ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„დედიკო, შეიძლება შენს მაგივრად მოვკვდე?“..

მარინას მკერდი მოკვეთეს, პალატაში გიორგისთან ერთად იწვა... ბავშვის დამტოვებელიც კი არ ყავდა...
4,955.47 ₾
269
დონორები
შეგროვებულია

„დედიკო, არ იტირო, არასდროს მიგატოვებ, სულ შენთან ვიქნები!“ - ასეთი სიტყვებით ანუგეშებს სასიკვდილოდ განწირულ დედას 11 წლის გიორგი, რომელიც დედისთვის ერთადერთი საყრდენია.
2011 წელს, ცოლის ავადმყოფობის შესახებ რომ გაიგო სახლიდან წავიდა. უპატრონოდ მიაგდო სიმსივნიანი ცოლი და წლინახევრის შვილი. არც კითხულობს ცოცხლები თუ არიან.
მარინას მკერდი მოკვეთეს, პალატაში გიორგისთან ერთად იწვა... ბავშვის დამტოვებელიც კი არ ყავდა...
„რაც გიორგიმ გადაიტანა მტერს არ ვუსურვებ. საავადმყოფოში ვიწექი ოპერაციის შემდეგ, ტკივილისგან ვტიროდი, ის კი ხელს არ მიშვებდა. საწოლში იჯდა ცემს გვერდით და ხელზე მეფერებოდა... თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. სულ ჩემთან იყო... დღემდე ჩემთანაა. რომ აღარ ვიქნები, არ ვიცი, რა ეშველება“
51 წლის მარინა ბერიშვილს მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ყოველ დღიურად მძიმდება. ღამე ტკივილი არ აძინებს, დღე კი იმაზე ფიქრი სტანჯავს - შვილს რა აჭამოს. როცა სიმწრით ნაყიდი გამაყუჩებლები გამოელევა მისი ტირილის ხმა მეზობელ უბანსაც კი ესმის...
რა სასტიკი და უგულო უნდა იყოს სისტემა, საცოდავი ქალის ტანჯვას რომ ვერ ხედავს, რომლის სიცოცხლე სადაცაა უნდა დასრულდეს... აქ მხოლოდ წამლების შეძენაზე არაა საუბარი, პრობლემა ძირგამომპალი სისტემაშია, რომელიც გკლავს!
- მარინა, გვითხარით, ნუთუ არ შეიძლებოდა თავი აგერიდებინათ ასეთი სავალალო შედეგისთვის?
მარინა: ალბათ შეიძლებოდა. დროულად რომ მიმეღო დანიშნული წამლები და ჩამეტარებინა ყველა ის პროცედურა რაც ექიმებმა ოპერაციის შემდეგ გამომიწერეს. დროულად რომ მიმეღო კონსულტაცია და მეკონტროლებინა სიმსივნის ახალი კერების წარმოქმნა. ალბათ, ახლა სიკვდილის კანდიდატი არ ვიქნებოდი.
- რატომ არ მიაქციეთ თავს ყურადღება?
მარინა: მოგიყვებით, და თქვენივე კითხვას თქვენვე გაეცით პასუხი. წარმოიდგინეთ, პირველი დარტყმა - ვიგებ, რომ მაქვს კიბო. მეორე დარტყმა - მეუღლე ამის გამო სახლიდან მიდის და წლინახევრის ბავშვთან სულ მარტო ვრჩები. მესამე დარტყმა -  მეუბნებიან, რომ სასწრაფოდ მკერდი უნდა მომკვეთონ და მე ბავშვის დამტოვებელიც არავინ მყავს...
- თქვენი მშობლები? ნათესავები?
- მოხუცი დედა მყავს, ის ამ ამბავს ვერ გადაიტანდა, არც კი იცის ამის შესახებ. ჩემს ერთადერთ დას კი ჩემზე მეტად უჭირს. ისიც ამ ვერაგმა დაავადებამ გაანადგურა. სანამ მე საოპერაციო ბლოკში ვიყავი, გიორგის სანიტრები ართობდნენ, შემდეგ კი ჩემთან ერთად იყო პალატაში.
- ბოლომდე რატომ არ მიიყვანეთ მკურნალობა?
მარინა: ოპერაციის შემდეგ მუშაობა ვეღარ შევძელი, ინვალიდობის  პენსიაც მომიხსნეს. მითხრეს, ოპერაცია გაიკეთე და უკვე ჯანმრთელი ხარო, აღარ გეკუთვნისო. სოციალური დახმარებაც შემიმცირეს და დავრჩით ასე, 90 ლარის ამარა. თვეში ახალნაოპერაციებ ქალს და პატარა ბავშვს 90 ლარი უნდა გვემყოფინა. არ გეცინებათ? მე ძალიან.
- სიტყვებიც არ მყოფნის... რა სისასტიკეა!
მარინა: მეც ამას ვამბობ. ამას რა ჰქვია? 90 ლარი თვეში როგორ უნდა იმყოფინოს ადამიანმა? და როგორ ფიქრობთ მე წამლებს ვიყიდდი ჩემთვის, როცა გიორგი შიმშილისგან ტიროდა? თქვენ როგორ მოიქცეოდით?
- ალბათ ნებისმიერი დედა ასე მოიქცეოდა...
მარინა: მე მხოლოდ დედა არ ვარ. გიორგისთვის მამაც ვარ, დაც, ძმაც და მეგობარიც. ის მარტოდმარტოა ამ სასტიკ სამყაროში და გამომქომაგებელიც არავინ ყავს. ვერ წარმოიდგენთ რა დღეში ვვარდები, როცა გიორგი ექიმებს დიდი ადამიანივით ესაუბრება და ეკითხება: დედიკო ხომ არ მომიკვდებაო... ხომ გადამირჩენთო... ექიმები კი მხრებს იჩეჩავენ და ამდენი ხანი რომ ცოცხალი ვარ, ისიც უკვირთ. მათი აზრით 2 წლის მკვდარი უნდა ვიყო. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, იქნებ უკვე გარდავიცვალე და მხოლოდ იმიტომ ვსუნთქავ, რომ გიორგის არ მივაყენო ტკივილი.
- ალბათ როგორ განიცდის გიორგი...
მარინა: ღამე შეტევები რომ მეწყება, ჩემთან ერთად ტირის. არ მოკვდეო მთხოვს... მოდი ერად მოვკვდეთო... ეს სიტყვები რომ მესმის, მგონია რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვები. ერთ რამეს ვთხოვ ღმერთს, მაცოცხლოს, სანამ გიორგი ცოტა წამოიზრდება. არ ვიცი ამას როგორ ვუძლებ. მონასტერში მივდივარ, დედაოები პურით მეხმარებიან... ეს რომ არ ყოფილიყო კიბოზე ადრე შიმშილი მოგვკლავდა.
- მიმართეთ ჩვენს მკითხველს!
მარინა: ძალიან გთხოვთ, მე როცა მოვკვდები, ჩემი გიორგი მარტო არ დატოვოთ. ძალიან კეთილი და ნიჭიერი ბავშვია. მონდომებული... გულისტკივილით მინდა გითხრათ, რომ ამის გამო პრობლემებიც კი შეექმნა სკოლაში. ჩვენი მდგომარეობის გამო ბევრჯერ გამხდარა დაცინვის და ბულინგის მსხვერპლი. ჩაცმულობის გამო სულ აბუჩად იგდებდნენ. ორი ზომით დიდი ფეხსაცმელი აცვია და გახუნებული ქურთუკი აქვს... რა სიტყვებს უწოდებენ, ვერც გეტყვით... საიდან მოდის ასეთი აგრესია, ამდენი ბრაზი და ბოღმა პატარა ბავშვებში, არ ვიცი.  ერთხელ, სკოლიდან დაბრუნებულმა იცით რა მითხრა? „დედიკო, შეიძლება შენს მაგივრად მოვკვდეო“...
- ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ შეგიმსუბუქოთ გაუსაძლისი ყოფა... ჩათვალეთ, რომ ჩვენი ფონდის და ჩვენი მკითხველის სახით მეგობრები შეიძინეთ!
მარინა: ჩემთვის არაფერი მინდა, შვილი გადამირჩინეთ! დაეხმარეთ რომ ისწავლოს, რომ თავისი ნიჭი გამოავლინოს. არ დამიტოვოთ გაუნათლებელი. ჩათვალეთ რომ თქვენი ძმაა, თქვენი შვილია, თქვენი შვილიშვილია... ჩემთვის არაფერს გთხოვთ, წამლები ძალიან ძვირია.
აი ასეა მეგობრებო, ჩინოვნიკები ტყავში ვეღარ ეტევიან, ავტომობილებს, როგორც ხელთათმანებს ისე იცვლიან, საცოდავი მოსახლეობა კი სავალალო მდგომარეობაშია! ვიღაცას შეუძლია ვახშამში 100 ლარი გადაიხადოს, ვიღაცამ კი ამ თანხით 1 თვე ოჯახი უნდა გამოკვებოს! კიდევ ერთხელ გვიწევს იმის დადასტურება, რომ ჩვენს ქვეყანაში სოციალური დახმარების სისტემა აბსურდულადაა მოწყობილი, ადამიანები დახმარების ნაცვლად მხოლოდ ზიანს იღებენ.
------------------------------------------------------------------------------------
ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს აქციას მარინას და გიორგის დასახმარებლად. მათი უყურადღებოდ დატოვება - ეს დანაშაულია ღმერთის და ნამუსის წინაშე. მათ ყველაზე მეტად პროდუქტები და მედიკამენტები სჭირდებათ. გიორგის კი ახალი ტანსაცმელი.
დაურეკეთ მარინას, უთხარით, რომ მარტო არ არის! უთხარით, რომ ჩვენი იმედი შეუძლია ჰქონდეს! ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ტელ: 557 90 15 22  მისამართი: ზუგდიდის რაიონი, სოფელი ინგირი.
გაუზიარეთ ეს ისტორია თქვენს მეგობრებს, გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ამ დედა-შვილის მეგობარი!
თუ გაქვთ ინფორმაცია მათ შესახებ, ვისაც დახმარება სჭირდება, მოგვწერეთ მათ შესახებ ფონდში: office-fsp@fsp.ge.
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე:
#GE15TB7194336080100003,
#GE42LB0115113036665000,
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მარინა და გიორგი)
საიტიდან:
სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან:
Nova Technology
TBCpay
ExpressPay
 ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ „ჩერნოვეცკის ფონდი“
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ლინკზე https://goo.gl/GY2Gus)
გამორიცხულია, ამ ისტორიამ ნორმალურ ადამიანში თანაგრძნობა არ გამოიწვიოს. ეს ამბავი კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ არიან ადამიანები, ვინც გადაუჭრელი პრობლემების წინაშე დგანან. რომლებიც ჩვენზე მეტად იტანჯებიან და ჩვენზე სუსტები არიან ხოლო ჩვენი მხრიდან ნებისმიერი სახის დახმარებას მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება!

მსგავსი პროექტები: