეებია ოპერაციის შემდეგ?

ნანა (დედა): ახლა სარეაბილიტაციო კურსებზე დავდივართ. ჩემს შვილს ძალა თანდათან უბრუნდება. ექიმები ეუბნებიან: „ანი, ბევრად უკეთესად დადიხარ, ვიდრე ადრე. რეაბილიტაციიდან ექვს თვეში შედეგი შესამჩნევი გახდება“.

„ოპერაციის შემდეგ ექიმმა ანი რომ დაინახა, თქვა, რომ ნამდვილი საოცრება მოხდა. თვითონაც არ ელოდა ამას. და ეს ყველაფერი ანის დიდი სურვილის დამსახურებაა, რომ ფეხზე დადგეს“

– რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ფონდის მეგობრების მხარდაჭერა? 

ნანა: თქვენ რომ არა, ძვირფასებო, ჩემს ქალიშვილს ოპერაციას ვერ გავუკეთებდით. ღვთის შეწევნით ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დიდი მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ კეთილ საქმეში. ჩემი მადლიერება ყველას, ყველას, ყველას!

– ახლა რაში გჭირდებათ დახმარება?

ნანა: ბინის ქირის გადახდას ვერ ავუდივარ, ეს ძალიან დიდი ტვირთია მარტოხელა დედისთვის, ამიტომ ღამის ცვლაში დავიწყე მუშაობა. მე და ჩემი ქალიშვილი ფოთიდან თბილისში სპეციალურად გადმოვედით ოპერაციის გასაკეთებლად და რეაბილიტაციის კურსის გასავლელად. დღისით ანა რეაბილიტაციაზე მიმყავს, საღამოს კი მორიგეობას ვიწყებ. რა უნდა გავაკეთო? ქალიშვილს ნახევარ გზაზე ვერ დავტოვებ, ბოლომდე უნდა მივიყვანო. ქმარი 12 წლის წინ გარდამეცვალა, როცა მეხუთე შვილზე ვიყავი ორსულად. და კარგია, რომ ამ ტრაგედიას არ მოესწრო! დარდით მოკვდებოდა!

ძალიან მეუხერხულება თხოვნა, მაგრამ, თუ კეთილი ადამიანები დაგვეხმარებიან ბინის ქირის გადახდაში, სამუდამოდ მადლობელი ვიქნებით!

მოგმართავთ ყველა მზრუნველ ადამიანს. დავეხმაროთ ოჯახს რეაბილიტაციის პერიოდში ბინის ქირის გადახდაში. სულ რაღაც ექვსი თვე! გოგონამ ბევრი განსაცდელი გამოიარა, ის ნამდვილი გმირია! ახლა მას სჭირდება ბოლო ბიძგი ჯანსაღი და ბედნიერი მომავლის მოსაპოვებლად. ამ ყველაფრის შემდეგ, ცხოვრება 19 წლის ასაკში მხოლოდ დასაწყისია და წინ მხოლოდ ბედნიერება უნდა ელოდებოდეს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

 (დანიშნულება: მაკარიძეების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2024 აპრ 17
ოპერაცია
7590.00₾
2024 აპრ 30
ბინის ქირა
1335.55₾
30.05.2024
ბინის ქირა
1363.70₾
31.05.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
2490.00₾
20.09.2024
პროდუქტები
233.85₾

სულ ხარჯები:

13013.10₾

დარჩა:

1.80₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.07.2024 00:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.05.2024 00:00:00
₾70.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.05.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.05.2024 00:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.05.2024 00:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.05.2024 00:00:00
₾85.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2024 00:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.07.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.07.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.07.2024 00:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.07.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.05.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.05.2024 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.04.2024 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.04.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.04.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.04.2024 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.04.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.04.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.04.2024 20:00:00
₾2.00

შემოწირულია:

₾13,014.90

809 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾13,014.90

809 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება