რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

136 ძალიან სევდიანი ისტორია

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

9 წლის ულამაზეს ბარბარეს, ერთი ფეხი 16 სანტიმეტრით მოკლე აქვს მეორეზე! გოგონას ეტლში ჩაჯდომა არ სურს! მასაც სხვა ბავშვებივით სირბილი უნდა! აჩუქეთ გოგონას სრულფასოვანი ცხოვრების შანსი – დაეხმარეთ, ოპერაცია რომ გაუკეთდეს!

ულამაზეს ბარბარეს იშვიათი თანდაყოლილი ანომალია აქვს – ერთი ფეხი მთელი 16 სანტიმეტრით მოკლე აქვს მეორეზე! სხვა ბავშვებივით ხტუნვა და სირბილი უნდა, მაგრამ მოკლე ფეხზე დაყრდნობით, სიარულიც კი უჭირს. ბარბარე (9 წლის): იცით, მე ჩემი მოკლე ფეხი მიყვარს! მერე რა, რომ მტკივა. მალე ვიღლები, დიდხანს სიარული არ შემიძლია, სირბილი – მით უმეტეს. იშვიათად გავდივარ სახლიდან. გარეთ როდესაც გავდივარ, ხელში აყვანილი დავყავარ ხოლმე. ბებო ძალიან მეცოდება, მე ხომ მძიმე ვარ და ის იღლება. მერე კი, ზურგი სტკივა. თურქეთის კლინიკაში, ბავშვის დახმარება შეუძლიათ. ქირურგი რთული ოპერაციის ჩატარებაზე თანახმაა. გარანტიას იძლევა, რომ ბარბარე მხოლოდ ფეხზე დადგომას კი არა, სირბილს და სპორტზე სიარულსაც კი შეძლებს.

შემოწირული

₾377.14

დონორი

17

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

14 წლის მძიმედ დაავადებული ლამარას რეაბილიტაციისთვის სასწრაფოდ ვაგროვებთ თანხას! გოგონა გვთხოვს, გაუსაძლისი ტკივილისგან ვიხსნათ! სქოლიოზის გამო მისი ფილტვები ზეწოლის ქვეშ არის და შეიძლება დაიხრჩოს ბავშვი!

მოსიყვარულე დედისთვის შვილის ყოველდღიური ტანჯვის ყურებაზე დიდი საშინელება არ არსებობს, როდესაც მას ვერაფერს შველის! დედის დახმარების გარეშე ლამარა ერთ წუთსაც ვერ ძლებს. 14 წლისაა, მაგრამ არ შეუძლია არც სიარული, არც დგომა, არც ჯდომა. გოგონა ბავშვობიდან ეტლს და… დედიკოს არის მიჯაჭვული. დიახ, საბრალო დედა წელშია გაწყვეტილი, მაგრამ ის მზადაა, სიცოცხლის ბოლომდე ხელით ატაროს შვილი. ლამარას ხერხემლის საშინელი ტკივილი აწუხებს. მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, კუზი იზრდება. ტკივილისგან სუნთქვაც კი უჭირს. მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში მისი შინაგანი ორგანოები საფრთხეშია. სქოლიოზი ფილტვებზე ზეწოლას ახდენს და შეიძლება დაახრჩოს ბავშვი! ოჯახის შემოსავალი მთლიანად ბავშვის მკურნალობაზე იხარჯება. ცოტა ხნის წინ მშობლებმა ერთადერთი ძროხა გაყიდეს, სარეაბილიტაციო კურსის საფასური რომ გადაეხადათ. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გოგონას უკეთესობა აქვს და მსუბუქი საგნების ხელში დაჭერაც ისწავლა. მაგრამ იძულებული გახდნენ, რომ ვარჯიში შეეწყვიტათ, რადგან თანხა ამოიწურა. სამწუხაროდ, ოჯახს გასაყიდი აღარაფერი აქვს. უკვე ერთი წელია, რაც გოგონას ექიმთან წაყვანის შესაძლებლობაც კი არ გააჩნიათ. იმის იმედით, რომ კეთილი ადამიანები გასაჭირში არ მიატოვებენ, სამკურნალო მასაჟის საფასურის გადახდასა და გოგონასთვის სარეაბილიტაციო კურსის გაგრძელებაში დაეხმარებიან, მშობლებმა ჩვენს ფონდს მიმართეს.

შემოწირული

₾661.00

დონორი

52

მინდა დავეხმარო
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

SOS! SOS! SOS! ოჯახი რვა ბავშვით ქუჩაში დარჩა მას შემდეგ, რაც მათი სახლის სახურავი ჩამოინგრა. მათ არსად აქვთ წასასვლელი და თანაც მძიმედ დაავადებული გოგონასა და ვაჟის მკურნალობისთვის სჭირდებათ ფული!

ბადრი (მამა, 54 წლის): ღამის 4 საათი იყო, როდესაც საშინელი ხმაური შემოგვესმა. მძინარე ბავშვები ხელში ავიტაცე და გარეთ გავვარდი. ტრაგედიის წინა დღეს სხვა ოთახში გადასვლა გადავწყვიტეთ, ალბათ, უბედურების მოახლოება გულმა გვიგრძნო. შიშით ვიძინებდით, გვეშინოდა, რომ თავზე ჩამოგვენგრეოდა ჭერი. ყველაზე დიდი საშინელება მოხდა. მეგობრებო, ამ პატარა ანგელოზების დანახვა ყველაზე გულქვა ადამიანსაც კი ააღელვებს. როგორ შეიძლება, ამხელა უბედურებამ ვინმე გულგრილი დატოვოს?! რვა ბავშვი გვემუდარება, რომ დავეხმაროთ. მათ არ სურთ ცხოვრება ასეთ საშინელ პირობებში, ტირიან, სახლში დაბრუნება ისე ძალიან უნდათ. მოდით, გავერთიანდეთ და ერთად შევაკეთოთ სახლის სახურავი ამ ოჯახისთვის, რომელმაც რვა მშვენიერი და გულმართალი ბავშვი აჩუქა საქართველოს. 

შემოწირული

₾2,754.06

დონორი

176

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

ავადმყოფობის გამო, 5 წლის საყვარელი ბიჭუნა, საბა სიარულის უნარს ყოველდღიურად კარგავს და მუხლებზე დახოხავს. დედას კი, უფულობის გამო, ვერ დაჰყავს მასაჟზე. საბას მამა არ ჰყავს. მან მიატოვა ოჯახიც და თავისი საბრალო შვილიც!

ეს 5 წლის საბაა. ბავშვს ცერებრული დამბლა აქვს. სიარული უჭირს,  მუხლებზე დახოხავს. არადა, ბავშვი ძალიან გონიერი და ემოციურია. მუხთალმა ცხოვრებამ ამ საბრალო ბავშვს ეს ვერაგი დაავადება არ აკმარა. საბას გულის სარქველი ღია აქვს და ასევე, თვალის სიელმე აწუხებს. კეთილო ადამიანებო, ამჟამად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეულ საათსაც კი. ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება მასაჟი, რადგან ბიჭის კუნთები დღითიდღე დუნდება და ერთ დღესაც, მუხლებზე დამხობილი ბავშვი, წამოდგომას ვეღარ მოახერხებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საბა ეტლს უნდა იყოს მიჯაჭვული მთელი ცხოვრება. არადა, ისეთი გონიერი ბიჭია, ისეთი საზრიანი… დაიტანჯება, საწოლს მიჯაჭვული. კეთილო ადამიანებო, მამისგან მიტოვებულ საბრალო ბიჭუნას ჩვენ ნუ მივატოვებთ. თქვენ მიერ გაღებული თუნდაც მცირედიც კი, ძალიან მნიშვნელოვანია. საბამ იცის, რომ  „უცხო დეიდამ“ მისი ავადმყოფობის შესახებ კეთილ ადამიანებს უნდა უამბოს.  გონიერი ბიჭი იმედით არის სავსე. ამ იმედს ნუ გავუცრუებთ. ერთხელ უკვე მიატოვეს ეს საბრალო ბავშვი და ჯერ ეს იარაც არ მოშუშებია. 

შემოწირული

₾3,388.34

დონორი

185

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

კადრები, რომლებსაც ვერ შეხედავთ ცრემლების გარეშე! ლევანს ძვირადღირებული ოპერაცია სჭირდება, ფეხზე რომ დადგეს

როგორია მეხუთე სართულზე ლიფტის გარეშე ცხოვრება ეტლით მოსარგებლე ხეიბრისთვის? მძიმედ დაავადებული ლევანი საკუთარ სახლში, ფაქტობრივად, ისეა გამოკეტილი, როგორც ციხეში. უკვე რამდენიმე წელია, გარეთ გასასვლელად ბიჭი მუხლის ჩოქებზე, ხოხვით ჩადის კიბეებზე და მერე ისევე ხოხვით ამოდის. გვჯერა, რომ ლევანისა და მისი ტანჯული დედის ისტორიის მოსმენის შემდეგ, უამბობთ მას თქვენს ოჯახს, მეგობრებს, მეზობლებს და სოციალურ ქსელებში გააზიარებთ. ლევანს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, ფეხზე დადგეს. მაგრამ ამისთვის, დიდი თანხებია საჭირო, რომელიც ოჯახს არ აქვს. გთხოვთ, დავეხმაროთ!

შემოწირული

₾17,300.44

დონორი

1097

მინდა დავეხმარო
Project

გაჭირვებულები

სასწრაფო

სიცოცხლეზე მეტად ჩემი შვილები მიყვარს! ქმარმა მიმატოვა! მარტო ვარ ჩემს ოქროებთან ერთად! დამეხმარეთ, გთხოვთ, დამეხმარეთ, სოციალურმა სამსახურმა ისევ რომ არ წამართვას შვილი!

გიო (6 წლის): „ჩემი პატარა ძმა 9 თვისაა, დედის რძე აღარ ჰყოფნის და შიმშილისგან ტირის მთელი დღე. რა უნდა ვაჭამოთ? სახლში, ხმელი პურის გარდა, საჭმელი არაფერი გვაქვს. პაწუკა ნიკოლოზი ვერ ღეჭავს, ჯერ კბილები არ აქვს. დედას კი, ფული არ აქვს, სხვა რამეები რომ იყიდოს“. მარიამი: „უზომოდ მადლობელი ვიქნები, თუ ვინმეს საშუალება ექნება შეგვიფაროს, ერთი ოთახი დაგვითმოს. ან იქნებ, გამოჩნდეს კეთილი ადამიანი, ვინც ბინის დაქირავებაში დაგვეხმარება? ავარიულ შენობაში ვცხოვრობთ, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წუთს ჩამოინგრეს. რა ეშველებათ ჩემს შვილებს? სად უნდა წავიდეთ? ერთი წუთით მაინც წარმოიდგინეთ, რომ ასეთი უბედურება თქვენ ან თქვენს ახლობლებს შეგემთხვათ. რას მოიმოქმედებდით? დავეხმაროთ ამ საბრალო ქალს ორი ვაჟის აღზრდაში ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საყვარელი საქართველოს მომავლისთვის! დამხმარე არავინ ჰყავს. მამა გარდაეცვალა, დედა კი შშმ პირია და მას თავად სჭირდება დახმარება. მაშ, ვინ არის დასახმარებელი, თუ არა ასეთი შეჭირვებული ადამიანები, როგორიც მარიამი და მისი შვილები არიან?!

შემოწირული

₾1,875.58

დონორი

125

მინდა დავეხმარო
1 23

136 ძალიან სევდიანი ისტორია

დასრულებული პროექტები

901 - 904 of 904 items
1 149 150 151