„ტკივილი, რომელიც არ ჩერდება არცერთი წამით. უკვე ხორცები მძვრება. მთლიანად ვლპები. კანი მისკდება და სისხლი მდის. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ადამიანს შეუძლია გაუძლოს ამხელა ტკივილს. ერთადერთი, რაზეც ვოცნებობ, არის სიკვდილი. სიკვდილი ისეთი ტკბილი მგონია. მაგრამ არ მინდა, ჩემი შვილი ხედავდეს იმას, თუ როგორ იხრწნება დედამისი მის თვალწინ. დამეხმარეთ, ღირსეულად მაინც რომ მოვკვდე! და ჩემი შვილი ამ სასტიკ სამყაროში მარტო არ მიატოვოთ! მან უნდა ისწავლოს. შესაძლოა, ეს ჩემი უკანასკნელი სიტყვებიც იყოს!“